დეიდა, ნახე, აქ საშინელი ურჩხული იმალება!
იცით, კანფეტები ისეთი გემრიელია!..
„ორცხობილის ტკბილ რძესთან ერთად ჭამაც საოცრად გემრიელია! - აღტაცებით გვიყვება პატარა ბარბარე. - და მულტფილმების ყურებაც ძალიან მაგარია. იცით, გიო მთელი დღე მათ უყურებს...“
„თქვენი ისეთი მადლიერები ვართ! თქვენ ჩვენს ოჯახში ბავშვების სიხარული და სიცილი შემოიტანეთ, იმედი მოგვეცით“, - თვალცრემლიანი ამბობს ვერიკო კირვალიძე.
კირვალიძეების ოჯახმა მრავალი გასაჭირი დაითმინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ, უკეთესი მომავლის იმედი არ დაკარგონ.
ამ ოჯახის პრობლემების შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/651-kirvalidze/
ჩამოწოლილი კედლები, ჩამოკიდებული ჭერი, შემზარავი სიღარიბე, ბავშვები, რომლებსაც კანფეტები მხოლოდ ესიზმრებათ, ტკივილი, უიმედობა თვალებში, შიში...
– ვერიკო, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ვერიკო: ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! უღრმესი მადლობა ყველას! როდესაც ჩვენთან პირველად მოხვედით და მე ჩვენი პრობლემების შესახებ გიამბეთ, - როგორ აკლიათ ბავშვებს მარტივი სიხარული, რა რთული ყოფითი პირობები გვაქვს, - ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მალე ჩვენს სახლში სასწაულს - ტელევიზორს და სარეცხ მანქანას ვიხილავდი. დიდი მადლობა თქვენს ფონდს და ყველა იმ კეთილ ადამიანს, რომლებიც თქვენ ამ ღვთისმოსაწონი საქმისთვის გააერთიანეთ. დალოცვილები ყოფილიყავით!
– ახალი მეგობრებიდან ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით? მათი სახელები თუ გახსოვთ?
ვერიკო: ბევრმა დამირეკა და დახმარება შემომთავაზა... უზომოდ ბედნიერი ვარ. ერთმა კაცმა დამირეკა; მითხრა, რომ ჩვენ შესახებ პოსტი წაიკითხა, დახმარება სურს და ყველაფერს საუკეთესოს გვისურვებს. მინდა ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს! ძალიან გთხოვთ, თქვენს სტატიაში აუცილებლად დაწერეთ, რომ ამ კეთილი უცნობის დიდად მადლობელი ვარ. იქნებ ამ ღვთისმოსავმა ადამიანმაც წაიკითხოს...
– თქვენს გასაჭირს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? პოსტზე რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ვერიკო: არა... მეტსაც გეტყვით - იმის გამო რომ საკუთარი სახლი არ გვაქვს და ბინას ხშირად ვიცვლით, სოციალური დახმარებაც კი შეგვიწყვიტეს და ჩვენ ერთადერთი საარსებო წყაროს გარეშე დავრჩით. მართალია დაგვპირდნენ, რომ მომდევნო თვიდან აღგვიდგენენ, მაგრამ მაგ დღემდე როგორმე ხომ უნდა მივატანოთ?.. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც ახალ წელს ბავშვებს სათამაშოები და ტკბილეული მოუტანა.
– რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ვერიკო: თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა რთულია ყოველდღე ცივ წყალში რეცხვა; ამას გაციების და ლოგინად ჩავარდნის შიშიც ემატება. ახლა კი, თქვენი წყალობით, თითქოს ზღაპარში ვარ. სარეცხი მანქანა ჩემს ერთგულ დამხმარედ იქცა.
რამაზი: (ვერიკოს ქმარი რიდით შემოგვიერთდა.) უღრმესი მადლობა! ეს დახმარება და თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბავშვები ტელევიზორს შეჰხარიან; ორი წლის გიორგიც კი მზად არის, მთელი დღე მულტფილმებს უყუროს. ღმერთმა დაგლოცოთ!
– ბავშვებო, თქვენ რა საჩუქრები მოგეწონათ ყველაზე მეტად?
თამარი (15 წლის): მე ყველაფერი ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა! მე და დედა რეცხვით აღარ ვიტანჯებით, საღამოობით კი, ყველანი ერთად, ტელევიზორს ვუყურებთ.
– მომავალში ვინ გინდა გახდე?
თამარი: ექიმობაზე ვოცნებობ. უფლის შეწევნით, სკოლის დამთავრება და სწავლის გაგრძელება თუ შევძელი, აუცილებლად ექიმი გავხდები და ხალხს დავეხმარები. მინდა თქვენსავით კარგი საქმეები ვაკეთო.
ბარბარე (6 წლის): (მორბის და მე და თამარს საუბარს ანთებული თვალებით გვაწყვეტინებს.) იცით, კანფეტები ისეთი გემრიელია...
– კიდევ რა მოგეწონა?
ბარბარე: ტკბილი რძეც ძალიან გემრიელია, ორცხობილასთან ერთად!
– ტკბილეული გიყვარს?
ბარბარე: ასეთი სასუსნავის ჭამა მთელი დღე შეიძლება!
– და რის კეთება გიყვარს?
ბარბარე: მულტფილმების ყურება. დიდი მადლობა, კარგები ხართ...
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
ვერიკო: სამწუხაროდ,უამრავი პრობლემა გვაქვს, როგორც ადრე, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა - საკვებია.
თამარი: თუ შეიძლება, მინდა წიგნები გთხოვოთ, თუნდაც ძველი და ნახმარი. დიდად მადლობელი ვიქნები.
ვერიკო: მთელი ჩვენი ოჯახის სახელით, ქედს ვიხრი თქვენსა და თქვენი მკითხველების წინაშე! უღრმესი მადლობა! თქვენ ხალხს ძალიან ეხმარებით!.. უფალი გფარავდეთ!
***
მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც კირვალიძეების ოჯახს დაეხმარა და იმედი მაქვს, რომ ამ მშვენიერ ოჯახს არაერთხელ დავეხმარებით; მათ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ. ერთად ჩვენ ბევრი ღვთისმოსაწონი საქმის კეთებას ვახერხებთ და ამის მიუხედავად, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს. სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. პირველი არის იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე - იმის დაცვა, ვინც დაუცველია და რაც მთავარია - იმედის მიცემა მისთვის, ვინც ის დაკარგა!
და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: კირვალიძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/651-kirvalidze/.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 იან 29 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 220 | paid |
2021 იან 25 | პროდუქტები | 100 | transferred |
2021 იან 14 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,065 | transferred |
სულ ხარჯი: 1,385 ₾
დარჩა 0.07 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
31.03.2021 00:00:00 | თამილა კოპერინა | 5 | Transfer to account |
31.03.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 2 | Transfer to account |
31.03.2021 00:00:00 | პეტრე კარიაული | 5 | Transfer to account |
29.03.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
29.03.2021 00:00:00 | გუძუაძე გოჩა | 3 | Transfer to account |
29.03.2021 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
29.03.2021 00:00:00 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
29.03.2021 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Transfer to account |
27.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | სანდრო სიამაშვილი | 5 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | ილია ზექალაშვილი | 10 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | ზურაბ ღვინეფაძე | 50 | Transfer to account |
04.02.2021 00:00:00 | ტერმინალი | 4.96 | Transfer to account |
04.02.2021 00:00:00 | ეკატერინე გიგოლაშვილი | 28.51 | Transfer to account |
04.02.2021 00:00:00 | ილია ფანცულაია | 10 | Transfer to account |
03.02.2021 02:51:33 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
03.02.2021 00:00:00 | შ.პ.ს"გრადიენტი" | 50 | Transfer to account |
03.02.2021 00:00:00 | ტერმინალი | 13 | Transfer to account |
02.02.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
02.02.2021 00:00:00 | ტერმინალი | 6.5 | Transfer to account |
01.02.2021 00:00:00 | ლანა სომხიშვილი | 10 | Transfer to account |
01.02.2021 00:00:00 | ლანა სომხიშვილი | 10 | Transfer to account |
01.02.2021 00:00:00 | მაღლაფერიძე გიორგი | 1.5 | Transfer to account |
26.01.2021 13:11:47 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
22.01.2021 00:00:00 | განჩაროვა მარგალიტა | 1 | Transfer to account |
24.12.2020 14:11:02 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
17.12.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
07.12.2020 18:45:19 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
02.12.2020 00:00:00 | ნიკა ჯოხაძე | 20 | Transfer to account |
30.11.2020 00:00:00 | გოგიშვილი დიანა | 5 | Transfer to account |
30.11.2020 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
28.11.2020 14:29:25 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
27.11.2020 00:00:00 | მალვინა გევორქიანი | 3 | Transfer to account |
26.11.2020 00:00:00 | გოგალაძე შალვა | 33 | Transfer to account |
26.11.2020 00:00:00 | ნასარაია გიორგი | 5 | Transfer to account |
25.11.2020 21:08:01 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
25.11.2020 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
24.11.2020 00:00:00 | თეონა იობიძე | 2 | Transfer to account |
23.11.2020 23:57:39 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
23.11.2020 00:00:00 | როინიშვილი თორნიკე | 5 | Transfer to account |
21.11.2020 09:37:21 | ანონიმი | 20 | PayPal |
20.11.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
19.11.2020 15:41:46 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
19.11.2020 00:00:00 | ნინო მოსეშვილი | 20 | Transfer to account |
18.11.2020 00:00:00 | მარიამ ბეჟუაშვილი | 20 | Transfer to account |
17.11.2020 16:08:28 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
17.11.2020 00:00:00 | ნიკა გაბაძე | 5 | Transfer to account |
17.11.2020 00:00:00 | ლაშა სულაბერიძე | 15 | Transfer to account |
17.11.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
17.11.2020 00:00:00 | თამარ ბურჯანაძე | 5 | Transfer to account |
17.11.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
16.11.2020 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 1 | Transfer to account |
16.11.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
16.11.2020 00:00:00 | აბაშიძე ირაკლი | 10 | Transfer to account |
16.11.2020 00:00:00 | კვერნაძე სალომე | 10 | Transfer to account |
16.11.2020 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 3 | Transfer to account |
16.11.2020 00:00:00 | ნანა წერეთელი | 1 | Transfer to account |
16.11.2020 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
16.11.2020 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 5 | Transfer to account |
16.11.2020 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
14.11.2020 15:14:37 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.11.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 2 | Transfer to account |
13.11.2020 00:00:00 | ლოლაძე ქრისტინე | 5 | Transfer to account |
13.11.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
13.11.2020 00:00:00 | მარიამი ჩახნაშვილი | 1 | Transfer to account |
12.11.2020 21:18:20 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
12.11.2020 09:24:34 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
12.11.2020 00:00:00 | ჩაჩუა ლაშა | 15 | Transfer to account |
12.11.2020 00:00:00 | აბუთიძე ანა | 1 | Transfer to account |
12.11.2020 00:00:00 | ანა კობერიძე | 5 | Transfer to account |
12.11.2020 00:00:00 | დავით ხოშტარია | 1 | Transfer to account |
12.11.2020 00:00:00 | ზურაბ თელია | 5 | Transfer to account |
12.11.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 7 | Transfer to account |
12.11.2020 00:00:00 | პეტრე კარიაული | 5 | Transfer to account |
12.11.2020 00:00:00 | გიორგი ლორთქიფანიძე | 20 | Transfer to account |
12.11.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 7 | Transfer to account |
11.11.2020 22:15:52 | ანონიმი | 20 | PayPal |
11.11.2020 00:00:00 | ნიავაძე ნინო | 10 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | ეკატერინე გაბრიელიძე | 2 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | ნინო პაკაცოშვილი | 5 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | ლიანა მახარაშვილი | 5 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | ივანიძე ლუკა | 10 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | მირიან გიორგიძე | 10 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | იოანე გოლეთიანი | 10 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | გელა ივანიძე | 20 | Transfer to account |
10.11.2020 19:04:42 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
10.11.2020 16:25:33 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
10.11.2020 00:00:00 | გოცირიძე გვანცა | 50 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | ელიაძე ეკატერინე | 5 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | მიქაუტაძე ხათუნა | 20 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | შალამბერიძე ნინო | 1 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | ფესტვენიძე ნათია | 5 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | რევაზ ამაროვი | 5 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | ვიტალი ღოღობერიძე | 5 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | მირესაშვილი ქეთევან | 2 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | ლილე ხორგუაშვილი | 1 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | ნინო პაკაცოშვილი | 3 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | მარიამ კობიაშვილი | 5 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | კესარელი ნანა | 5 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | ასმათი გაბრიაძე | 15 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | გუმბერიძე თამთა | 5 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | გოჩიაშვილი ლევან | 10 | Transfer to account |
09.11.2020 18:12:32 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
09.11.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
09.11.2020 00:00:00 | ი/მ ალექსანდრე ფანცულაია | 2.6 | Transfer to account |
09.11.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,385.07 ₾
დარჩა 0.07 ₾
მსგავსი პროექტები:
|