„მართალია, ბიძია“, – მწარედ ოხრავს მშვენიერი 12 წლის სალომე და თავისი ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზულ და ნაღვლიან თვალებს მალავს. – „თავზე საბანს ვიფარებ და დედას ვეკრობი, მაგრამ ვერაფრით ვთბებით!“
ამ ოჯახს რომ ვესტუმრეთ, ერთი პატარა, უბადრუკი ოთახის ზღურბლზე აღმოვჩნდით, რომელსაც საბრალო თინათინი ორ მშვენიერ გოგონასთან – 1 წლის ნინისთან და 12 წლის სალომესთან ერთად აფარებს თავს. „ქურთუკებს ნუ გაიხდით. ჩვენთან ისე ცივა, როგორც გარეთ; ბავშვები მუდამ ავად არიან… ამის აღიარება მრცხვენია, მაგრამ ჩვენ საწოლებიც კი არ გვაქვს; მე და ჩემს გოგოს იატაკზე გვძინავს“, – თვალცრემლიანი გვიყვება საბრალო დედა, სანამ მე ამ შემზარავ შენობას ვათვალიერებ ჩამოფლეთილი კედლებით და ჩამოშლილი ჭერით. თავში საშინელი კითხვა მიტრიალებს: „აქ ბავშვები როგორ ცხოვრობენ?“