რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

133 ძალიან სევდიანი ისტორია

ფონდის დამფუძნებელის მიმართვა

Photo

მეგობრებო! მე, ლეონიდ ჩერნოვეცკი, საქართველოს მოქალაქე 2015 წლიდან, გარწმუნებთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩემი სახელობის ფონდი აკეთებს – არის ღვთისადმი უანგარო, პატიოსანი და კეთილშობილური მსახურება იმ ყველაფრისთვის, რაც მან მომცა ცხოვრებაში! (ბმული წიგნზე)

მე შემთხვევით არ მოვსულვარ ქართველების დასახმარებლად, მივიღე საქართველოს მოქალაქეობა, ავიშენე სახლი და დავსახლდი თქვენს და ახლა უკვე ჩემს მშვენიერ ქვეყანაში. საქართველო ახლა ჩემი მშობლიური ქვეყანაა, ქართველები კი ჩემი თანამემამულეები არიან.
ვინ ვარ და რატომ აღმოვჩნდი სწორედ საქართველოში – ამის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება არაერთ წყაროში – პრესაში, მათ შორის ავტობიოგრაფიულ წიგნში „საოცარი ისტორია“, რომელიც უკვე წაიკითხა მილიონობით ადამიანმა ინტერნეტში და წიგნის სახით.

მოკლედ გეტყვით: შორეულ წარსულში მე, ქუჩაში გაზრდილმა ბიჭმა, ჯარში მსახურების შემდეგ წარჩინებით დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი, გავხდი გამომძიებელი, შემდეგ დავიცავი დისერტაცია და გავხდი სამართლის დოქტორი, შემდეგ მილიარდერი, შემდეგ კი ორჯერ ამირჩიეს კიევის მერად და სამჯერ უკრაინის პარლამენტის წევრად.

უკრაინაში ჩემი პოლიტიკური გავლენის გაზრდის მომენტიდან, რადგან გამუდმებით ვაკრიტიკებდი დამნაშავე პრეზიდენტებს, რომლებთანაც ვმუშაობდი, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ძლიერ საქმიანობას ვეწეოდი, ჩემ მიმართ სასტიკი დევნა დაიწყო. ამიტომ გადავწყვიტე, წავსულიყავი ქვეყნიდან, რომელსაც ევროკავშირისკენ სვლა არ ეტყობოდა. დღემდე უკრაინის დედაქალაქის ერთადერთი მერი და ყველაზე ცნობადი პოლიტიკოსი ვარ ქვეყანაში, რომელიც ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან და გადაწყვიტა საქართველოში დასახლება – ქვეყანაში, რომელმაც ოჯახი და შვილები მაჩუქა, სადაც ყოველთვის უბრალოდ, ადამიანურად ვუყვარდი უბრალო ხალხს და პატივს მცემდნენ.

დღეს თითქმის 73 წლის ვარ. ჩემი გადადგომისა და მთელი ჩემი ბიზნესის მილიარდ დოლარად გაყიდვის მომენტიდან მივხვდი: ძალაუფლება, ფული და დიდება (რომლისკენაც ყველა ადამიანი ასე ისწრაფვის კორუმპირებულ ქვეყნებში, როგორიცაა ყოფილი სსრკ-ის ყველა ქვეყანა გამონაკლისის გარეშე) უდავოდ იწვევს უზარმაზარ პრობლემებს საკუთარ სინდისთან, მიჰყავს ადამიანი კრიმინალურ შედეგებამდე და სამართლიან სასჯელამდე! აგრეთვე საკუთარი ხალხის წყევლამდე!

ძალიან მალე დამავიწყდა, ვინ ვიყავი და მხოლოდ იმით ვამაყობ, რომ ჩემი ლოცვებით დავუახლოვდი ღმერთს, რომელმაც დამანახვა ბედნიერებისკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზა, მასწავლა გატანჯული ადამიანების მთელი გულით თანაგრძნობა. მე გავხდი უკრაინაში ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი, დღეს კი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქველმოქმედო ფონდისა საქართველოში. ჩემი საქველმოქმედო საქმიანობის ისტორია უკრაინაში ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 40 000 000 აშშ დოლარი დავხარჯე და ამასთან ვიცავდი უკრაინის ათიათასობით რიგითი მოქალაქის უფლებას, როგორც უფლებადამცველი, რამაც ხელისუფლებისა და ყველა მთავარი ოფიციალური პირის მხრიდან უზარმაზარი სიძულვილი გამოიწვია.
საქართველოში ქველმოქმედება 2012 წელს დავიწყე. მაგრამ ქვეყანაში ყოფნის პირველივე დღეებიდან ყველა ბავშვთა სახლი მოვინახულე და შევქმენი ჩემი, რომლითაც დღემდე ვამაყობ, მაგრამ საქართველოს ჯანდაცვის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის მხრიდან დევნის გამო მისი დახურვა მომიწია.

საქველმოქმედო საქმიანობას ვეწევი ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომლებიც ითვალისწინებს ღიაობასა და მკაცრ ფინანსურ ანგარიშგებას ყველაზე ცნობილი დასავლური აუდიტორული კომპანიების, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ ყოველწლიური აუდიტის მონაწილეობით.

ყოველი შემოწირული ლარი აისახება ჩვენს ანგარიშგებაში და პირადად ვაკონტროლებ, რომ არავითარმა, უმნიშვნელო დარღვევამაც კი არ შელახოს ჩემ მიერ ათწლეულების მანძილზე შექმნილი პატიოსნებისა და სანდოობის იმიჯი.

  ასევე გარწმუნებთ ყველას, რომ გულწრფელად, მთელი სულითა და გულით მწამს ღმერთის! ისევე, როგორც მჯერა იმისა, რაც მან მითხრა, როცა გადამირჩინა შვილები, სასწაულები მოახდინა ჩემს ცხოვრებაში და გამამდიდრა: „როცა ღარიბებს აძლევ, მე მაძლევ“.

ჩემი მიზანია, არა მხოლოდ ფინანსურად დავეხმარო ღარიბ, გაჭირვებულ ადამიანებს, არამედ, რაც მთავარია, შევქმნა და დავტოვო საქართველოში საზოგადოების მიერ კონტროლირებადი, ქმედუნარიანი, ძლიერი სისტემა, რომელსაც საქართველოს მთელი მოსახლეობა შემოუერთდებოდა.

საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჩემი მთავარი მიზანია, დავეხმარო საქართველოში ყველა ადამიანს, სული გაუხსნას და დაუახლოვდეს შემოქმედს მოყვასის დახმარებით! საჭიროა კეთილი საქმეების კეთება, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ ღმერთი ყველაფერზე მეტად სიკეთის მოქმედს აფასებს! მთელი გულით მჯერა, რომ ასე შემიძლია ყოვლისშემძლე ღმერთს ვასიამოვნო! ამიტომ ეს კეთილშობილური მისია ყოველდღე უნდა შევასრულო. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც შემიძლია ვემსახურო მას იმ ყველაფრისთვის, რაც მან მომცა ცხოვრებაში.

სხვათა შორის, საქართველოში ჩამოსვლისას საქართველოს პარლამენტს ბევრი მნიშვნელოვანი კანონი წარვუდგინე, რომელიც ქვეყანას დემოკრატიასთან დააახლოებდა. მაგრამ… არც ერთ პარტიას არ სჭირდება ჩემი კანონები! პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხი აპოლიტიკურია და სჯერა პოლიტიკოსების ლოზუნგების, რომელთა განხორციელებაზეც არცერთ მათგანს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. ყველაფერი ისეა, როგორც ყველგან… და ზუსტად ვიცი, პოლიტიკური მოღვაწეობა რომ გამეგრძელებინა, ვერავის ვეღარ დავეხმარებოდი. რატომ? თქვენც კარგად იცით. პირობა დავდე, რომ აღარ ავაფორიაქებ საზოგადოებას ჩემი პოლიტიკური ინიციატივებით. ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა, მე კი თავისუფალი ვარ კეთილი საქმეებისთვის!

ლეონიდ ჩერნოვეცკი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი

მინდა დავეხმარო