პროექტის რეპორტი შემდეგი გაჩერება - ბავშვების შიმშილითა დ სიცივით სიკვდილი! მრავალშვილიანი ოჯახი საქონლის ფერმებსა და დანგრეულ, მიტოვებულ შენობებს აფარებს თავს და ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შემდეგი გაჩერება - ბავშვების შიმშილითა დ სიცივით სიკვდილი! მრავალშვილიანი ოჯახი საქონლის ფერმებსა და დანგრეულ, მიტოვებულ შენობებს აფარებს თავს და ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის!

page info icon
2023 სექტემბერი 6
21-ე საუკუნის საქართველოში, როგორც შორეულ წარსულში, ზოგიერთმა ბავშვმა, აფრიკის ჯუნგლებში მობინადრე ადამიანებივით უნდა იბრძოლოს ლუკმა პურისთვის. ჩვენი დღევანდელი გმირები გახლავთ მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც იზრდება შვიდი ბავშვი, მოზარდით დაწყებული, ჩვილით დამთავრებული. ისინი შიმშილობენ და იძულებულები არიან, თვითნებურად დაკავებულ შენობაში, კარ-ფანჯრისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე იცხოვრონ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,510 ₾
( 378 დონორი )
დასრულებულია

უფალო, დალოცე ყველა ადამიანი, ვინც დაგვეხმარა! გმადლობთ,  ასეთი თბილი და კეთილი გულები რომ გაქვთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

სითბო, სიხარული, მადლიერება - მათ პატარა გულებში ახლა სწორედ ეს გრძნობებია!

 „იცი, იხვის ხორცი გვაქვს მაცივარში,“ - გვეუბნება გიო. – „ყველას გვაინტერესებს, როგორი გემო აქვს. ერთი ძია გვესტუმრა და მოგვიტანა. კიდევ, ხორცის კონსერვი, წიწიბურა და კანფეტები. გვითხრა, რომ ფონდის მკითხველია და ზაზა ჰქვია. ისედაც ვფიქრობდი, ნეტავ, ვინ არიან ეს მკითხველები? მაცივარი რომ მოგვიტანეს, დედამ თქვა: „მკითხველებმა გამოგვიგზავნესო“. საწოლებიც გადმოგვცეს მკითხველებმა. ფანჯრებიც მკითხველებმა ჩაგვისვეს, იცი? როგორც იქნა, გავიგე, როგორებიც არიან მკითხველები!“

- და როგორები არიან მაინც? 

გიო: არაფერი ენანებათ, ყველაფრის გიწილადებენ. ბევრს იღიმიან და გულკეთილები არიან, როგორც ზაზა.

- საქართველოში ბევრია ასეთი ადამიანი?

გიო: მილიონ ხუთასი...

ახალი და ლამაზი ტანსაცმელი აცვიათ და მშვენიერ ხასიათზე არიან!

- ბავშვებო, კიდევ რა „გიწილადეს“ ფონდის მკითხველებმა?

მარიამი: კარგი და ლამაზი ტანსაცმელი. წაუკითხავთ, რომ სპორტულები ძალიან მიყვარს და გამომიგზავნეს. კიდევ, ახალი ქურთუკი და კაბა, ახალ წელს ლამაზად ჩაცმული რომ შევხვედროდი. ლამაზი სურათები გადავიღე ჩვენს ნაძვის ხესთან, საგარეჯოში.

გიო: მე და დათუნას კი, ველოსიპედი გვაჩუქეს. მკითხველებმა ყველაფერი იციან ჩვენზე: რა ზომის ველოსიპედი მჭირდება, რომელი საჭმელი მინდა. თქვენ უთხარით, მწვადი რომ მინდოდა? დედიკოს ხორცი ჰქონდა და მწვადი შევწვით ჩემს დაბადების დღეზე. სიგიჟემდე მიყვარს! კიდევ დედიკოს ლობიო, მაკარონი, ბარდა და შოკოლადი გვაქვს ახლა... ზოგი ზაზა ძიამ მოგვიტანა, ზოგიც სხვა სტუმრებმა. „სოციალურმა“ დედას ფული მისცა, ოღონდ, ჯერ ნერვები მოუშალა.

გიო: „მკითხველები ისეთი ადამიანები არიან, ვისაც არაფერი ენანება. აი, როგორი ველოსიპედები გვაჩუქეს მე და დათუნას!“

ლია (დედა): ახლავე მოგიყვებით. ჯერ იმ ადამიანების შესახებ, ვინც გვესტუმრა. ჩემმა შვილმა უკვე ახსენა ზაზა, რომელიც, სხვათა შორის, დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს და არაჩვეულებრივი ადამიანია. ასევე გვესტუმრნენ ორგანიზაციიდან „გული გულს“, საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ქიმია მოგვიტანეს. რა თქმა უნდა, ბავშვები ეიფორიაში იყვნენ! მათ ხომ, პურისა და უფასო სასადილოს უგემური წვნიანების გარდა, არაფერი ჰქონდათ ნანახი აქამდე.

ოჰ, ეს სოციალური აგენტები! არ ესიამოვნათ, სახალხო დამცველის დახმარებით, ხმა რომ მიაწვდინეთ. მივიღეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება - 600 ლარი. მაგრამ, რამდენი ნერვებისა და თავის ტკივილის ფასად! ბავშვების წაყვანით მემუქრებოდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, საცხოვრებელი პირობები რომ არ გვაქვს. ძლივს მოვიგერიეთ!

ამ თანხით, რომელიც ამხელა ბრძოლის შედეგად მივიღე, პროდუქტით შევავსე ჩვენი ახალი მაცივარი. ადრე, საჭმელს საერთოდ ვერ ვინახავდით, ყველაფერი გვიფუჭდებოდა, დილასაც ვამზადებდი და შუადღესაც. ახლა, ბევრად უფრო გამიმარტივდა საქმე და იმდენად აღარ ვიღლები.

მარიამი: „მკითხველებმა მაცივარი გვაჩუქეს, შიგნით კი იხვის ხორცი დევს, რომელიც ასევე საჩუქრად მივიღეთ.“

- ბავშვებო, უფრო თბილა თქვენს სახლში, იმის მერე, რაც ფანჯრები ჩასვეს ხომ ასეა? თქვენ როგორ ფიქრობთ?

გიო: ადრე, მხოლოდ ბაღში ვიყავი თბილად. სახლში კი, სულ ვიყინებოდი. ახლა, კარგად ვარ.

გიო: „როგორც იქნა, გავთბი! ადრე კი, სულ გაყინული ვიყავი!“

მარი: მეც მხოლოდ სკოლაში ვიყავი თბილად. სახლში კი, ხელები და ფეხები სულ გაყინული მქონდა. ახლა, კარგად ვარ.

ანანო (3 წლის): თბია...

მანუჩარი (ოჯახის უფროსი): ძალიან მადლობელი ვართ თქვენი ამ ფანჯრებისთვის! ოთხ ოთახში მეტალო პლასტმასის ფანჯრები ჩავსვით და ისეთივე კარები დერეფანში. თქვენი ასეთი მზრუნველობა, უდიდესი დახმარებაა ჩემთვის. მინდა, თითოეული თქვენგანი ჩავიკრა გულში! ჩემი დები და ძმები ხართ! უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას გისურვებთ და კეთილდღეობას!

ოთხ ოთახში მეტალო პლასტმასის ფანჯრები ჩავსვით

- დათუნა, შენ რა მოგეწონა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?

დათუნა: საწოი და ველო.

ლია: ბავშვებს ისე უხარიათ, რომ თქვენი დამსახურებით ახლა, ყველას საკუთარ საწოლზე სძინავს. მშვიდად და ლაღად.

ადრე ბავშვებს ერთადერთ საწოლზე ეძინათ. ახლა კი, ცალ-ცალკე აქვთ გოგონებს და ბიჭებს საძინებლები!

ანანო ჯერ ვერ ლაპარაკობს კარგად, მაგრამ, ახალი საწოლები ძალიან მოსწონთ

სწორედ ასე გამოიყურება ბედნიერება - ხტუნავს და დაფრინავს!

ანანოს უნდა, ბიჭების საწოლზე რომ ჩამოჯდეს ცოტა ხნით

ლია: გლოცავთ იმისთვის, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებთ! მთელი ცხოვრება მემახსოვრება როგორ გაგვათბეთ და ჩემი შვიდი შვილი სიცივისგან რომ გადაარჩინეთ! თქვენმა გულმა მათი ტანჯვისა და ცრემლების, ჩემი და ჩემი მეუღლის სასოწარკვეთილების ცქერას ვერ გაუძლო. ადამიანებისთვის ჩვენი საცხოვრებელი პირობების დანახვა შოკის მომგვრელი იყო. ცრემლებს ძლივს იკავებდნენ, რომ მირეკავდნენ. მადლობას გიხდით,  ასეთი თბილი და კეთილი გული რომ გაქვთ! ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, როგორ იზრუნეთ ჩვენზე! ჩემს გოგონებსა და ბიჭებზე. ყოველდღე ვილოცებ თქვენთვის... შევევედრები ღმერთს, წმინდა მარიამ ღვთისმშობელს, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს და მამა გაბრიელს... ძალიან დაგვეხმარეთ და უდიდესი იმედი გვაჩუქეთ! მინდა, საკუთარი შრომით მივაღწიო ყველაფერს, რომ აღარ შევაწუხო ადამიანები. უფალო, დამეხმარე!

– ლია, ჯერ კიდევ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაგრჩათ. ბანაობა ნამდვილი სატანჯველია. არ გაქვთ გაზი, დენი, წყალი...

ლია: გთხოვთ, სააბაზანოსა და საპირფარეშოს კეთილმოწყობაში რომ დამეხმაროთ. ძალიან გვინდა, ეს საქმე რომ დავასრულოთ. ჩემმა მეუღლემ მოახერხა და გადადო ცემენტის თანხა, მაგრამ მეტის საშუალება არ გაგვაჩნია. გვჭირდება მილები, ტრაპი... ძალიან ბევრი რამ... ცხოვრება ხომ გვინდა, ბავშვებს სჭირდებათ ბანაობა... ტაშტში ბანაობენ... და ეს მართლა ძალიან მადარდებს...

თქვენი დახმარებით ამ არაჩვეულებრივმა ქართულმა ოჯახმა გაუძლო ზამთრის პერიოდს. შვიდი ბავშვი გაყინვას გადაარჩინეთ. რაოდენ ძლიერია დღეს მათი რწმენა ადამიანების მიმართ! რამხელა სიხარული, სითბო და მადლიერება გაჩნდა მათ გულებში!  მიუხედავად იმისა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა: არ არის დენი, გაზი, წყალი, არ აქვთ დაბანის საშუალება... არ აქვთ საკუთარი ჭერი...

დიდებული საქმეები მთელი საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევითა და უფლის დახმარებით კეთდება მხოლოდ! მოგიწოდებთ, დავეხმაროთ მათ და გვჯერა, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

მეგობრებო, თუკი რომელიმე თქვენგანი, არის უსაზღვროდ დიდსულოვანი ადამიანი და იმის ფინანსური შესალებლობაც აქვს, რომ იტვირთოს ამ ოჯახზე მუდმივად ზრუნვა, ამ ადამიანის შესახებ ყველას ვუამბობთ და მთელი საქართველო გაიცნობს მას! ერთ-ორ თვეში ხომ, აღარ ექნებათ იხვის ხორცი და გემრიელი ორცხობილებიც გამოელევათ! უფალო, დაეხმარე! სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობს 100 000 მეტი ასეთი ოჯახი! ვეცდებით, არავინ გამოგვრჩეს! სწორი ადამიანების პოვნა ხომ, ძალიან რთულია...

 სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ბაჩოშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!



მსგავსი პროექტები: