ჩვენთვის არავის სცალია... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენთვის არავის სცალია...

page info icon
2018 ნოემბერი 30
შიმშილის გამო ის ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომასაც ვერ ახერხებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
737 ₾
( 64 დონორი )
დასრულებულია

 მზია ციხიშვილს ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს. ერთ დროს იგი სიცოცხლით სავსე და ენერგიული ქალბატონი იყო. მუშაობდა და ბევრ სიკეთეს აკეთებდა სრულიად უცნობი ადამიანებისთვის. მშივრებს აპურებდა, ტანისამოსს აძლებდა უპატრონო ბავშვებს, ეხმარებოდა მარტოხელა მოხუცებს საოჯახო საქმეებში... 
მაგრამ, სამწუხაროდ ამ უსაზღვრო სიკეთისა, ცხოვრება მის მიმართ უსამართლო აღმოჩნდა და მას უამრავი განსაცდელი მოუვლინა. მას ჯერ სახსრებზე დაეწყო პრობლემები, ყოველი მოძრაობა მას დიდ ტკივილს აყენებდა ამის გამო მუშაობა ვეღარ შეძლო და მალე მთელი დანაზოგი ამოეწურა. შემდეგ ინსულტი მოუვიდა... მზიამ სიარული ვეღარ შეძლო და გადაადგილება მხოლოდ ეტლის დახმარებით შეუძლია.
მზია თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში, რომელიც თითქოს ეს ესაა უნდა ჩამოინგრეს...  აქ ყველაფერი ძველი და გამოუსადეგარია. კედლები დაბზარულია, ჭერიდან ცვივა ბათქაში, ნესტის გამო ყველაფერს ობი აქვს მდებული... 
სამზარეულო, აბაზანა და საპირფარეშო ერთ ოთახშია განლაგებული, რომელიც ადამიანის საცხოვრებელს საერთოდ არ გავს! აქ არც გათბობაა, არც ელემენტარული პირობები. ზამთარში ამ საცხოვრებელში საშინლად ცივა, ხოლო ზაფხულში სიცხისგან სუნთქვაც კი შეუძლებელია. ძნელი წარმოსადგენია თუ რას განიცდის ყოველდღიურად ქალბატონი მზია, როდესაც აქ უბრალოდ ხელ-პირის დასაბანად შედის... 
ეს ტრაგედიაა, როდსაც 21-ე საუკუნეში, თანამედროვე საქართველოში ადამიანები ასეთ პირობებში ცხოვრობენ!
მაგრამ, საშინელი საცხოვრებელი პირობები ეს მთავარი პრობლემა არაა... ყველაზე მთავარი, რაც მას ახლა აწუხებს ყველაზე მეტად – ეს შიმშილია! მიზერული შემოსავალი, საჭირო წამლების საყიდლად და კომუნალური გადასახადების დასაფარად ძლივს ჰყოფნის. ზოგჯერ მზია მხოლოდ პურით საზრდოობს, ზოგჯერ კი მშიერსაც უწევს ყოფნა. ამის გამო ძალიან დაუძლურებულია და საწოლიდან წამოდგომაც უჭირს... 
დაწვრილებით ამის შესახებ იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

მეგობრებო, მოდით შევუმსუბუქოთ ამ ადამიანებს ტკივილი, მათ შესაძლოა ეს ზამთარი ვერ გადაიტანონ, რადგან არც შეშის ფული აქვთ და არც საჭმლის. თანხის ავეჯის, თეთრეულის, ჭურჭლის წამლების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად გადარიცხეთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მზია ციხიშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან 

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).

თქვენს გაღებული შემოწირულობა ნამდვილ სასწაულს ახდენს. ეს არის ის დიდი ძალა, რომელიც ჩვენს ბენეფიციარებს  ანუგეშებს, იმედს უსახავს და ფეხზე აყენებს!


მსგავსი პროექტები: