სახლში / პროექტები /

გმირი მამის ზაზა მერაბიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც მარტო ზრდის სამ შვილს, თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, ახალ სახლში გადავიდა!

calendar მარტი 10, 2025

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 ზარი - ₾2

მობილური პროვაიდერები

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

გმირი მამის ზაზა მერაბიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც მარტო ზრდის სამ შვილს, თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, ახალ სახლში გადავიდა!
შემოწირულობებისთვის საქართველოში:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში GEL-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში GEL-ში

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: LBRTGE22

ანგარიში GEL-ში

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

შემოწირულობებისთვის მთელი მსოფლიოდან:
Bank logo

Ბანკის კოდი: BAGAGE22

ანგარიში USD, EUR და GBP-ში

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

Bank logo

Ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიში USD და EUR-ში

GE32TB7194336180100004 GE32TB7194336180100004

კოპირებულია

საქართველოში ჯერ კიდევ დარჩნენ ნამდვილი გმირები! მარტოხელა მამა სამ მცირეწლოვან შვილს ზრდის, აქედან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა, რომელსაც მამა საკუთარი ხელით უცვლის პამპერსებს, ტაშტში აბანავებს. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ საბრალო კაცს არჩევანის გაკეთება უწევს — 2 წლის შვილს უყიდოს ფაფა თუ 5 წლისასწიწიბურა? 7 წლის ანტონს ბრინჯი უყიდოს თუ 2 წლის დავითს პამპერსი? სახლში საპირფარეშოც კი არაა. საშინელება!!! საშინელება!!! მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ მათ დასახმარებლად!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, შემოუერთდნენ ღვთისმოსაწონ საქმეს!

ეს 2 წლის დავითია. ბავშვს მამა აბანავებს. ბუნებრივია, ახლა პირველი შეკითხვა, რაც გაგიჩნდათ, ჩვენო ძვირფასო მკითხველო — ბავშვის დედა სადაა? საქმე იმაშია, რომ ერთ დროს სიყვარულით შექმნილი ქართული ოჯახი დაინგრა. ზოგჯერ ასეც ხდება და ჩვენ არ განვსჯით.

2 წლის დავითი, 5 წლის დანიელი და 7 წლის ანტონი

შეხედეთ ამ საბრალო ძმებს, რამხელა სევდაა მათ კეთილ თვალებში. ბავშვებმა ფონდის კორესპონდენტის, მათთვის უცხო დეიდას, დანახვაზე დაიმორცხვეს, მერე კი მათმა პატარა გულებმა თითქოს იგრძნეს, რომ ეს „უცხო დეიდა“ იმიტომ მივიდა მათ სახლში, რომ ძმების ისტორია მთელი საქართველოსთვის ეამბნა.

აი, ასე იწყება და ასე მთავრდება მერაბიშვილების ოჯახში ყოველი დღე. „სადილად“ მხოლოდ პური და ჩაია. იშვიათად კი წვენიც. ეს მაშინ ხდება, როდესაც საბრალო მამის დღიური შემოსავალი „მაღალია“ — ანუ 15 ლარი, დაახლოებით 5 დოლარი. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, საბრალო კაცი მძიმე ტომრებს ეზიდება, რომ დღის ბოლოს 5 დოლარი აიღოს და შვილებს სახლში პური, ნახევარი კილო მაკარონი და იშვიათად წვენი მიუტანოს ან იაფასიანი კანფეტით გაახაროს ბავშვები.

ფაფის ნაცვლად, მშიერ ბავშვს ჩაის ასმევს საბრალო მამა.

40 წლის ახალგაზრდა კაცის გული დარდისგან დამძიმებულია. სისხლის შედედების (თრომბის) გამო 2-ჯერ გაიკეთა ფეხზე ოპერაცია. ახლაც ესაჭიროება მედიკამენტები და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, მაგრამ გმირი მამა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ფულს დასახარჯად ვერ იმეტებს და უკანასკნელ კაპიკებს 2 წლის დავითის პამპერსისთვის აგროვებს.

ასე, საკუთარი ხელით აცმევს პამპერსს. მაგრამ როდესაც პამპერსის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს, საბრალო ბავშვს ჩვრებს უფენს რეიტუზის ქვეშ.

წვალებით ნაყიდი ზეთიც მალე თავდება და, ფაქტობრივად, წყალში უხრაკავს ბავშვებს მაკარონს.

რამდენ რამეს ამბობენ პატარა ანგელოზის სევდიანი და კეთილი თვალები

უშაქრო ჩაი, პურის ნატეხი და ბავშვის მშიერი თვალები

ბავშვს ხორციანი საკვები და თევზეული უნდა, მაგრამ….

სიცივისგან გაყინული ბავშვები ერთმანეთს ათბობენ. საბრალო ძმები ძილის დროსაც კი ვერ პოვებენ შვებას.

ანტონი (7 წლის) – „ნეტა, მალე ჩამეძინოს, რომ ისევ ისეთი სიზმარი ვნახო, როგორც გუშინ, რომ ვითომ ქათმის შებრაწულ ბარკალს ვჭამდი“.

ამ დამტვრეულ საწოლზე სძინავთ ბავშვებს

ღმერთო, ღმერთო, ღმერთორამხელა სევდაა დანიელის თვალებში. არადა, ის ხომ სულ რაღაც 5 წლისაა

დანიელი (5 წლის) – მინდა, მე და ჩემმა ძამიკოებმაც ისე ვიცხოვროთ, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ.

ზაზა (41 წლის) – „მარტოხელა მამისთვის ძალიან რთულია 3 ასეთი პატარა ბავშვის გაზრდა, მით უმეტეს, როცა ამ ყველაფერს გაუსაძლისი სიღარიბე ემატება. ყველაზე რთული კი, იცით, რა არის? (მიმართავს კორესპონდენტს), როცა მაღაზიაში შესულს არჩევანის გაკეთება მიწევს, 2 წლის დავითს ვუყიდო ფაფა თუ 5 წლის შვილისთვის ვიყიდო მაკარონი?

7 წლის ანტონს ვუყიდო ბრინჯი თუ 2 წლის დავითს — პამპერსი. როდესაც მშობელი ამ არჩევანის წინაშე დგება საკუთარ შვილებთან, ამაზე დიდი უბედურება არაფერია. რამდენჯერ მომდგომია სიმწრის ცრემლები“.

მერაბიშვილების სახლში აბაზანაც კი არაა. საპირფარეშო ეს ვედროა, რასაც ფოტოზე ხედავთ, ძვირფასო მკითხველო. დანარჩენს, ალბათ, თავადაც მიხვდებით… არა, ამას ცხოვრება არ ჰქვია…

ოქროსფერ თმას ჰბანს საყვარელი მამიკო. ბავშვი სიცივისგან კანკალებს

მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, ბავშვების ჰიგიენა საბრალო მამისთვის პირველ ადგილზეა

გმირი მამა!

მამაშვილი მერაბიშვილი. უფალმა დალოცოს თქვენი მამაშვილობა

ახალდაბანილი, შემცივნული ბავშვი ამ დამტვრეულ, დაჟანგულ რკინის საწოლზე წევს. ფონდის მეგობრებო, ალბათ, თავად დარწმუნდით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ნორმალური საწოლი, რის ყიდვის საშუალებაც მამას არ გააჩნია. ოჰ, როგორი უთანასწორო და უსამართლობა ხარ, ცხოვრებავ!

ნუთუ არ იმსახურებს ეს ანგელოზი ფუმფულა საწოლში წოლას, ტკბილ ძილსა და ფერად სიზმრებს?

არ იტირო, პატარა ანგელოზო. კეთილი ადამიანები არ დაგტოვებენ მარტო

ეს თვალები… ეს მზერა… თვალებზე მომდგარი სიმწრის ცრემლები… ადამიანი თუ ერთხელ ჩაიხედავს ამ თვალებში, მაშინვე მიხვდება, თუ რამდენად სჭირდება დახმარება მერაბიშვილების ოჯახს.

ღვთისნიერო ადამიანებო, ნუთუ გასაჭირში მიატოვებთ 41 წლის კაცს, რომელიც 3 შვილს ზრდის? ბავშვებს ესაჭიროებათ პროდუქტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, საწოლი. მათი საბრალო მამა ტაშტში ხელით რეცხავს ბავშვების ტანსაცმელსა და ჩვრებს. რა ქნას საბრალო მამამ? მისი პატიოსანი შრომით დღიურად გამომუშავებული 15 ლარით (5 დოლარი) ლეკვის ან კნუტის „საწოლის“ ყიდვასაც კი ვერ შეძლებს. თუმცა უპირველესად ყველაზე მთავარი საპირფარეშოს გაკეთებაა, რომ ბავშვებმა ნორმალურ პირობებში შეძლონ ცხოვრება. ახლა ის დროა, რომ მთელი საქართველო გავერთიანდეთ. არ მივატოვოთ ბედის ანაბარა 41 წლის მარტოხელა საბრალო მამა და სამი პატარა ანგელოზი, თორემ დანაშაულის შეგრძნება ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ახალციხე (ვალე), გაგარინის . 13.

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: მერაბიშვილების ჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი

გმირ მამის ზაზა მერაბიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც მარტო ზრდის სამ შვილს, თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, ახალ სახლში გადავიდა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მერაბიშვილების ოჯახი ახალ სახლში გადავიდა!

ამხელა ბედნიერებისგან სამი პატარა ბიჭუნა – ანტონი, დანიელი და დავითი – გაუჩერებლად იცინიან! ყველაზე მეტად კი მაშინ, როდესაც მათი მამა, ზაზა ახალი ბინის გასაღებს აწკარუნებს! ნამდვილად განსაკუთრებულია მათი ბინა: ტანჯვისა და დარდისგან კურნავს და სიხარულით ავსებს ყველას, ვინც იქ ცხოვრობს. უდიდესი სიყვარულით არის დამუხტული! ბინის კარზე კი წარწერაა: შეძენილია ჩერნოვეცკის ფონდის კეთილი გულების შემოწირულობებით.

ანტონი: „დეიდა, მოდი, ჩემი უსაყვარლესი ოთახი უნდა გაჩვენო.“

ეს მისაღები ოთახი არ არის, მეგობრებო! ბავშვმა, რომელმაც ამდენი ტანჯვა გადაიტანა და დიდი ხნის განმავლობაში, საპირფარეშოს ნაცვლად თუნუქის სათლი ჰქონდა, შხაპის ნაცვლად კი – ტაშტი, სააბაზანოში შემიყვანა.

იმის გახსენებაც კი საზარელია, ადრე რა მდგომარეობაში იყვნენ:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/1677-merabishvili/

მამა სამ ბიჭუნას ცხელ წყ შხაპი რომ ასხამს, მათთვის, ეს ნამდვილი ჯადოქრობაა. ისინი მდენად მოხიბლულები არიან აბაზანით, რომ იქ, ჩურჩულით ლაპარაკობენ. კიდევ, ბევრს იცინიან და გამოსვლა არ სურთ.

მამიკო, ზაზა საძინებელში საწოლის გადასაფარებელს დღეში ასჯერ ასწორებს. იმიტომ, რომ პატარები ბევრჯერ შედიან იქ ყველანი ერთად და მოხერხებულად, ფართოდ გაშლილი ხელებით და ფეხებით წვებიან საწოლზე.

ანტონი: „მეგონა, რომ ყველას რკინის საწოლი ჰქონდა, რომელზეც საშინლად მტკივნეულია წოლა. ეს საწოლი კი, ძალიან რბილია!“

იცით, კიდევ რა აღმოაჩინეს ამ პატარებმა თქვენი დამსახურებით, მეგობრებო? თურმე, ნათელ, ლამაზ სამზარეულოში ყველისა და ლორის სენდვიჩებით ან თუნდაც, მაფინებით შეუძლიათ ისაუზმონ, მამა კი იქვე, ნიჟარაში რეცხავს ჭურჭელს და არა გარეთ.

გარდა ამისა, სამსახურის მერე დაღლილ მამას, რომელიც მტვირთავად მუშაობს, აღარ მოუწევს სარეცხის ხელით რეცხვა – ამ საქმეს სარეცხი მანქანა აკეთებს.

ზაზა, მამაკაცი, რომელიც მარტო ზრდის სამ მცირეწლოვან ვაჟს და ხასიათიდან გამომდინარე, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს – მოგწერათ ის, რაც გულში აქვს.

„უდიდესი ბედნიერებაა ჩვენთვის ეს სახლი! ნორმალური ცხოვრებისთვის არანაირი პირობები არ გვქონდა. ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვიტანჯებოდი. სიკეთისთვის და ჩვენი ახალი ცხოვრებისთვის, თითოეულ თქვენგანს ვლოცავ.“

მეგობრებო, თქვენი დამსახურებით, ამ ბავშვებმა კიდევ ბევრი ახალი რამ უნდა ისწავლონ. დაეხმარეთ მათ ამაში!

  • ის, რომ საჭმელი მაცივარში ინახება და რომ ზაფხულში, საშიშია ისეთი საჭმლის ჭამა, რომელიც მაცივარში შენახული არ იყო.
  • ის, რომ საჭმელი გაზქურაზე მზადდება და არა შეშის ღუმელზე ან გაზის ბალონზე. ამიტომ, მაცივრის გარდა, ოჯახს გაზქურაც სჭირდება.
  • ის, რომ ახალი საბნის ქვეშ, ახალ ლეიბსა და ფუმფულა ბალიშებზე ძილი შეიძლება. ჯერჯერობით, ოჯახს არ აქვს ლოგინის თეთრეული.
  • ის, რომ საზაფხულო ტანსაცმელი მხოლოდ ერთი წყვილი გახუნებული მაისური და შორტები არ არის. ბიჭებს ყველა სეზონის ახალი, ლამაზი ტანისამოსი სჭირდებათ.
  • ის, რომ ძველ ტილოებს პამპერსი ჯობია. დავითს პამპერსები სჭირდება.

ბინაში კოსმეტიკური რემონტის გაკეთება და შიდა კარებების ჩასმაა საჭირო.

ხოლო ის, რომ ქვეყანაზე არსებობენ კეთილი გულები – ეს უკვე ისედაც იციან და საკუთარ თავზე გამოსცადეს. დალოცვილები ყოფილიყავით, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მერაბიშვილების ოჯახი).

კორ. მედეა

თარიღი
დასახელება
თანხა
სტატუსი
31.03.2025
პროდუქტები
449.76₾
31.03.2025
ბინის შეძენა
16600.00₾
31.05.2025
ფონდის ზედნადები ხარჯები
4275.00₾
30.05.2025
პროდუქტები
499.92₾
27.06.2025
პროდუქტები
227.46₾
31.07.2025
ფონდის ზედნადები ხარჯები
135.00₾

სულ ხარჯები:

22187.14₾

დარჩა:

0.42₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾24.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2025 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2025 11:20:30
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2025 10:29:01
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2025 10:28:47
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.07.2025 10:11:17
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.07.2025 10:23:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2025 11:52:59
₾5.00

შემოწირულია:

₾22,187.56

1495 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾22,187.56

1495 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის