მეშახტე, რომელსაც არავინ დაეხმარა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეშახტე, რომელსაც არავინ დაეხმარა

page info icon
2018 მაისი 17
ამ ადამიანის მდგომარეობა არის უმძიმესი. შეიძლება ითქვას, რომ იგი სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე იმყოფება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
502 ₾
( 35 დონორი )
დასრულებულია
უყურებ მას და გული გიკვდება იმის გაფიქრებით, რომ თუ დროული დახმარება არ იქნა, ყველაფერი შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. 
4 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გიორგი ნიქაბაძემ უამრავი ტრავმა მიიღო. აი, მცირე ამონარიდი  საავადმყოფო ფურცლიდან:  გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობები, ფილტვების დაზიანება, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, სისხლის ჩაქცევა, თვალის გუგების დაზიანება...სამწუხაროდ, ეს არ არის სრული ჩამონათვალი. 
55 წლის მეშახტე ამჟამად საწოლს არის მიჯაჭვული და ჯერ-ჯერობით ექიმები გარანტიას არ იძლევიან, რომ გიორგი ოდესმე შესძლებს ფეხზე დადგომას. მის მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ოჯახს უკვე ამოეწურა ისედაც მწირი ფინანსური მარაგი, ხოლო სხვა შემოსავალი მათ არ გააჩნიათ.
გიორგის მეუღლე უვლის, რომელსაც პარალელურად უხდება მოხუც დედაზე ზრუნვა, რომელმაც ინსულტი გადაიტანა. ქალიშვილები საკუთარ ოჯახებთან ერთად ცალკე ცხოვრობენ, ეხმარებიან დედას რითიც  შეუძლიათ, მაგრამ  მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა მეტის გაკეთების საშუალებას.  მოგეხსენებათ, ტყიბულში მოსახლეობას ძალიან უჭირს და მამაკაცები იძულებულნი არიან  მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იმ ავბედით შახტში იმუშაონ...
გიორგის ქალიშვილის მონიკა ნიქაბაძის თქმით, არც სახელმწიფომ და არც შახტის მფლობელმა კომპანიამ მამას ფინანსური დახმარება არ გაუწიეს.  დიახ, 4 აპრილს დაღუპული მეშახტეების ოჯახებს გადასცეს კომპენსაცია, მაგრამ გადარჩენილებს არ სჭირდებათ დახმარება?   გიორგი ღმერთმა გადაარჩინა, ხოლო ადამინები ვერ იმეტებენ თანხას, რომ დახმარება გაუწიონ მას და მისცენ დროული მკურნალობის საშუალება?! ნამდვილად რომ სამწუხარო და ამავე დროს სამარცხვინო ფაქტია, რომ ჩინოვნიკები, რომელთა უპირველეს მოვალეობას ადამიანზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს, ასე გულქვად ექცევიან დაზარალებულ მეშახტეს! 
გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, მაგრამ მისი ფეხზე დაყენება შესაძლებელია თუ მას დროულად ჩაუტარებენ აუცილებელ მკურნალობას!  მეგობრებო, მოდით შევიდეთ ამ ადამიანის მდგომარეობაში, გავუწოდოთ დახმარების ხელი და მივცეთ მომავლის იმედი!  ეს ჩვენ შეგვიძია ერთიანი ძალებით! 
შემოუერთდით ჩვენს საქველმოქმედო აქციას და თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ნიქაბაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ სიკეთე, გადაარჩინეთ კიდევ ერთი სიცოცხლე, ღმერთი თქვენკენ! 

მსგავსი პროექტები: