ჩაფერფლილი ოცნებები. არადა, რა ახლოს იყო ბედნიერება! მაგრამ ის საშინელ მწუხარებაში გადაიზარდა!
2021 ოქტომბერი 20
1386
ექვსი თვის წინ ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა: ახლადგარემონტებული ოთახები, ლამაზი ავეჯი, ტექნიკა და ყველა ოცნება...
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,915 ₾
(
128 დონორი )
ვაშა-ა-ა! ახლა უკვე შევძლებთ, ონლაინ გაკვეთილებს რიგრიგობით მაინც დავესწროთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„გინდათ, ჩვენი ახალი პლანშეტი გაჩვენოთ? იცით, რა მაგარია?! კარგი მონაცემები აქვს! თვალებს არ ვუჯერებდი, რომ დავინახე“ - მეუბნება გახარებული ბიძინა. მერე „გაჯეტს“ მაჩვენებს, თან დიდი სიფრთხილით უწმენდს ეკრანს. პატარა კახბერიძეებს უხარიათ, რომ ამის შემდეგ აღარ ჩამორჩებიან სწავლას და რიგრიგობით მაინც შეძლებენ, დაესწრონ ონლაინ გაკვეთილებს.
„აქამდე, სულ ვაცდენდით, როდესაც ონლაინი გვქონდა...“ - სახე მომენტალურად ეღუშება შუათანა ძმას - კახაბერს. პატარა გეგი კი, უხმოდ იღიმის და ასე, მოკრძალებით გამოხატავს მადლიერებას.

ბიჭები ბედნიერები არიან მიღებული საჩუქრებით, რაც პირველ რიგში, თქვენი დამსახურებაა, ფონდის ერთგულო და კეთილო მეგობრებო!
ერთი წლის წინ, კახბერიძეების მრავალშვილიან ოჯახს უბედურება მოულოდნელად დაატყდა თავს. მშობლების - ზინაიდას და კახას თვრამეტი წლის უმძიმესი შრომის შედეგი, ერთიანად ჩაყლაპა ცეცხლმა. ალში გაეხვა მთელი სახლი და ქარმა ნაცრად გაფანტა ოჯახის მყუდრო, მშვიდი ცხოვრება... დატოვა მხოლოდ შავი კედლები, სიცივე, შიმშილი და გაჭირვება... ჰო, კიდევ... კიდევ ბანკის კრედიტები, რომელსაც არავინ იცის, როდის ექნება ბოლო...
ბოროტი გველეშაპის პირიდან გადმოსული ცეცხლის შემდეგ, აქამდე, ბიძინას, კახაბერს და გეგის ერთხელაც არ გაუღიმიათ...
ჩვენმა ფონდმა, კახბერიძეების ოჯახის შესახებ პოსტი, გასული წლის 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/795-kakhaberidze/
ახლა, უკვე ძალიან გახარებულები და ბედნიერები დაგვხვდნენ, ბავშვებიც და მშობლებიც. გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის ხომ მთავარი იმის დანახვაა, რომ ისინი მარტონი არ არიან?! და თუ ბევრი ადამიანი უანგაროდ დაუდგებათ გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება!
- ზინა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?
ზინა (მრავალშვილიანი დედა): იცით, თქვენ ვინ ხართ? ყველაზე ტკბილი მეგობრები! თქვენც, და ყველა ის ადამიანიც, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა... თქვენ ჩვენი სულის ნაწილები გახდით. მერე რა, რომ ზოგიერთი ანონიმად დარჩა? მერე რა, რომ ზოგის სახელი არ ვიცი?.. მე მაინც ვილოცებ თქვენზე. ვილოცებ ყველა იმ ლოცვაზე გულწრფელად, რაც კი ოდესმე წარმომითქვამს!
ჩვენი ცხოვრება იმედით შეიცვალა. ეს იმედი დღითიდღე ღვივდება. მიყვარხართ, მეიმედებით.
- ალბათ, ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეთ... ვინ დაგიდგათ გვერდით და ვინ როგორ შეგიმსუბუქათ მდგომარეობა?
კახა (ზინაიდას მეუღლე): პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენს ფონდს უძვირფასესი საჩუქრებისთვის, მრავალჯერ სტუმრობისთვის. სარეცხი მანქანა, ჩემი მეუღლისთვის ყველაზე მნიშვნელობანი „სასწრაფო დახმარება“ იყო. ისედაც იმდენს შრომობს - სასტუმროებს ალაგებს, წვალობს. დღეს და ღამეს ასწორებს. კიდევ, სახლში უამრავი საქმე... ძალიან მეცოდებოდა, ხელით უწევდა რეცხვა. ახლა, შრომა შეუმსუბუქდება.

ზინა: კახაც ბევრს შრომობს, შეშას უჩეხავს ხალხს. შრომაში გავატარეთ მთელი ცხოვრება. ხანძარმა კი, ერთიანად წაგვართვა ყველაფერი. მართალია, ჩვენი შემოსავალი მწირია, მაგრამ თვრამეტი წელი ვცდილობდით წელში გამართვას და აი, რით დასრულდა ყველაფერი. ახლა, ბანკში მიდის ყოველი თეთრი... სოციალური დახმარებაც კი... არადა, რა უნდა ვჭამოთ? სად უნდა ვიცხოვროთ? ამ შავ დამწვარ კედლებში რთულია ბავშვების გაჩერება. სუნთქვაც კი რთულია. (ტირის.)
კახა (ამშვიდებს.): კარგი ზინა, ხომ ხედავ, რამდენი ადამიანი დაგვიდგა გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება...
ბავშვებისთვის ყველაზე კარგი „სასწრაფო დახმარება“ ეს, რა ჰქვია...
ბიძინა (14წლის): პლანშეტი, მამი...
კახა: ხო, პლანშეტი იყო! ვერ ახერხებდნენ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას. სულ აცდენდნენ. არადა, კარგი ბავშვები არიან, კარგად სწავლობენ. ცოდვაა ამათი ჩამორჩენა, მაგრამ რა უნდა გვექნა?! თავს ზემოთ ძალა არ იყო...
კახაბერი (13წლის): ახლა რიგრიგობით ვესწრებით. ვისაც უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილი აქვს, ის იყენებს. არ ვჩხუბობთ. სკოლაში გვასწავლეს: „ერთი თხილის გული, ცხრა ძმამ გაიყო.“ საღამოობით კი, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს ვთამაშობთ, ან საინტერესო ამბებს ხმამაღლა ვკითხულობთ.
ზინა: სხვანაირი ბავშვები არიან, ძალიან უყვართ ერთმანეთი. გარდაცვლილი დის - მეგის სურათს, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს, ყოველდღე ეფერებიან და კოცნიან.

კახა: არ შემიძლია ის ადამიანები არ ვახსენო, რომლებმაც თქვენს მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაგვირეკეს, გვინახულეს, ხელი გაგვიმართეს. რვა ემიგრანტი საბერძნეთიდან გაერთიანდა, დალი ჭეიშვილის მეთაურობით დაგვეხმარნენ თანხით. ამ საქმეში ჩაერთო ასევე ემიგრანტი - გოჩა კახაბრიშვილიც და მათ ერთობლივად შეგვიძინეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები. გამოგვეხმაურა ერთი უცნობი მამაკაცი თბილისიდან, რომელმაც ორი შიდა კარი გვაჩუქა. უბრალოდ, უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა მათი ტრანსპორტირება, მაგრამ, იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების დახმარებით მალე ჩამოვიტანთ. უცნობი ქალბატონი - ქვის საწარმოს ხელმძღვანელი შეშფოთდა ჩვენი მდგომარეობით და სამშენებლო ქვიშა გამოგვიგზავნა. თბილისიდან გვესტუმრა ექიმი ცოლ-ქმარი და ფეხსაცმელი და ტანსაცმელი აჩუქეს ბავშვებს. ცეცხლმა ხომ ყველაფერი წაგვართვა, თითქმის შიშვლები დავრჩით... თქვენი ფონდის წარმომადგენლები, ხომ არასდროს გვსტუმრობენ ტკბილეულის და პროდუქტის გარეშე. დიდი მადლობა ამისთვის ყველას.

- ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს, თუ დაგეხმარნენ რაიმეთი?
კახა: დიახ, დაგვეხმარნენ. 300-ლარიანი ვაუჩერი გამოუყვეს ბავშვებს საკანცელარიო ნივთების შესაძენად. სკოლისთვის ერთი რვეულიც კი აღარ ჰქონდათ ბიჭებს, ჩვენ კი, ფული არ გვქონდა ამ ნივთების შესაძენად. სოციალურმა სამსახურმაც გამოგვიყო ერთჯერადად 300 ლარი პროდუქტისთვის. მაგრამ, ეს ხომ ძალიან მცირეა? მაინც მადლობლები ვართ.
- ბიჭებო (მივმართავ ბავშვებს.), თქვენ რა საჩუქარი გაგეხარდათ ყველაზე მეტად?
ბიძინა: პლანშეტი და სარეცხი მანქანა. პლანშეტი იმიტომ, რომ გაკვეთილებს აღარ გავაცდენთ. ონლაინ გვიტარდება და ჩვენ ვერ ვესწრებოდით აქამდე.

კახაბერი: სარეცხი მანქანა იმიტომ, რომ დედა გვეცოდებოდა, ცივ წყალში რომ ხელით რეცხავდა. კიდევ... კიდევ პლანშეტი სუპე-ე-ე-ე-ერ!

გეგი: სულ დაღლილი დედიკო გვყავს. მე გამეხარდა ის, რომ ჩემს დედიკოს გაეხარდა... კიდევ ტკბილეული გამეხარდა. სახლი რაც დაგვეწვა, მამა ტკბილეულს ვეღარ გვყიდულობს... მაქსისაც შია.
- გეგი, მაქსი ვინ არის?
გეგი: ისეთი ჭკვიანი ცუგაა, კარგი ადამიანები რომ მოდიან, არ უყეფს, კუდის ქიცინით ხვდება. მაგ დროს კარგ ხასიათზეა. მხოლოდ მაშინ ტიროდა, ჩვენი სახლი რომ დაიწვა და ჩვენც რომ ვტიროდით. (გარბის და მაქსს ეძახის, უნდა რომ გამაცნოს.)

- ზინა, ვიცი, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, თქვენი საჭიროებები გაცილებით მეტია! იქნებ გვითხრათ, ამ ეტაპზე, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
ზინა: ჩემი სურვილი ერთია, იქნებ მომეხმაროთ, კეთილო ადამიანებო, რომ ერთი ოთახის მოწესრიგება მაინც შევძლო ბიჭებისათვის. მთელ ოჯახს, ერთ გაშავებულ ოთახში, სუნში და აუტანელ პირობებში გვძინავს. მე და კახა გავუძლებთ, ამისთანებისთვის გაგვიძლია?! მაგრამ ბავშვები მეცოდებიან - ჯანმრთელობა ხომ შეერყევათ ამ სუნში?!
კახა: ბანკის კრედიტი რომ არ გვქონდეს, კიდევ არაფერს ვითხოვდით. ათჯერ მეტს ვმუშაობთ, ვიდრე ვმუშაობდით. მთელი დღის განმავლობაში, მე და ჩემი მეუღლე მართლა არაადამიანურ ჯაფას ვტოვებთ დღიურ სამუშაოებზე. მაგრამ რა? მთელი თანხა, სოციალურ დახმარებასთან ერთად, ბანკში მიდის, იმ ყველაფრისთვის, რაც უკვე აღარ გაგვაჩნია. ჩემი სურვილი იყო, ბანკებს გაეთვალისწინებინათ ჩვენი მდგომარეობა. მაგრამ, ფუჭი აღმოჩნდა ყოველგვარი თხოვნა-მუდარა. ამიტომ, ისევ თქვენი თანადგომის იმედიღა დაგვრჩა... ნუ მიგვატოვებთ. ხელი გამოგვიწოდეთ! მადლი და კეთილი საქმე არ დაიკარგება...
***
ჩემო კეთილო ადამიანებო, თუ თქვენ ადგილზე მოინახულებთ ამ ოჯახს, არ მგონია, გული არ აგიჩუყოთ იმ სიტუაციამ, რაც იქ დაგხვდებათ. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, რა რთულია, გამოეთხოვო იმას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ქმნიდი და ელოლიავებოდი. გამოეთხოვო და უყურო, როგორ ანადგურებს საშინელი სტიქია შენს საყვარელ სახლს, ნივთებს და რჩები ქუჩაში, თითქმის შიშველი... ყველას ღმერთმა გაშოროთ მსგავსი, რაც ამ ოჯახმა გადაიტანა. ბავშვები ახლა ოცნებობენ ცეკვის ფორმებზე, სპორტულ აღჭურვილობაზე, ტანსაცმელზე, საკვებზე, ტკბილეულსა და იმაზე, რომ გაკვეთილებს დაესწრონ... და კიდევ იმაზე, რომ მათ ოთხფეხა მეგობარ მაქსისაც ჰქონდეს საჭმელი. იქნებ შევძლოთ, ერთიანი ძალებით, ცოტათი მაინც გავუუმჯობესოთ მათ პირობები.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: კახბერიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/795-kakhaberidze/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 ოქტ 6 | პროდუქტები | 120.13 | transferred |
2022 აპრ 11 | პროდუქტები | 169.98 | transferred |
2021 დეკ 31 | პროდუქტები | 200.6 | transferred |
2021 დეკ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 325 | paid |
2021 დეკ 7 | პლანშეტი | 350 | transferred |
2021 დეკ 3 | სარეცხი მანქანა | 750 | transferred |
სულ ხარჯი: 1,915.71 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
05.10.2022 00:00:00 | 'შოთა თათოშვილი | 5 | Transfer to account |
31.08.2022 00:00:00 | მერაბ ხარაბაძე | 50 | Transfer to account |
30.08.2022 00:00:00 | 'არჩილი მეფარიშვილი | 1 | Transfer to account |
29.08.2022 00:00:00 | 'ბერიკა მემანიშვილი | 1 | Transfer to account |
27.08.2022 00:00:00 | ცომაია თორნიკე | 2 | Transfer to account |
23.08.2022 00:00:00 | 'ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
23.08.2022 00:00:00 | 'გიორგი თურმანიძე | 10 | Transfer to account |
22.08.2022 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
01.03.2022 00:00:00 | ირაკლი ახრახაძე | 100 | Transfer to account |
10.02.2022 19:27:22 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
28.01.2022 00:00:00 | ლია მეფარიშვილი | 1 | Transfer to account |
30.12.2021 00:00:00 | ივანე ჯანელიძე | 50 | Transfer to account |
07.12.2021 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 5 | Transfer to account |
27.11.2021 00:00:00 | ბირკაძე თამთა | 10 | Transfer to account |
19.11.2021 00:00:00 | ასათიანი ნინო | 2 | Transfer to account |
18.11.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
18.11.2021 00:00:00 | ბაჩანა არაჩაშვილი | 5 | Transfer to account |
17.11.2021 00:00:00 | ქეთევან ჯავახიშვილი | 10 | Transfer to account |
17.11.2021 00:00:00 | გიორგი ღამბაშიძე | 50 | Transfer to account |
17.11.2021 00:00:00 | დავით დუმბაძე | 5 | Transfer to account |
17.11.2021 00:00:00 | ბაკური თათელიშვილი | 100 | Transfer to account |
17.11.2021 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
16.11.2021 00:00:00 | ნინო კვეტენაძე | 10 | Transfer to account |
16.11.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
13.11.2021 00:00:00 | მაჩხოშვილი ელენე | 1 | Transfer to account |
12.11.2021 00:00:00 | კობახიძე სოფიკო | 10 | Transfer to account |
12.11.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
12.11.2021 00:00:00 | ნანა ხუჭუა | 5 | Transfer to account |
12.11.2021 00:00:00 | ლია გლუნჩაძე | 10 | Transfer to account |
10.11.2021 17:55:54 | ანონიმი | 15 | VISA, MasterCard (Geopay) |
10.11.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 10 | Transfer to account |
09.11.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 20 | Transfer to account |
09.11.2021 00:00:00 | ჭიჭიკოშვილი ვახტანგ | 5 | Transfer to account |
08.11.2021 00:00:00 | მანაგაძე გაგა | 50 | Transfer to account |
08.11.2021 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Transfer to account |
08.11.2021 00:00:00 | დათაშვილი გურამ | 20 | Transfer to account |
08.11.2021 00:00:00 | შველიძე სერგო | 10 | Transfer to account |
08.11.2021 00:00:00 | ლუკა შარაბიძე | 5 | Transfer to account |
08.11.2021 00:00:00 | სოფიკო დავითაშვილი | 50 | Transfer to account |
08.11.2021 00:00:00 | ანა წილოსანი | 10 | Transfer to account |
07.11.2021 00:00:00 | ხერგიანი ნათია | 1 | Transfer to account |
07.11.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
07.11.2021 00:00:00 | პაატა აბულაძე | 10 | Transfer to account |
06.11.2021 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Transfer to account |
06.11.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
06.11.2021 00:00:00 | გიორგი ტურავა | 10 | Transfer to account |
05.11.2021 00:00:00 | ხერგიანი ნათია | 1 | Transfer to account |
04.11.2021 00:00:00 | ვახტანგ მაკარაძე | 5 | Transfer to account |
04.11.2021 00:00:00 | ლია ჩიკვაიძე | 10 | Transfer to account |
04.11.2021 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 10 | Transfer to account |
03.11.2021 12:00:00 | თეონა ხუციშვილი | 2 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | მაია ქორიძე | 10 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | გიორგი ხუციშვილი | 5 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ნათია ხიხაძე | 5 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ეკატერინე მასხულია | 3 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | გიგა ჯიჯელავა | 1 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 10 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ნანა ხუჭუა | 5 | Transfer to account |
03.11.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | მაკა ლალიაშვილი | 10 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | მაკა გაგანაშვილი | 1 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | ირაკლი ცომაია | 10 | Transfer to account |
02.11.2021 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Transfer to account |
01.11.2021 15:07:47 | ანონიმი | 51 | VISA, MasterCard (Geopay) |
01.11.2021 00:00:00 | თეონა ხუციშვილი | 2 | Transfer to account |
01.11.2021 00:00:00 | ერნესტ მანუკიანი | 25 | Transfer to account |
01.11.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
01.11.2021 00:00:00 | ანა ქოქრაშვილი | 10 | Transfer to account |
31.10.2021 21:40:35 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
31.10.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Transfer to account |
31.10.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
31.10.2021 00:00:00 | სალომე სულაქველიძე | 5 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | ამირან თავაური | 1 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | ლია გლუნჩაძე | 10 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 5 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | გიორგი სომხიშვილი | 15 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | გოჩა ოშყმაშვილი | 5 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | თამარ ლორთქიფანიძე | 10 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | მარიამ მღებრიშვილი | 2 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | გელა ივანიძე | 20 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | გიორგი მაისურაძე | 30 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | მარიამი მღებრიშვილი | 5 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | ანა ქოქრაშვილი | 5 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | ლევან კობაიძე | 3 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | ელისო დევაძე | 5 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | რუსუდან კიკვაძე | 10 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
26.10.2021 22:05:04 | ანონიმი | 100 | PayPal |
26.10.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | გურამ სვანიძე | 5 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | ალექსი ზუხბაია | 50 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | ხვიჩა მელიქიშვილი | 5 | Transfer to account |
25.10.2021 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 10 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ნანუკა ყულიშვილი | 5 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ლაშა ენუქიძე | 25 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 50 | Transfer to account |
23.10.2021 00:00:00 | მელაძე ელენე | 2 | Transfer to account |
23.10.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | აფხაზავა იაკობი | 30 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 10 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | სულაშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | მაჩაბელი თეიმურაზ | 3 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | აბაშიძე ნინო | 3 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
21.10.2021 20:04:31 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
21.10.2021 00:00:00 | მერებაშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | აბაშიძე დემეტრე | 20 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | ირაკლი გეწაძე | 10 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | ანა ხანდამიშვილი | 5 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
21.10.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
20.10.2021 21:33:52 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
20.10.2021 09:51:16 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
20.10.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
20.10.2021 00:00:00 | დანელია ამირან | 30 | Transfer to account |
20.10.2021 00:00:00 | გივიშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
20.10.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
20.10.2021 00:00:00 | საბა ჭეღელიძე | 2 | Transfer to account |
20.10.2021 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 5 | Transfer to account |
20.10.2021 00:00:00 | ნინო დოლაბერიძე | 20 | Transfer to account |
20.10.2021 00:00:00 | მარიამ კაკაბაძე | 10 | Transfer to account |
20.10.2021 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,915 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|