გევედრებით, არ მისცეთ დედას თირკმლის გაყიდვის საშუალება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გევედრებით, არ მისცეთ დედას თირკმლის გაყიდვის საშუალება!

page info icon
2019 სექტემბერი 30
page info icon
8831
8 არასრულწლოვანი მზადაა იშიმშილოს, ოღონდ დედამ მათ გამოსაკვებად თირკმელი არ გაყიდოს! -თამარ, როგორ უძლებთ ამ განსაცდელს?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,998 ₾
( 176 დონორი )
დასრულებულია
8 არასრულწლოვანი მზადაა იშიმშილოს და იცხოვროს დანგრეულ შენობაში, რომელშიც არც შუქია და არც სველი წერტილები, ოღონდ დედამ მათ გამოსაკვებად თირკმელი არ გაყიდოს!
- თამარ, როგორ უძლებთ ამ განსაცდელს?
თამარ აბესაძე: მორწმუნე ადამიანი ვარ და არ შემიძლია სიცოცხლე მოვისწრაფო! დავხუჭო თვალები და მივატოვო ჩემი შვილები?! ვის სჭირდებიან ჩემ გარდა? თან მათ ისე ვუყვარვარ...! მადლობა ღმერთს ამისთვის! როცა ვეუბნები, რომ ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, წარმოიდგინეთ, ისინი პატარები არიან, მაგრამ უფლის რწმენა აქვთ და სჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- თამარ, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში?
თამარ აბესაძე: ჩემი ოჯახი 3 თვის წინ უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. აქამდე გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში - მთის ძირში ვცხოვრობდით. ძალიან ადრე გავთხოვდი. 16 წლის ვიყავი პირველი შვილი ლევანი რომ შემეძინა! მე თვითონ მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილები. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ქმარი მხარს მიჭერდა ამაში. არ ვიყავით მდიდრები, მაგრამ სითბოსა და თანხმობაში ვცხოვრობდით.
ლევანის შემდეგ ჯონი გაგვიჩნდა, შემდეგ მურმანი. სამი ბიჭის შემდეგ კი ნანატრი გოგოები შეგვეძინა - ჟანა, მაკა და ანა-მარია. ეს უბრალოდ ბედნიერებაა!
- კონკრეტულად რამ შეცვალა თქვენი ცხოვრება უარესობისკენ?
თამარ აბესაძე: 4 წლის წინ ჩემს ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. მან ვერ შეძლო მუშაობა, უფსკრულის პირზე ვიდექით. ჩემმა ქმარმა სმა დაიწყო. დანაზოგიც კი აღარ გვქონდა და ლუკმა პურის გარეშე დავრჩით. იმდენად დამცირებულად გრძნობდა თავს, რომ ერიდებოდა ბავშვების, სახლშიც კი არ მოდიოდა. ერთ დაწყევლილ დღეს კი თავი მოიკლა... ოღონდ გთხოვთ, არ განსაჯოთ, ყველას არ შეუძლია ასეთი რამის ატანა (ტირის).
- სოფლიდან როდის წამოხვედით?
თამარ აბესაძე: იმ პერიოდში ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით სოფელში და ჯართს ვაგროვებდით: სახლის ქირას ვიხდიდით, კომუნალურებს, როგორღაც გაგვქონდა თავი. მაგრამ ერთხელაც, ჩემი უმცროსი გოგო ანა-მარია მეორე სართულიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა... ძალიან შევშინდით! გამოკვლევები ჩავუტარეთ, ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაც დაგვჭირდა. ქირისთვის გადადებული თანხა სულ წამლებში დამეხარჯა. ვერ გადავიხადეთ ქირა და სახლიდან გამოგვყარეს. მესამე თვეა, რაც ამ დანგრეულ შენობაში შემოვსახლდით.
- თამარ, და მეუღლის ნათესავებთან რატომ არ დაბრუნდით სოფელში?
თამარ აბესაძე: მეუღლის ნათესავებთან ერთად ვერ ვიცხოვრებდით. გთხოვთ, ნუ მეკითხებით ამაზე.
- კარგით, არ ინერვიულოთ. უბრალოდ ასეთ პირობებში ცხოვრება საშიშია! თქვენ თქვით, რომ 6 შვილი გყავთ. რამდენი წლისები არიან?
თამარ აბესაძე: ლევანი 17 წლის არის, ჯონი - 15, მურმანი - 12, ჟანა - 10, მაკა - 6, ანა-მარია კი 4 წლის.
- ეს გოგოები ვინ არიან, ისინიც ხომ აქ ცხოვრობენ?
თამარ აბესაძე: ეს ანაა, ჩემი დის შვილი. 15 წლის არის და თითქმის 8 წელია ჩემთან ცხოვრობს. ჩემი და თურქეთში წავიდა და მას შემდეგ ღვიძლი შვილივით მყავს. ეს კი შორენაა, 19 წლის. 8 თვის წინ ისიც ჩემი შვილი გახდა. ჩემს უფროს ბიჭს შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა.
- ღმერთის გწამთ?
თამარ აბესაძე: ღმერთს ყოველდღე ვემადლიერები იმისთვის, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები არიან! ეს ერთადერთია, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდება არ ვიცი რა გვეშველება. თირკმლის გაყიდვასაც კი ვფიქრობდი, მაგრამ ბავშვებმა გადამაფიქრებინეს.
- შვილიშვილებს არ ელოდებით?
თამარ აბესაძე: ჯერ არა, მაგრამ თუ დაორსულდება ასეთ საშინელ პირობებში, მუდმივ შიმშილსა და სიცივეში, ეს ღვთის ნება იქნება! იმედი მაქვს, რომ ღმერთი შეგვიბრალებს, და შვილიშვილებს ისეთ ოთახში მაინც გავზრდი, რომელსაც ფანჯრები და წესიერი ჭერი ექნება!
- როგორ უძლებთ ამ ყველაფერს?
თამარ აბესაძე: (ტირის) იმასაც ვერ ვამბობ, რომ ჭერი გვაქვს, იმასაც ვერ ვამბობ, რომ ოთხ კედელში ვცხოვრობთ. ერთი კედელი არ არის აქ მთელი, წყალი, გაზი და შუქიც კი არ გვაქვს, ტუალეტი, რომ ტუალეტია ეგეც კი არ გვაქვს. გთხოვთ, ნუ მეკითხებით როგორ ვუმკლავდებით ყველაფერ ამას - ვერანაირად ვერ ვუმკლავდებით!
- შეიძლება რამდენიმე კითხვა ბავშვებს დავუსვათ? ბავშვებო, მოგვიყევით რაზე ოცნებობთ?
ანა-მარია: ლამაზ, ვარდისფერ კაბაზე ვოცნებობ და თოჯინა ბარბი მინდა რომ მყავდეს.
მაკა: მე კი სკოლის ლამაზ ჩანთაზე ვოცნებობ. ახლა სკოლაში უნდა წავსულიყავი, ჩანთა კი არ მაქვს. ალბათ, კიდევ დიდ ხანს ვერ წავალ სკოლაში. დედა მეუბნებოდა რომ ადგილები არ არის და ვერ გამიგია სკოლაში ადგილები როგორ არ უნდა იყოს. ან შეიძლება იყოს და უბრალოდ ჩემი მიღება არ უნდათ?
- თამარ, ეს როგორ გავიგოთ, როგორ თუ სკოლაში ადგილები არ აქვთ?
თამარ აბესაძე: სოფელში ვიყავით დარეგისტრირებულები, ქირის გადაუხდელობის გამო რომ გამოგვაგდეს. ახლა ძალიან გვიანია რაიმე, რომ მოვიმოქმედოთ და ახალ სკოლაში ჩავწეროთ. ძველ სკოლაში სიარულს კი ჩვენ ვერ შევძლებთ. (საუბარში 10 წლის ჟანა ჩაერთო)
ჟანა: მეც მკითხეთ რა, რაზე ვოცნებობ!
- რა თქმა უნდა საყვარელო, რაზე ოცნებობ?
ჟანა: ვოცნებობ, რომ თბილის სახლი გვქონდეს! ყველანი ერთ ოთახში დავეტევით, გპირდებით! ბევრი არ გვინდა! ერთი მაგიდა გვეყოფა და თუ ყველასთვის ცალკე საწოლი იქნება, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ თუ არ იქნება ერთადაც დავიძინებთ. წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ აცივდება, როგორ ვიქნებით... ხო და კიდევ, ექიმი მინდა გამოვიდე! იმ ჩინოვნიკების თვალებს მინდა ვუმკურნალო, რომლებიც იმ სიღარიბეს ვერ ხედავენ, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. და არამხოლოდ ჩვენ! ჩვენნაირები ძალიან ბევრნი არიან! (ბავშვი ატირდა და გაიქცა, უხერხული სიჩუმე კი პატარა ანა-მარიამ დაარღვია)
ანა-მარია (4 წლის): მე კიდევ არ მიყვარს ექიმები, მაგრამ ჩემი და კარგი ექიმი იქნება! ბავშვები უყვარს! ვიცი, რომ ის ფულის გარეშეც უმკურნალებს ადამიანებს, ის კეთილია!
- ვინმე გეხმარებათ: მეზობლები, უცნობები? ნათესავები რომ არ გეხმარებიან ამას მივხვდი.
თამარ აბესაძე: მეზობლები არ გვყავს. აქ ერთი სამხედრო დანაყოფია, და როდესაც ჯარისკაცები ამ ნანგრევებთან გადიან, ბავშებს ან კონსერვებს აძლევენ, ან „ტუშონკებს“... თავის წილს გვიყოფენ ალბათ. ისეთები კეთილები არიან!
- როგორ ფიქრობთ, რა მოხდება როდესაც თქვენი ოჯახის შესახებ ჩვენს მკითხველს მოვუყვებით და თქვენს პრობლემებს ყველა გაეცნობა?
თამარ აბესაძე: მეშინია მშობლის უფლებები არ ჩამომართვან, ბავშვები არ წამართვან, ამ ნანგრევებიდან არ გაგვყარონ, რამდენადაც აქ უკანონოდ ვიმყოფებით. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ვინმე, ღვთის წყალობით, დაგვეხმარება!
- მიმართეთ ჩვენს მკითხველებს! თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, თქვენი ხმა გააგონოთ ყველას და თავი გადაირჩინოთ! მთელი საქართველო კითხულობს ჩვენს პოსტებს!
თამარ აბესაძე: ჩემ შვილებს შეხედეთ! მათ თვალებში ჩაიხედეთ! ჩემ შვილებსაც აქვთ სიცოცხლის უფლება. გადამირჩინეთ ისინი!
მეგობრებო ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი აბესაძეების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს. არ ვაპირებთ ერთჯერად დახმარებაზე გაჩერებას. ამ მშვენიერმა ბავშვებმა უნდა იცოცხლონ. ჩვენ ხომ ყველანი ქართველები ვართ!
გადარჩენისთვის ამ ოჯახს საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი ესაჭიროებათ! ეს ქართველი ბავშვები ჩვენი შვილები უნდა გახდნენ. უცხოელებმა, ხომ არ უნდა იზრუნონ ქართულ ოჯახებზე? ჩვენ თვითონ!
დაეხმარეთ გადარჩენაში, დავეხაროთ რომ ბავშვებმა სკოლაში იარონ. ყოველთვის გახსოვდეთ ისინი!
უკეთესი იქნება, თუ თამარს დაურეკავთ და მათ საჭიროებებს პირადა იკითხავთ! თქვენ უშუალოდ შეგიძლიათ მათთვის დახმარების აღმოჩენა. და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი. იმისთვის, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს!
კიდევ ერთი სათხოვარი გვექნება ჩვენს მკითხველთან, თუ თქვენს სიახლოვეს არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება ესაჭიროება, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თამარ აბესაძის ტელეფონის ნომერია: 588 88 73 27
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE64BG0000000470458000 ან GE42LB0115113036665000 (დანიშნულება: აბესაძეების ოჯახი) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/523-abesadze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

მსგავსი პროექტები: