„ ჩემი ოცნებაა, ექიმი გავხდე, რათა ჩემი და გამოვაჯანმრთელო!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ ჩემი ოცნებაა, ექიმი გავხდე, რათა ჩემი და გამოვაჯანმრთელო!“

page info icon
2020 ივნისი 9
ეს არის პატარა, ხუთი წლის სალომეს სიტყვები, რომლის ყველაზე დიდი ოცნებაა, თავისი უფროსი დაიკო, მარიამი, გამოჯანმრთელებული რომ ნახოს! მარის აქვს ეპილეფსია და ცერებრალური დამბლა, 8 წლის ასაკში, მას ჯერ კიდევ პამპერსი სჭირდება...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,485 ₾
( 208 დონორი )
დასრულებულია
გაჭირვება... ეს სიტყვა, ხუბაშვილების ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდა... ამ ოჯახში, მიუხედავად დიდების კოლოსალური ძალისხმევებისა, ოთხი პატარა გოგონა შიმშილობს... ასეთ პატარა ასაკში, მათ უკვე კარგად იციან, თუ რას ნიშნავს გაჭირვება და შიმშილი... სამი მათგანი კი, დის ტკივილს ისევე გრძნობს, როგორც საკუთარს...
ქოხში, რომელსაც მისი მაცხოვრებლები სახლს ეძახიან, შეყუჟულია კიდევ ორი „ბავშვი“ – 23 წლის გონებრივად ჩამორჩენილი გოჩა და სკლეროზის მძიმე ფორმით დაავადებული, ბაბუა, მერაბი.
ცხრასულიანი ოჯახი, სადაც ოთხი პატარა ბავშვია, თბილისის გარეუბანში, მიყრუებულ დასახლებაში ცხოვრობს. ავტობუსები აქ არ დადიან. ორი კილომეტრი ფეხითაა ასასვლელი, რათა ქოხამდე მიაღწიოთ. „სახლის“ პოვნა ძალიან რთული აღმოჩნდა, ამიტომაც ახალგაზრდა დედა, ანა გამოვიდა ჩემს დასახვედრად. 
გზად მან მიამბო თავისი ოჯახის შესახებ და მისი ყველა წევრი შორიდან გამაცნო: თავად ანა(26 წლის), მისი მეუღლე ვლადიმირი(30 წლის), დედამთილი, მარინა(52 წლის), მამამთილი, მერაბი(56 წლის) - რომელმაც აფხაზეთის ომში მძიმე კანტუზია მიიღო, მაზლი, გოჩა(23 წლის) და ოთხი გოგონა: ნინო(10 წლის), მარიამი(8 წლის), ანასტასია(6 წლის) და სალომე(5 წლის). ყველანი შეყუჟულები არიან პატარა, ოროთახიან ნაგებობაში, რომელსაც გვერდს თუ ჩაუვლით, ვერც გაიფიქრებთ, რომ აქ შეიძლება ადამიანებმა იცხოვრონ...
მე და ანა სახლში რომ შევედით, სივრცე საერთოდ აღარ დარჩა, ისეთი სივიწროვე იყო. სამი ულამაზესი გოგონა, რომლებიც გაკვირვებულები გამორბოდნენ ეზოში, საძინებელში დაიმალნენ. კარებთან გოჩა და მარინა ბებია დაგვხვდნენ. ამ ქალის თვალები ისეთ სითბოს აფრქვევდა, რომ ვერ მოშორდებოდით, ჰაერში კი, როცა ის ალაპარაკდა, რაღაც განსაკუთრებული ენერგეტიკა დატრიალდა. ამიტომაც გეგმას გადავუხვიე და სწორედ მას გავესაუბრე, ანა ჩვენს გვერდით იჯდა, გოჩა კი მოშორებით იდგა და ხმას არ იღებდა.
         - მარინა, გვიამბეთ, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა? 
         მარინა: ოჯახში ორი შშმ პირი გვყავს. ჩემი შვილიშვილი, მარიამი(8 წლის) და ჩემი შვილი, გოჩა. ჩემს ბიჭს სპეციალური კვება სჭირდება. მისთვის ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენი მიზერული შემოსავლით კი, ამის უზრუნველყოფა ძალიან ძნელია. და იცით რა არის ყველაზე მძიმე? გოჩასთვის ხორცის ყიდვა და იმის დანახვა, ბავშვები მის თეფშს მშიერი თვალებით როგორ უყურებენ, ჩვენ ხომ მხოლოდ მაკარონითა და წიწიბურით ვიკვებებით.
          მარის ცერებრალური დამბლა აქვს, რა თქმა უნდა, მუდმივად პამპერსი სჭირდება, თქვენც იცით, როგორი ძვირია. ყველანაირად ვცდილობთ, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება, რომ ერთი პამპერსით სიარული ბევრად დიდხანს უწევს, ვიდრე  ეს დასაშვებია. თხოვნა მეუხერხულება, მაგრამ სახლიც ძალიან პატარაა, ვინმე რომ დაგვხმარებოდა, ერთ პატარა ოთახს მაინც მივაშენებდით.
- თქვენ თქვით, რომ ოჯახში ორი შშმ პირია, შეგიძლიათ გვიამბოთ, უფრო დაწვრილებით, მათი დაავადებების შესახებ? ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? რა სჭირდებათ, იქნებ რაიმე წამლები?
მარიანა: როგორც უკვე გითხარით, მარიამს ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს, დაბადებიდან. ხუთთვიანი გაჩნდა, ოთხი თვე ინკუბატორში იწვა,  ასეთი განსაკუთრებული, სწორედ ამიტომ გვყავს. რაც შეეხება გოჩას, ბავშვობაში საშინლად მოიწამლა და ექიმების მხრიდან არასწორი მკურნალობის გამო, ასეთი გახდა. წამლები არაა საჭირო, ერთადერთი, ყავარჯნები გვჭირდება მარისთვის. 
რაც შეეხება გამოჯანმრთელებას... არცერთი შემთხვევა არ ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ გოჩას, ცილოვანი საკვები აუცილებლად სჭირდება, იმიტომ რომ ორგანიზმში მისი ნაკლებობა აქვს, თუ მის შემცველ პროდუქტს არ მიიღებს საფრთხე მის სიცოცხლეს შეექმნება. მახსოვს, ერთხელ საერთოდ არ გვქონდა ფული, გოჩასთვის აუცილებელი საკვები რომ გვეყიდა, ისე დასივდა... სიკვდილის პირას იყო... მაშინ არ ვიცოდი  რა მექნა, დავრბოდი, ნებისმიერ დროებით სამუშაოს ვეჭიდებოდი, რომ მისთვის, რძე მაინც მეყიდა.
მარიამის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, ახლახანს გავუკეთეთ ოპერაცია, სახელმწიფო დაგვეხმარა მისი საფასურის გადახდაში, ახლა, ფეხის კუნთები უკვე ცოტათი გაეხსნა.
- რა დაგემართათ? როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
მარინა: ხდება ასე. ჩაგვითრია ცხოვრების მორევმა. სულ ასეთ გაჭირვებაში კი არ ვყოფილვარ. ადრე, მე და ჩემი მეუღლე, ქალაქის ცენტში, რუსთაველზე ვცხოვრობდით. მშვენიერ თანამდებობაზე, სამინისტროში მუშაობდა. მაგრამ მთავრობა შეიცვალა, ქვეყანაში გადატრიალება მოხდა... და ისიც მოხსნეს თანმდებობიდან. რუსთაველზე ბინა არ წაურთმევიათ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, მისი გაყიდვა მოგვიწია იმიტომ, რომ გოჩას მკურნალობისთვის ფული არ გვყოფნიდა, უსახლკაროდ, სწორედ მაშინ დავრჩით.
მეუღლემ კარგი სამსახური ვეღარ იშოვნა, ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, ჯერ კიდევ გოჩას ავადმყოფობამდე. იცით, რბილი და ხელოვანი ბუნების ადამიანია, 1992 წელს კი ფრონტზე გაუშვეს. აფხაზეთში... იქიდან ჩამოსვლის შემდეგ კი, საკუთარ მეუღლეს ვეღარ ვცნობდი. რამდენიმე თვის განმავლობაში, ოთახში შუქს ვერ ვაქრობდი, მართლა, იმიტომ, რომ ვერ იძინებდა, კოშმარულ სიზმრებს ხედავდა და ყოველ გაფაჩუნებაზე კრთებოდა. მაგის შემდეგ, კიდევ ცხინვალშიც მოხვდა. კანტუზია მიიღო, მერაბი არ არის გაჩენილი ომისთვის... მაგრამ ამითაც არ დასრულებულა. ერთხელ სახლში ღამით ბრუნდებოდა და ღრმა ორმოში ჩავარდა, ტვინის ძლიერი შერყევა მიიღო, შემდეგ კი კომაში ჩავარდა. საავადმყოფოში დიდი ხნის განმავლობაში იწვა, კომიდან ვერ გამოდიოდა, დროთა განმავლობაში, გაუჩნდა ისეთივე ლაქები და სუნი, როგორიც მკვდრებს აქვთ. ექიმები მის აპარატიდან გათიშვას მთავაზობდნენ, მაგრამ მე ვემუდარებოდი, ეს არ გაეკეთებინათ, მწამდა... და ის გადარჩა... ახლა უკვე თითქმის სრულიად გამოკეთდა, მაგრამ მეხსიერების ჩავარდნები ხშირად აქვს, ელემენტარული რაღაცეები ავიწყდება, ვერაფრის გაკეთებას ვერ დაავალებ...
- მედიცინა უძლურია მერაბის შემთხვევაში? შესაძლებელია წამლებმა უშველოს?
მარინა: ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დავხმარებოდით, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა - უკანასკნელი კაპიკები შევაკოწიწეთ და გამოკვლევა ჩავუტარეთ, მკურნალობის კურსი დაენიშნა - რომელიც დიდი ძალისხმევის ფასად, ბოლომდე მივიყვანეთ. მაგრამ მის მკურნალობაში, მიღწეულია მაქსიმალური შედეგი, ვეღარაფრით დავეხმარებით...
      - ოჯახში ცხრანი ხართ! ამ პაწაწინა სახლში, როგორ ეტევით?
      მარინა: ჩემო გოგონა, ვერ ვეტევით, ერთმანეთზე გვძინავს, ძალიან პატარა ფართია, მაგრამ ცოდვას ვერ დავიდებ და არ დავიწუწუნებ, იმასთან შედარებით, სადაც ადრე ვიყავით, ეს სასახლეა. აქ, ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ცხოვრება, ადრე ერთი ბეწო, ხის ბეღელში ვიყავით შეყუჟულები, სადაც ყველა ღრიჭოდან შემოდიოდა წყალი. ყოველი ღამით ბავშვები იმის შიშით იძინებდნენ, რომ ძილში, ის ბეღელი თავზე ჩამოენგრეოდათ...
           საერთოდ, ეს მიწა, საქველმოქმედო ფონდ „იავნანასგან“ მივიღეთ საჩუქრად, მაგრამ აქ, მხოლოდ ის ხის ნატეხი იდგა, სხვანაირად ვერც დავარქმევ, უბრალოდ ხუხულა. ბევრი ვიშრომეთ, რათა აქ აგურის შენობა ჩაგვედგა. კი, სულაც არ იწვევს აღფრთოვანებას და ესეც ბეღელს ჰგავს, მაგრამ სამაგიეროდ, ღამით, გოგონებს,  მშვიდად ძილი შეუძლიათ.
- მარინა, ანა! ორივეს ავადმყოფი შვილები გყავთ, რა რჩევებს მისცემდით დედებს, ვინც ასეთივე მდგომარეობაში ამოჩნდა?
ანა: არ უნდა იტირო, ან იწუწუნო, არასდროს. ეს უბრალოდ უნდა მიიღო და ისწავლო ცხოვრება ამასთან ერთად. რადგან ასე მოხდა, ესე იგი, ასეც უნდა მომხდარიყო, ეს უფლის საჩუქარია.
მარინა: ანას დავეთანხმები და დავამატებ, რომ არ შეიძლება დანებება! იცით, მარი ასეთი იმიტომ გვყავს, რომ მოშლილი ნაყოფია. როცა ეს მოხდა, ანუკი საავადმყოფოში დააწვინეს და ექიმმა თავიდანვე გვითხრა, რომ არც უნდა გვეცადა, რაიმე ზომების მიღება. რომ ბავშვი, თავიდან უნდა მოგვეშორებინა, როგორც გადასაგდები ნივთი, მაგრამ მე მას არ დავუჯერე. როდესაც მარიამი, ინკუბატორში, უკვე ოთხი თვის განმავლობაში იწვა და მისი დიაგნოზი გაირკვა, ექიმმა მითხრა: “აქ დატოვეთ და თავს ნუ დაიტანჯავთ! ჩვენ გადავაგზავნით იქ, სადაც საჭიროა!“, მე კი ვუპასუხე: „არა, თუ სიკვდილი უწერია, სჯობს სახლში მოკვდეს!“ ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ მარი გამოვიყვანეთ, ისევე ძალიან გვიყვარს, როგორც დანარჩენი გოგონები. გოგონებსაც ის უზომოდ უყვართ, სულ დასდევენ, უვლიან, ეთამაშებიან!“ 
- ძალიან ძლიერი ხართ, მარინა! გვითხარით, არავინ გეხმარებათ? იქნებ ნათესავები?
