39-წლიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

39-წლიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის

page info icon
2018 დეკემბერი 19
აი, ასე დაატარებს ხელით დედა თავის შვილს, რომელიც ვერ ხედავს, ვერ დადის, ვერ საუბრობს და ეს ყველაფერი უკვე 39 წელია რაც გრძელდება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,240 ₾
( 227 დონორი )
დასრულებულია
უკვე 39 წელია, რაც ანა სორდია საშინელი ტკივილებისგან იტანჯება, მისი სხეული იმდენადაა დეფორმირებული, რომ ექიმები ვერ ადგენენ - რომელ მხარესაა გული, ფილტვები თუ  კუჭი. ანა ვერ ხედავს, პრაქტიკულად არ ესმის, არ შეუძლია საუბარი, ხშირად კომაში ვარდება, პერიოდულად ემართება კრუნჩხვები, ხოლო გულის უკმარისობის ფონზე, ბრონქიალური ასთმის შეტევები მას, უბრალოდ, ახრჩობს… და ასე გრძელდება 39 წელი! 
ანას დედამ მთელი თავისი სიცოცხლე შვილს მიუძღვნა, ერთი წუთითაც არ ჰქონია შვება, სულ გამუდმებულად იბრძვის ქალიშვილის სიცოცხლისთვის...  ღმერთმა ყველას აშოროს იმ მდგომარეობის გადატანა, რასაც ეს ქალი ახერხებს... როდესაც საკუთარი თვალით უყურებს ქალიშვილის ტანჯვას და მის თითოეულ ამოსუნთქვას „ყარაულობს!“ 
იგი ოცნებობდა ბედნიერ ცხოვრებაზე, ჯანმრთელ შვილებზე, ლამაზ სახლზე, თუმცა განგებამ მწარე ხვედრი არგუნა. 
 „თითქოს ვიღაცამ დანა ჩამარტყა - აი, ასეთი შეგრძნება მაქვს, - ამბობს მთვარისა... დავამთავრე საფერშლო, თუმცა ექთნად არასდროს მიმუშავია, ვისთვის უნდა დამეტოვებინა ჩემი შვილი, მას ხომ დილიდან საღამომდე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ადრე ვართმევდი თავს, მაგრამ ახლა ძალიან მეშინია… პენსიაზე ვარ, ასაკს თავისი გააქვს, მაღალი წნევა დამჩემდა, მაგრამ ყველაზე მეტად  მაღელვებს ის, თუ რა ეშველება ჩემს ანას?! ღმერთო, მომეც ძალა, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს ვიყო ჩემი გოგოს გვერდით და ერთად გავუძლოთ ამ ტანჯვას“. 
ძალიან მტკივნეულია იმ აზრთან შეგუება,  რომ შენი შვილი მძიმედ არის ავად  და ეს სამუდამო დიაგნოზია. მხოლოდ ქვის გულის ადამიანს შეუძლია გულგრილი დარჩეს ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ. 
მეგობრებო, ჩაერთეთ ჩვენს აქციაში და თანადგომა აღმოუჩინეთ ანა სორდიას, შეუმსუბუქოთ მის დედას სნეული ქალიშვილის მოვლა. მოდით, ერთიანი ძალებით  შევიძინოთ მათთვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და  მედიკამენტები! ეს ჩვენი საახალწლო საჩუქარი იქნება! 
ჩვენი ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა სორდია). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ  სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!

მსგავსი პროექტები: