ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბავშვები აშიმშილო და შეშა იყიდო თუ სითბოში ამყოფო, მაგრამ მშივრები?

calendar დეკემბერი 17, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ბავშვებს შორის ყველაზე მკვირცხლი, ხუთი წლის ელენე ხელზე მწვდა სიტყვებით: „საიდუმლოს შენახვა შეგიძლია? მე ფიფქია გავხდები და ჩემს ძმებს ბევრზე-ბევრ ტკბილეულს და სათამაშოს ვაჩუქებ და კიდევ, შენც გაგიმასპინძლდები და დედ-მამასაც.“
გარშემო რომ მიმოვიხედეთ, ყველაფერს უსიტყვოდ მივხვდით: ამ სახლში არასდროს ყოფილა არც სათამაშოები, არც ტკბილეული, არც ჩვეულებრივი საჭმელი. ეს არის თამაზაშვილების ძალიან ღარიბი, ქართული ოჯახი, რომელიც, სამაგიეროდ, ბავშვებით არის მდიდარი: დანიელი (2 წლის), ანდრეა (4 წლის), ელენე (5 წლის), ალექსი (8 წლის) და გიორგი (10 წლის).
„დეიდა, არ იცი, თოვლის ბაბუა ჩვენთან რატომ არ მოდის? ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ ის მაინც არ მოდის…“ – კითხულობს ლამის ატირებული ალექსი.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დედამ, თეონამ პატარები ხელში აიყვანა: „ღამეები არ მძინავს, რადგან ჩემი ხუთი შვილი, ეს ანგელოზები შიმშილობენ და ყოველ დილას, მოსვენებას არ მაძლევს მათი კითხვა: „დედიკო, დღეს ისევ არ შევჭამთ?“ – თქვა თეონამ და ატირდა.

„საშინაო დავალებებს ხელთათმანებით ვაკეთებ და ყველას ქურთუკებში გვძინავს. ჩვენთან ძალიან, ძალიან ცივა…“ – ყვება გიორგი.

შეხედეთ მათ მშვენიერ, ლაჟვარდოვან თვალებს. ნუთუ ეს ანგელოზები ტანჯვასა და ხელმოკლეობას უნდა განიცდიდნენ?

თეონა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა გასაჭირმა გაიძულათ, ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?

თეონა: მიმოიხედეთ გარშემო: ამ ქოხში შვიდნი ვცხოვრობთ – მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ხუთი შვილი. აქ ნესტი და სიცივეა, ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ არის. ამ დაშლილ საწოლებზე ბავშვებს ორ-ორად სძინავთ! ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ ჩვენ არც მათი ნორმალურად გამოკვების საშუალება გვაქვს… ისინი მუდმივად ცუდად იკვებებიან, სათამაშოებს და ტკბილეულს ითხოვენ, როგორც ყველა ნორმალური ბავშვი… ძალაც აღარ მაქვს, მუდმივად ყველაფერზე უარს ვეუბნებოდე! (სლუკუნებს.)

ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

თეონა:ცხოვრება რთული რამ არის… როდესაც 16 წლის ხარ, ყველაფერი ცისარტყელას ფერებში გეხატება; ფიქრობ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ შემდეგ, ცხოვრების გზაზე ისეთი სირთულეები გხვდება, რომელსაც თურმე ვერ უმკლავდები. პეტრეს ცოლად რომ გავყევი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გრანდიოზულ გეგმებს ვაწყობდით. გვსურდა, დედაქალაქში გადავსულიყავით, გვემუშავა და გვეცხოვრა, როგორც ყველას. მაგრამ მერე, რატომღაც არ გამოვიდა. ხან ერთი, ხან მეორე… ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით დაიბადნენ და ისე მოხდა, რომ საცხოვრებლად სოფელში დავრჩით; აქ კი, თავადაც იცით, რომ სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია,  მით უმეტეს ისეთის, ხუთი ბავშვის გამოკვება რომ შეძლო.  

მოდით, შორიდან დავიწყოთ! როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე? სიყვარულით დაქორწინდით?

თეონა:დიახ, დიახ… და ძალიან დიდი სიყვარულით! მე და პეტრე ერთმანეთს სკოლის წლებიდან ვიცნობთ… უნდა ითქვას, რომ ერთმანეთი ყოველთვის მოგვწონდა,  ჩვენი მშობლებიც მეგობრობდნენ. სკოლა რომ დავამთავრე, მან ხელი მთხოვა და მშობლების ლოცვა-კურთხევით – დავქორწინდით. მაშინ, 12 წლის წინ, ბევრად მარტივი იყო. მშობლებიც ახალგაზრდები იყვნენ და გვეხმარებოდნენ. შეძლებულები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ არც ისე ვშიმშილობდით, როგორც ახლა. ჩემი მეუღლე სოფელში ნებისმიერ სამსახურს თანხმდება, მაგრამ ამ დაწყევლილი პანდემიის გამო, ახლა აღარც ეს მწირი შემოსავალი გვაქვს…

– და რაზე ცხოვრობთ?

თეონა: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, – თუკი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ამას ასე ვუწოდოთ, – 500 ლარიანი დახმარებაა. ამ თანხიდან 100 ლარს ბინაში ვიხდით და რაც გვრჩება, მაგით ვცდილობთ, შიმშილით არ მოვკვდეთ…

როგორც წესი, ბავშვებს რას აჭმევთ?

თეონა:ვცდილობ, მშრალი საჭმელი არ ჭამონ – მაკარონი, კარტოფილი… წვნიანს ან ბორშს ვაკეთებ, წყალწყალას, რა თქმა უნდა.

ამ სახლში როგორ აღმოჩნდით?

თეონა:ჩვენ საკუთარი საცხოვრებელი არ გვაქვს, დაქირავება გვიწევს. ნაცნობები დაგვთანხმდნენ, რომ ეს სახლი შედარებით დაბალ ფასად დაეთმოთ. აქ ორი პატარა ოთახი და სამზარეულოა. ყველაფერი ისეთი ძველია, ჩვენ თვალწინ იშლება, მაგრამ უფრო მყუდრო ბინის ფული არ გვაქვს.

საერთოდ არავინ გეხმარებათ?

თეონა:ჩვენ არავინ გვყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავდით. მე და პეტრე – ორივე ღარიბი ოჯახიდან ვართ. მშობლები უკვე მოხუცები არიან, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები. გარდა ამისა, ჩემს დას მძიმე ფორმის ეპილეფსია აქვს. ეს ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ მათ, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ თვითონ ძლივს ვუმკლავდებით…

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

თეონა: დახმარება – მხოლოდ ეს არის, რისი მიღწევაც შევძელი. სახელმწიფოს ფული არ აქვს, რომ ბინით მაინც უზრუნველგვყოს.  

 რისი გწამთ? ხსნას რაში ხედავთ?

თეონა:მე უფლის რწმენა მეხმარება. ადრე, ეკლესიაში ხშირად დავდიოდი. ახლა კი, ხუთი ბავშვით ხელში, ამის გაკეთება რთულია, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ წირვას შაბათ-კვირას დავესწროთ… სახლში უფალს ჩემი სიტყვებით ხშირად მივმართავ, ვთხოვ, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ… რომ მუდმივად გასაჭირის ატანა არ უწევდეთ…

უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

თეონა:რომ არ მჯეროდეს, თქვენც არ მოგმართავდით… შემთხვევით, „ფეისბუქზე“, თქვენი ფონდის ვიდეოს წავაწყდი, შემდეგ კი თქვენს გვერდზე შემოვედი. ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა ამდენ ხალხს ეხმარებით. ნამდვილად არაჩვეულებრივია, რომ თქვენი დახმარებით კეთილი ადამიანები იმის შესახებ იგებენ, რომ ვიღაცას უჭირს და მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ახლობელს დაეხმარონ. მეზობლებმა მითხრეს, რომ თქვენი ფონდი მართლა ძალიან ბევრს ეხმარება და მირჩიეს, დაგკავშირებოდით.

–  მართალია, ჩვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. მათ გაცნობას ისურვებდით?

თეონა: რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს უდიდესი ბედნიერება იქნებოდა! ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელები ვიქნებით. არასდროს არავის შევაწუხებდი, რომ არა უკიდურესი საჭიროება… ხედავს უფალი, მხოლოდ შვილების გამო ვითხოვ!

თქვენი შვილების სკოლაში, ან საბავშვო ბაღში თუ დადიან? თუ შეიძლება, მათ შესახებ მოგვიყევით.

თეონა:ყველა დედისთვის მისი შვილები განსაკუთრებულები და მსოფლიოში საუკეთესოები არიან! ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია! მთელი ჩემი ცხოვრება! ისეთი კარგები, ისეთი ჭკვიანები არიან! კარგად სწავლობენ, უფრო სწორედ, სწავლობდნენ, სანამ სკოლა ღია იყო. ახლა კი… ჩვენ არც კომპიუტერი გვაქვს, არც ინტერნეტი, არც ნორმალური ტელეფონი, რომ ბავშვებს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეეძლოთ. ლამის ჭკუიდან შევიშალო! დაწყებით კლასებში ორი სემესტრის გამოტოვება – ეს ხომ საშინელებაა?! სკოლის „ბუქები“ სუსტია, მალე გაფუჭდნენ. მათი შეკეთება კი ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. თან მაგასაც ფული უნდა, რომელიც არ გვაქვს…

თუ შეიძლება, ბავშვებს გავესაუბრები. ელენე, შენ ოთხი ძმა გყავს. მითხარი, არ ჩხუბობთ? პატარები არ გაბრაზებენ?

ელენე (5 წლის):არა, რას ამბობთ?! ჩვენ ძალიან მეგობრულად ვთამაშობთ. გოგო ვარ და მათ ყველასგან უნდა დამიცვან. მე კი დედიკოს დამხმარეც ვარ!

მართლა? რაში ეხმარები ხოლმე?

ელენე:სუპის გაკეთებაში, ოთახის დალაგებაში, როცა დედას არ სცალია, შემიძლია დანიელსაც მივხედო. ის ჯერ ძალიან პატარაა, საუბარიც კი არ შეუძლია.

საბავშო ბაღში თუ დადიხარ? მოგწონს?

ელენე:დავდიოდი, მაგრამ მერე ბაღიც და სკოლაც დახურეს. ახლა ყველანი სახლში ვსხედვართ. სახლში მოსაწყენია, ბაღში კი არა. იქ ხომ ბევრი სათამაშოა?!

და შენ, ანდრეა, ბაღი მოგწონს?

ანდრია (4 წლის): დიახ, მე მანქანები მიყვარს, იქ კი – ბევრია… მინდა, რომ მეც ბევრზე ბევრი მანქანა მქონდეს!

გიორგი (10 წლის): მანქანები ყველას გვიყვარს, უბრალოდ ცოტა გვაქვს… რაც გვქონდა, ისიც გატყდა.

ალექსი (8 წლის): მე კი ერთი მანქანა მინდა, მაგრამ დიდი! რომელშიც შეგიძლია, ჩაჯდე. შავი, პულტით! მეზობელ ბიჭს აქვს ასეთი. იცით, რა ლამაზია?

ელენე:მე კი მანქანები არ მინდა! თოჯინა მინდა! ჩემი სიმაღლის, ოქროსფერი თმებით, წითელ და ვარდისფერ კაბაში, ისეთი, სიმღერა რომ შეუძლია! თოჯინები საერთოდ არ მაქვს – სევდიანად ამბობს გოგონა.

– თოჯინა აუცილებლად გექნება, ელენე! გიორგი, მითხარი, კარგად სწავლობ? რომელია შენი საყვარელი საგანი?

გიორგი:დიახ, კარგად ვსწავლობ! მათემატიკა და ქართული მიყვარს. მათემატიკა ჩემს ძმას, ალექსისაც უყვარს. მე მას ამოცანების ამოხსნაში ყოველთვის ვეხმარები.

რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

გიორგი:არ ვიცი, ალბათ, ექიმი… მინდა ხალხს ვეხმარებოდე, რომ ყველანი ჯანმრთელები იყვნენ!

საქართველოს ყველა ბავშვს რას უსურვებდი?

გიორგი:ბედნიერებას! რომ მათ ბევრი სათამაშო და ტკბილეული ჰქონდეთ, რომ ყოველთვის ბედნიერები და გაღიმებულები იყვნენ!

– მშვენიერი სურვილი, გიორგი! თეონა, თქვენი ყველაზე დიდი ოცნებარა არის?

თეონა:ვოცნებობ, ოდესმე, ჩემს შვილებს საკუთარი სახლი ჰქონდეთ, თუნდაც პატარა, მაგრამ თბილი და მყუდრო… რომ მათ უხვად ჰქონდეთ გემრიელი, ჯანსაღი საკვები და ახალი ტანსაცმელი… ვოცნებობ, ერთ მშვენიერ დღეს, მათთან ერთად მაღაზიაში შევიდე და ის სათამაშოები ვუყიდო, რომლებსაც მომთხოვენ და მათთვის ტყუილის თქმა აღარ მიწევდეს, რომ მერე ვუყიდი, როდესაც არ ვიცი, როდის მოვა ეს „მერე“…

– ამჟამად, თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

თეონა: როგორც უკვე გითხარით, ჩვენთვის ნებისმიერი დახმარება – ზეციური მანანაა. ბავშვები მუდმივად ცუდად იკვებებიან. ზამთარში ყოველთვის არჩევანის გაკეთება გვიწევს: საჭმელი თუ შეშა? საწოლები იშლება, ბავშვებს დასაძინებელი არ აქვთ… ნორმალური კარადაც კი არ გვაქვს, რომ ტანსაცმელი შევალაგოთ.

მე სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ. ზამთარი, შვიდი ადამიანის ტანსაცმლის ხელით რეცხვა, ცივ წყალში – ნამდვილი კოშმარია! ხელები მიბუჟდება და მეწვის, როდესაც მათ გათბობას ღუმელთან ვცდილობ.

ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერი სჭირდებათ. ისინი ნორმალურ ტელევიზორზეც ოცნებობენ. რაც გვაქვს – ცუდად აჩვენებს. გარდა იმისა, რომ მათ ახლა, ამ სიცივეში, ეზოში თამაში არ შეუძლიათ, არც მულტფილმების ყურება შეუძლიათ ნორმალურად.

ჩვენ ვერ ვუმკლავდებით, ჩვენი შვილებისთვის ელემენტარული პირობების შექმნა არ შეგვიძლია, ამიტომაც იძულებულები გავხდით, თქვენ შეგვეწუხებინეთ. თქვენ ღვთისმოსაწონ საქმეს აკეთებთ. უფალმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ფონდის ყველა მეგობარი!

***

  თამაზაშვილების ოჯახი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მათ  ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. თეონა და პეტრე ოთხ ვაჟს, ჩვენი სამშობლოს ოთხ მომავალ დამცველს ზრდიან! პატარა პრინცესა ელენეს კი თოჯინები საერთოდ არ აქვს! ის მათზე მხოლოდ ოცნებობს! ბავშვები მოკლებულნი არიან სრულიად ყველაფერს. მათ არ აქვთ ბავშვობა და ნორმალური განვითარების შესაძლებლობები. მათთვის ბედნიერებისა და ღიმილს დაბრუნება ჩვენ ძალგვიძს, მეგობრებო!

  თამაზაშვილების ოჯახს მწვავედ ესაჭიროება ნებისმიერი დახმარება: საკვები პროდუქტები, საწოლები და სარეცხი მანქანა. ბავშვებისთვის კი კომპიუტერი უბრალოდ აუცილებლობას წარმოადგენს იმისთვის, რომ ისინი სასკოლო პროგრამას არ ჩამორჩნენ.

თამაზაშვილების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა.  

ან დაურეკეთ საბრალო თეონას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 595 13 31 02.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:თამაზაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,თამაზაშვილების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

პირველადდავაძინეჩემიშვილებიკარგადნაჭამი!

„გახსოვთ, ჩემი შვილები რომ კითხულობდნენ, რატომ არ მოდიოდა მათთან თოვლის ბაბუა? ახლა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ კეთილ ქართველებს საჩუქრებით სწორედ ის გვიგზავნის! ჩემს პატარებს სასწაულების ისევ სჯერათ! – თვალცრემლიანი გვიყვება მრავალშვილიანი დედა, თეონა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ორ ოთახში, სადაც ელემენტარული პირობები და სივრცეც კი არ არის, შვიდი ადამიანი – ძალიან გაჭირვებული თამაზაშვილების ოჯახი ცხოვრობს, რომელმაც თავისი სიძნელეების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გვიამბო:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/663-tamazashvili

ერთი შეხედვით, დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თითქოს ბინაც შეიცვალა და ეს ხალხიც უფრო ბედნიერი გახდა:  სახლში ბავშვების სიცილი ისმის, კედელზე დიდი ტელევიზორი კიდია, დედა კი სადილს ამზადებს…

„რა სასიამოვნოა სამზარეულოში ფუსფუსი, როდესაც სურსათი გაქვს! – აგრძელებს თეონა. – ჩემს მოუსვენარ შვილებს გემრიელად ჭამა უყვართ და დედის გულს უხარია, როდესაც მათ გამაძღრებს და კმაყოფილებს ვხედავ!“ – კვლავ ცრემლი მოერია ახალგაზრდა ქალს.

თეონა, ძალიან გვიხარია, რომ ამბის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენი ცხოვრება შეიცვალა. თუ შეიძლება, ამის შესახებ დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ.

თეონა: უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ თქვენს პოვნაში დამეხმარა. თქვენ ჩემი ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსენით! ოჰ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას განვიცდიდი, როდესაც ჩემს პატარებს მშივრებს ვაძინებდი; როგორ მტკიოდა გული… მაგრამ აბა, ახლა შეხედეთ მათ! მგონი, ცოტა წონაშიც მოიმატეს! ლოყები აუვარდისფრდათ, კმაყოფილი სახეები აქვთ და კარგ განწყობაზე არიან. ეს ყველაფერი კი იმ დახმარების წყალობით, რომელსაც სრულიად უცნობი ადამიანებისგან დღემდე ვიღებთ. მათ სურსათი, ტანსაცმელი, სათამაშოები მოაქვთ… ათეულობით ადამიანი მირეკავდა და მთხოვდა, რომ გული არ გამეტეხა. სიტყვები არ მყოფნის! თქვენ სწორედ ის გვაჩუქეთ, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი: სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, კარადა, საწოლები, საწოლის თეთრეული, პლანშეტი, სამზარეულო. ვამბობ და საკუთარ თავს ვერ ვუჯერებ. საუბარი იყო ყოველდღიურ არსებობაზე, ახლა კი მსოფლიოში საუკეთესო დამხმარე მყავს – ჩემი საყვარელი სარეცხი მანქანა! წარმოგიდგენიათ?! ჩვენი ახალი, პლაზმური ტელევიზორი კი, რომელზეც ბავშვები ასე ოცნებობდნენ, ახლა დილიდან საღამომდე ჩართულია; ბავშვები მულტფილმებს უყურებენ, მე კი – საყვარელ სერიალებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ბავშვებს ახალ საწოლებზე მყუდროდ სძინავთ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! თქვენ დიად საქმეს აკეთებთ!

