მშიერი ქრისტეს შობა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მშიერი ქრისტეს შობა

page info icon
2020 იანვარი 10
სოციალური აგენტები პირდებიან, მოვალთ შეგამოწმებთო... ნეტა რის შემოწმებას აპირებენ? გადაურჩნენ თუ არა ბავშვები სიცივეს და შიმშილს?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,005 ₾
( 138 დონორი )
დასრულებულია

1 წლის ეფემია, 3 წლის ნიკოლა, 9 წლის ლაზარე, 10 წლის ბარბარე და 12 წლის ანა თბილისის სოციალურმა სამსახურმა 4 თვე შიმშილისთვის გაიმეტა. პირდებიან, მოვალთ შეგამოწმებთო... ნეტა რის შემოწმებას აპირებენ? გადაურჩნენ თუ არა ბავშვები სიცივეს და შიმშილს? 
ნინო: ნეტა ვინ ადგენს ამ სასტიკ და დაუფიქრებელ კანონებსა და წესებს. სოციალური დახმარება შემიწყვიტეს და მითხრეს, რომ უნდა გადაამოწმონ ჩემი მდგომარეობა, ეს გადამოწმება კი 4 თვე გრძელდება და მხოლოდ იანვრის ბოლოს აღმიდგენენ სოციალურ დახმარებას. ნეტავ ადრე გამეგო თქვენი ფონდის შესახებ... არაფერი გვაბადია, არც ავეჯი გვაქვს, არც თბილი ტანსაცმელი. ჩემს ხუთივე ბავშვს ერთ საწოლში სძინავს, მე კი მათ გვერდით, იატაკზე. ღმერთო, კიდევ ერთი თვის გაძლებას გთხოვ!
-ნინო, მოუყევით ჩვენს მკითხველს, თუ როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში? 
ნინო: ბინის ქირა ვერ გადავიხადე და აქ, შედარებით იაფ ოთახში გადმოვედი. აქ არანაირი პირობა არაა. კედლები დაბზარულია, ჭერიდან წყალი ჩამოდის. იატაკი ზოგან ჩანგრეულია... საწოლებიც არ გვაქვს.
-როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას?
ნინო: მიდა მუშაობა დავიწყო, მაგრამ ბავშვების დატოვება არავისთან შემიძლია.  ჩემი უფროსი ქალიშვილი-ანა არის ჩემი იმედი. პატარებს ჩემზე კარგად უვლის, ძალიან მზრუნველი გოგონაა. ის ჩემთვის ყველაფერია: შვილი, და, მეგობარი, დედა... ის ჩემი სამყაროა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამუშაოდ გავსულვარ, რათა ბავშვებს არ ეშიმშილათ. ანა კი აცდენდა სკოლას. შემდგომ მივხვდი, რომ ანას უსამართლოდ ვექცეოდი და შვილი მეჩაგრებოდა. მას ძალიან უყვარს სწავლა და არ მინდა მისი ოცნებები და სურვილები ამ გარემოებებს შეეწიროს!
-ნინო, უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ და შეგიძლიათ არ მიპასუხოთ. რატომ არ გეხმარებიან ნათესავები ან ახლობლები?
ნინო: ჩემი მშობლები სოფელში ცხოვრობენ. მათაც ძალიან უჭირთ. წესით მე უნდა ვეხმარებოდე მათ, როგორც კარგი შვილი. მინდა ერთი ფაქტის აღნიშვნა, რომ ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან სრულიად უცნობი, მაგრამ იმდენად გულკეთილი ადამიანები, რომ სწორედ ისინი იქცევიან ჩვენთვის უახლოეს ნათესავებად. ის, რომ ჩვენ დღეს ვარსებობთ და შედარებით ჯანმრთელები ვართ,  სწორედ ამ  უცნობი ადამიანების დამსახურებაა. მადლობას ვუხდი უფალს ამისათვის!
-ალბათ, მხოლოდ ღმერთისადმი რწმენა გეხმარებათ რომ ასეთ მდგომარეობას გაუძლოთ.
ნინო:  უფლის და კეთილი ადამიანების რწმენა! ესაა ჩემი მაცოცხლებელი ძალა. აი, ნახეთ, ეფემიამ ხელი დაიწვა, მე კი მალამოს შესაძენად არ მქონდა თანხა. ამ დროს,  ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა ტავის მეუღლესთან ერთად  და მომიტანა მალამო, საკვები და სათამაშოები. მართლა არ ვიცი საიდან გაიგეს ჩემი გასაჭირის შესახებ... მადლობას ვუხდიდი მათ, გოგონამ კი მითხრა, რომ მათ მაგივრად უფალს უნდა ვუმადლოდე.
-შეიძლება ბავშვებს დავუსვათ კითხვები? არ მოგერიდოთ, მომიყევით, რაზე ოცნებობთ?
ანა (12 წლის)- მინდა, რომ დედა კარგად იყოს, მინდა ყოველთვის ისეთ ხასიათზე იყოს, რომ ღიმილი შეეძლოს. მე სწავლა მიყვარს და ვოცნებობ, რომ ფიზიკის მასწავლებელი გამოვიდე. ყველაზე მეტად ეს საგანი მიყვარს. სამყაროში უამრავი საინტერესო რამ ხდება, მე კი კომპიუტერიც არ მაქვს, რომ თვალი ვადევნო ამ ყველაფერს. მე მჯერა, რომ გავიზრდები ბევრ კარგ რამეს გავაკეთებ მთელი სამყაროსთვის და დედიკოსთვის კი პირველ რიგში!
ბარბარე (10 წლის)- იცით, ახალი წელი სურვილების ასრულების დროა და ვიცი, რომ ჩემი ნატვრაც აუცილებლად ამისრულდება! მე მჭირდება კბილების „შეკეთება“( ჩაგვიჩურჩულა პატარამ და ამოგვხედა თავისი, ლამაზი, ცისფერი თვალებით) და ასევე მინდა სპეციალური ნაკრები იმისათვის, რომ ავაწყო მძივები და სამაჯურები. მათ გაყიდვასაც შევძლებ და ბავშვებისთვის პურის ყიდვას.
-ძალიან კარგი გოგო ხარ და შენ რაზე ოცნებობ?
ანა (12 წლის): ლაზარე და ნიკოლა ძალიან მორცხვები არიან და თუ შეიძლება მე გიპასუხებთ მათ მაგივრად... ლაზარეს სჭირდება თბილი ტანსაცმელი, ხოლო ნიკოლას ძალიან უყვარს „სპაიდერმენი“. ძალიან გაუხარდება თუ აჩუქებთ ამ გმირის სათამაშოს ან ფორმას. პატარა ეფემიას კი ძალიან სჭირდება კარგი საკვები, საკვები ყველას გვჭირდება, მათ შორის დედიკოსაც.
-ნინო, ხომ იცით ჩვენს სტატიას კითხულობს თითქმის მთელი საქართველო და მათ შორის მთავრობის წევრებიც. რას ელით მათგან?
ნინო: ერთადერთი რისიც მეშინია არის ის, რომ ბავშვები არ წამართვან სოციალურმა მუშაკებმა. ამის ძალიან მეშინია. მათი გარდა არაფერი გამაჩნია! არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე... იქნებ ვინმემ მირჩიოს რამე?
-ჩვენს მკითხველს მიმართეთ!
ნინო: ადამიანებო,  ვიცი, რომ დამეხმარებით! მე მსმენია არაერთ ოჯახზე, რომელსაც თქვენ აღმოუჩინეთ დახმარება, მიეცით სტიმული და საშუალება ცხოვრების გაგრძელებისა! თქვენ ისინი გადაარჩინეთ დაღუპვისაგან! ქრისტეს შობას გილოცავთ! დაე უფალმა მართალი გზით გატაროთ!
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას კეპაშვილების  ოჯახის დასახმარებლად. როგორც მოგეხსენებათ, ფონდი არ კმაყოფილდება ერთჯერადი დახმარებით. 
თქვენ შეგიძლიათ, გაიცნოთ ეს ოჯახი პირადად და გაუწიოთ საჭირო დახმარება! ესტუმრეთ მათ თქვენს შვილებთან ერთან, ამისათვის უფალი დაგლოცავთ და ასმაგად გადაგიხდით სიკეთეს! ეს მათი საკონტაქტო ნომერია: 597 88 84 56. მისამართი: თბილისი, მეტრომშენის დასახლება, თოლენჯის ქ. N 18
და აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი! დაე, თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც თავად არ აქვთ შესაძლებლობა. გვერდი არ აუაროთ სხვის უბედურებას! უბედური ადამიანები უფლისგან არიან გამოგზავნილნი, რათა ჩვენ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც შევძლოთ დავამტკიცოთ უფლისადმი რწმენა.
მეგობრებო, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სათხოვარი: თუ თქვენ იცით, რომ მეზობელი, ან ნაცნობი გასაჭირშია, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 – (დანიშნულება - კეპაშვილების ოჯახი)
 თანხის გადარიცხვა, ასევე, შესაძლებელია ჩვენი საიტიდან.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში მოძებნეთ ჩვენი ფონდი.
(ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).
და ბოლოს, მეგობრებო, აუცილებლად გამონახეთ დრო და მიულოცეთ კეთილი სიტყვებით, ან ბარათებით გაჭირვებულ ქართველებს ახალი წელი, შემგდომ კი - შობა, ბავშვებს აჩუქეთ სათამაშოები და ტკბილეული. ჩვენ კი, მათ ღიმილს „გამოგიგზავნით“. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ. ჩვენ ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ!

მსგავსი პროექტები: