ბავშვები აშიმშილო და შეშა იყიდო თუ სითბოში ამყოფო, მაგრამ მშივრები?
პირველადდავაძინეჩემიშვილებიკარგადნაჭამი!
„გახსოვთ, ჩემი შვილები რომ კითხულობდნენ, რატომ არ მოდიოდა მათთან თოვლის ბაბუა? ახლა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ კეთილ ქართველებს საჩუქრებით სწორედ ის გვიგზავნის! ჩემს პატარებს სასწაულების ისევ სჯერათ! - თვალცრემლიანი გვიყვება მრავალშვილიანი დედა, თეონა.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ორ ოთახში, სადაც ელემენტარული პირობები და სივრცეც კი არ არის, შვიდი ადამიანი - ძალიან გაჭირვებული თამაზაშვილების ოჯახი ცხოვრობს, რომელმაც თავისი სიძნელეების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გვიამბო:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/663-tamazashvili
ერთი შეხედვით, დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თითქოს ბინაც შეიცვალა და ეს ხალხიც უფრო ბედნიერი გახდა: სახლში ბავშვების სიცილი ისმის, კედელზე დიდი ტელევიზორი კიდია, დედა კი სადილს ამზადებს...
„რა სასიამოვნოა სამზარეულოში ფუსფუსი, როდესაც სურსათი გაქვს! - აგრძელებს თეონა. - ჩემს მოუსვენარ შვილებს გემრიელად ჭამა უყვართ და დედის გულს უხარია, როდესაც მათ გამაძღრებს და კმაყოფილებს ვხედავ!“ - კვლავ ცრემლი მოერია ახალგაზრდა ქალს.
– თეონა, ძალიან გვიხარია, რომ ამბის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენი ცხოვრება შეიცვალა. თუ შეიძლება, ამის შესახებ დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ.
თეონა: უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ თქვენს პოვნაში დამეხმარა. თქვენ ჩემი ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსენით! ოჰ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას განვიცდიდი, როდესაც ჩემს პატარებს მშივრებს ვაძინებდი; როგორ მტკიოდა გული... მაგრამ აბა, ახლა შეხედეთ მათ! მგონი, ცოტა წონაშიც მოიმატეს! ლოყები აუვარდისფრდათ, კმაყოფილი სახეები აქვთ და კარგ განწყობაზე არიან. ეს ყველაფერი კი იმ დახმარების წყალობით, რომელსაც სრულიად უცნობი ადამიანებისგან დღემდე ვიღებთ. მათ სურსათი, ტანსაცმელი, სათამაშოები მოაქვთ... ათეულობით ადამიანი მირეკავდა და მთხოვდა, რომ გული არ გამეტეხა. სიტყვები არ მყოფნის! თქვენ სწორედ ის გვაჩუქეთ, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი: სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, კარადა, საწოლები, საწოლის თეთრეული, პლანშეტი, სამზარეულო. ვამბობ და საკუთარ თავს ვერ ვუჯერებ. საუბარი იყო ყოველდღიურ არსებობაზე, ახლა კი მსოფლიოში საუკეთესო დამხმარე მყავს - ჩემი საყვარელი სარეცხი მანქანა! წარმოგიდგენიათ?! ჩვენი ახალი, პლაზმური ტელევიზორი კი, რომელზეც ბავშვები ასე ოცნებობდნენ, ახლა დილიდან საღამომდე ჩართულია; ბავშვები მულტფილმებს უყურებენ, მე კი - საყვარელ სერიალებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ბავშვებს ახალ საწოლებზე მყუდროდ სძინავთ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! თქვენ დიად საქმეს აკეთებთ!
– დიდი მადლობა, თეონა! ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?
თეონა: არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ჩვენ შესახებ პოსტი გამოაქვეყნეთ. პირველი ზარები, ამანათები, სტუმრები და ჩემი გაოგნება მომხდარის გამო; ამ უპირობო, ქრისტიანული სიყვარულისა და თანაგრძნობის გამო. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ხალხმა ჩვენთან მოსვლა სხვადასხვა ქალაქიდან დაიწყო. მაგალითად, ქეთი კვიჟინაძემ თბილისიდან ტანსაცმლითა და სურსათით სავსე ჩანთები მოგვიტანა. ბავშვებს ამდენი შოკოლადი ცხოვრებაში არ უნახავთ! გოგონამ, მაგდამ, 200 ლარი გვაჩუქა! სულ ახლახან კი ჩვენთან ორი ყმაწვილი მოვიდა - ხორცი, კარაქი, ფქვილი, ბავშვებისთვის ტკბილეული მოგვიტანეს და 90 ლარიც გვაჩუქეს. და ეს ყველაფერი შუა პანდემიის დროს, იმ საშიშროების მიუხედავად, რომ კომენდანტის საათამდე შინ დაბრუნება შეიძლება ვერც მოესწროთ! ყოველი ზარი და სტუმრობა ჩემთვის ადამიანურობის მაგალითია - ხალხი საკუთარ თავს აკლებს და იმას გვიზიარებს, რაც შეუძლია: საყოფაცხოვრებო ქიმიას, ტანსაცმელს, სურსათს... უფალს ვევედრები, რომ თითოეული მათგანი დაიფაროს! კიდევ ერთი გოგონა, რომელმაც ჩვენი ამბავი წაიკითხა, ТВС ბანკიდან ფინანსური დახმარების მიღებაში დაგვეხმარა. ზღაპრული თანხა ჩაგვირიცხეს - 1000 ლარი! მაშინვე ბავშვების სწავლის დავალიანება დავფარე, უმცროსი ბავშვები კი იმ დროს ავად იყვნენ და მე მათი ექიმთან წაყვანა და ყველა საჭირო წამლის ყიდვა შევძელი! ყველას მადლობას გიხდით!
– დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, თეონა. მითხარით, ჩვენს პოსტს ადგილობრივ ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყვა რაიმე სახის გამოხმაურება? იქნებ მათ ისევ მიმართეთ?
თეონა: არა, სამწუხაროდ, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც მე მიმიმართავს. ვიცი, ისევ უარს მეტყვიან...
– თეონა, გულს ნუ გაიტეხთ! მითხარით, ფონდის მეგობრებისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? რა ემოციები გქონდათ?
თეონა: ქვეყანაში კრიზისისა და უმუშევრობის გათვალისწინებით, სიმართლე გითხრათ, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. ალბათ, ცხოვრებაში ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, ადამიანს თანდათან იმედი გეკარგება და მე არც იმის მორალური უფლება მაქვს, რომ ვინმეს რაიმე სახის მხარდაჭერა მოვთხოვო, რადგან ყველას თავისი პრობლემები და საფიქრალი აქვს. მეგონა ასეთ რთულ დროს უცხო ადამიანის დახმარება, საკუთარი თავისთვის ან საკუთარი შვილებისთვის რამის მოკლება შეუძლებელი იყო. როგორ ვცდებოდი! ფულს ასობით ადამიანი აგროვებდა, - ზოგი თითო-თითო ლარს, - რომ შიმშილისგან გადავერჩინეთ, ჩვენი საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინათ და ბავშვები გაეხარებინათ... ჩემი გაოცება ჩვენი ყველაზე მზრუნველი და კეთილი ხალხისადმი უზომო მადლიერებით შეიცვალა! ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა!
– თეონა, თქვენი გრძნობების შესახებ ისე ემოციურად გვიყვებით... რას ნიშნავს ეს დახმარება პირადად თქვენთვის?
თეონა: ბოლო დროს განსაკუთრებით გაგვიჭირდა; დღეების განმავლობაში ბავშვები ნახევრად მშივრები იყვნენ, მე კი თავში ყველაზე ცუდი ფიქრები მიტრიალებდა, მეგონა ცოტაც და დავნებდებოდი... ფონდისგან მიღებულმა დახმარებამ სიცოცხლე დამიბრუნა და ჩემს გულში უკეთესი მომავლის იმედი გააღვივა. თქვენ ჩემი შვილები ფაქტობრივად შიმშილს გადაარჩინეთ! ვგრძნობ, რომ მარტო აღარ ვართ, რომ არსებობენ მზრუნველი ადამიანები, რომლებიც დასახმარებლად, მხარდასაჭერად და ლუკმა პურის გასაზიარებლად მზად არიან. მადლობა იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩემს შვილებს აჩუქეთ!
– თეონა, ახლა მინდა ბავშვებსაც გავესაუბრო. ალექსი, ეს რა გაქვს?
ალექსი (8 წლის): ეს ჩემი ახალი მანქანებია. ისინი ძალიან სწრაფები არიან; სწორედ ისეთები, როგორზეც ვოცნებობდი. დიდი მადლობა! როგორც იქნა, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი სათამაშო აქვს და აღარ ვკამათობთ! ანდრია, აჩვენე, რა საჩუქრები მიიღე? (მიმართავს უმცროს ძმას.)
ანდრია (4 წლის): აი, ეს ყველაზე მაგარია! (ამაყად მიწვდის მანქანას.)
– მართლაც მაგარია! ელენე, შენ რა გაჩუქეს?
ელენე (5 წლის): მე ახლა ყველაზე ლამაზი თოჯინები მაქვს!მათთვის ტანსაცმლის გამოცვლაც შემიძლია; მინდა მოდურები იყვნენ. რომ გავიზრდები, მეც ლამაზად ჩავიცვამ ხოლმე!
– ეჭვიც არ მეპარება, საყვარელო. გიორგი, შენი სწავლის ამბები როგორ მიდის?
გიორგი (10 წლის): მეფონდმა პლანშეტი მაჩუქა და ახლა, ონლაინ-გაკვეთილებსაც ვესწრები და თანაკლასელებთანაც ვურთიერთობ! მადლობა, რომ ასე დამეხმარეთ!
– წარმატებებს გისურვებ, გიორგი! თეონა, საუბარს დავუბრუნდეთ. მითხარით, კიდევ თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?
თეონა: თქვენთვის კიდევ რაღაცის თხოვნა ძალიან მერიდება, თქვენ ისედაც შეუძლებელი შეძელით.თუ ვინმეს სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახი ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელი იქნება - იქნება ეს საკვები თუ ტანსაცმელი. ჩვენ არც ინტერნეტი გვაქვს, ყოველთვიური გადასახადის გადახდის საშუალება არ გვაქვს. ერთი სიტყვით, ჩვენთვის ნებისმიერი დახმარება უდიდესი საჩუქარი იქნება! მადლობა თქვენ, რომ ხალხს იმედს ჩუქნით!
***
თამაზაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ძალიან უჭირს; მათ არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება და ყოველდღიურად მწვავედ უდგას საკითხი: „საჭმელი ყველა ბავშვს ეყოფა?“ ოჯახს ნებისმიერი დახმარება გაახარებს: საკვები, ტანსაცმელი, ბავშვებისთვის სათამაშოები, სამზარეულოს ავეჯი, კარადა და ფინანსური მხარდაჭერა. გთხოვთ, ამ მშვენიერ პატარებს გასაჭირში ნუ დატოვებთ, რადგან სასწაულის და კეთილი ხალხის მათ სულ ახლახან ირწმუნეს!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:თამაზაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/663-tamazashvili/.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებითვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 იან 12 | ავეჯი | 900 | transferred |
2021 იან 14 | ჩაიდანი | 67 | transferred |
2021 იან 14 | სკამები | 220 | transferred |
2021 იან 21 | პლანშეტი | 430 | transferred |
2021 იან 21 | თეთრეული | 335 | transferred |
2021 თებ 9 | სამზარეულოს ინვენტარ | 800 | transferred |
2021 თებ 25 | პროდუქტები | 100 | transferred |
2021 თებ 26 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 770 | paid |
2021 აპრ 5 | კომოდი | 380 | transferred |
სულ ხარჯი: 4,002 ₾
დარჩა 0.36 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 აპრ 4 | ვახტანგ ხოჭოლავა | 10 | Transfer to account |
2021 მარ 27 | ნანა ხუჭუა | 5 | Transfer to account |
2021 მარ 9 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 მარ 3 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
2021 მარ 3 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
2021 მარ 2 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
2021 მარ 2 | მაია ჩაკვეტაძე | 15 | Transfer to account |
2021 მარ 1 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
2021 თებ 27 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
2021 თებ 27 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
2021 თებ 26 | ნინო თადუმაძე | 50 | Transfer to account |
2021 თებ 25 | მამუკა მუჯირი | 35 | Transfer to account |
2021 თებ 18 | ნინო ბესტავაშვილი | 20 | Transfer to account |
2021 თებ 18 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
2021 თებ 17 | სარალიძე სერგო | 5 | Transfer to account |
2021 თებ 17 | მარიამ უგრეხელიძე | 1 | Transfer to account |
2021 თებ 17 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
2021 თებ 16 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2021 თებ 16 | თათრიშვილი ლალი | 10 | Transfer to account |
2021 თებ 16 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 1 | Transfer to account |
2021 თებ 15 | მალაზონია თამარ | 20 | Transfer to account |
2021 თებ 12 | ნიანკინი ანდრო | 15 | Transfer to account |
2021 თებ 12 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Transfer to account |
2021 თებ 9 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
2021 თებ 9 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
2021 თებ 9 | სვანიშვილი ლაშა | 1 | Transfer to account |
2021 თებ 8 | კვიციანი მაკა | 100 | Transfer to account |
2021 თებ 8 | ქათამაძე ეკატერინე | 5 | Transfer to account |
2021 თებ 8 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2021 თებ 6 | ნინო ჯოხაძე | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,002.36 ₾
დარჩა 0.36 ₾
მსგავსი პროექტები:
|