დიდი მადლობა, თეონა! ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

თეონა: არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ჩვენ შესახებ პოსტი გამოაქვეყნეთ. პირველი ზარები, ამანათები, სტუმრები და ჩემი გაოგნება მომხდარის გამო; ამ უპირობო, ქრისტიანული სიყვარულისა და თანაგრძნობის გამო. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ხალხმა ჩვენთან მოსვლა სხვადასხვა ქალაქიდან დაიწყო. მაგალითად, ქეთი კვიჟინაძემ თბილისიდან ტანსაცმლითა და სურსათით სავსე ჩანთები მოგვიტანა. ბავშვებს ამდენი შოკოლადი ცხოვრებაში არ უნახავთ! გოგონამ, მაგდამ, 200 ლარი გვაჩუქა! სულ ახლახან კი ჩვენთან ორი ყმაწვილი მოვიდა – ხორცი, კარაქი, ფქვილი, ბავშვებისთვის ტკბილეული მოგვიტანეს და 90 ლარიც გვაჩუქეს. და ეს ყველაფერი შუა პანდემიის დროს, იმ საშიშროების მიუხედავად, რომ კომენდანტის საათამდე შინ დაბრუნება შეიძლება ვერც მოესწროთ! ყოველი ზარი და სტუმრობა ჩემთვის ადამიანურობის მაგალითია – ხალხი საკუთარ თავს აკლებს და იმას გვიზიარებს, რაც შეუძლია: საყოფაცხოვრებო ქიმიას, ტანსაცმელს, სურსათს… უფალს ვევედრები, რომ თითოეული მათგანი დაიფაროს! კიდევ ერთი გოგონა, რომელმაც ჩვენი ამბავი წაიკითხა, ТВС ბანკიდან ფინანსური დახმარების მიღებაში დაგვეხმარა. ზღაპრული თანხა ჩაგვირიცხეს – 1000 ლარი! მაშინვე ბავშვების სწავლის დავალიანება დავფარე, უმცროსი ბავშვები კი იმ დროს ავად იყვნენ და მე მათი ექიმთან წაყვანა და ყველა საჭირო წამლის ყიდვა შევძელი! ყველას მადლობას გიხდით!

დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, თეონა. მითხარით, ჩვენს პოსტს ადგილობრივ ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყვა რაიმე სახის გამოხმაურება? იქნებ მათ ისევ მიმართეთ?

თეონა: არა, სამწუხაროდ, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც მე მიმიმართავს. ვიცი, ისევ უარს მეტყვიან…

– თეონა, გულს ნუ გაიტეხთ! მითხარით, ფონდის მეგობრებისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? რა ემოციები გქონდათ?

თეონა: ქვეყანაში კრიზისისა და უმუშევრობის გათვალისწინებით, სიმართლე გითხრათ, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. ალბათ, ცხოვრებაში ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, ადამიანს თანდათან იმედი გეკარგება და მე არც იმის მორალური უფლება მაქვს, რომ ვინმეს რაიმე სახის მხარდაჭერა მოვთხოვო, რადგან ყველას თავისი პრობლემები და საფიქრალი აქვს. მეგონა ასეთ რთულ დროს უცხო ადამიანის დახმარება, საკუთარი თავისთვის ან საკუთარი შვილებისთვის რამის მოკლება შეუძლებელი იყო. როგორ ვცდებოდი! ფულს ასობით ადამიანი აგროვებდა, – ზოგი თითო-თითო ლარს, – რომ შიმშილისგან გადავერჩინეთ, ჩვენი საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინათ და ბავშვები გაეხარებინათ… ჩემი გაოცება ჩვენი ყველაზე მზრუნველი და კეთილი ხალხისადმი უზომო მადლიერებით შეიცვალა! ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა!

თეონა, თქვენი გრძნობების შესახებ ისე ემოციურად გვიყვებით… რას ნიშნავს ეს დახმარება პირადად თქვენთვის?

თეონა: ბოლო დროს განსაკუთრებით გაგვიჭირდა; დღეების განმავლობაში ბავშვები ნახევრად მშივრები იყვნენ, მე კი თავში ყველაზე ცუდი ფიქრები მიტრიალებდა, მეგონა ცოტაც და დავნებდებოდი… ფონდისგან მიღებულმა დახმარებამ სიცოცხლე დამიბრუნა და ჩემს გულში უკეთესი მომავლის იმედი გააღვივა. თქვენ ჩემი შვილები ფაქტობრივად შიმშილს გადაარჩინეთ! ვგრძნობ, რომ მარტო აღარ ვართ, რომ არსებობენ მზრუნველი ადამიანები, რომლებიც დასახმარებლად, მხარდასაჭერად და ლუკმა პურის გასაზიარებლად მზად არიან. მადლობა იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩემს შვილებს აჩუქეთ!

– თეონა, ახლა მინდა ბავშვებსაც გავესაუბრო. ალექსი, ეს რა გაქვს?

ალექსი (8 წლის): ეს ჩემი ახალი მანქანებია. ისინი ძალიან სწრაფები არიან; სწორედ ისეთები, როგორზეც ვოცნებობდი. დიდი მადლობა! როგორც იქნა, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი სათამაშო აქვს და აღარ ვკამათობთ! ანდრია, აჩვენე, რა საჩუქრები მიიღე? (მიმართავს უმცროს ძმას.)

ანდრია (4 წლის): აი, ეს ყველაზე მაგარია! (ამაყად მიწვდის მანქანას.)

მართლაც მაგარია! ელენე, შენ რა გაჩუქეს?

ელენე (5 წლის): მე ახლა ყველაზე ლამაზი თოჯინები მაქვს!მათთვის ტანსაცმლის გამოცვლაც შემიძლია; მინდა მოდურები იყვნენ. რომ გავიზრდები, მეც ლამაზად ჩავიცვამ ხოლმე!

ეჭვიც არ მეპარება, საყვარელო. გიორგი, შენი სწავლის ამბები როგორ მიდის?

გიორგი (10 წლის): მეფონდმა პლანშეტი მაჩუქა და ახლა, ონლაინ-გაკვეთილებსაც ვესწრები და თანაკლასელებთანაც ვურთიერთობ! მადლობა, რომ ასე დამეხმარეთ!

წარმატებებს გისურვებ, გიორგი! თეონა, საუბარს დავუბრუნდეთ. მითხარით, კიდევ თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ? 

თეონა: თქვენთვის კიდევ რაღაცის თხოვნა ძალიან მერიდება, თქვენ ისედაც შეუძლებელი შეძელით.თუ ვინმეს სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახი ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელი იქნება – იქნება ეს საკვები თუ ტანსაცმელი. ჩვენ არც ინტერნეტი გვაქვს, ყოველთვიური გადასახადის გადახდის საშუალება არ გვაქვს. ერთი სიტყვით, ჩვენთვის ნებისმიერი დახმარება უდიდესი საჩუქარი იქნება! მადლობა თქვენ, რომ ხალხს იმედს ჩუქნით!

***

  თამაზაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ძალიან უჭირს; მათ არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება და ყოველდღიურად მწვავედ უდგას საკითხი: „საჭმელი ყველა ბავშვს ეყოფა?“ ოჯახს ნებისმიერი დახმარება გაახარებს: საკვები, ტანსაცმელი, ბავშვებისთვის სათამაშოები, სამზარეულოს ავეჯი, კარადა და ფინანსური მხარდაჭერა. გთხოვთ, ამ მშვენიერ პატარებს გასაჭირში ნუ დატოვებთ, რადგან სასწაულის და კეთილი ხალხის მათ სულ ახლახან ირწმუნეს!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:თამაზაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/663-tamazashvili/.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებითვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 იან 12
ავეჯი
900.00₾
2021 იან 14
ჩაიდანი
67.00₾
2021 იან 14
სკამები
220.00₾
2021 იან 21
პლანშეტი
430.00₾
2021 იან 21
თეთრეული
335.00₾
2021 თებ 09
სამზარეულოს ინვენტარ
800.00₾
2021 თებ 25
პროდუქტები
100.00₾
2021 თებ 26
ფონდის ზედნადები ხარჯები
770.00₾
2021 აპრ 05
კომოდი
380.00₾

სულ ხარჯები:

4002.00₾

დარჩა:

0.36₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2021 17:24:14
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.03.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.03.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2021 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2021 20:00:00
₾35.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.02.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2021 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾4,002.36

251 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,002.36

251 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება