ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ბოლოს, ამაზე უფრო შემზარავი რამ, როდის ნახეთ? ნაგვის ბუნკერში იქექებიან და-ძმა, ზაზა და თათია აბაზაშვილები. ზაზა ცხრა წლის არის, თათია კი – თორმეტის. დიახ… თავის წილ „სიხარულს“ ნაგავში ეძებენ ეს პატარა ანგელოზები. ეს ხომ, საშინელებაზე უარესია. ეს არ არის ერთი ოჯახის დრამა, ეს კაცობრიობის ტრაგედიაა.
თათია (12 წლის): ვცდილობ, ნაგავსაყრელზე ისეთ დროს გავიდე ხოლმე, ხალხმა რომ არ დამინახოს, რადგან მრცხვენია. თუმცა, სოფელ ჩუმლაყში, ისედაც ყველამ იცის, მე და ჩემი ძამიკო ბუნკერში რომ ვეძებთ ტანსაცმელს. სკოლაში, ზოგიერთი ბავშვი დამცინის. ხოლო, ერთ-ერთი ჩემი თანაკლასელი გოგო, რომელიც მასწავლებელმა ჩემ გვერდით დასვა, სულ ჩხუბობს და ითხოვს, სხვა მერხთან გადასვან: „არ მინდა შენ გვერდით ჯდომა, ნაგვის ბუნკერიდან ამოღებული ტანსაცმელი გაცვია.“
დღევანდელი დღე „წარმატებული“ აღმოჩნდა საბრალო ბავშვისთვის. იცით, გოგონას სიხარულის მიზეზი რა არის? აი, ეს დახეული ხალათი, რომელიც ვიღაცას სანაგვეზე გადაუგდია, ბავშვს კი, სიხარულით თვალები გაუბრწყინდა, თვალი რომ მოჰკრა მას. გაზაფხულისთვის ხომ, არაფერი ჰქონდა მოსაცმელი.
იქვე ჩაიცვა ბავშვმა ბუნკერთან ნაპოვნი ხალათი. ნუთუ, ის ამას იმსახურებს? ნუთუ, რომელიმე ბავშვი ასეთ ძაღლურ ცხოვრებას იმსახურებს?
შეხედეთ, ბუნკერიდან ნაგვის ცელოფნებს იღებს ბავშვი და შიგნით იქექება, იმის იმედით, რომ იქნებ, რაიმე „გამოსადეგი“ ნივთი აღმოაჩინოს. საშინელებაა! ნამდვილი საშინელება!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ცხრა წლის ავადმყოფი ზაზა და თორმეტი წლის თათია ნაგვის ბუნკერში ეძებენ სამოსს. მათი სახლი კი, ნანგრევებია! რა საშინელებაა! ეს, ერთი ოჯახის დრამა არ არის. ეს, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
აი, ასე იქექება ნაგვის ბუნკერში ცხრა წლის ზაზა.
ბოლოს, ამაზე უფრო შემზარავი რამ, როდის ნახეთ? ნაგვის ბუნკერში იქექებიან და-ძმა, ზაზა და თათია აბაზაშვილები. ზაზა ცხრა წლის არის, თათია კი – თორმეტის. დიახ… თავის წილ „სიხარულს“ ნაგავში ეძებენ ეს პატარა ანგელოზები. ეს ხომ, საშინელებაზე უარესია. ეს არ არის ერთი ოჯახის დრამა, ეს კაცობრიობის ტრაგედიაა.
თათია (12 წლის): ვცდილობ, ნაგავსაყრელზე ისეთ დროს გავიდე ხოლმე, ხალხმა რომ არ დამინახოს, რადგან მრცხვენია. თუმცა, სოფელ ჩუმლაყში, ისედაც ყველამ იცის, მე და ჩემი ძამიკო ბუნკერში რომ ვეძებთ ტანსაცმელს. სკოლაში, ზოგიერთი ბავშვი დამცინის. ხოლო, ერთ-ერთი ჩემი თანაკლასელი გოგო, რომელიც მასწავლებელმა ჩემ გვერდით დასვა, სულ ჩხუბობს და ითხოვს, სხვა მერხთან გადასვან: „არ მინდა შენ გვერდით ჯდომა, ნაგვის ბუნკერიდან ამოღებული ტანსაცმელი გაცვია.“
დღევანდელი დღე „წარმატებული“ აღმოჩნდა საბრალო ბავშვისთვის. იცით, გოგონას სიხარულის მიზეზი რა არის? აი, ეს დახეული ხალათი, რომელიც ვიღაცას სანაგვეზე გადაუგდია, ბავშვს კი, სიხარულით თვალები გაუბრწყინდა, თვალი რომ მოჰკრა მას. გაზაფხულისთვის ხომ, არაფერი ჰქონდა მოსაცმელი.
იქვე ჩაიცვა ბავშვმა ბუნკერთან ნაპოვნი ხალათი. ნუთუ, ის ამას იმსახურებს? ნუთუ, რომელიმე ბავშვი ასეთ ძაღლურ ცხოვრებას იმსახურებს?
შეხედეთ, ბუნკერიდან ნაგვის ცელოფნებს იღებს ბავშვი და შიგნით იქექება, იმის იმედით, რომ იქნებ, რაიმე „გამოსადეგი“ ნივთი აღმოაჩინოს. საშინელებაა! ნამდვილი საშინელება!
და–ძმა ზაზა და თათია აბაზაშვილები
ცხრა წლის ზაზა ვერ მეტყველებს. გაურკვეველ სიტყვებს ძლივს წარმოთქვამს საბრალო ბავშვი. არადა, ბიჭი ძალიან გონიერი, მშრომელი და კეთილია. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იტანჯება ეს ბავშვი, თავისი გულისნადების სიტყვებით წარმოთქმას რომ ვერ ახერხებს… მაგრამ, საიდან ექნება მის საბრალო დედას იმის საშუალება, ძლიერ ლოგოპედთან რომ ატაროს შვილი, როდესაც ოჯახი ნაგავსაყრელზე ეძებს ტანსაცმელს, ნივთებს?..
შეხედეთ, როგორ საწყლად აკვირდება ბავშვი ამ ნაგვის ცელოფანს იმის იმედით, რომ იქნებ, იქ, მისთვის სასარგებლო რაიმე ნივთი ნახოს.
ეს აბაზაშვილების ოჯახია. ყველაზე უმცროსი წევრი – ერთი წლის ნინია, რომელსაც ფაფა გამოელია. ოჯახს სახლი არ აქვს და საკუთარი, საერთოდ არაფერი გააჩნია.
ერთი წლის ნინი მშიერია. საბრალო დედის თვალებში ჩანს, რა ჯოჯოხეთური ცეცხლი გიზგიზებს მის გულში.
თათია (12 წლის): „სახლი არასდროს გვქონია. ყოველთვის ქირით ვცხოვრობდით. მეზობლებმა ჩვენი გაჭირვების შესახებ იცოდნენ, მაგრამ არავის, ერთი თეფში საჭმელიც კი არასოდეს მოუწოდებია ჩვენთვის. შიმშილისგან გონებაც კი დამიკარგავს. ისიც იციან, რომ ჩემი ერთი წლის დაიკო, ნინი მშიერია, მაგრამ არავის გახსენებია, თავის შვილებს, შვილიშვილებს ფაფას როდესაც უმზადებენ, ერთი თეფში ფაფა გაემეტებინათ მითვისაც.“
ფონდი: პატივცემულო მკითხველო, გოგონას მიერ ნათქვამი სიტყვები გადავამოწმეთ. ამ ინფორმაციის უტყუარობა მისმა დედამაც დაგვიდასტურა.
ნუთუ, ადამიანი ჰქვია მას, ვინც ერთ თეფშ ფაფას დაინანებს ამ ანგელოზისთვის? რამდენ ძაღლს, მშიერი კნუტები გამოუკვებია და გადაურჩენია სიკვდილისგან. შენ, რამ გაგიქვავა გული, ადამიანო? შენ ხომ, თავის ხატად შეგქმნა უფალმა დედამიწაზე. როგორ შეგიძლია, ამ ანგელოზის თვალებს მშვიდად უყურო და მისთვის, ერთი ლუკმაც კი ვერ გაიმეტო? როგორ შეგიძლია, მშვიდად აჭამო შენს შვილებს, შვილიშვილებს, როდესაც იცი, რომ შენს სახლთან ახლოს, შიმშილისგან და სიცივისგან ტირის პატარა ანგელოზი. მაგრამ, ის ხომ, „სხვისი შვილია“…
სოფლიდან მოშორებით, სნეული ბიჭუნა წაქცეული ხეების ტოტებს „ეჭიდება“, რომ იქნებ, რამენაირად სახლამდე მიიტანოს. სახლში სითბო რომ იყოს და თავისი ერთი წლის დაიკო არ გაიყინოს.
ბავშვი ხის ტოტებში „გაიჭედა“ და დაუსისხლიანდა ლამაზი სახე
ბავშვი ცდილობს, დედას და დაიკოს დაკაწრული სახე არ დაანახოს. თუმცა, ბიჭუნას გული სტკივა, დასისხლიანებულ სახეზე მეტად…
ავადმყოფი ძამიკოს მოტანილ ხის ტოტებს, თორმეტი წლის თათია ცულით ჭრის, ღუმელი რომ დაანთოს ერთი წლის დაიკოსთვის.
აი, ამ ძველ ხის სახლს, დროებით აფარებს თავს სიღატაკეში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი. დედა ვერ მუშაობს, რადგან ერთი წლის ბავშვს ვერ ტოვებს მარტოს. საბრალო მამა კი, ავადმყოფობს. აი, ასე დაიჩაგრა ცხოვრებისგან პატიოსანი და მშრომელი ხალხი.
ესეც, „სველი წერტილები“. საშინელება! საშინელება!
ეს ჟანგიანი ჯართი კი, „სარეცხი მანქანაა“, რომელიც არ მუშაობს.
სახურავიდან წყალი ჩამოდის. სახლში არც გათბობა, არც ცხელი წყალი, არც „სველი წერტილი“ არის. საბრალო ბავშვებს არც ნორმალური საწოლი აქვთ, არც ტელევიზორი. პატარა კომოდიც კი არ აქვთ. ისინი გამოსადეგ ნივთებს ნაგავსაყრელზე ეძებენ.
კეთილო ადამიანებო, ალბათ, თქვენც გესმით, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი დახმარება აბაზაშვილების ოჯახისთვის. ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი, ავეჯი, ტექნიკა, ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები…
ვინ იცის, იქნებ, სასწაულიც მოვახდინოთ და ამ პატარა ანგელოზებისთვის, სოფელში პატარა სახლის საყიდელი თანხაც კი შევაგროვოთ.
არცერთი ბავშვი არ იმსახურებს იმას, რომ თავის წილ სიხარულს, ოცნებას და იმედს ნაგავსაყრელზე ეძებდეს. არცერთი ბავშვი არ იმსახურებს იმას, რომ ნაგვის ცელოფნებში ქუჩის ძაღლივით „იქექებოდეს“.
ფონდის ერთგულო მეგობრებო, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ახლოვდება. იესო ხომ, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად ეწამა. მკვდრეთითაც ხომ, კაცობრიობის გადასარჩენად აღდგა. ჰოდა, მოდით, ჩვენც გავახაროთ ძე ღვთისა ჩვენი კეთილი საქმეებით.
მთელი საქართველო რომ გავერთიანდეთ და თითოეულმა ჩვენგანმა, ამ ანგელოზებისთვის თუნდაც, საღეჭი რეზინის საყიდელი მცირე თანხაც კი გაიმეტოს, ისინი ადამიანურ პირობებში შეძლებენ ცხოვრებას. ფონდში, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი გულისხმიერების შედეგად, სოფელში პატარა სახლის ყიდვაც გახდება შესაძლებელი. აი, მერე კი, ამ პატარა ანგელოზებთან ერთად, ყველანი სიხარულის ცრემლებით ავტირდებით.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩუმლაყი.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: აბაზაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
ეს ულამაზესი ქართველი ბავშვები, ნაგვის ბუნკერიდან ამოიყვანეთ! ეს უდიდესი სიხარულია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
შოკისმომგვრელი კადრები გაჩვენეთ, რომლის ნახვის მერეც, ნებისმიერი გულისხმიერი ადამიანი სასწრაფოდ გაუწევდა დახმარებას შეჭირვებულებს. თათია და ზაზა აბაზაშვილები, საყვარელი და ლამაზი ქართველი ბავშვები არიან, რომლებიც – ჰოი, საშინელებავ! – ნაგვის ბუნკერში ეძებდნენ ტანსაცმელს!
თქვენ რეაგირება ელვის სისწრაფით მოახდინეთ, რის დამსახურებითაც, ოჯახმა სასწრაფოდ მიიღო დახმარება
ნახეთ, თათია და ზაზა ახალი ტანსაცმლით, რა ამაყად დადიან ქუჩაში! დაე, არცერთმა პრობლემამ ისინი აღარასოდეს აატიროს! შეხედეთ, ამ ახალ საწოლებზე, რა ტკბილად დაიძინებენ ისინი ახლა.
როგორც კი, ახალ ტელევიზორში მუსიკა ჩაირთო, თათიამ ქართულის ცეკვა დაიწყო. წარმოგედგინათ, რომ ამ პატარა გოგონას შეუძლია, ცელქი და მხიარულიც რომ იყოს, როდესაც ყველაფერი კარგად არის? შეხედეთ, რა მაგრად მიჰყავს რეპორტაჟი ახალი მაცივრის, სარეცხი მანქანისა და გაზქურის შესახებ, რომელიც საჩუქრად გადაეცა მის ოჯახს. პატარა ნინიც ტკბილად ტიტინებს. ახლა, სხვადასხვანაირი ფაფები, პამპერსი და სათამაშოები აქვს – ეს ხომ, უდიდესი ბედნიერება არის ბავშვისთვის!
ეს ანგელოზი გოგონა ერთი წლის გახდა. როდესაც ფონდის წარმომადგენლები პირველად ესტუმრნენ მის ოჯახს, შემზარავი სანახაობა დახვდათ: შიმშილით დასუსტებული ნინი თვალებით ითხოვდა შველას. ალბათ, ყველას გახსოვთ ის ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, როდესაც დაახლოებით ნინის ასაკის გოგონა ავად გახდა შიმშილის გამო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ფონდის მეგობრებო, თქვენმა სიკეთემ, ასეთი საშინელი ტრაგედია ნინის ოჯახს თავიდან ააცილა.
შეხედეთ, ახლა, ამ ანგელოზს საკმარისი საჭმელი აქვს, ჯანმრთელი, დიდი გოგო რომ გაიზარდოს. დიახ… თქვენ შიმშილით სიკვდილს გადაარჩინეთ ერთი წლის ნინი.
რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება. ზაზას ლოგოპედის დახმარება ესაჭიროება, მისი ლამაზი და გამართული საუბარი რომ მოვისმინოთ. ოჯახს სჭირდება სახლი, თუნდაც პატარა, მაგრამ საკუთარი.
ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: აბაზაშვილების ოჯახი)
კორ: მედეა
სულ ხარჯები:
4509.05₾დარჩა:
2484.61₾