ყურადღება! შემდეგი გაჩერება - სიკვდილი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყურადღება! შემდეგი გაჩერება - სიკვდილი!

page info icon
2020 სექტემბერი 22
page info icon
5307
ის, რის მოყოლასაც ახლა ვაპირებთ, ზღაპარს უფრო ჰგავს - საშინელ ზღაპარს, რომელიც შეუძლებელია, სინამდვილეში მომხდარიყო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,037 ₾
( 280 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ის, რის მოყოლასაც ახლა ვაპირებთ, ზღაპარს უფრო ჰგავს - საშინელ ზღაპარს, რომელიც შეუძლებელია, სინამდვილეში მომხდარიყო. 

ეს არის ზღაპარი დედა - თამარის, ნათიასა და საბას შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მაგრამ მალე - აღარ იქნებიან! მათ არც გველეშაპი მოკლავს, არც ბოროტი ჯადოქარი. ისინი უბრალოდ შიმშილით მოკვდებიან! ან წამლების გარეშე... ან უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო.

ისინი მარტო არიან და მათზე არავინ ზრუნავს. ერთი წლის წინ ისინი მხეც მამას გამოექცნენ, ახლა კი „თანამედროვე სამყაროს ჯუნგლებში“ ცდილობენ გადარჩენას წყლის, საკვების და საარსებო წყაროს გარეშე. 

თათია (14 წლის):მოდით, სანამ სახლში შემოხვალთ, იმ ადგილს განახებთ, სადაც ვბანაობთ ხოლმე...

მოდით, ჯერ დედათქვენს გავესაუბრები და მერე წამოვალ თქვენი სააბაზანო ოთახის სანახავად. 

თათია (14 წლის):რა ოთხი? წყალი არ გვაქვს! საპირფარეშოც კი არ გვაქვს... წამოდით, წამოდით, განახებთ! აქვეა, ახლოს... 

ხმაამოუღებლად ვიარეთ. თათიამ და საბამ წყალსატევი მანახეს, სადაც მილებიდან ყინულივით ცივი წყალი მოთქრიალებდა...

საბა (12 წლის): აი, აქ ვბანაობთ ხოლმე. როცა ცხელა, კიდევ არაუშავს, მაგრამ როცა ცივა, მერე მთელი ძვლები გვტკივა. თათია ახლაც ავად გახდა, წამლები კი არ გვაქვს. წამოდით, ახლა დედასთან წავიდეთ. მისი დიდი ხნით დატოვება არ შეიძლება... 

პირველი შოკი მივიღე! ბავშვები, მაუგლივით, წყალსატევში ბანაობენ!.. როგორც აფრიკაში...

უკან რომ დავბრუნდით, ბავშვები ალაპარაკდნენ... მოყვნენ თავიანთი პრობლემების შესახებ: წვიმის დროს, სახლშიც წვიმს. ქარის დროს ოთახშიც ქარია... არც საჭმელი აქვთ... ბოლოს როდის ჭამეს - არ ახსოვთ. თუ საჭმელს იშოვიან, საბას უტოვებენ. „მას დიაბეტი აქვს“, - ამბობს თათია და ძმას ეხვევა, - „რომ არ ჭამოს, კომაში ჩავარდება! იცით, ეს როგორი საშინელებაა? ის თითქოს კვდება! ამ დროს ან შაქარი უნდა მისცე, ან ტკბილი! ცოტაოდენი შაქარი გვაქვს, მაგრამ როდესაც არ გვაქვს, გიჟივით, მეზობლებში დავრბივარ და ვეხვეწები, ცოტა დამიყარონ... დედაც ავადაა.“

დედას რა სჭირს?

თათია (14 წლის):მას ინსულტი ჰქონდა... შეიძლება, მოულოდნელად ისიც დაეცეს და გონება დაკარგოს. მას შაქარი არ შველის... 

საბა (12 წლის):უკვე ორჯერ დაემართა! თათ, გახსოვს, მეორე ჯერზე, მეგონა, რომ მოკვდა... ისე ვტიროდი... მერე მეც დავკარგე გონება და შენ ტიროდი... ჰოო, ერთი ისტორიისთვის ბევრი ცრემლია...

ხუმრობით თქვა საბამ და გული ძალიან მეტკინა...

აზრებს თავი დიდხანს ვერ მოვუყარე, რომ საუბარი დამეწყო. რა მეკითხა? რაზე მესაუბრა? როგორ მენუგეშებინა ისინი? მეთქვა, რომ საქართველოში ბევრი კეთილი დეიდა და ბიძაა, რომლებიც მაშინვე მოვლენ დასახმარებლად, როგორც კი მათ ამბავს გაიგებენ? მომეყოლა, რომ ჩვენ უკვე ბევრს დავეხმარეთ და ფონდის იმედი მათაც შეუძლიათ, ჰქონდეთ? როგორ მესაუბრა მშიერ ბავშვებთან, რომელთა თვალებში პაწაწინა იმედიც კი არ იკითხება? რა მეკითხა დედისთვის, რომელმაც იცის, რომ მისი შვილები, მშივრები, კიდევ ერთ დღეს ვერ გადაიტანენ?

- თამარ, ბავშვები გზაში მიყვებოდნენ, რომ არც წყალი გაქვთ, არც საჭმელი, არც წამლები.. თქვენც მოგვიყევით, რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?

 თამარი: ჩვენ ძალადობას გამოვექეცით. მე ქმარი მცემდა... ახლობელმა შეგვიფარა, უფრო სწორედ, თავის მიტოვებულ სახლში ერთი ოთახი დაგვითმო. სახლი ძველია, ინგრევა, ფანჯრებს პოლიეთილენის პარკები ავაკარით... აქ საერთოდ არაფერია: არც საპირფარეშო, არც სააბაზანო ოთახი... 

 დიახ, ბავშვებმა მაჩვენეს, სადაც ბანაობენ... 

თამარი:ღმერთმანი, პირველყოფილებივით ვართ! დაბნელდება თუ არა, ბავშვები წყალსატევისკენ გარბიან, რომ არავინ დაინახოს... (ტირის) ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს როგორ ვიკმაყოფილებთ, მაგას აღარ მოვყვები, ძალიან მრცხვენია... მეზობლები გვეპატიჟებიან ხოლმე საბანაოდ, მაგრამ ყოველ ჯერზე მათ ხომ არ შევაწუხებთ? აი, ასე! რომ არა მეზობლები, სრულიად უცხო, არამკვიდრი ხალხი, შიმშილით მოვკვდებოდით... 280 ლარის ოდენობის დახმარება საკვებისთვის საკმარისი არ არის. პური და მაკარონისთვისაც კი...

 მიყვებით და ჟრუანტელი მივლის... ამის წარმოდგენაც კი რთულია. ყველა უბედურება თქვენ დაგატყდათ თავს!.. 

 თამარი: დიახ, ეგრე გამოდის... ერთი ბედნიერი დღეც კი არ მიცხოვრია, ჩემს შვილებს - მით უმეტეს... დაბადებიდან მარტო იმას ხედავდნენ, როგორ მცემდა ქმარი; ახლა კი მხოლოდ შიმშილი, სიცივე და დამცირება იციან... მაგრამ ითმენენ, ამბობენ: „სჯობს შიმშილით მოვკვდეთ, ვიდრე მამის ხელით.“ საბას შიშისგან დიაბეტი განუვითარდა, 2 წლიდან ინსულინზე „ზის“. 2 წლის წინ კი, უფლის შემწეობით, აბებზე გადავედით... საბრალოს, ნემსებისგან მთელი მუცელი დალურჯებული ჰქონდა... 

ახლა კი მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკვები არ გვაქვს და შეიძლება ის კომაში ჩავარდეს. სახლში თუნდაც ერთი ნაჭერი პური მაინც უნდა იყოს... დღეს კი ეგეც არ გვაქვს. თათიას სიცხე აქვს, მე კი... აბა, მე დედა ვარ?! მისთვის წამლის ყიდვაც კი არ შემიძლია, ჩვეულებრივი, სიცხის დამწევი წამლის... იმიტომ, რომ ხვალ საბასთვის პურის ყიდვას ვერ შევძლებთ! თათია ამბობს: „არაფერია, თავისით გაივლის“... იქნებ გაიაროს კიდეც, მაგრამ რამდენჯერ? კიდევ რამდენი ტანჯვა? დასასრული არ ჩანს! 

 გთხოვთ, დამშვიდდით. იქნებ კარგზე ვისაუბროთ? ვხედავ, ბევრი ხატი გაქვთ. ალბათ გჯერათ, რომ უფალი დაგეხმარებათ?

თამარი:ყოველთვის მადლობას შევწირავ უფალს იმისთვის, რომ ძალას მაძლევს. ნუთუ ის ფაქტი, რომ ახლა ცოცხლები ვართ, სასწაული არ არის? სულ ვლოცულობ, რომ ბავშვები შიმშილისგან არ დავარდნენ. მთავარი ახლასაკვებისთვის სახსრების მოძიებაა, შიმშილით რომ არ მოვკვდეთ! 

თამარი აქვითინდა და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო... „გადაგვარჩინეთ შიმშილს, გადაგვარჩინეთ შიმშილს, გადაგვარჩინეთ შიმშილს...“ - მოსთქვამდა იგი... სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და ტიროდა. 

თათია, საბა, მოდით, თქვენთან ვისაუბროთ, დედამ დაისვენოს... 

საბა (12 წლის):დედას სულ ვეუბნები, არ იდარდო, დაისვენე, მე და თათია გავაკეთებთ ყველაფერს... ცოტაც მოითმინე, გავიზრდები, ჩვენთვის სახლსაც ავაშენებ და ბევრი საჭმელიც გვექნება! რა ცუდია, ადამიანს ჭამა ყოველდღე რომ სჭირდება... ეს საერთოდ ვინ მოიგონა?..

რისი კეთება გიყვართ

თათია (14 წლის):მე და ჩემს ძმას კითხვა გვიყვარს. უფრო სწორედ, შეგვიყვარდა. ჩვენ არც კომპიუტერი გვაქვს, არც ტელევიზორი, არც სათამაშოები... ახლომახლო, ბავშვებიც არ არიან, მათთან ერთად მაინც რომ გვეთამაშა. ჰოდა, ვკითხულობთ... წიგნი ცოტა გვაქვს და თუ წასაკითხი სხვა არაფერია, სახელმძღვანელოებს ვკითხულობთ... ყველაზე მეტად, დეტექტივები მომწონს. საინტერესოა, როდესაც ინტრიგა ბოლო წუთამდე რჩება, მე კი ვკითხულობ და ვცდილობ, თვითონ ამოვხსნა ამბავი. ეს ძალიან სახალისოა! 

ძალიან მიყვარს სკოლაში სიარული. გეოგრაფია მომწონს: საოცარია, რამდენად დიდია სამყარო და რამდენი ლამაზი რამ არის გარშემო! რამდენი სიახლეა მსოფლიოში... ჩვენ კი წყალიც არ გვაქვს... 

საბა (12 წლის): მე კი ფეხბურთი მიყვარს. აქ არავინ არის, რომ ვეთამაშო და ბურთით დიდი ხანია, არ მითამაშია. ბურთიც არ მაქვს, თორემ თათიას ვასწავლიდი კარში დგომას და გოლის გატანას. მათემატიკის ამოცანების ამოხსნაც კარგად გამომდის. როგორ ფიქრობთ, სკოლებში სწავლა მალე დაიწყება? რას ამბობენ ქალაქში?

- ვფიქრობ, ოქტომბერში დაიწყება, მაგრამ სკოლისთვის რამე ჩასაცმელი გაქვთ?

საბა (12 წლის): ვაი!მაგაზე აღარ მიფიქრია... ტანსაცმელს ვიპოვით, მაგრამ ფეხსაცმელი ნამდვილად არ გვაქვს... რომ გავრეცხო, ამ კედებით სკოლაში სიარული ძალიან სამარცხვინო იქნება? მგონი, დახეული არ არის... ა, არა! ნახვრეტი აქვს, მაგრამ არ ჩანს. იმედია, წვიმა და სიცივე არ იქნება. 

რაზე ოცნებობ?

საბა (12 წლის):ვოცნებობ, ჩვენთვის სახლი ავაშენო. ახლა კი, გამახსენდა, რომ ფეხსაცმელზეც ვოცნებობ. თათიასთვისაც! სკოლაში მანაც უნდა იაროს! და დედასთვისაც! მას სკოლაში სიარული არ უწევს, მაგრამ ფეხსაცმელი მასაც სჭირდება. დე, აჩვენე, როგორი ფეხსაცმლით დადიხარ! 

საბა (12 წლის):კიდევ, ველოსიპედზე ვოცნებობ. აქ ვერავის ვეთამაშები. ვფიქრობ, ველოსიპედი რომ მქონდეს, დროს უფრო საინტერესოდ გავატარებდი. ხანდახან დედა მაღაზიაში წასვლას მთხოვს ხოლმე, მაგრამ იქამდე 2 კილომეტრის სავალია. გზაში იმაზე ვფიქრობ, ახლა პედლების ტრიალი რა მაგარი იქნებოდა მეთქი.. 

- მაღაზიაში რომ მიდიხარ - ველოსიპედზე ოცნებობ, მაგრამ აი, ამ წუთას რაზე ოცნებობ? 

საბა (12 წლის): ამ წუთას, შემწვარი კარტოფილის მთელი თეფშის ჭამაზე ვოცნებობ! ვგიჟდები, ისე მიყვარს! თათიამ, ჩემთვის, ბაღში კარტოფილიც კი დარგო, მაგრამ რატომღაც არ გაიზარდა... სამწუხაროა! კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ დარგვა, იქნებ დამწიფდეს!

- თამარ, ახლა ვხვდები, სიცოცხლის ძალას რა გაძლევთ! თქვენ არაჩვეულებრივი შვილები გყავთ! დახმარებისთვის, ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად? 

თამარი: დიახ, ადმინისტრაციაში ვიყავი და ავუხსენი, რომ ცოტაც და ქუჩაში აღმოვჩნდებოდით, დახმარება ვთხოვე. ყოფილი სკოლის შენობაში დაბინავება შემოგვთავაზეს, მაგრამ იქ ცხოვრებისთვის ადაპტირებული არაფერია: მხოლოდ კედლებია, მიწის იატაკი და არანაირი ავეჯი. მე კი საკუთარი არაფერი მაქვს... რაშიც გამოვიქეცით, ის დაგვრჩა... 

ტანსაცმელს მეზობლები გვაძლევენ, მაგრამ ფეხსაცმელების საკითხში - კატასტროფა გვაქვს! 

თამარ, თქვენს ამბავს მთელი საქართველო წაიკითხავს! რას ეტყოდით მათ? 

თამარი:ერთადერთი, რისი თქმაც ახლა მინდა მათთვის - არ დაუშვათ, რომ ჩემი შვილები შიმშილით მოკვდნენ! ჩვენ ვყვირით! ჩვენ ვღრიალებთ! ჩვენ დახმარებას ვითხოვთ! აი, ჩვენ აქ ვართ! და თქვენი იმედი გვაქვს! დაგვეხმარეთ! იმიტომ რომ ხვალ - სიკვდილი იქნება! 

- როგორ გადაწყვიტეთ ჩვენ ფონდთან დაკავშირება?

თამარი:თქვენ შესახებ მეზობლებმა მითხრეს და გავიგე, რომ ფონდისა და გულისხმიერი ადამიანების წყალობით, სასწაულები ხდება! ამბობენ, რომ ფონდი ადამიანების თავზე სინათლეს ანთებს! ისინი ჯერ არ ჩანდნენ, არც მათი ხმა ისმოდა, მერე კი მათ შესახებ ყველამ შეიტყო. ჩვენს თავზეც აანთეთ სინათლე! გევედრებით! სხვა სათხოვარი არაფერი მაქვს... 

აი, ეს ზღაპარიც დასრულდა... და ვინც მოისმინა - კარგად მოქცეულა! სამწუხაროდ, ამ ზღაპრის მხოლოდ „მოსმენას“ აზრი არ აქვს. ახლა საკუთარ თავებს მთავარი კითხვა უნდა დავუსვათ - ამ ბავშვებს რამე რომ დაემართოთ, იქნება თუ არა ეს ჩემი ბრალი? წამლების გარეშე ბავშვს სიცხემ რომ არ დაუწიოს - მექნება თუ არა მე ამასთან რაიმე კავშირი?

გაეცით პასუხი ამ კითხვებს და მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ. 

---

ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები, წამლები, ჰიგიენური საშუალებები, საწოლები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბავშვებს ძალიან სჭირდებათ ახალი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი - სკოლისთვის! ასევე, კომპიუტერი და წიგნები! და წარმოგიდგენიათ, როგორ გაუხარდება საბას, საჩუქრად ველოსიპედი რომ მიიღოს?

თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს და ვიცით, რომ ქართველები თავისიანს გასაჭირში არ ტოვებენ! დაურეკეთ და მოინახულეთ ოჯახი! მისამართი: ახმეტის რაიონი, სოფელი ყვარელწყალი. თამარის ტელეფონის ნომერი: 558 58 16 76

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ თამარ ყურაშიძისოჯახის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულებათამარ ყურაშიძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც. 

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ). 

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, თამარს და მის არაჩვეულებრივ შვილებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270 

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: