შემდეგი გაჩერება - ბავშვების შიმშილითა დ სიცივით სიკვდილი! მრავალშვილიანი ოჯახი საქონლის ფერმებსა და დანგრეულ, მიტოვებულ შენობებს აფარებს თავს და ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შემდეგი გაჩერება - ბავშვების შიმშილითა დ სიცივით სიკვდილი! მრავალშვილიანი ოჯახი საქონლის ფერმებსა და დანგრეულ, მიტოვებულ შენობებს აფარებს თავს და ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის!

page info icon
2023 სექტემბერი 6
page info icon
2626
21-ე საუკუნის საქართველოში, როგორც შორეულ წარსულში, ზოგიერთმა ბავშვმა, აფრიკის ჯუნგლებში მობინადრე ადამიანებივით უნდა იბრძოლოს ლუკმა პურისთვის. ჩვენი დღევანდელი გმირები გახლავთ მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც იზრდება შვიდი ბავშვი, მოზარდით დაწყებული, ჩვილით დამთავრებული. ისინი შიმშილობენ და იძულებულები არიან, თვითნებურად დაკავებულ შენობაში, კარ-ფანჯრისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე იცხოვრონ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,510 ₾
( 378 დონორი )
დასრულებულია

შემდეგი გაჩერება - ბავშვების შიმშილითა დ სიცივით სიკვდილი! მრავალშვილიანი ოჯახი საქონლის ფერმებსა და დანგრეულ, მიტოვებულ შენობებს აფარებს თავს და ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 21-ე საუკუნის საქართველოში, როგორც შორეულ წარსულში, ზოგიერთმა ბავშვმა, აფრიკის ჯუნგლებში მობინადრე ადამიანებივით უნდა იბრძოლოს ლუკმა პურისთვის. ჩვენი დღევანდელი გმირები გახლავთ მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც იზრდება შვიდი ბავშვი, მოზარდით დაწყებული, ჩვილით დამთავრებული. ისინი შიმშილობენ და იძულებულები არიან, თვითნებურად დაკავებულ შენობაში, კარ-ფანჯრისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე იცხოვრონ.

 ლია: წინა წელს, საქონლის ფერმას შევაფარეთ თავი და ზამთარი ასე გადავაგორეთ. იცით, იქ უკეთესი პირობებია და ბავშვები, ასეა თუ ისე, სითბოში მყავდა. საპირფარეშოც იყო. თავზარი მეცემა, როდესაც ვფიქრობ, რომ მალე ისევ სიცივეები დადგება. ამჯერად, ნამდვილად ვეღარ გავუძლებთ!

ფანჯრებში მინები არ არის ჩასმული. ბავშვებს შიმშილი თუ არა, სიცივე მოკლავთ. როგორ მოგწონთ ასეთი არჩევანი?

- რას ამბობთ, ლია? საქონლის ფერმაში როგორ აღმოჩნდით?

ლია: ჩემი მეუღლე მწყემსად მუშაობს, ამით შოულობს ლუკმა- პურს. მაგრამ, შვიდი ბავშვის გამოკვება ძალიან რთულია. ამიტომ, მე და ჩემს შვილებს ზამთრის იქ გატარების უფლება მოგვცეს. სივიწროვეა, მაგრამ სითბო მაინც იყო.

ეს სახლი არ არის დაბომბილი. აქ შვიდი ბავშვი ცხოვრობს, მშვიდობიან დროს

- და რანაირად ცხოვრობთ ამ შენობაში? ალბათ, აქ ცხოვრება ზაფხულშიც არ არის მარტივი?

ლია: არ თქვათ. აქ, ექვსი წლის წინ გადმოვედით საცხოვრებლად. თვითნებურად დავიკავეთ ეს შენობა. უსახლკაროდ დარჩენილებს, არჩევანის უფლება ვინ მოგვცა? რაც მთავარია, კედლები არის და სახურავი. ეს შენობა თავიდანვე დაბომბილს ჰგავდა, არაფერი შეცვლილა მას შემდეგ. მდგომარეობა უარესდება. ბავშვები იზრდებიან, ავეჯი ფუჭდება, კედლები იშლება! მთავრობას ვეხვეწებით, ეს გაუბედურებული ბინა მაინც რომ გადმოგვცენ საკუთრებაში, მაგრამ ჯერჯერობით, არაფერი გამოდის. ან როგორ უნდა შევაკეთოთ? საჭმლის ყიდვის საშუალებაც კი არ გვაქვს.

აი ეს გაურკვეველი ნივთიერება, არის სადილი შვიდი ბავშვისთვის. ალბათ, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედებიც კი უკეთეს საკვებს აძლევენ თავიანთ მძევლებს, ვიდრე სახელმწიფო ამ ბავშვებს

- რით იკვებებით? როგორ ცხოვრობთ? ალბათ, შვიდი ბავშვისთვის საჭმლის მომზადება, თანაც ასეთ პირობებში, ძალიან რთულია?

ლია: სოციალური სასადილოდან მოტანილი საჭმელი ძალიან გვშველის. მაგრამ, ისიც არ არის ყველასთვის საკმარისი. ასე გვითხრეს: „დაელოდეთ, ვინმე რომ მოკვდება, მაშინ დადგება თქვენი ჯერი.“ წარმოიდგინეთ, როგორია, ელოდო ვინმეს სიკვდილს, შენი შვილები შიმშილით რომ არ დაიხოცონ? აი, ნახეთ, ჩვენი დღევანდელი ულუფა ეს არის. რაღაც გაურკვეველი სითხე, ბრინჯისგან და ლობიოსგან მომზადებული. ეს როგორ უნდა ჭამო? როგორ უნდა აჭამო ბავშვებს? მაგრამ, როდესაც სახლში პურიც კი არ გვაქვს, ბავშები იჯღანებიან, მაგრამ ჭამენ.

 „მეზობელმა ერთი ცალი პომიდორი მაჩუქა. ვერ გადამიწყვეტია, მარტომ ვჭამო თუ გავუნაწილო ყველას?“

- ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით, ლია?

ლია: პირველ მეუღლესთან ერთად რომ ვცხოვრობდი, უარეს დღეში ვიყავი. მანუჩართან ერთად კი, ბევრად უკეთესია ჩვენი ცხოვრება. ის ზრუნავს ჩვენზე, არ სვამს, არ გვცემს, რასაც იშოვნის, ოჯახში მოაქვს.

ეს ულამაზესი ბავშვები ყოველი ლუკმა პურისთვის იბრძვიან

 - როდის დაშორდით პირველ მეუღლეს? დიდხანს ცხოვრობდით მასთან ერთად?

 ლია: არ მგონია, ვინმეს აინტერესებდეს მაგრამ, რადგან იკითხეთ, გეტყვით. პირველად ძალიან ადრე გავთხოვდი. 19 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე კი - 38-ის! წესიერად არც ვიცნობდი.

 - თქვენი მშობლები არ იყვნენ წინააღმდეგი?

 ლია: არა, რას ამბობთ, პირიქით! ექვსი შვილი ვყავდით და ძალიან გვიჭირდა. ალბათ ეგონათ, რომ უფროს მამაკაცთან ერთად უკეთესი ცხოვრება მელოდებოდა. ან შესაძლოა, უბრალოდ  ჩემი სახლიდან წასვლა უნდოდათ. თავიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში, არ გვიჭირდა ასე ძალიან. ნორმალურად მიმაჩნდა ჩხუბი და ყვირილი. მეგონა, ყველა ცხოვრობდა ასე. მაგრამ, წლები გადიოდა და მდგომარეობაც სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. ბოლოს დალევა დაიწყო, ძალადობდა კიდევაც ჩემზე. სამი წლის წინ კი, გადავწყვიტე, რომ მარტოობა ჯობდა ტირანთან ერთად ცხოვრებას. სწორედ ამ დროს, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მანუჩარი. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ოჯახი სიყვარულს ნიშნავს. ჩვენი ულამაზესი ანა კი, ნაყოფია ამ სიყვარულის.

„მხოლოდ ლოცვით მოვედით დღემდე, მხოლოდ უფლის რწმენით ვსულდგმულობთ“

- ესე იგი, პირველი ქორწინებიდან ექვსი შვილი გყავთ.

ლია: დიახ, ასეა. ძალიან კარგი ბავშვები არიან. ნებისმიერ დედას შეშურდებოდა ჩემი. ერთმანეთზე ზრუნავენ. მეტ-ნაკლებად ჯანმრთელია ყველა. მხოლოდ ყველაზე უფროსს, ლუკას არ გაუმართლა, ცერებრული დამბლა აქვს. მაგრამ, უფლის წყალობით, მძიმე ფორმაში არა. სიარული შეუძლია, მიუხედავად იმისა რომ სხეულის მარჯვენა მხარე არ ემორჩილება. ნათელი გონება აქვს, ლაპარაკობს. ძალიან კარგი ბიჭი მყავს.

 „დამცინიან... ყველაფერი რაც მაცვია, ძველია და დახეული“

მარიამი (11 წლის): ანა სანამ დაიბადებოდა, ერთადერთი გოგო ვიყავი. ჩემი ძმები კი, არასდროს მაბრაზებენ.

- ერთმანეთსაც არ აბრაზებენ?

მარიამი: რატომ უნდა გააბრაზონ ერთმანეთი? ბავშვები რის გამო ჩხუბობენ, ხოლმე? ერთმანეთს სათამაშოებს რომ არ აძლევენ, ან მულტფილმების ყურებაში უშლიან ხელს. ჩვენ კი, არც სათამაშოები გვაქვს, არც ტელევიზორი, არც პლანშეტი. ბიჭებს ერთ საწოლზე სძინავთ. ყველას ერთად. მე და ანას კი - დედასთან ერთად.

 „ერთ საწოლზე არ ვეტევით, უფროსი ძმები კი ძილში გვირტყამენ“

- აქ როგორ ეტევით, ბავშვებო?

გიორგი (6 წლის): ლუკა, ნიკა და ნიკოლოზი იმხელები არიან, ხანდახან გვირტყამენ ძილში. მე და დათუნა ვართ ყველაზე პატარები. ძალიან მინდა, ჩვენ ორს საკუთარი საწოლი გვქონდეს. პირობას გაძლევთ, ორივე დავეტევით და არავის შევაწუხებთ!

 „ამ პურის ნაჭერს დილიდან ვინახავ, ძილის წინ გემრიელად რომ ვჭამო. თორემ, ცარიელი კუჭი არ მაძინებს“

დათუნა (5 წლის): ა მიდა საწოლი. ტევევიზორი მიდა მულტფილმებით. კიდე ველო მიდა, ბუთი და კაკები. ეს ყველაფერი მიდა!

 - ოჰ, რა კარგი ხარ! ალბათ, ბაღში ძალიან მოსწონხარ გოგონებს?

 დათუნა: კი-ი! მე კაგი ვარ. დედა ამბობს, ძალიან კარგი ვარ. იცი, მალე სკოლაში წავალ. ბაღში ალავინ მომწონს, ალბათ, სკოლაში მეყოლება შეყვარებული.

პატარა ანას ერთადერთი დაგლეჯილი სათამაშო - ამ ნაცრისფერ სამყაროში მხოლოდ ის უხარებს გულს

 გიორგი: მე უკვე ექვსი წლის ვარ და სკოლაში უნდა წავსულიყავი. მაგრამ, დედიკომ თქვა, რომ ჯობია, ჩემს ძმას დაველოდო და ერთად წავიდეთ. ტყუპებივით ვიქნებით და ვერავინ გაგვაბრაზებს.

ღარიბი ბავშვების გულის ტკენა ყველას შეუძლია

 - გაბრაზებთ ვინმე?

 მარიამი: მე, კი. არ მაქვს არც ჩანთა, არც ლამაზი ტანსაცმელი სპორტის გაკვეთილზე რომ ჩავიცვა. ჩემი ოცნებაა, წელს მაინც მქონდეს ლამაზი ჩანთა და ფორმა სპორტისთვის.

გოგონებს ამ საწოლზე სძინავთ, მაგრამ ისიც, სადაცაა დაიშლება

 ლუკა (17 წლის): კი-ი, ხანდახან ბავშვებს ჩვენი წყენინება ძალიან მოსწონთ. ისეთ რამეს იტყვიან ხოლმე, გულს ისე გატკენენ, ტირილი მოგინდება. მაგრამ, მე ბევრი მეგობარი მყავს, მიუხედავად იმისა, რომ ავად ვარ. ყველა ძალიან მიყვარს! ძალიან მინდა, ტელეფონი რომ მქონდეს. ხანდახან, ვერ გავდივარ სახლიდან, მაგრამ ვინმესთან ლაპარაკი ძალიან მინდა, დავრეკავდი და ვინმეს ხმას მაინც გავიგონებდი! ნორმალურად სიარული რომ შემეძლოს, ალბათ, მეც ჩემი ძმებივით ვიოცნებებდი ველოსიპედზე.

ასე ცხოვრება არ შეიძლება!!! ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ! ისინი ბავშვები არიან, ცხოველები კი არა!

- შევაჯამოთ, ლია. ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ფანჯრების ჩასმა და კედლების მოწესრიგება დაგჭირდებათ.

ლია: ამაზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავ. ძალიან ძვირია. მინდოდა მაცივარი და სარეცხი მანქანა მეთხოვა თქვენთვის. შვიდი ბავშვის სარეცხის ხელით რეცხვა შეუძლებელია. არ მინდა, თავი დამცირებულად იგრძნონ და მაწანწალებივით ჩაცმულებმა იარონ. კიდევ, მინდოდა მეთხოვა საწოლები. ამ ორადგილიან საწოლზე, ბიჭები, მართლაც, ძლივს ეტევიან. მაცივარი თუ მექნება, პროდუქტსაც გთხოვთ. კიდევ, ძალიან გვჭირდება სველი წერტილის მოწესრიგება. აქ ბავშვებს ვერ ვაბანავებ. მეზობლებს ვეხვეწები ხოლმე, თავიანთ სააბაზანოში შეუშვან. თანაც, ყოველდღე ხომ ვერ შეაწუხებ? ალბათ, სულ ეს არის.

რა პასუხს გავცემთ ამ ბავშვებს, როდესაც გაიზრდებიან? რომ ვიცოდით, როგორ იტანჯებოდნენ და არაფერი მოვიმოქმედეთ მათ გადასარჩენად? რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები და რთული პრობლემები გვქონდა? რა პასუხს გავცემთ საკუთარ თავს, როდესაც ჩვენს შვილებს ჩავხედავთ თვალებში?

 მეგობრებო, ამ ბავშვებს არ დაუმსახურებიათ ასეთი ხვედრი. ცხოველებივით ცხოვრობენ და უბრალო პირობებიც კი არ აქვთ. ბავშვობა წართმეული აქვთ, იმედი გადაწურული, მომავალი კი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, უღიმღამოა და ბურუსით მოცული.

 ასეთ საშინელ მდგომარეობას, გულგრილად გვერდს ვერ ავუვლით. ბავშვებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ბედნიერად და საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად გაიზარდონ. მოდით, დავეხმაროთ მათ, მხარში დავუდგეთ და ბედნიერი ბავშვობა დავუბრუნოთ.

 ბიბლიაში ნათქვამია: „კეთილმოსურნე კურთხეულ იქნება, რადგან თავისი პურიდან მისცა ღარიბს.“ (იგავნი 22:9). ამ სიტყვებით ვიხელმძღვანელოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთოთ ცხოვრებაში. სულ მცირე დახმარებასაც კი, შეუძლია მომავლის შეცვლა. ერთად შეგვიძლია ჩვენი შვილებისთვის უკეთესი სამყაროს შექმნა, სადაც არავინ დაიჩაგრება და ყველას ექნება შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდროს.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი 19, ბინა 83.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ლია ბაჩოშვილი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 
სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: