პროექტის რეპორტი ნინა: „ნუ გეშინია, დეიდა, უბრალოდ ახლა ჩემი დედიკო არის პატარა ბაიასავით! ცრემლებს ვწმენდ, რომ ტირის. კოვზით ვაჭმევ! ასე ვთამაშობთ ხოლმე! ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემს დედიკოს ძალიან, ძალიან ვუყვარვარ!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნინა: „ნუ გეშინია, დეიდა, უბრალოდ ახლა ჩემი დედიკო არის პატარა ბაიასავით! ცრემლებს ვწმენდ, რომ ტირის. კოვზით ვაჭმევ! ასე ვთამაშობთ ხოლმე! ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემს დედიკოს ძალიან, ძალიან ვუყვარვარ!“

page info icon
2024 თებერვალი 10
„ნუ გეშინია, ნუ გეშინია, მართლა კი არ ტირის ჩემი დედიკო, ეს თამაშია, - ამბობს 4 წლის ნინა. – „დედა-შვილობანას“ ვთამაშობთ, ოღონდ ახლა, დედაა ჩემი შვილი. ადრე კი, შვილი მე ვიყავი... ის ახლა, პატარა ბაიასავით არის. საერთოდ ვერ დადის და ძალიან ნელა ლაპარაკობს, ზუსტად ისე, როგორც პატარა ბაია, მაგრამ მე მისი მესმის. წყალი უნდა დავალევინო, საწოლზეც ვერ წვება თვითონ... ასე ვთამაშობთ ხოლმე.“ პატარა ულამაზესი ნინა ეშმაკობს, უბრალოდ არ უნდა, ფონდის ჟურნალისტს გული რომ ეტკინოს. დაიღალა იმით, რომ ყველა ტირის მის გარშემო! ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დეიდებისგან და ბიძიებისგან ისმენს მხოლოდ იმას, თუ როგორ ეცოდებათ იმის გამო, რომ მისი საყვარელი დედიკო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხელში აყვანილს დაატარებდა, ცუდად არის, ძალიან ავად გახდა და სასოწარკვეთილებისგან, მხოლოდ კვნესა შეუძლია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
9,587 ₾
( 768 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

    

ხალხი მოდიოდა ჩვენთან ჟანას სანუგეშებლად და დასახმარებლად. ღმერთო, შენ გადაუხადე მადლობა ყველა თანამგრძნობ და მზრუნველ ადამიანს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

პატარა ნინას უხარია, რომ მას და დედას ბევრი ახალი მეგობარი ჰყავთ. ის ასე უფრო მშვიდადაა

„ბებია არ მიშვებდა დედასთან დასაძინებლად, —  ამბობს 4 წლის ნინა. — მეუბნებოდა, რომ დედას პატარა საწოლი აქვს და ორნი ვერ დაეტევითო, დედას კი არ შეიძლება, რომ ვუბიძგო. კარგია, რომ დიდი საწოლი გვიშოვეთ და ახლა შემიძლია დედასთან დაძინება. ვზრუნავ, რომ დედამ ყველა წამალი დალიოს, რომელიც თქვენ მოუტანეთ. ასევე ვზრუნავ ჩემს ახალ დათუნიასა და თოჯინაზე, რომ დროზე ჭამონ და დალიონ“.

ჭკვიან პატარა ნინას უხარია, რომ მას და მის დედას, ჟანას, ამდენი მეგობარი ჰყავთ. ასე ის ავადმყოფი დედის გამო მშვიდადაა. ბევრი თქვენგანი მივიდა კუნთების ატროფიით სრულიად უმოძრაო ჟანა კენჩხაძის დასახმარებლად და მას მთელმა მისმა სოფელმაც დაუჭირა მხარი.„ამ თოჯინას მხოლოდ სალათს ვაძლევ, რომ წონაში არ მოიმატოს. ის კი სოსისებს მთხოვს“

ნინა (4 წლის): დილით რომ ვიღვიძებ, ვკოცნი დედას ცხვირზე, ლოყაზე და კისერზე და ვეუბნები, რომ მიყვარს. დედა ბედნიერია, რომ მის გვერდით ვარ, თვალებში მიყურებს და მკოცნის. ბებიამ თირკმელზე ოპერაცია გაიკეთა. ჩვენ ახალი ფანჯრები დაგვიმონტაჟეს, შეხედეთ: ამ ოთახშიც, აბაზანაშიც და სამზარეულოშიც. ბებიას დიდი, ახალი გაზი მოუტანეს, მე კი — სათამაშო სამზარეულო.

„ბებიას დიდი, ახალი გაზი მოუტანეს, მე კი — სათამაშო სამზარეულო“

– რამდენი ახალი ამბავი გაქვს ნინაჩკა! ნათია, როგორ გრძნობთ თავს ოპერაციის შემდეგ? ხომ არ  გიჭირთ საოჯახო საქმეების კეთება?

ნათია (ჟანას დედა): ბევრად უკეთესად! დაავადებული თირკმელი მთელ ძალას მაცლიდა, უბრალო მოძრაობებით ვიღლებოდი და აღმართზე ვერ ავდიოდი. ასე რომ, ჩემმა ოჯახმა ერთი კვირით გამიშვა საავადმყოფოში. ჟანას ჩემი ქმარი და შვილი უვლიდნენ. ძალიან მადლიერი ვარ ყველასი ჩვენი ოჯახის დახმარებისთვის, ძალიან შემიყვარდით ყველა! რთული იქნებოდა სამყაროში ცხოვრება კარგი ადამიანების გარეშე.

ნინა: მე ვიცი, რა ჰქვია ამ ხალხს —  ჩერნოვეცკის ფონდი! ეს მათ გამომიგზავნეს ჩემი დათვი, თოჯინა, ბოტასები,  ქურთუკი და ხავერდის კაბა...

„ანდრიამ საბავშვო ბაღში მნახა ამ კაბაში და მითხრა, რომ ლამაზი ვარ. ბაბუაც და ძია მახოც ასე ამბობენ“

– ნინა, წინა ჯერზე მითხარი, რომ „გასაპრანჭი“ რამეები გინდოდა. ახლა ყველაფერი ლამაზი გაქვს. მეტყვი, სად უნდა წახვიდე გაპრანჭული?

ნინა (თვალებს ატრიალებს, ეშმაკურად იღიმის): ანდრიასთან საბავშვო ბაღში. ის ჩემი მეგობარია. მას უკვე მოეწონა კაბა და ბოტასები, ანუ მე მოვეწონე (იღიმის). თუ ქართულ ცეკვებზე წასვლა ან გასეირნება მომინდება, ლამაზი ტანსაცმელი ხომ უნდა მქონდეს?

— აუცილებლად, რაზეა ლაპარაკი!

ნინა: სათამაშო სამზარეულოც კარგია. ბებიაჩემი პროდუქტებს მაძლევს თავისი ნამდვილი სამზარეულოდან: ვაშლს, კარტოფილს, ბულგარულ წიწაკას. ამ პლასტმასის დანით წვრილად ვჭრი და სალათს ვაკეთებ დათუნიასთვის და თოჯინებისთვის. თუ ვინმე არ ჭამს, თმებს ვაწიწკნი.

ნინა: „მორჩილი დათუნია გამომიგზავნეთ, ყველაფერს ჭამს, რასაც ვამზადებ და როცა ვეუბნები, იძინებს. ჩემი ლექსების მოსმენაც უყვარს“

მაგრამ მე მიყვარს იოგურტი, მაწონი, წიწიბურა, სოსისები და პელმენი, და წვენი. დედას ძეხვი უყვარს. როდესაც ჩერნოვეცკის ფონდმა ბებიას ფული მისცა, ის მაღაზიაში წავიდა და ყველაფერი იყიდა.

ნათია: ჟანას ვიტამინები უყიდეს, მე კი გულის წამლები. ახალი გაზის გამათბობელი გვაქვს. ზამთარში ხომ იყავით და ნახეთ, რამხელა თოვლი დევს აქ. ეს მეტალოპლასტმასის ფანჯრები საუკეთესოდ გვიცავს ყინვებისგან. ახლა ჩემი ჟანაჩკაც სითბოში იქნება და ბავშვიც. აღფრთოვანებული ვარ დახმარების რაოდენობით: მეგონა, რომ პროექტის ფარგლებში მხოლოდ აბაზანაში გვეკუთვნოდა ფანჯრების დაყენება, მაგრამ თქვენ ყველა შენობაში შეცვალეთ.

ნათია: „ამდენი წელი ვიყავით გაჭედილები, ფულის გარეშე, ჩვენი ავადმყოფი ქალიშვილისთვის კომფორტის შექმნაც კი არ შეგვეძლო. გამიხარდა, რომ ერთბაშად მოაგვარეთ ფანჯრებისა და კარების პრობლემა“ 

ნათია: „ნიჩბისში თოვლიანი ზამთრისთვის მეტალოპლასტმასი ზედგამოჭრილია“

ნინა: ოჰ, ჩუმად! დედას რაღაცის თქმა სურს და ვერ გავიგებთ!

ჟანა (თავს ძალას ატანს და გაჭირვებით ამბობს): დიდი მადლობა. მიხარია. მიყვარხართ.

– ჟანაჩკა, ჩვენც გვიყვარხარ შენც და მთელი შენი ოჯახიც და შენთვის ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო გვსურს!

ნათია: ჩემს შვილს ხასიათი გამოუკეთდა. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ ბევრი ხალხი მოდიოდა ჩვენთან სახლში. ანუგეშებდნენ, ამხნევებდნენ, ეხვეოდნენ და დახმარებას სთავაზობდნენ. თქვენი პროექტის შემდეგ ყველამ შეიტყო ჩემი ჟანას უბედურების შესახებ და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ თვითონ ვერაფერს ვაკეთებდით უფულობის გამო, ჩვენი ავადმყოფი ქალიშვილისთვის პირობების შექმნის შესაძლებლობაც კი არ გვქონდა.

ნათია: „ჩემი ჟანა ხასიათზე მოვიდა, ამდენმა ადამიანმა დააიმედა“

ბევრი შემდეგ დაფიქრდა, რით დახმარებოდა ჩემს ჟანას. სოფელმა გადაწყვიტა, ჟანა თურქეთში გაგზავნოს გამოკვლევებზე. ჩემმა ჟანამ ახალი იმედი მიიღო, ახალი სტიმული. ღმერთო, დაეხმარე ჩემს ჟანას და მასთან ერთად ყველა ავადმყოფსა და დატანჯულს. უფალო, მთელი შენი გულუხვობით გადაუხადე ყველას მადლობა, ვინც მზრუნველი და თანამგრძნობია, დიდი სიხარულითა და ბედნიერებით აავსეთ მათი ცხოვრება! ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო ის, რომ უცნობი ადამიანები გვირიცხავდნენ თანხას, მოდიოდნენ თანასოფლელები და ჟანას კლასელები...

ნინა: მეც ყველას ვუყვარვარ დედასთან ერთად. ვაფლი, კანფეტები და ორცხობილები მომიტანეს. როცა დედა არ ტირის, მე ძალიან მხიარული ვარ, იცი?

- როგორი მხიარული ხარ, მაჩვენებ?

ნინა: აი, ასეთი მხიარული: ახალ საწოლზე ავდივარ და ვხტე-ბი–ი!!! (ლაპარაკობს ხტუნვისას) დათუნიასთან ერთადაც შემიძლია. ორი ახალი ლექსიც ვისწავლე — საათზე და მამალზე...

„მი-ხა-რი-ა და ა-მი-ტომ ვხტუ-ნა-ობ!!!“ (ლაპარაკობს ხტუნვისას)

„კარგი საწოლია, დიდი. ახლა დედიკოსთან მძინავს“

—  გაღმერთებთ, შენ ჩვენი საყვარელი ბავშვი ხარ!

ნათია: პროექტის დროს ჩვენი მუნიციპალიტეტი ჟანას ახალ ეტლს დაჰპირდა. შეიძლება ელექტრო არ იყოს, მაგრამ უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე ახლანდელი. ამაში ჯდომა ჟანას უჭირს, გვერდები სტკივა, რადგან დასაჯდომი ჩავარდნილია. გვითხრეს, როგორც კი ახალ ეტლებს მიიღებენ, ჟანას წაიყვანენ, რომ კომფორტული და შესაფერისი შეარჩიოს. ველოდებით და უკეთესის იმედი გვაქვს.

როგორმე დავეხმარო ჩემს ქალიშვილს, რითაც შემიძლია, რამენაირად შევუმსუბუქო ცხოვრება... მაინც ვერ დავკარგავ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევძლებ ჟანას ფეხზე დაყენებას... 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

დედა ჟანა და მისი შვილი — ორივე ერთად გვახსენდება: ლამაზები, შესანიშნავები და დაუცველები. კუნთების ატროფიით დაავადებული ჟანას სევდიანი ამბავი გულს ეხება და სულ 4 წლის ნინაჩკაზე წუხს. მისი სრულწლოვანება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, დახმარება კი ყოველდღე სჭირდება! ჩვენ ერთად შეგვიძლია მივცეთ ამ ოჯახს სიმშვიდე და უსაფრთხოება.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ სხვა უამრავი ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: კენჩხაძის ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

”ახლა, დედაჩემს წამლები აქვს და მეც აღარ მეშინია!” (ნინა, 4 წლის). 

ჩერნოვეცკის ფონდმა ეტლს მიჯაჭვულ ახალგაზრდა მარტოხელა დედა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტებით უზრუნველჰყო. მეგობრებო, თქვენი დამსახურებით, ოჯახს ასევე გადაეცა ყველანაირი საჭირო ტექნიკა.

მსგავსი პროექტები: