დედიკო ამბობს, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია... ეს ხომ სიმართლეა, დეიდა?
უფალო, მადლობა, რომ ჩვენი ლოცვები შეისმინე...
„უფალო, მადლობა, რომ ჩვენი ლოცვები შეისმინე! მადლობა თქვენ, რომ ჩვენთან ერთად ილოცეთ! - ამბობს ნინო ლაგვილავა და მაშინვე სასიხარულო სიახლეს გვიზიარებს: - იცით, ჩვენ დაიკო შეგვეძინა და სოფიო დავარქვით. ის 19 იანვარს, უფლის ნათლისღების წმინდა დღეს დაიბადა.“
„წყალობა მოგცეთ ღმერთმა!“ - გვეუბნება ახლა უკვე რვა შვილის დედა, მარიამი. - თქვენი წყალობით, ჩვენ კვლავ იმედი მოგვეცა.“
ლაგვილავების ოჯახს ბევრი სირთულის გადატანა მოუწია, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ბიბლიური მცნებებით ცხოვრებას აგრძელებენ და იმედებს უფლის წყალობაზე ამყარებენ. ოჯახის პრობლემების შესახებ ჩვენ ადრე ვისაუბრეთ სტატიაში: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/623-lagvilava
აცრემლებული მარიამი მაშინ იმას გვიყვებოდა, თუ როგორი გულმოკლული იმის გამო, რომ შვილების დაძინება მას ობმოკიდებულ იატაკზე დაყრილ, დახეულ ლეიბებზე უწევდა და რამდენად უმძიმდა იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები ზოგჯერ მშივრები იძინებდნენ...
– მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
მარიამი: უფალმა დაგლოცოთ! უღრმესი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს და იმ კეთილ ხალხს, ვინც თქვენს პოსტს გამოეხმაურა. ჩვენ გვირეკავდნენ, სტუმრად მოდიოდნენ და საჩუქრები მოჰქონდათ. დიდი მადლობა საბავშვო მაგიდა-სავარძლისთვის და საწოლისთვის! ის ისეთი დიდი და მოსახერხებელია, ბავშვებს ჩამოძვრომა აღარ უნდათ! კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს დღესასწაული აჩუქეთ. (მარიამს თვალები აუწყლიანდა.)
– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?
მარიამი: რა თქმა უნდა, მახსოვს. ეს ხალხი არასდროს დამავიწყდება. თაკო გიგაურმა დამირეკა და რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრებთან ერთად გვესტუმრა კიდეც. მათ ბავშვთა საკვები, საფენები, სათამაშოები და ტკბილეული მოგვიტანეს, ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს. პატარებს ძალიან უხაროდათ, დიდი ხანია მათ ამდენი არ უცინიათ. ის დღე მათთვის ნამდვილი დღესასწაული იყო! და არასდროს დამავიწყდება ერთი ქალი, რომელმაც ჯერ დარეკა, შემდეგ კი გვესტუმრა, ბევრი საჩუქარი მოგვიტანა და ფულით სავსე შეკვრა გადმომცა. მისი სახელით რომ დავინტერესდი, მითხრა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ ის ბედნიერებას გვისურვებს და კვლავაც გვეწვევა. ღმერთმა დალოცოს!..
– ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ გამოეხმაურნენ? თქვენს ოჯახს რაიმე სახის დახმარება თუ გაუწიეს?
მარიამი:არა... მე მათ კავშირგაბმულობის შეკეთების თხოვნით მივმართე, რადგან ჩვენს სახლში ყველაფერი ჟონავს, საშინელი სინესტეა და მუდმივად ობი ჩნდება, მაგრამ ჩვენს თხოვნას უგულებელყოფენ. ამავე დროს, მინდა მადლობა გადავუხადო მერიას, რომელმაც ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და ჩვენ სურსათი მოგვიტანეს.
– რას ნიშნავს თქვენთვის ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა?
მარიამი: ძალიან ბევრს. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უკეთესი მომავლის იმედი დაგვიბრუნეთ. ჩვენ ვიგრძენით, რომ მარტო აღარ ვართ. ბავშვებს ახლა საწოლი, მაგიდა, სკამები აქვთ და როგორც იქნა, ჭამა და ძილი მათ ადამიანურად შეუძლიათ და არა იატაკზე, როგორც უწინ... და რაც მთავარია, მადლობა დღესასწაულისთვის! ახალი წელი ბავშვებს ისე არასდროს გახარებიათ, როგორც წელს. მათ ბევრი საჩუქარი, ტკბილეული და რაც მთავარია - ყურადღება მიიღეს.
– ბავშვებო, თქვენ რა საჩუქრები მოგეწონათ?
ნინო (11 წლის): საჩუქრებისთვის ყველას დიდ მადლობას გიხდით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ბევრი ბავშვთა საკვები და საფენი გვაჩუქეს. ახლა ჩემს დაიკოს, მზექალას, ღამით მშვიდად სძინავს და აღარ ტირის იმის გამო, რომ სველია და შია.
ანასტასია (10 წლის): მე ყველაფერი მომეწონა, განსაკუთრებით კი საწოლი. ის ისეთი დიდი და რბილია, მასზე ყველანი ვეტევით. მაგიდა და სკამებიც ძალიან ლამაზია.
ბუკა (4 წლის): მე სათამაშოები მომეწონა, განსაკუთრებით კუბები.
ლიზი (7 წლის): მე ყველაფერი მომეწონა. ისეთი მხიარული ახალი წელი გვქონდა! საჩუქრად სათამაშოები, სულ ახალი ტანსაცმელი და უამრავი გემრიელი ტკბილეული მივიღეთ.
– ძალიან მიხარია იმის მოსმენა, რომ საჩუქრები მოგეწონათ. მარიამ, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
მარიამი: ჩემს მადლიერებას სიტყვებით ვერ გადმოვცემ! მოგეხსენებათ, რომ 19 იანვარს გოგონა შემეძინა, ჩვენი პატარა სოფიო და ამიტომ, ახლა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვთა საკვებია. ყველაზე იაფი საკვების თუნდაც ერთი შეკვრა ჩვენთვის ძალიან ძვირია, თანაც, მხოლოდ სამი დღე გვყოფნის. ასევე, მაცივარიც დიდი პრობლემაა. ჩვენი არ მუშაობს, მე მას სათავსოდ ვიყენებ, სურსათს კი აივანზე ვინახავ, მაგრამ მალე გაზაფხული დადგება... კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას დახმარებისთვის, დღესასწაულისთვის, ყურადღებისთვის და სითბოსთვის.
***
მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც ლაგვილავების ოჯახს დაეხმარა! იმედი გვაქვს, რომ ამ შესანიშნავ ოჯახს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, არაერთხელ დავუდგებით გვერდში.
ერთად, ჩვენ უამრავი ღვთისმოსაწონი საქმის კეთებას ვახერხებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველას: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს; სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. პირველი არის იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე - იმის დაცვა, ვინც დაუცველია და რაც მთავარია - იმედის მიცემა მისთვის, ვინც ის დაკარგა!
და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას,მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ლაგვილავების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/623-lagvilava
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 სექ 30 | საწოლი | 660 | transferred |
2020 ოქტ 29 | ტანსაცმელი | 438 | transferred |
2020 ოქტ 30 | ბავშვთა კვება | 199.99 | transferred |
2020 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 490 | paid |
2020 დეკ 30 | მაგიდა და სკამები | 390 | transferred |
2021 იან 4 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 80 | paid |
2021 იან 29 | პამპერსები | 149.8 | transferred |
2021 თებ 2 | ბავშვთა კვება,პამპერსი | 249.72 | transferred |
2021 თებ 7 | პამპერსები | 124.42 | transferred |
2021 თებ 17 | პროდუქტები | 100 | transferred |
სულ ხარჯი: 2,881.93 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2020 დეკ 1 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 დეკ 1 | ქებურია კახაბერ | 21 | Transfer to account |
2020 ნოე 30 | ქებურია კახაბერ | 21 | Transfer to account |
2020 ნოე 30 | აფციაური ირმა | 3 | Transfer to account |
2020 ნოე 30 | ქებურია კახაბერ | 21 | Transfer to account |
2020 ნოე 30 | გავაშელიშვილი ზურაბ | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 30 | კაპანაძე ლევან | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 30 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 30 | ირაკლი ლომთაძე | 20 | Transfer to account |
2020 ნოე 27 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
2020 ნოე 27 | ინასარიძე მაკა | 20 | Transfer to account |
2020 ნოე 26 | ჯაბანიშვილი ჯარჯი | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 25 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 ნოე 25 | კარიმ კარიმოვი | 10 | Transfer to account |
2020 ნოე 25 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 25 | ივანიძე ლუკა | 10 | Transfer to account |
2020 ნოე 24 | ანონიმი | 50 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 ნოე 24 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 ნოე 24 | გიორგი ჯაჯანიძე | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 23 | შეყილაძე ნინო | 10 | Transfer to account |
2020 ნოე 23 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 23 | ბულია გიორგი | 15 | Transfer to account |
2020 ნოე 23 | საამიშვილი თამარ | 2 | Transfer to account |
2020 ნოე 23 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
2020 ნოე 23 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
2020 ნოე 23 | სალომე კახნიაშვილი | 10 | Transfer to account |
2020 ნოე 23 | გიორგი გაგუა | 500 | Transfer to account |
2020 ნოე 20 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
2020 ნოე 20 | შალვა თუმანიშვილი | 1 | Transfer to account |
2020 ნოე 16 | ლომსაძე ლევან | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,881.49 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|