რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები

მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ჩააბარეთ. ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად. მაინც ვერ გადარჩება…“ სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ქალის ლამაზი და უდარდელი ცხოვრების ნგრევა. და აი, უკვე 25 წელია, ტკივილი და უსაზღვრო დარდი გულს უკლავს. ელისო: „აქ დატოვეთ, კვლევით ინსტიტუტში“ — ასე მირჩიეს, ჩემს შვილზე ექსპერიმენტების ჩატარების იმედი ჰქონდათ. მე კი ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემი ბიჭი საცდელ ბაჭიად ექციათ. მას შემდეგ სახლი გავყიდე, თანხა ვისესხე, სად არ დამყავდა ბავშვი! იმ ექიმების კი, ვინც მეუბნებოდა, რომ გიორგის მდგომარეობა უიმედო იყო, ყურსაც არ ვუგდებდი. მაგრამ, როდესაც სახსრები ამოგვეწურა, ექიმებმა გვითხრეს, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება! მათი განაჩენი ასეთი იყო! ახლა ის 25 წლისაა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს დღემდე. იმასაც ვერ მაგებინებს, რა სტკივა!

შემოწირულია

₾8,125.53

დონორი

575

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

SOS! SOS! SOS!!! 11 წლის ხათუნას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროება სასწრაფოდ! გულმოკლული დედის ვედრებაა, მისი გოგონა ტანჯვისგან ვიხსნათ!

ეს  11 წლის ხათუნაა. ბავშვს  ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს.  არ შეუძლია სიარული, ლაპარაკი. საწყალ გოგონას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, ეს პატარა ნაზი არსება როგორ იტანჯება!  თანაც ხათუნა ხომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ერთი თვის ასაკში ექიმებმა აცრა გაუკეთეს და მას შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში უამრავი ასეთი შემთხვევა ხდება, როდესაც ანგელოზივით გოგო-ბიჭები ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან. პასუხს ვინ მოსთხოვს? მათი „სასჯელი“ მხოლოდ 1-თვიანი ლიცენზიის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მერე კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრებას აქცევენ ჯოჯოხეთად. კეთილო  ადამიანებო, გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სპეციალური ეტლი! ამ ოპერაციის შედეგად კი იცით, რა მოხდება?  დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ლაპარაკი და სიარული თანდათან შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ანგელოზი გოგონა მეორედ დაიბადება, თქვენ კი დამსახურებულად შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარ თავს მისი ნამდვილი მხსნელი!  ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი კი არის უფალი! როგორც ყოველთვის, ბრძნული ციტატა მოგვყავს ბიბლიიდან: ღმერთი საიმედო ხელს გამოგიწვდის, როდესაც ურთულეს ვითარებაში იქნები! ეს სასწაული რომ მოხდეს, უბრალოდ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ საბრალო ბავშვისა და მისი დედის გასაჭირი და ტკივილი!

შემოწირულია

₾6,454.85

დონორი

407

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

9 წლის ულამაზეს ბარბარეს, ერთი ფეხი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! გოგონას ეტლში ჩაჯდომა არ სურს! მასაც სხვა ბავშვებივით სირბილი უნდა! აჩუქეთ გოგონას სრულფასოვანი ცხოვრების შანსი – დაეხმარეთ, ოპერაცია რომ გაუკეთდეს!

ულამაზეს ბარბარეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალია აქვს – ერთი ფეხი მთელი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! სხვა ბავშვებივით ხტუნვა და სირბილი უნდა, მაგრამ მოკლე ფეხზე დაყრდნობით, სიარულიც კი უჭირს. ბარბარე (9 წლის): იცით, მე ჩემი მოკლე ფეხი მიყვარს! მერე რა, რომ მტკივა. მალე ვიღლები, დიდხანს სიარული არ შემიძლია, სირბილი – მით უმეტეს. იშვიათად გავდივარ სახლიდან. გარეთ როდესაც გავდივარ, ხელში აყვანილი დავყავარ ხოლმე. ბებო ძალიან მეცოდება, მე ხომ მძიმე ვარ და ის იღლება. მერე კი, ზურგი სტკივა. თურქეთის კლინიკაში, ბავშვის დახმარება შეუძლიათ. ქირურგი რთული ოპერაციის ჩატარებაზე თანახმაა. გარანტიას იძლევა, რომ ბარბარე მხოლოდ ფეხზე დადგომას კი არა, სირბილს და სპორტზე სიარულსაც კი შეძლებს.

შემოწირულია

₾30,254.29

დონორი

1439

დიახ! მსურს დახმარება!
31 - 36 of 37 items
1 4 5 6 7

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

„დილით პურს ვჭამთ, საღამოს ისევ პურს… შეგიძლია, ეს პური ხორცად აქციო?..“ – რას სთხოვს ღმერთს ექვსი წლის ანდრია

„იცი, რა ცუდია, შიმშილი მუცელზე რომ „მოგიჭერს“?! სულ გვშია და ძალიან ღარიბები ვართ. დედას კი, ფული არ აქვს, ერთი ცალი კანფეტი მაინც რომ გვიყიდოს ყველას. სულ პური გვაქვს, მხოლოდ პური. სადილად პური, ძილის წინ პური… პურის ბატონს დავემსგავსებით მალე.“ – ხითხითებს პატარა ანდრია და ვერ ხვდება, რომ სულაც არ არის სასაცილო მისი ნათქვამი სიტყვები. უკვირს, ასეთი მაგარი ხუმრობის მერე, დედიკო რატომ ტირის… რა ქნას საბრალო დედამ, როდესაც ბავშვებისთვის საჭმელი არ აქვს? როდესაც ისინი ღმერთს სთხოვენ, ხმელი პური რამე გემრიელად რომ გადააქციოს? „ხომ შეგიძლია?“ – ანდრია გულუბრყვილოდ შესცქერის ცას და პურის ნაჭერს აჩვენებს ღმერთს. – „ჩემი პური ხორცად გადააქციე, გთხოვ!“

შემოწირულია

₾3,723.45

დონორი

236

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
31 - 31 of 31 items
1 4 5 6