რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

გაჭირვებულები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირულია

₾479,096.62

დონორი

37496

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

ლოდებისა და რკინის გროვაში, ორი ტკივილი ცოცხლობს! სიცივეს, ავადმყოფობას და შიმშილს ებრძვიან! დახმარებას ითხოვს ეს ორი სული! გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო!

„ეს ქვებისა და რკინის გროვაა, სახლი კი არა! საშიში ადგილია. ფრთხილად იყავით, ახლოს თუ ჩაუვლით! ნუ შეხვალთ, მაგრამ საკუთარი სულის ნაწილი დატოვეთ! ეს შენელებული მოქმედების ნაღმი ჩვენ უნდა შევაჩეროთ“ აი, ასეთ, ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო დანგრეულ ნაგებობაში ორი მძიმედ დაავადებული ქალი ცხოვრობს: 64 წლის ასმათი და მისი სნეული ქალიშვილი! ერთ დღესაც ასმათი რომ წავიდეს იმ ქვეყნად, მაშინვე თან მიჰყვება თავისი უსაყვარლესი გოგოც, რომელიც სრულიად უმწეოა და ამქვეყნად არავის სჭირდება სხვას. ის სამი წლის ბავშვივით არის! მხოლოდ დედიკოს სიყვარული შეუძლია. დედა კი, რომელსაც თავად სჭირდება მოვლა, აბანავებს, აჭმევს და აძინებს თავის მძიმედ დაავადებულ შვილს.

შემოწირულია

₾1,570.00

დონორი

49

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ნუთუ პატარა საბა მოკვდება?! ქართველი ექიმები მხრებს იჩეჩავენ… ამჟამად ჩვენს ხელთაა ამ პატარა ბიჭუნას სიცოცხლე, რომელიც საშინელი ტკივილებით იტანჯება! მისი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ. ჩვენ კი, უფლის იმედი გვაქვს! საბა ხომ, ჯერ ძალიან პატარაა და თვითონ ვერ ილოცებს…

ქეთევანი (საბას დედა): დამამშვიდეთ, დამამშვიდეთ! მითხარით, ტირილის გამო, ხომ არ კვდებიან ბავშვები. დამეხმარეთ! არ ვიცი, რა სტანჯავს ჩემს შვილს! მთელი დღე ტირის… რომ დაიღლება, ჩაეძინება ხოლმე, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება… ქეთევანმა ერთბაშად უამრავი კითხვა მომაყარა (კორესპონდენტს): „ხომ არ იცი, ბევრი ტირილის გამო კვდებიან? ბავშვი შეიძლება ტირილით მოკვდეს? და თუ არ ჭამს და მუდმივად ტირის, ეს ძალიან საშიშია? მითხარით… ძალიან გთხოვთ!“.

მე კი ვხვდები, რომ არც ექიმის დასკვნა აქვს, არც თანხა, საზღვარგარეთ ნორმალური გამოკვლევები რომ ჩაუტაროს, და ის წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება, იქნებ, ჩემგან მაინც გაიგოს ნუგეშის სიტყვა! მაგრამ, მე ვჩუმდები და ვარიდებ თვალს, რომ არ ავტირდე და ისტერიკა არ გამოვიწვიო ოჯახში, სადაც ამდენი დღეების განმავლობაში, უჩემოდაც ნიაღვარივით მოედინება ცრემლები!

შემოწირულია

₾24,906.77

დონორი

1931

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

„დედა, დედიკო, მიშველე! ვკვდე…“ – და სიტყვის დასრულებაც კი ვეღარ მოასწრო… ამის მერე კი, დამიჯერეთ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, ასზე მეტჯერ სამუდამოდ დავემშვიდობე ჩემს შვილს! უფალმა ასჯერ დაუბრუნა მას სიცოცხლე, როდესაც კომაში იყო! მაგრამ, სიკვდილი მაინც ებღაუჭება და ჩემი სისხლისა და ხორცის წაყვანას ცდილობს! და აი, სწორედ ეს არის სასწაული! ჩემი შვილი დამოუკიდებლად წამოდგა ფეხზე, მაგრამ მყარად რომ დადგეს, ფონდის მეგობრებო, თქვენი კეთილი გულების თანადგომა სასწრაფოდ გვჭირდება!

გიორგი იატაკზე დაეცა. სასწრაფომ საავადმყოფოში რომ მიიყვანა, ის მთელი სამი თვით ჩავარდა კომაში! ერთი წუთითაც არ დამიტოვებია მარტო, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ტყუილად ვფლანგავდი დროსა და ფულს! მაგრამ, ექიმების სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც უფალი მე არ მტოვებდა! ჩემი რწმენა ურყევი იყო, დავხარჯე ყველაფერი, რაც კი რამ გამაჩნდა! გიორგიც მოვიდა გონს, ოღონდ უკვე თურქეთში! ჩემი შვილი ასზე მეტჯერ გარდაიცვალა საქართველოში, ადგილობრივ საავადმყოფოებში! და მეც მასთან ერთად! ასე გრძელდებოდა 7 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად! ვისაც შვილი ჰყავს დაკარგული ან საყვარელი ადამიანი, მიხვდება, როგორ ვიტანჯებოდი! “შანსი არ აქვს”, – მეუბნებოდნენ ქართველი ექიმები. „გწამდეს და გამაგრდი!“ პასუხობდა უფალი ჩემს დედობრივ ლოცვას. მან შეისმინა დედის ლოცვა და შვიდი წლის შემდეგ, თურქეთში ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი! მათ ძვირადღირებული ოპერაცია ჩაუტარეს და ახლა, მხოლოდ ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება, რომელიც ასევე ძვირი ღირს! ჩვენ კი, მისი შეძენის საშუალება საერთოდ არ გაგვაჩნია!

შემოწირულია

₾9,986.42

დონორი

643

დიახ! მსურს დახმარება!
85 - 90 of 124 items
1 13 14 15 16 17 21

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

85 - 90 of 928 items
1 13 14 15 16 17 155