მარინა: ანას არავინ არ ჰყავს, ობოლთა თავშესაფარშია გაზრდილი. მე კიდევ ერთი შვილი  მყავს, გოგო. ის გვეხმარება ხანდახან, ხორცი ჩამოაქვს, პროდუქტი, როდესაც ამის საშუალება აქვს. ის რომ არა... ალბათ გოჩა... ალბათ აღარც გვეყოლებოდა...
- ხელისუფლებისთვის არ მიგიმართავთ?
მარინა: კი, სოციალურ დახმარებასა და, გოჩას და მარის ინვალიდობის პენსიას ვიღებთ. საერთო ჯამში, ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი 640 ლარს შეადგენს. ჩემი შვილი, ვლადიმირიც, სულ ცდილობს, სადმე ერთი-ორი კაპიკი მაინც რომ იშოვოს, ელექტრიკოსია, მაგრამ ოფიციალურად ვერ იმუშავებს და არ აქვს ნორმალური შემოსავალი. ოფიციალური სამსახური რომც ნახოს, კარგი ხელფასი, ნამდვილად არასდროს ექნება. სამაგიეროდ კი, სოციალურ დახმარებას მოგვიხსნიან! მაგის გარეშე კი, დავიღუპებით. ამიტომაც, უწევს  ასე მუშაობა, მეც ვცდილობ, რომ რაღაც გავაკეთო. ძირითადად, დამლაგებლად ვმუშაობ. მაგრამ გოჩა... ნებისმიერ მომენტში შეიძლება ცუდად გახდეს, ამიტომაც მინდა,  სულ მის გვერდით რომ ვიყო.
 - მარინა და ანა, ახლა ცოტა დადებითზეც ვისაუბროთ, მომიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლეები?
          ანამ მორცხვად გაიცინა, ბედნიერებით გაუბრწყინდა სახე და მოკლედ გვიამბო თავის ისტორია:
           ანა: ერთმანეთი გავიცანით მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვთა სახლში ვიყავი. იმ დროისათვის, მისმა ოჯახმა უკვე გაყიდა ბინა და ეძებდა თავშესაფარს. მარინას ნაცნობი კი ბავშვთა სახლში მუშაობდა და დროებით შეიფარა ისინი. სწორედ იქ გავიცანით და შეგვიყვარდა ერთმანეთი... ვიცოდი, რა მდგომარეობაშიც იყვნენ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც გიყვარს? არც ერთი წამით არ ვნანობ! არაჩვეულებრივი შვილები გვყავს, და საერთოდ, ჩვენი დიდი ოჯახი - ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა! 
ახლა მარინას ჯერიც დადგა, ამ მინიატურულ ქალბატონის ლურჯ თვალებში, პატარა გოგონასავით, ნაპერწკლები აენთო, ჩაიცინა და სიამაყით წარმოსთქვა:
მარინა: მე? რა მე? მე 15 წლის ვიყავი, ის 20-ის. მაშინ რუსეთში ვიყავი ნათესავებთან, ისიც იქ აღმოჩნდა. ერთ თვეში გავიპარეთ. შემიყვარდა და დღემდე მიყვარს. საშუალება რომ გვქონოდა, უფრო ადრეც გავიპარებოდით, უბრალოდ ხელფასს ელოდებოდა.(იცინის) მერე მშვენივრად გავირუჯეთ სოხუმის სანაპიროზე და თბილისში წამოვედით. სახლში, რა თქმა უნდა, სრული ქაოსი სუფევდა. დედა ყვიროდა, მამას ჩემთან ლაპარაკი არ უნდოდა. მაგრამ სიყვარული... რა არის ის, თუ არა სიგიჟე? 
        - რა მეამბოხე ყოფილხართ, მარინა! ახლა, თუ შეიძლება, ბავშვებსაც მინდა გავესაუბრო.
        გავემართეთ ოთახისკენ, სადაც სამი ანგელოზი ცელქობდა, და კიდევ ერთი ანგელოზიც, საწოლზე უმოძრაოდ იწვა - ეს მარიამი გახლდათ. მაგრამ, როგორც კი ოთახში შევედით, მარიამი ბებიას ჩაებღაუჭა, დაუწყო კოცნა, ხვევნა და ბედნიერად კიოდა. სასწაულია, ბავშვი კი არა!
პირველ რიგში, ყველაზე უფროსს, საოცრად ლამაზ ნინოს მივმართე.
- ნინო, მოგვიყევი, შენ და შენს დაიკოებს, რის კეთება გიყვართ ყველაზე მეტად?
ნინო(10 წლის): მულტფილმები გვიყვარს, ოღონდ სხვადასხვანაირი. ის რასაც ანასტასია და სალომე უყურებენ, მე აღარ მაინტერესებს, ისინი ხომ პატარები არიან. ისინი ჯერ კიდევ სათამაშოებით თამაშობენ, მე კი უკვე დიდი ვარ ამისთვის. კიდევ საჭმლის მომზადება მიყვარს და სულ ვეხმარები დედას და ბებიას. და კიდევ, ძალიან გვიყვარს ხატვა.
- ამისთვის ალბომები, ფანქრები, აკვარელები თუ გაქვთ?
ნინო(10 წლის): გვაქვს რამდენიმე ფანქარი და იმით ვხატავთ. ალბომები არ გვაქვს, ძვირი ღირს, ძველ რვეულებში ვხატავთ, რომელიც აღარ გვჭირდება.
- საყვარელი ზღაპარი თუ გაქვს?
ნინო(10 წლის): რა თქმა უნდა! „წითელქუდა“!
ანასტასია(6 წლის): მეც მიყვარს „წითელქუდა“!
- ანასტასია, რომელი საჭმელი გიყვარს ყველაზე მეტად?
ანასტასია(6 წლის): მმმ... ალბათ ბრინჯი, ან მაკარონი. არც ვიცი სხვა.
- ტკბილეული გიყვარს?
ანასტასია(6 წლის): კი, განსაკუთრებით შოკოლადი. იშვიათად ვჭამ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. ჩვენ, ყველას გვიყვარს შოკოლადი.
- და შენ, სალომე? რომელია შენი საყვარელი სათამაშო?
სალომე(5 წლის): აი, ის ფუტკარი. იმიტომ, რომ ვგავართ ერთმანეთს, ისიც კეთილია, ჩემსავით.
- შენ ნამდვილი ანგელოზი ხარ! როდესაც გაიზრდები, ვინ გინდა რომ გამოხვიდე?
სალომე(5 წლის): ვოცნებობ გავხდე ექიმი, ჩემი დაიკო რომ გამოვაჯანმრთელო.
         - გოგონებო, და მარიამი გიყვართ?
         ულამაზესმა გოგონებმა ერთხმად მიპასუხეს „კი!“, მერე კი პაწაწინა სალომემ დაამატა: „ოღონდ, ხანდახან, ზედმეტი ძალით გვეხუტება.“
         თავად მარიამს ვერ გავესაუბრეთ. ავადმყოფობიდან გამომდინარე, ის ვერ ლაპარაკობს. მაგრამ გოგონებს, ნამდვილი სიყვარულით ჰყავთ გარემოცული, განსაკუთრებით უფროსს, ნინოს, ის ხომ, მთელი ორი წლის მანძილზე, მისთვის ერთადერთი და იყო. გოგონები ერთად ბევრ დროს ატარებენ და განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებთ. მარიამი ეცადა ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ტკივილისგან ტირილი დაიწყო, მაშინ ნინო მივარდა დას და მთელი ძალით, ინგლისელი ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებზე უფრო ხმამაღლა, ყვიროდა: „ მიდი, მარიამ, მიდი, შენ შეძლებ, მე მჯერა!“
კორ.(მარინა): ჯერჯერობით, სანამ ყავარჯნები არ გვაქვს, ვცდილობთ ჩვენი ძალებით გავაკეთოთ რამე, მარიმ რომ ივარჯიშოს. დიდი იმედი გვაქვს რომ მალე, ცოტა სიარულს მაინც დაიწყებს...
- მარინა, ახლა, ცოტა ხნით წარსულს დავუბრუნდეთ. წარმოიდგინეთ, რომ მოგეცათ შანსი, ყველაფერი რომ გამოასწოროთ. გამოიყენებდით მას?
თვალებში პირდაპირ შემომხედა, თბილი მზერით გამაბრუა და რბილად, ჩუმად წარმოსთქვა „არა“, შემდეგ განაგრძო: 
          მარინა:  ყველანი ვოცნებობთ დიდ სახლზე, სიმდიდრეზე, მეც ვოცნებობდი, ძვირფასო, მეც... მაგრამ ახლაღა ვხვდები, რამდენად უმნიშვნელო იყო ის ოცნებები, ნამდვილი ოცნება აქ არის, ჩემს გვერდით. ეს მარის ნაბიჯებია, რომლის გადადგმასაც ასე ძალიან ცდილობს, ეს ჩემი ყველაზე გულკეთილი გოჩაა, მთელი ჩვენი ოჯახი. სწორედ ეს არის ბედნიერება. უფალს მადლობას ვწირავ ამ ყველაფრისთვის. მე, იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ნებისმიერ პირობებს ერგება. იმათ რიცხვს, ვინც კი არ დრტვინავს, არამედ მადლობას იხდის. ეს არ არის რთული ბედისწერა, ეს უფლის საჩუქარია, გყავდეს ამხელა, მოსიყვარულე ოჯახი.
       - ქალბატონი ხართ, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას. ასეთი სუსტი, მაგრამ ამავდროულად ძლიერი! მითხარით, ადამიანების სიკეთის გჯერათ?
       მარინა: მჯერა, რა თქმა უნდა, მჯერა! ადრე, როდესაც უდარდელად ვცხოვრობდი,  ქალაქის ცენტრში, ყოველთვის ვეხმარებოდი გაჭირვებულებს. მახსოვს, მეზობლის ბავშვი რომ შიმშილობდა. საჭმელი მოვამზადე, მაგრამ არასდროს მდომებია, ადამიანებს დაენახათ, რომ მე ვიცოდი მათი გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ. ამ ბიჭის დედასთან მივედი და ვუთხარი, რომ ლადოს მარტო ჭამა არ უნდოდა და ვთხოვე შვილი ჩემთან გამოეშვა, საჭმელი ერთად რომ ეჭამათ. ცოტა ხნის შემდეგ კი, აქ რომ ავღმოჩნდით, ჩვენ ვშიმშილობდით. მაშინ ჩემთან მოვიდა მეზობელი, და მითხრა: „მარინა, ბორში გავაკეთე, ძალიან ბევრი გამომივიდა, არ ვიცი, სად წავიღო, წამოდით, მიირთვით ბავშვებთან ერთად.“ მაგრამ მე ხომ ვიცი, ბორში ბევრი რომ არ გამოსვლია... საინტერსო რამ არის ცხოვრება, არა?
       სიკეთე ყოველთვის უკან გვიბრუნდება, ვიცი, არსებობენ კეთილი ადამიანები...
      - რაზე ოცნებობთ?
     მარინა: ადამიანებმა სიცოცხლე რომ დააფასონ და სასოწარკვეთილებაში არასდროს ჩავარდნენ, სწორედ ამაზე ვოცნებობ. გამახსენდა, გოჩაზე რომ მეუბნებოდნენ, ყველაზე დიდი, 15 წელიწადს გაქაჩავსო. მაგრამ მე მწამდა, რომ ის იცოცხლებს და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. ბევრი რამ დავთმე, ვმუშაობდი, რათა მისთვის აუცილებელი პროდუქტი მეყიდა. ის უკვე 23 წლისაა, იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო მოემატება წლები. ის არაჩვეულებრივი ბიჭია, მერწმუნეთ.
- რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენი ფონდისთვის რომ მოგემართათ?
მარინა: იმიტომ, რომ თქვენ, ადამიანებს მართლა ეხმარებით! თქვენ ნამდვილი ადამიანები ხართ! მადლობას გიხდით ამისთვის, და კიდევ იმისთვის, თუნდაც  რომ მოხვედით და ჩვენი  ამბავი  გულთან ახლოს რომ მიიტანეთ.
წასვლის წინ მაგრად გადავეხვიე ოჯახის თითოეულ წევრს. წასასვლელად რომ მოვემზადე, მარიამი აწკმუტუნდა და ჩემკენ გამოიწია. გამომშვიდობების ნიშნად, გოგონა მაგრად ჩამეხუტა და მაკოცა...
          ეს ისტორია ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ, ნება მიბოძეთ, ამ ტრაგედიის ყველაზე მდუმარე პერსონაჟსაც, გოჩასაც დავუთმო ყურადღება. ჩუმმა ბიჭმა, რომელსაც, სანამ ოჯახში ვიყავი, ხმა ერთხელაც არ ამოუღია, ჩემი გამოცილება გადაწყვიტა. გზად საუბარი წამოვიწყეთ. მან დაამტკიცა, რომ მარინა ნამდვილად სიმართლეს ამბობდა, გოჩა - „არაჩვეულებრივი ბიჭია“. სანამ გზას მივუყვებოდით, ერთ მანქანასაც კი არ ჩაუვლია ისე, რომ სიგნალით არ მისალმებოდა მას, ბავშვები მორბოდნენ, რომ მოეკითხათ. ის აქ, ყველას ძალიან უყვარს. 
         გოჩამ მიამბო, რომ უნდა, პროგრამისტი რომ გახდეს, ცოტა ხნის წინ კი, გოგონას სიყვარული აუხსნა.
- შენ აუხსენი? აი ასე, უბრალოდ? არ შეგეშინდა?
გოჩა: რისი? გრძნობები მქონდა, და მას ამის შესახებ ვუთხარი. მართალია, არაფერი არ მიპასუხა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ გამოვუტყდი.
აი, ასეთი ნამდვილი მამაკაცი აღმოჩნდა, ეს მორცხვი ბიჭი. მაგრამ სიმამაცის გარდა, არსებობს კიდევ ერთი რამ... მისი სანუკვარი ოცნებაა, საკუთარი საქველმოქმედო ფონდი რომ დააარსოს. გოჩა, მეზობლებსა და გაჭირვებულებს, არა ერთხელ დახმარებია. საუკეთესო მეგობართან ერთად, გეგმავს ეს ოცნება, მომავალში რეალობად რომ აქციოს.
- და ეს რას გაძლევს? რას გრძნობ ამ დროს?
გოჩა: ამ დროს თავს ნამდვილ ადამიანად ვგრძნობ. ეს მთელს ქვეყანაზე საუკეთესო საქმიანობაა. მაშ რისთვის ვცხოვრობთ, თუ არა იმისთვის, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულებს? 
მეგობრებო, ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, იმედს არ კარგავენ, დაურეკეთ, ან მოინახულეთ ისინი და ამაში თავადაც დარწმუნდებით.
ოჯახს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი, განსაკუთრებით ხორცი. გოჩასთვის, ის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასევე ჰიგიენური საშუალებები, პამპერსი და ყავარჯნები მარიამისთვის. საშინელ სივიწროვეში, ოროთახიან სახლში არიან შეყუჟულები, მოდით დავეხმაროთ, რომ ცოტათი მაინც გააფართოვონ თავიანთი საცხოვრებელი. ბავშვებს ხომ სივრცე სჭირდებათ.
 სახლში, მხოლოდ ძველი ავეჯი უდგათ, მაგრამ ოჯახი არ წუწუნებს. სარეცხი მანქანა კი, უკვე გაჭირვებით ასრულებს თავის მოვალეობას, მოდით, ის ახლით ჩავანაცვლოთ, და ამ ადამიანებს ცხოვრება გავუმარტივოთ. გოგონებს ხატვა ძალიან უყვართ, მაგრამ სახატავი მასალის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ჩვენ კი გვაქვს იმის შესაძლებლობა,  ამ ულამაზეს გოგონებს, თავიანთი ნიჭის განვითარებაში რომ დავეხმაროთ.
        მეგობრებო, უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მას ჩვენი სიკეთე და გულისხმიერება დავანახოთ, მოდით, არ გავუშვათ ის ხელიდან და გამოვიყენოთ!
   
---
მეგობრებო, ვილოცოთ ამ მოსიყვარულე ოჯახისთვის, ყველამ ერთად ვევედროთ უფალს, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ რომ  შეიცვალოს!
          გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! 
        დაურეკეთ ანას, ჰკითხეთ ოჯახს რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ მარტო არ არის და გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
         მათი მისამართია: ქ. თბილისი, გლდანის დასახლება, ავჭალის რაიონი 2, გორგასლის ქ. 21. ტელეფონის ნომერი: 568-671-909
         მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ხუბაშვილების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დავეხმაროთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.
          აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ  ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
         უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხუბაშვილების ოჯახი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
        ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
თითოეულ ზარს შეუძლია გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე  - 0901 200 270
          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: