რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
თუ ეს სიმართლეა, – თქვენს მეგობრებს და ფონდის მეგობრებს სთხოვეთ, რომ ჩემთან და დედაჩემთან ერთად ილოცონ – გამჭოლი მზერით მიყურებს ნაადრევად გაზრდილი, ლამაზი ნინო, – ლაგვილავას მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი! – მაშინ ხომ ღმერთი აუცილებლად შეისმენს ჩვენს ლოცვას? ხომ ასეა? – მისი დიდი და ცრემლიანი, ლამაზი, ქართული თვალები ვედრებით მიყურებენ!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
თუ ეს სიმართლეა, – თქვენს მეგობრებს და ფონდის მეგობრებს სთხოვეთ, რომ ჩემთან და დედაჩემთან ერთად ილოცონ – გამჭოლი მზერით მიყურებს ნაადრევად გაზრდილი, ლამაზი ნინო, – ლაგვილავას მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი! – მაშინ ხომ ღმერთი აუცილებლად შეისმენს ჩვენს ლოცვას? ხომ ასეა? – მისი დიდი და ცრემლიანი, ლამაზი, ქართული თვალები ვედრებით მიყურებენ!
თქვენც ხომ ილოცებთ ჩვენთვის? არ დაგავიწყდეთ!
კორ: არა, რა თქმა უნდა, არა, პატარავ! მითხარი, კიდევ რისთვის ვილოცოთ ყველამ ერთად?
– კიდევ იმისთვის, რომ ჩემი პატარა ძმა და დაიკოები არასოდეს ტიროდნენ შიმშილის გამო. მაგრამ ყველაზე მთავარი… ოღონდ, არ დაგავიწყდეთ… არ დაგავიწყდებათ?.. რომ ჩემმა 6 წლის დაიკომ, ბარბარემ, საუბარი ისწავლოს და დედიკოს მუცლად მყოფი პატარა ჯანმრთელი დაიბადოს! და აუცილებლად ბიჭი! თორემ იმდენი გოგოები გვყავს… აი, ესაა ყველაზე მთავარი! ყველას გადაეცით!.. – ცოტა ხნით დაფიქრდა და დაამატა: – „ჩვენ კი თქვენი მეგობრებისთვის ვილოცებთ! ჩვენ ბევრნი ვართ!“ – და ზრდასრული ადამიანივით, პირჯვარი გადაიწერა!
მეგობრებო, შეუძლებელია ცრემლების შეკავება, როდესაც 11 წლის ნინო ლაგვილავას წმინდა თვალებს უყურებ. ის მზექალას (11 თვის), ლილეს (2 წლის), ბუკას (4 წლის), ბარბარეს (6 წლის), ლიზის (7 წლის) და ანასტასიას (10 წლის) უფროსი დაა. ჯერაც პატარა ასაკში, ნინოს არც ისე ბავშვური ფიქრები აწუხებს: „საჭმელი ყველასთვის გვეყოფა? დედიკო ამაღამ კიდევ იტირებს იმის გამო, რომ ჩვენ მშივრები დავრჩით? დედიკოს მუცლად მყოფ ბავშვსაც შია?“ და ნინო მხოლოდ ერთ რამეს სთხოვს უფალს – რომ ამ ქვეყნად არც ერთმა ბავშვმა არ იცოდეს, რა არის სიღარიბე, რისი გადატანაც, უიღბლობის გამო, მის ოჯახს უწევს!
როგორ გადავარჩინოთ იმ ბავშვის სიცოცხლე, რომელიც მარიამის, 7 შვილის დედის მუცელში უკვე მოძრაობს? როგორ, როდესაც ფული მოკრძალებული საკვებისთვის ძლივს ჰყოფნით? ეს კითხვები მოსვენებას არ აძლევენ დიდი, ქართული ოჯახის მშობლებს – 40 წლის დავით ლაგვილავას და 32 წლის მარიამ არაბულს.
მარიამი: – საქართველო! აქ ყველაზე კეთილი და გულისხმიერი ხალხი ცხოვრობს! გემუდარებით!.. ჩემს 6 წლის ბარბარეს განვითარების შეფერხება აქვს, მას საუბარი არ შეუძლია, ხოლო ამის მიზეზი ენის ლაგამია. ის ნორმალურად ერთ სიტყვასაც კი ვერ ამბობს! მისი ასაკის ბავშვები უკვე დიდი ხანია, უდარდელად საუბრობენ თანატოლებთან, ლექსებს კითხულობენ და მღერიან… ბაბის კი ეს არ შეუძლია… ძალიან ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის და ამის გამო, ხშირად ტირის…
ბარბარე დაბადებიდან არის ავად?
მარიამი: – დიახ, ჩემი გოგონა ამ პრობლემით დაიბადა; მაგრამ გაურკვეველი მეტყველების გამო, განვითარების შეფერხების ნიშნები სულ ახლახან გამოუვლინდა… ჩემი საბრალო ბაბი… ის ძალიან გულზიარი, თბილი ბავშვია, მაგრამ ვერავინ იგებს, რის თქმას ცდილობს…
ჩვენ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება, მარიამ?
მარიამი: – ბარბარეს მხოლოდ პროფესიონალი ლოგოპედი თუ უშველის! ის მას მასაჟებით და საკორექციო ვარჯიშებით დაეხმარება! კარგი ლოგოპედის ერთი კურსი 500 ლარი ჯდება. მთავრობა ხარჯების მხოლოდ 50%-ს აფინანსებს, დანარჩენი ჩვენზეა, მაგრამ ჩვენს ოჯახს ამხელა თანხები არ აქვს…
კორ. მიმართავს მტირალ დედას – არ იტიროთ! ბავშვები!.. რა თქმა უნდა, რითიც შევძლებთ, დაგეხმარებით! ცხოვრებაში ბედნიერებაც გექნებათ. გარდა ამისა, თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. თქვენ ჯანმრთელი შვილი უნდა გააჩინოთ! და თან ბიჭი რომ იყოს, – როგორც ნინო ითხოვს.
– კარგით. – ცოტათი წყნარდება მარიამი (დედა). მოდით, განახებთ, რა საშინელებაში ვცხოვრობთ… ბავშვები იატაკზე ჭამენ… საკვებიც ძლივძლივობით გვყოფნის თავის გასატანად… მაკარონზე და წყალწყალა წვნიანებზე ვართ. პატარებს კი ვიტამინები სჭირდებათ: ხორცი – რომ ძვლები გაუმაგრდეთ, რძის პროდუქტები… ამასთან, ბავშვებს დასაძინებელი ადგილიც კი არ აქვთ. ძველი ქვეშაგებით ნაკეთ საწოლებზე ვწევართ, პატარა მზექალა კი ეტლში… ის იქვე ჭამს და იქვე სძინავს…
რა სახსრებით ცხოვრობს თქვენი ოჯახი?
მარიამი: – ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია… სოციალური შემწეობით ვცხოვრობთ და ხანდახან მეუღლე თუ იშოვის მწირ შემოსავალს. ეს ფული საკვებზე ძლივს გვყოფნის, ჩვენ კი ბავშვებისთვის საფენები და ბავშვთა კვებაც გვჭირდება… ტანსაცმელზე, სასკოლო ნივთებზე და ფეხსაცმელებზე საუბარი ზედმეტია.. კიდევ კარგი, ჭირვეული ბავშვები არ არიან, ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმლით დადიან და პურის უკანასკნელ ნაჭერს უზიარებენ ერთმანეთს.
თქვენი მეუღლე არ მუშაობს?
მარიამი: – დავითი აფხაზეთიდან დევნილია. თავის დროზე მან საჭირო განათლება არ მიიღო, ამიტომაც ფულს მხოლოდ მძიმე ფიზიკური შრომით შოულობს. ჩვენ ქვეყანაში რთულია მუდმივი, მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა. დროდადრო, იგი მტვირთავად ან შავ მუშად მუშაობს მშენებლობაზე. თქვენც კარგად იცით, რამდენს იხდიან ასეთ შრომაში… ჩვენ კი 7 შვილი გვყავს, მსგავსი შემოსავლები ჩვენსავით დიდ ოჯახს ვერ გამოკვებავს. მე სამსახურს ვერ ვშოულობ ბავშვების გამო. მათი დამტოვებელი არავინ მყავს. უფროსები კიდევ როგორღაც მიხედავენ თავს. ნინო – დედის სიხარული, ყოველთვის აკონტროლებს ანასტასიას, საშინაო დავალებებს უმოწმებს. აი, პატარებს კი სულ თვალყურის დევნა სჭირდებათ. ვინ წაიყვანს მათ სკოლაში? ვინ მიაქცევს ყურადღებას, რომ არ იცუღლუტონ? როდესაც მეუღლე სახლშია, ბავშვების მოვლაში ხშირად მეხმარება, მაგრამ როდესაც ის არ არის – მე ჯარასავით ვტრიალებ.
მაგრამ არ იფიქროთ, რომ ვწუწუნებ. ეს დიდი ცოდვაა! როდესაც მე და ჩემი ქმარი დავქორწინდით, მე პირველი შვილი დავკარგე. მუცელი მომეშალა. ამის შემდეგ, დიდხანს ვეღარ ვრჩებოდი ორსულად. ექიმები ამბობდნენ, რომ მე უნაყოფო ვიყავი, რომ შვილები არასოდეს მეყოლებოდა. უფალს ვევედრებოდი, შვილი მოეცა და დავიფიცე, რომ აბორტს არასდროს გავიკეთებდი… ოღონდაც უფალს დედობის ბედნიერება ეჩუქებინა… როგორც ხედავთ, ჩემი დაპირება შევასრულე. ბავშვები – ჩემი ორთავ თვალის სინათლე და ნუგეშია! მათ გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია, მე მათ გარეშე არავინ ვარ.
თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია მოგვიყევით. როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?
მარიამი: – კოლეჯში ვსწავლობდი. იურისტობა და მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობა მინდოდა. დავითი კი კოლეჯის გვერდით, ავტოსამრეცხაოში მუშაობდა. ერთმანეთი გავიცანით და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მე პირველად შემიყვარდა; ეს გრძნობები ორმხრივი იყო. ჩვენი ნაცნობობიდან 6 თვის შემდეგ დავქორწინდით. 2015 წელს, ჩემს მეუღლეს, როგორც დევნილის სტატუსის მქონეს, 3-ოთახიანი ბინა მისცეს ქალაქის გარეუბანში. ეს იყო ჩვენი ხსნა! მიუხედავად იმისა, რომ ბინას კაპიტალური რემონტი სჭირდება, მაინც გვიხარია, რომ თავს ზემოთ ჭერი გვაქვს. ადამიანი ღმერთის მადლიერი უნდა იყო იმისთვის, რაც გეძლევა…
ნათესავები არ გეხმარებიან?
მარიამი: – ჩემი მეუღლის ყველა ნათესავი დევნილია – ყველანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და ძლივს გააქვთ თავები. მას უბრალოდ ენა არ მოუტრიალდება, რომ მათ დახმარება სთხოვოს. მე მხოლოდ დედა მყავს. მამამ ჯერ კიდევ ჩემ დაბადებამდე მიგვატოვა. დედა ორსული დატოვა და ერთხელაც არ დაინტერესებულა ჩემი ცხოვრებით! საბრალო დედამ მარტომ გამზარდა, დღე და ღამე ხან საცხობში მუშაობდა, ხან ტრიკოტაჟის ქარხანაში. იქ მას ასთმა განუვითარდა… დროთა განმავლობაში, ასთმა ძლიერ გაუმწვავდა და ახლა დედა ძალიან ძვირ წამლებს სვავს, რომ არ გაიგუდოს. გული ტკივილით მეფლითება, როდესაც ტელეფონიდან მისი მძიმე სუნთქვა მესმის… სინდისი არ მაძლევს უფლებას, რომ მას დახმარება ვთხოვო…
მოგვიყევით, როგორ ხედავდით თქვენს მომავალს ახალგაზრდობაში?
მარიამი: – სინამდვილეში, რაღაც არაამქვეყნიურზე არასოდეს მიოცნებია. მინდოდა, კოლეჯი დამემთავრებინა, მერე უნივერსიტეტი და ჩემი პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი გავმხდარიყავი. ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა დედაჩემი და ოჯახის შექმნას არ ვჩქარობდი. მაგრამ უფალმა დავითი გამომიგზავნა – ადამიანი, რომელმაც მე ნამდვილი სიმდიდრე მაჩუქა – ჩვენი შვილები! მე და მეუღლე ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი პატარა ანგელოზები უზრუნველყოფილები იყვნენ, მაგრამ ბავშვებს იმდენი რამ სჭირდებათ… უფალი მათ ზეციდან გვიგზავნის, ხოლო ჩვენი მოვალეობაა, მათგან ნამდვილი ადამიანები გამოვზარდოთ. მე ძალიან ვცდილობ, მართლა. ვცდილობ, ვასწავლო, ამაყად ატარონ წოდება „ქართველი“! მე მხოლოდ ერთი ვაჟი მყავს – ბუკა. ახლა ის 4 წლისაა, მაგრამ მე ვცდილობ მასში ის საუკეთესო თვისებები აღვზარდო, რაც ნამდვილ ქართველ მამაკაცს უნდა ჰქონდეს!
რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?
მარიამი: – როგორც ჭეშმარიტი ქართველი, მე მხოლოდ უფლის ძალის მჯერა. მხოლოდ მას შეუძლია ყველაფერი! მე ხშირად დავდივარ ტაძარში, სანთელს ვანთებ ბავშვებისთვის და მეუღლისთვის. ვგრძნობ, რომ უფალი გვიცავს… მე დიდ დღესასწაულზე, მარიამობას დავიბადე და სწორედ ამიტომ დამარქვეს მარიამი.
და პირველ გოგონასაც სახელი ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ნინოს საპატივსაცემოდ დავარქვი. ის განსაკუთრებული გოგონაა, ძალიან მგრძნობიარე, კეთილი. მზად არის, უკანასკნელი დათმოს თავისი და-ძმისთვის! დარწმუნებული ვარ, უფალი ხედავს მის უანგარობას და ცხოვრებაში ყველაფერში დაეხმარება…
უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?
მარიამი: – რა თქმა უნდა, მჯერა! სხვაგვარად როგორ უნდა იცხოვრო?ადრე, როდესაც შესაძლებლობა მქონდა, გაჭირვებულებს საკვები პროდუქტებით ვეხმარებოდი, ახლა კი, როდესაც თავადაც მიჭირს, მეც მეხმარებიან. მეზობელი მყავს, მაკა ცახოკია – ისიც დევნილია. ორი შვილი ჰყავს. მაკას ხშირად მოაქვს ჩვენთვის ტანსაცმელი, ხანდახან რაღაცით გვიმასპინძლდება ხოლმე, თუმცა თვითონაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება…
ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ?
მარიამი: – ერთხელ, სრულიად შემთხვევით, თქვენი მანქანა დავინახე, რომელსაც საკვები დაჰქონდა. სხვათა შორის, თქვენგან არაერთხელ მიმიღია სანოვაგით სავსე ფუთები. ფონდის არსებობის შესახებ დიდი ხანია, ვიცი, მაგრამ ვერ ვბედავდი თქვენთვის მოწერას, სანამ ძალიან არ გაგვიჭირდა… ჩვენი ოჯახის გარდა ხომ ბევრი გაჭირვებულია?! გამოგიტყდებით, იმედიც კი არ მქონდა, რომ მიპასუხებდით, მაგრამ სასწაული მოხდა და იმედი მაქვს, ჩვენს ისტორიას ხალხი რომ შეიტყობს, ისინი უყურადღებოდ არ დატოვებენ ჩემს პატარებს და დაგვეხმარებიან.
თქვენს ისტორიას რომ შეიტყობენ, მთელი საქართველო მოინდომებს, თვალებში ჩახედოს თქვენსავით სანიმუშო დედას, მარიამ. მზად ხართ, ფონდის მეგობრები გაიცნოთ?
მარიამი: – დიდი სიხარულით! ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა ფონდის მეგობრებისთვის! ბავშვებიც ძალიან გულღია მყავს! მობრძანდით, დაგვირეკეთ! გელოდებით!
ოცნება თუ გაქვთ?
მარიამი: – გაგიკვირდებათ, მაგრამ მე და მეუღლეს ჯვარი არ გვაქვს დაწერილი. ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ ხელმოწერა მოვასწარით. მერე, ბეჭდების ყიდვის ფული არ გვქონდა… ასეც დავრჩით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას მალე გამოვასწორებთ. უფლის წინაშე ქორწინებაზე ისე ვოცნებობთ…
უფრო მეტი მოგვიყევით თქვენ შვილებზე. როგორები არიან?
მარიამი: – საუკეთესოები! ყველაზე ნათელი ბავშვები! ახლა მათ ქება-დიდებას მოვყვები, რადგან ისინი წარმოუდგენელი სიყვარულით მიყვარს! ამიტომ, მოდით თვითონ მათ ჰკითხეთ! დარწმუნებული ვარ, ყველაფერს თავად მოგიყვებიან!
სიამოვნებით! ნინოთი დავიწყოთ! მოგვიყევი, რისი კეთება გიყვარს?
ნინო (11 წლის): – და-ძმასთან თამაში მიყვარს. დედა ხშირად მიტოვებს ხოლმე ლილეს, სანამ თვითონ მზექალას დაფუსფუსებს თავზე. მე მას კითხვას, თვლას ვასწავლი. სიტყვებს კარგად ჯერ კიდევ ვერ გამოთქვამს, მაგრამ აუცილებლად ვასწავლი! მზექალასთანაც ხშირად ვთამაშობ, მაგრამ ის ჯერ ძალიან პატარაა, ხშირად ყვირის და ტირის…
ოცნება თუ გაქვს?
ნინო (11 წლის): – მაქვს. მინდა ქართული ცეკვების მასწავლებელი გავხდე! აჭარულის ცეკვა მიყვარს. როდესაც ჩემი დაიკო, ლილე ცოტათი წამოიზრდება, მასაც აუცილებლად ვასწავლი!
სკოლაში როგორ სწავლობ?
ნინო (11 წლის): – ნორმალურად. უკეთესად ვისწავლიდი, კომპიუტერი რომ გვქონდეს. უკვე ისეთ დავალებებს გვაძლევენ, ინტერნეტში რომ უნდა მოძებნო და დააკონსპექტო. ჩემ მეგობრებთან მიწევს სიარული, რომლებსაც კომპიუტერი აქვთ. იმედი მაქვს, ოდესმე ჩვენც გვექნება.
ძალიან მიყვარს საქართველოს ისტორია, მაგრამ მუდმივად გვთხოვენ, რომ ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიოთ… და იცით, თუ ცეკვა არ გამომივა, მე საქართველოს ისტორიის მასწავლებელი გავხდები!
და რატომ არ გამოგივა?
ნინო (11 წლის): – იმიტომ, რომ ცეკვაზე უნდა იარო, სხვადასხვა წარმოდგენებზე გახვიდე, ფორმები შეიკერო. ეს ძალიან ძვირი ჯდება… – ნინომ თავისი ლამაზი თვალები დახარა და მოიწყინა.
არ მოიწყინო, პატარავ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს!
ანასტასია (10 წლის): – დეიდა, მე კიდევ პროფესიონალი აკრობატი მინდა გავხდე! – საუბარი შეგვაწყვეტინა ნინოს უმცროსმა დამ, ანასტასიამ.
ჰოო? რატომ?
ანასტასია (10 წლის): – მომწონს, როდესაც გოგონები სიმაღლეზე ხტებიან და ჰაერში სხვადასხვა ილეთებს აკეთებენ. მეც მინდა, ვისწავლო და შეჯიბრზე გავიდე, სადაც ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. ოჰ! ყველას ვაჩვენებდი, რა შეუძლია საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე!
ილეთების კეთება შენც შეგიძლია?
ანასტასია (10 წლის): – ჯერ არა, მაგრამ ძალიან მინდა, ვისწავლო! კიდევ, ტელეფონზე ვოცნებობ. ყველა ჩემს მეგობარს აქვს, მე კი არა…
ლიზი, შენ რაზე ოცნებობ?
ლიზი (7 წლის): – ბარბის თოჯინაზე, რა თქმა უნდა! ბევრზე ბევრი სათამაშო მინდა. და ტკბილეული!
სათამაშოები არ გაქვს?
ლიზი (7 წლის): – ერთი, მაგრამ კიდევ მინდა! ბარბის თოჯინისთვის სახლიც მინდა! ჩემი დაიკო, ბარბარე, კარგად ვერ საუბრობს, ამიტომ მის ნაცვლადაც გთხოვთ სათამაშოებს!
სათამაშოებიც გექნებათ და სხვა დანარჩენიც, გოგოებო! ბატონი ბუკა რას ისურვებდა ყველაზე მეტად?
ბუკა(4 წლის): – პისტოლეტს! რომ ჩემი დაიკოები და დედა დავიცვა! მაჩუქებთ?
აი, ნამდვილი ვაჟკაცი! როგორი პატარაა, მაგრამ უკვე იმაზე ფიქრობს, დები როგორ დაიცვას. ყოჩაღ!
მარიამ, გვითხარით, რით შეუძლიათ ფონდის მეგობრებს თქვენი დახმარება?
მარიამი: – ნეტავ იცოდეთ, როგორ მეუხერხულება თქვენთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. გთხოვთ, ჩემი ბარბარესთვის ლოგოპედის თანხის გადახდაში დამეხმარეთ. ის ძლივძლივობით ამბობს გაუგებარ ფრაზებს, სპეციალისტთან თუ არ მივიყვანე, განვითარება შეუჩერდება… ლოგოპედის ერთთვიანი კურსი 500 ლარამდე ჯდება! ამხელა თანხები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვჭირდება, საკვები პროდუქტები და ბავშვთა ხელოვნური კვება „ვინი“, ასევე, საფენები პატარებისთვის…
არანაირი ტექნიკა არ გვაქვს. თუ ვინმეს ძველი მაცივარი აქვს, მისი მადლიერები ვიქნებით. ბავშვები კომპიუტერზე და ტელეფონზე ოცნებობენ… დასამალი რა არის და ტკბილეული მათ სიზმარშიც კი ელანდებათ. დასაძინებელიც არსად აქვთ – საწოლები ძალიან გვჭირდება, თორემ ბავშვებს ხერხემალი გაუმრუდდებათ. დახეულ ქვეშაგებზე გვძინავს…
– – –
მეგობრებო, ლაგვილავების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 7 შვილის ორსული დედა, მარიამი, დახმარებას სთხოვს ყველა არაგულგრილ, კეთილ ადამიანს. ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ტექნიკა და ავეჯი. 11 თვის მზექალას ბავშვთა საკვები „ვინი“ და საფენები სჭირდება. ლოგოპედთან სესიების გარეშე კი 7 წლის ბარბარე საუბრის დაწყებას ვერ შეძლებს; კურსის ღირებულება კი ძალიან ძვირია მოკრძალებული ოჯახისთვის, რომელიც მწირი სოციალური შემწეობით ცხოვრობს. საბრალო მარიამმა აღარ იცის, რამდენად გაიხლიჩოს და ვის სთხოვოს დახმარება.
ღმერთმა ჩვენ მარიამი და მისი პატარა ანგელოზები იმის დასამტკიცებლად გამოგვიგზავნა, რომ ბავშვები უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ! მოდით, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ბავშვებს ბედნიერი ბავშვობის შესაძლებლობა მივცეთ.
თქვენ პირადად შეგიძლიათ ოჯახის მონახულება მისამართზე: თბილისი, ვარკეთილის რაიონი, ახალი ჰუალინგი, კუპრაძის ქ. №72, კორპ. 5, ბ. 102 (20)
და დაურეკეთ მარიამს, გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით. ტელ.: 551156870
მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას ლაგვილავების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ბავშვების გარეშე ქვეყანას და ერს მომავალი არ აქვს. იზრუნეთ ახალგაზრდა თაობაზე! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და დარწმუნებულები ვართ, უფალი აუცილებლად დაგლოცავთ!
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ უფლის სიყვარული დავამტკიცოთ საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლაგვილავების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ორსულ მარიამს და მის პატარებსაც გავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
უფალო, მადლობა, რომ ჩვენი ლოცვები შეისმინე…
„უფალო, მადლობა, რომ ჩვენი ლოცვები შეისმინე! მადლობა თქვენ, რომ ჩვენთან ერთად ილოცეთ! – ამბობს ნინო ლაგვილავა და მაშინვე სასიხარულო სიახლეს გვიზიარებს: – იცით, ჩვენ დაიკო შეგვეძინა და სოფიო დავარქვით. ის 19 იანვარს, უფლის ნათლისღების წმინდა დღეს დაიბადა.“
„წყალობა მოგცეთ ღმერთმა!“ – გვეუბნება ახლა უკვე რვა შვილის დედა, მარიამი. – თქვენი წყალობით, ჩვენ კვლავ იმედი მოგვეცა.“
ლაგვილავების ოჯახს ბევრი სირთულის გადატანა მოუწია, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ბიბლიური მცნებებით ცხოვრებას აგრძელებენ და იმედებს უფლის წყალობაზე ამყარებენ. ოჯახის პრობლემების შესახებ ჩვენ ადრე ვისაუბრეთ სტატიაში: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/623-lagvilava
აცრემლებული მარიამი მაშინ იმას გვიყვებოდა, თუ როგორი გულმოკლული იმის გამო, რომ შვილების დაძინება მას ობმოკიდებულ იატაკზე დაყრილ, დახეულ ლეიბებზე უწევდა და რამდენად უმძიმდა იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები ზოგჯერ მშივრები იძინებდნენ…
– მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
მარიამი: უფალმა დაგლოცოთ! უღრმესი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს და იმ კეთილ ხალხს, ვინც თქვენს პოსტს გამოეხმაურა. ჩვენ გვირეკავდნენ, სტუმრად მოდიოდნენ და საჩუქრები მოჰქონდათ. დიდი მადლობა საბავშვო მაგიდა-სავარძლისთვის და საწოლისთვის! ის ისეთი დიდი და მოსახერხებელია, ბავშვებს ჩამოძვრომა აღარ უნდათ! კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს დღესასწაული აჩუქეთ. (მარიამს თვალები აუწყლიანდა.)
– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?
მარიამი: რა თქმა უნდა, მახსოვს. ეს ხალხი არასდროს დამავიწყდება. თაკო გიგაურმა დამირეკა და რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრებთან ერთად გვესტუმრა კიდეც. მათ ბავშვთა საკვები, საფენები, სათამაშოები და ტკბილეული მოგვიტანეს, ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს. პატარებს ძალიან უხაროდათ, დიდი ხანია მათ ამდენი არ უცინიათ. ის დღე მათთვის ნამდვილი დღესასწაული იყო! და არასდროს დამავიწყდება ერთი ქალი, რომელმაც ჯერ დარეკა, შემდეგ კი გვესტუმრა, ბევრი საჩუქარი მოგვიტანა და ფულით სავსე შეკვრა გადმომცა. მისი სახელით რომ დავინტერესდი, მითხრა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ ის ბედნიერებას გვისურვებს და კვლავაც გვეწვევა. ღმერთმა დალოცოს!..
– ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ გამოეხმაურნენ? თქვენს ოჯახს რაიმე სახის დახმარება თუ გაუწიეს?
მარიამი:არა… მე მათ კავშირგაბმულობის შეკეთების თხოვნით მივმართე, რადგან ჩვენს სახლში ყველაფერი ჟონავს, საშინელი სინესტეა და მუდმივად ობი ჩნდება, მაგრამ ჩვენს თხოვნას უგულებელყოფენ. ამავე დროს, მინდა მადლობა გადავუხადო მერიას, რომელმაც ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და ჩვენ სურსათი მოგვიტანეს.
– რას ნიშნავს თქვენთვის ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა?
მარიამი: ძალიან ბევრს. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უკეთესი მომავლის იმედი დაგვიბრუნეთ. ჩვენ ვიგრძენით, რომ მარტო აღარ ვართ. ბავშვებს ახლა საწოლი, მაგიდა, სკამები აქვთ და როგორც იქნა, ჭამა და ძილი მათ ადამიანურად შეუძლიათ და არა იატაკზე, როგორც უწინ… და რაც მთავარია, მადლობა დღესასწაულისთვის! ახალი წელი ბავშვებს ისე არასდროს გახარებიათ, როგორც წელს. მათ ბევრი საჩუქარი, ტკბილეული და რაც მთავარია – ყურადღება მიიღეს.
– ბავშვებო, თქვენ რა საჩუქრები მოგეწონათ?
ნინო (11 წლის): საჩუქრებისთვის ყველას დიდ მადლობას გიხდით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ბევრი ბავშვთა საკვები და საფენი გვაჩუქეს. ახლა ჩემს დაიკოს, მზექალას, ღამით მშვიდად სძინავს და აღარ ტირის იმის გამო, რომ სველია და შია.
ანასტასია (10 წლის): მე ყველაფერი მომეწონა, განსაკუთრებით კი საწოლი. ის ისეთი დიდი და რბილია, მასზე ყველანი ვეტევით. მაგიდა და სკამებიც ძალიან ლამაზია.
ბუკა (4 წლის): მე სათამაშოები მომეწონა, განსაკუთრებით კუბები.
ლიზი (7 წლის): მე ყველაფერი მომეწონა. ისეთი მხიარული ახალი წელი გვქონდა! საჩუქრად სათამაშოები, სულ ახალი ტანსაცმელი და უამრავი გემრიელი ტკბილეული მივიღეთ.
– ძალიან მიხარია იმის მოსმენა, რომ საჩუქრები მოგეწონათ. მარიამ, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
მარიამი: ჩემს მადლიერებას სიტყვებით ვერ გადმოვცემ! მოგეხსენებათ, რომ 19 იანვარს გოგონა შემეძინა, ჩვენი პატარა სოფიო და ამიტომ, ახლა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვთა საკვებია. ყველაზე იაფი საკვების თუნდაც ერთი შეკვრა ჩვენთვის ძალიან ძვირია, თანაც, მხოლოდ სამი დღე გვყოფნის. ასევე, მაცივარიც დიდი პრობლემაა. ჩვენი არ მუშაობს, მე მას სათავსოდ ვიყენებ, სურსათს კი აივანზე ვინახავ, მაგრამ მალე გაზაფხული დადგება… კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას დახმარებისთვის, დღესასწაულისთვის, ყურადღებისთვის და სითბოსთვის.
***
მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც ლაგვილავების ოჯახს დაეხმარა! იმედი გვაქვს, რომ ამ შესანიშნავ ოჯახს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, არაერთხელ დავუდგებით გვერდში.
ერთად, ჩვენ უამრავი ღვთისმოსაწონი საქმის კეთებას ვახერხებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველას: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს; სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. პირველი არის იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე – იმის დაცვა, ვინც დაუცველია და რაც მთავარია – იმედის მიცემა მისთვის, ვინც ის დაკარგა!
და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას,მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ლაგვილავების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/623-lagvilava
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
2881.93₾დატოვა:
0₾