სასოწარკვეთილი დედა შველას ითხოვს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სასოწარკვეთილი დედა შველას ითხოვს

page info icon
2018 ივლის 10
page info icon
2870
20 წლის ბიჭი იტანჯება ფსიქიკური და თავის ტვინის დაავადებებისგან, ხოლო I ტიპის შაქრის დიაბეტი კიდევ უფრო ართულებს მის ისედაც გაუსაძლის მდგომარეობას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
314 ₾
( 22 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ძალიან სევდიანია - 20 წლის ბიჭი იტანჯება  ფსიქიკური და თავის ტვინის დაავადებებისგან, ხოლო  I ტიპის შაქრის დიაბეტი კიდევ უფრო ართულებს მის ისედაც გაუსაძლის მდგომარეობას. 
ედმონ ავაკიანს  კრუნჩხვები შეიძლება ნებისმიერ დროს დაეწყოს და არავინ იცის რაში შესაძლოა გადაიზარდოს მისი პათოლოგიური ქცევა. ახალგაზრდას არ ძალუძს ლაპარაკი, იგი მხოლოდ გარკვეულ ბგერებს გამოსცემს, როდესაც რაღაც აწუხებს. ედმონი საჭიროებს 24-საათიან მეთვალყურეობას, მისი მარტო დატოვება ერთი წუთითაც კი არ შეიძლება, რამეთუ თავს ვერ აკონტროლებს. 
ედმონს უვლის დედა, რომელიც ძალღონეს არ იშურებს შვილისთვის, მაგრამ საშინელი სიდუხჭირე, რომელიც მათ ოჯახში სუფევს, აფერხებს ავადმყოფის სათანადო მკურნალობას და მოვლას. ხშირად მათ არ გააჩნიათ მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების და საკვების საყიდელი ფული...
როდესაც ედმონი პატარა იყო, მამამ მიატოვა ოჯახი, უცხოეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.  ავადმყოფი ბავშვის მოვლა-პატრონობა მთლიანად დააწვა დედას, რომელსაც არავინ ეხმარება. „20 წელია, რაც გულში ვარ დაჭრილი. ალბათ არასდროს გავიღიმებ და არაფერი გამახარებს აწი. ღმერთო, მომეცი ძალა და გამძლეობა, რომ ჩემს საყვარელ ბიჭუნას არ მოვაკლო ზრუნვა, შეუმსუბუქე მას მძიმე ხვედრი“,- ამბობს 44 წლის ალვინა ვართანიანი, ედმონის დედა. 
ედმონს გადაადგილება მხოლოდ ოთახში შეუძლია. ეზოში ეტლით გაჰყავთ, თუმცა იქ მარტო ერთი წუთითაც  ვერ ტოვებენ, რადგან ბიჭი კარგავს ორიენტირს და შესაძლოა ეტლიდან ძირს დაენარცხოს! 
პენსია და სოციალური შემწეობა - ეს არის ამ ოჯახის მთელი შემოსავალი. მათ ძალიან უჭირთ! ედმონი უპირველეს ყოვლისა საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს და საკვებ პროდუქტებს. 
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი, არ დავტოვოთ დედა-შვილი ლუკმა-პურის გარეშე, გავუთბოთ მათ გულები! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! 
ედმონის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ედმონ ავაკიანი), ან ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილ ადამიანს ქველმოქმედება სიხარულს ანიჭებს!

მსგავსი პროექტები: