პროექტის რეპორტი ჩაფერფლილი ოცნებები. არადა, რა ახლოს იყო ბედნიერება! მაგრამ ის საშინელ მწუხარებაში გადაიზარდა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩაფერფლილი ოცნებები. არადა, რა ახლოს იყო ბედნიერება! მაგრამ ის საშინელ მწუხარებაში გადაიზარდა!

page info icon
2021 ოქტომბერი 20
page info icon
1389
ექვსი თვის წინ ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა: ახლადგარემონტებული ოთახები, ლამაზი ავეჯი, ტექნიკა და ყველა ოცნება...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,915 ₾
( 128 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ვაშა-ა-ა! ახლა უკვე შევძლებთ, ონლაინ გაკვეთილებს რიგრიგობით მაინც დავესწროთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
       „გინდათ, ჩვენი ახალი პლანშეტი გაჩვენოთ? იცით, რა მაგარია?! კარგი მონაცემები აქვს!  თვალებს არ ვუჯერებდი, რომ დავინახე“ - მეუბნება გახარებული ბიძინა. მერე  „გაჯეტს“ მაჩვენებს, თან დიდი სიფრთხილით უწმენდს ეკრანს. პატარა კახბერიძეებს უხარიათ, რომ ამის შემდეგ აღარ ჩამორჩებიან სწავლას და რიგრიგობით მაინც შეძლებენ, დაესწრონ ონლაინ გაკვეთილებს.
       „აქამდე, სულ ვაცდენდით, როდესაც ონლაინი გვქონდა...“ - სახე მომენტალურად  ეღუშება შუათანა ძმას - კახაბერს.  პატარა გეგი კი, უხმოდ იღიმის და ასე, მოკრძალებით გამოხატავს მადლიერებას. 
„ახლა, ონლაინ გაკვეთილებს აღარ გავაცდენთ და სწავლას არ ჩამოვრჩებით“
       ბიჭები ბედნიერები არიან მიღებული საჩუქრებით, რაც პირველ რიგში, თქვენი დამსახურებაა, ფონდის ერთგულო და კეთილო მეგობრებო!
     ერთი წლის წინ, კახბერიძეების მრავალშვილიან ოჯახს უბედურება მოულოდნელად დაატყდა თავს. მშობლების - ზინაიდას და კახას თვრამეტი წლის უმძიმესი შრომის შედეგი, ერთიანად ჩაყლაპა ცეცხლმა. ალში გაეხვა მთელი სახლი და ქარმა ნაცრად გაფანტა ოჯახის მყუდრო, მშვიდი ცხოვრება... დატოვა მხოლოდ შავი კედლები, სიცივე, შიმშილი და გაჭირვება... ჰო, კიდევ... კიდევ ბანკის კრედიტები, რომელსაც არავინ იცის, როდის ექნება ბოლო... 
        ბოროტი გველეშაპის პირიდან გადმოსული ცეცხლის შემდეგ, აქამდე, ბიძინას, კახაბერს და გეგის ერთხელაც არ გაუღიმიათ...   
        ჩვენმა ფონდმა, კახბერიძეების ოჯახის შესახებ პოსტი,  გასული წლის 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/795-kakhaberidze/
        ახლა, უკვე ძალიან გახარებულები და ბედნიერები დაგვხვდნენ, ბავშვებიც და მშობლებიც. გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის ხომ მთავარი იმის დანახვაა, რომ ისინი მარტონი არ არიან?!  და თუ ბევრი ადამიანი უანგაროდ დაუდგებათ გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება!                                                                                         
       - ზინა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?
      ზინა (მრავალშვილიანი დედა): იცით, თქვენ ვინ ხართ? ყველაზე ტკბილი მეგობრები! თქვენც, და ყველა ის ადამიანიც, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა... თქვენ ჩვენი სულის ნაწილები გახდით. მერე რა, რომ ზოგიერთი ანონიმად დარჩა? მერე რა, რომ ზოგის სახელი არ ვიცი?.. მე მაინც ვილოცებ თქვენზე.  ვილოცებ ყველა იმ ლოცვაზე გულწრფელად, რაც კი ოდესმე  წარმომითქვამს!
       ჩვენი ცხოვრება იმედით შეიცვალა. ეს იმედი დღითიდღე ღვივდება. მიყვარხართ, მეიმედებით. 
       - ალბათ, ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეთ... ვინ დაგიდგათ გვერდით და ვინ როგორ შეგიმსუბუქათ მდგომარეობა?
       კახა (ზინაიდას მეუღლე): პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენს ფონდს უძვირფასესი საჩუქრებისთვის, მრავალჯერ სტუმრობისთვის. სარეცხი მანქანა, ჩემი მეუღლისთვის ყველაზე მნიშვნელობანი „სასწრაფო დახმარება“ იყო. ისედაც იმდენს შრომობს - სასტუმროებს ალაგებს, წვალობს. დღეს და ღამეს ასწორებს. კიდევ, სახლში უამრავი საქმე... ძალიან მეცოდებოდა, ხელით უწევდა რეცხვა. ახლა, შრომა შეუმსუბუქდება. 
„დედას ჩვენც მივეხმარებით, ბიჭებიც ეხმარებიან თავიანთ დედიკოებს!“
         ზინა: კახაც ბევრს შრომობს, შეშას უჩეხავს ხალხს. შრომაში გავატარეთ მთელი ცხოვრება. ხანძარმა კი, ერთიანად წაგვართვა ყველაფერი. მართალია, ჩვენი შემოსავალი მწირია, მაგრამ თვრამეტი წელი ვცდილობდით წელში გამართვას და აი, რით დასრულდა ყველაფერი. ახლა, ბანკში მიდის ყოველი თეთრი... სოციალური დახმარებაც კი... არადა, რა უნდა ვჭამოთ? სად უნდა ვიცხოვროთ? ამ შავ დამწვარ კედლებში რთულია ბავშვების გაჩერება. სუნთქვაც კი რთულია. (ტირის.)
        კახა (ამშვიდებს.): კარგი ზინა, ხომ ხედავ, რამდენი ადამიანი დაგვიდგა გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება...
ბავშვებისთვის ყველაზე კარგი „სასწრაფო დახმარება“ ეს, რა ჰქვია...
       ბიძინა (14წლის): პლანშეტი, მამი...
       კახა: ხო, პლანშეტი იყო! ვერ ახერხებდნენ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას. სულ აცდენდნენ. არადა, კარგი ბავშვები არიან, კარგად სწავლობენ. ცოდვაა ამათი ჩამორჩენა, მაგრამ რა უნდა გვექნა?! თავს ზემოთ ძალა არ იყო...
       კახაბერი (13წლის): ახლა რიგრიგობით ვესწრებით. ვისაც უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილი აქვს, ის იყენებს. არ ვჩხუბობთ. სკოლაში გვასწავლეს: „ერთი თხილის გული, ცხრა ძმამ გაიყო.“ საღამოობით კი, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს ვთამაშობთ, ან საინტერესო ამბებს ხმამაღლა ვკითხულობთ.
       ზინა: სხვანაირი ბავშვები არიან, ძალიან უყვართ ერთმანეთი.   გარდაცვლილი დის - მეგის სურათს, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს,  ყოველდღე ეფერებიან და კოცნიან.
„რამდენი ტკბილეულია-ა-ა-ა... რაც მთავარია, გეგის ეს უხარია ყველაზე მეტად!“
       კახა: არ შემიძლია ის ადამიანები არ ვახსენო, რომლებმაც თქვენს მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაგვირეკეს, გვინახულეს, ხელი გაგვიმართეს. რვა ემიგრანტი საბერძნეთიდან გაერთიანდა, დალი ჭეიშვილის მეთაურობით დაგვეხმარნენ თანხით. ამ საქმეში ჩაერთო ასევე ემიგრანტი -  გოჩა კახაბრიშვილიც და  მათ ერთობლივად შეგვიძინეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები. გამოგვეხმაურა ერთი უცნობი მამაკაცი თბილისიდან, რომელმაც ორი შიდა კარი გვაჩუქა. უბრალოდ, უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა მათი ტრანსპორტირება, მაგრამ, იმედი მაქვს, კეთილი ადამიანების დახმარებით მალე ჩამოვიტანთ. უცნობი ქალბატონი - ქვის საწარმოს ხელმძღვანელი შეშფოთდა ჩვენი მდგომარეობით და სამშენებლო ქვიშა გამოგვიგზავნა. თბილისიდან გვესტუმრა ექიმი ცოლ-ქმარი და ფეხსაცმელი და ტანსაცმელი აჩუქეს ბავშვებს. ცეცხლმა ხომ ყველაფერი წაგვართვა, თითქმის შიშვლები დავრჩით... თქვენი ფონდის წარმომადგენლები, ხომ არასდროს გვსტუმრობენ ტკბილეულის და პროდუქტის გარეშე. დიდი მადლობა ამისთვის ყველას.
   
    ზინა: უამრავმა ადამიანმა დამირეკა. უცნობი ქალბატონი ბიძინას გიტარას დაჰპირდა, ალბათ, გამოუგზავნის. ეს ინსტრუმენტი მისთვის ძალიან საყვარელი ნივთი იყო, ცეცხლმა ისიც ნაცარტუტად აქცია. რამდენი ხანი მეხვეწებოდა ბიძინა, გიტარა მეყიდა მისთვის. ძლივს შევძელი და რად გინდა? ცეცხლმა ჩაყლაპა!  გარდა ამისა, ფორტეპიანოც დაიწვა. ბიძინას არცერთი ინსტრუმენტი არ დარჩა. მას ძალიან უყვარს ცეკვა და სიმღერა. ცეკვაზე ახლაც დადის. მასწავლებელი თანხას არ გვახდევინებს. ისიც შეშფოთებულია ჩვენი მდგომარეობით. დიდი მადლობა ყველა ასეთ გულისხმიერ  ადამიანს! ერთი ქალბატონი სენაკიდან გამომეხმაურა და ბიჭებისთვის ჩანთებს დაგვპირდა. გაახარებს უფალი! ალბათ, როგორც კი შეძლებს, მოგვაწვდის.
        - ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს, თუ დაგეხმარნენ რაიმეთი?
       კახა: დიახ, დაგვეხმარნენ. 300-ლარიანი ვაუჩერი გამოუყვეს ბავშვებს საკანცელარიო ნივთების შესაძენად. სკოლისთვის ერთი რვეულიც კი აღარ ჰქონდათ ბიჭებს, ჩვენ კი, ფული არ გვქონდა ამ ნივთების შესაძენად. სოციალურმა სამსახურმაც გამოგვიყო ერთჯერადად 300 ლარი პროდუქტისთვის. მაგრამ, ეს ხომ ძალიან მცირეა? მაინც მადლობლები ვართ. 
        - ბიჭებო (მივმართავ ბავშვებს.), თქვენ რა საჩუქარი გაგეხარდათ ყველაზე მეტად?
         ბიძინა: პლანშეტი და სარეცხი მანქანა. პლანშეტი იმიტომ, რომ გაკვეთილებს აღარ გავაცდენთ. ონლაინ გვიტარდება და ჩვენ ვერ ვესწრებოდით აქამდე.
„მიდი, მიდი, ჩქარა გახსენი, რამდენი საჩუქრებია...“
        კახაბერი: სარეცხი მანქანა იმიტომ, რომ დედა გვეცოდებოდა, ცივ წყალში რომ ხელით რეცხავდა. კიდევ... კიდევ პლანშეტი სუპე-ე-ე-ე-ერ!
„ზუსტად ასეთ პლანშეტზე ვოცნებობდით!“
        გეგი: სულ დაღლილი დედიკო გვყავს. მე გამეხარდა ის, რომ ჩემს დედიკოს გაეხარდა... კიდევ ტკბილეული გამეხარდა. სახლი რაც დაგვეწვა, მამა ტკბილეულს ვეღარ გვყიდულობს... მაქსისაც შია. 
      - გეგი, მაქსი ვინ არის?
      გეგი: ისეთი ჭკვიანი ცუგაა, კარგი ადამიანები რომ მოდიან, არ უყეფს, კუდის ქიცინით ხვდება. მაგ დროს კარგ ხასიათზეა. მხოლოდ მაშინ ტიროდა, ჩვენი სახლი რომ დაიწვა და ჩვენც რომ ვტიროდით. (გარბის და მაქსს ეძახის, უნდა რომ გამაცნოს.)
„არ მოიწყინო, მაქსი! აუცილებლად შენც ყველაფერი კარგად გექნება!“
     - ზინა, ვიცი, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, თქვენი საჭიროებები გაცილებით მეტია! იქნებ გვითხრათ, ამ ეტაპზე, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
     ზინა: ჩემი სურვილი ერთია, იქნებ მომეხმაროთ, კეთილო ადამიანებო, რომ  ერთი ოთახის მოწესრიგება მაინც შევძლო ბიჭებისათვის. მთელ ოჯახს, ერთ გაშავებულ ოთახში, სუნში და აუტანელ პირობებში გვძინავს. მე და კახა გავუძლებთ, ამისთანებისთვის გაგვიძლია?! მაგრამ ბავშვები მეცოდებიან -  ჯანმრთელობა ხომ შეერყევათ ამ სუნში?! 
      კახა: ბანკის კრედიტი რომ არ გვქონდეს, კიდევ არაფერს ვითხოვდით. ათჯერ მეტს ვმუშაობთ, ვიდრე ვმუშაობდით. მთელი დღის განმავლობაში, მე და ჩემი მეუღლე მართლა არაადამიანურ ჯაფას ვტოვებთ დღიურ სამუშაოებზე. მაგრამ რა? მთელი თანხა, სოციალურ დახმარებასთან ერთად, ბანკში მიდის, იმ ყველაფრისთვის, რაც უკვე აღარ გაგვაჩნია. ჩემი სურვილი იყო, ბანკებს გაეთვალისწინებინათ ჩვენი მდგომარეობა. მაგრამ, ფუჭი აღმოჩნდა ყოველგვარი თხოვნა-მუდარა. ამიტომ, ისევ თქვენი თანადგომის იმედიღა დაგვრჩა... ნუ მიგვატოვებთ. ხელი გამოგვიწოდეთ! მადლი და კეთილი საქმე არ დაიკარგება...
***
       ჩემო კეთილო ადამიანებო, თუ თქვენ ადგილზე მოინახულებთ ამ ოჯახს, არ მგონია, გული არ აგიჩუყოთ იმ სიტუაციამ, რაც იქ დაგხვდებათ. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, რა რთულია, გამოეთხოვო იმას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ქმნიდი და ელოლიავებოდი. გამოეთხოვო და უყურო, როგორ ანადგურებს საშინელი სტიქია შენს საყვარელ სახლს, ნივთებს და რჩები ქუჩაში, თითქმის შიშველი... ყველას ღმერთმა გაშოროთ მსგავსი, რაც ამ ოჯახმა გადაიტანა. ბავშვები ახლა ოცნებობენ ცეკვის ფორმებზე, სპორტულ აღჭურვილობაზე, ტანსაცმელზე, საკვებზე, ტკბილეულსა და იმაზე, რომ გაკვეთილებს დაესწრონ... და კიდევ იმაზე, რომ მათ ოთხფეხა მეგობარ მაქსისაც ჰქონდეს საჭმელი. იქნებ შევძლოთ, ერთიანი ძალებით, ცოტათი მაინც გავუუმჯობესოთ მათ პირობები.
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
        მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: კახბერიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/795-kakhaberidze/
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
         მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: