ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი თავისი ორი შვილისთვის ცოცხლობდა და მათი მტანჯველი ავადმყოფობის, შემდეგ კი გარდაცვალების გამო, დაკარგა არა მხოლოდ მთელი ქონება, არამედ სახლ-კარიც და ჯანმრთელობაც! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი თავისი ორი შვილისთვის ცოცხლობდა და მათი მტანჯველი ავადმყოფობის, შემდეგ კი გარდაცვალების გამო, დაკარგა არა მხოლოდ მთელი ქონება, არამედ სახლ-კარიც და ჯანმრთელობაც!

page info icon
2023 ივნისი 19
საშინელი გენეტიკური დაავადების გამო, მარინამ დაკარგა ორი შვილი. ეს იყო ბედისწერა, სასტიკი და გარდაუვალი, რომელმაც მას დედობის ბედნიერება წაართვა და სამუდამო ტკივილი მიუსაჯა. 21 წელი მარინას თვალი არ მოუხუჭავს. უსასრულოდ ათენებდა ღამეებს შვილების სასთუმალთან, ცდილობდა დაეცვა ტკივილისგან და ტანჯვისგან. ის მათ ხანმოკლე ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. მან სახლი გაყიდა თავისი შვილების გადასარჩენად. და უკვე 20 წელია, რაც სრულიად მარტოა დარჩენილი: იტანჯება დაავადებებით, სახლ-კარი არ გააჩნია და მოკლებულია ყოველგვარ მხარდაჭერას
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,450 ₾
( 279 დონორი )
დასრულებულია

ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი თავისი ორი შვილისთვის ცოცხლობდა და მათი მტანჯველი ავადმყოფობის, შემდეგ კი გარდაცვალების გამო, დაკარგა არა მხოლოდ მთელი ქონება, არამედ სახლ-კარიც და ჯანმრთელობაც! მარტოს თუ დავტოვებთ, მას ჭირისუფალიც კი არ ეყოლება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 საშინელი გენეტიკური დაავადების გამო, მარინამ დაკარგა ორი შვილი. 

ეს იყო ბედისწერა, სასტიკი და გარდაუვალი, რომელმაც მას დედობის ბედნიერება წაართვა და სამუდამო ტკივილი მიუსაჯა. 21 წელი მარინას თვალი არ მოუხუჭავს. უსასრულოდ ათენებდა ღამეებს შვილების სასთუმალთან, ცდილობდა დაეცვა ტკივილისგან და ტანჯვისგან. ის მათ ხანმოკლე ცხოვრებაში  ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. მან სახლი გაყიდა თავისი შვილების გადასარჩენად. და უკვე 20 წელია, რაც სრულიად მარტოა დარჩენილი: იტანჯება დაავადებებით, სახლ-კარი არ გააჩნია და მოკლებულია ყოველგვარ მხარდაჭერას

„21 წელი მეძინა დამჯდარს, სანამ ჩემი საბრალო შვილები ცოცხალი მყავდა... მათ სასთუმალთან ვიჯექი და ვცდილობდი სიკვდილის განდევნას. ახლა კი, ჩემი დაავადების გამო არ შემიძლია წოლა. ჩირქი მდის ფეხებიდან!“

 - მარინა, გიყურებთ და ცრემლები მახრჩობს... როგორ უძლებთ ამხელა ტკივილს?

 მარინა: განა ეს ტკივილია? ფიზიკურ ტკივილს კიდევ როგორღაც მოითმენს ადამიანი. ჩემი შვილების სიკვდილის მერე, ნებისმიერ ტკივილს გავუძლებ უკვე. გაუსაძლისი ტკივილია, გულის ტკივილი შვილების დაკარგვის გამო. ვერაფრით შევეგუე იმას, რომ ასე ნაადრევად დამტოვეს. ჩემთვის ბრძოლა იყო ყოველი დღე, ვცდილობდი გამომენახა საკუთარ თავში ძალა, ცხოვრება რომ გამეგრძელებინა. მუდამ გულით ვატარებ მათ სიყვარულსა და ხსოვნას.

 - რა გმატებთ ძალას, რომ არ დანებდეთ, მიუხედავად ამ ყველაფრისა? 

 მარინა: რწმენა არის ჩემი მთავარი ძალა. მწამს სიყვარულის და იმედის ძალის. ვიცი, რომ ჩემი ბიჭები აღარ იტანჯებიან და უსაფრთხოდ არიან უფლის სასუფეველში, ამით ვინუგეშებ თავს. იცით, როგორ იტანჯებოდნენ? იცით, მათი შემხედვარე მე როგორ ვიტანჯებოდი? საქართვლოსთვის, შეიძლება ითქვას, გვიან გავთხოვდი, 24 წლის ასაკში. გიორგი დაიბადა, შემდეგ დავითი. ღმერთო, რამხელა ბედნიერება იყო. ბავშვები ნორმალურად ვითარდებოდნენ, მაგრამ უცებ, შეწყვიტეს ხოხვა, დაუძლურდნენ. შვიდი წლის ასაკში საერთოდ ვეღარ გადაადგილდებოდნენ. ეტლებში ჩასხდნენ და მორჩა...

„დედა, რომელიც შვილს დაასაფლავებს, თავადაც კვდება... მე ორჯერ ვარ მკვდარი“

 - რა დაემართათ?

 მარინა: გენეტიკური დაავადება ჰქონდათ, ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვები დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ. გოგონები რომ ყოფილიყვნენ, გადარჩებოდნენ, მამისგან მხოლოდ ბიჭებს გადაეცემათ. მითხრეს, რომ უნდა ველოდო... ველოდო ჩემი შვილების სიკვდილს!

 - რას გრძნობს დედა, რომელიც თავისი შვილის გარდაუვალ დაღუპვას ელის...

 მარინა: ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. არცერთმა დედამ ეს არ უნდა გამოსცადოს. მკლავდა უმწეობისა და უიმედობის გრძნობა, როდესაც ვუყურებდი, როგორ ეცლებოდათ ნელ-ნელა ჩემს ბიჭებს ძალა. ვხვდებოდი, რომ დაავადებასთან ბრძოლას ვერ მოიგებდნენ. მათი ტანჯვის ცქერა აუტანელი იყო, ყველაფრის გაკეთებას ვცდილობდი, როგორმე რომ შემემსუბუქებინა მათი ტკივილი.

ამ თვალებს ტირილიც კი აღარ შეუძლიათ

 - თუ გწამდათ სასწაულის, რომ თქვენს შვილებს სიკვდილი აცდებოდა?

 მარინა: რა თქმა უნდა, სასწაულის იმედი მქონდა. ყოველდღე ვლოცულობდი და ვევედრებოდი უფალს, ჩემს გვერდით დაეტოვებინა ჩემი შვილები. მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სასტიკი აღმოჩნდა. ყველაფერი გავაკეთე მათ გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ თანდაყოლილმა დაავადებამ გამოჯანმრთელების შანსი არ დაუტოვა. მითხრეს, რომ დედობისთვის კიდევ დაახლოებით 12 წელი მრჩებოდა... ბედისწერას „გამოვწიწკნე“ მხოლოდ 15 წელი გიორგისთვის და დავითისთვის - 21. მათი დაღუპვის მერე კი, ჩემგან აღარაფერი დარჩა!

 - რის გეშინიათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?

 მარინა: ყველაზე მეტად მაქვს მარტო, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩენის შიში. წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ უნდა გავუმკლავდე სიძნელეებს და დაავადებას, თუ აღარავინ მეყოლება გვერდით. მეშინია უსახლკაროდ, ქუჩაში დარჩენის და იმის, რომ მკურნალობის გაგრძელების საშუალება აღარ მექნება.

„მარტოს ნუ მიმატოვებთ... მეშინია!“

 - უფალს რას სთხოვთ თქვენს ლოცვებში? 

 მარინა: ღმერთს ვთხოვ გამაძლიეროს და არ მიმატოვოს. ვევედრები, დამეხმაროს რომ ბედს შევეგუო და საკუთარ თავში წონასწორობა და სიმშვიდე ვპოვო. ასევე, ვლოცულობ ჩემი შვილების სულისთვის, რათა მშვიდად განისვენონ იმქვეყნიურ სასუფეველში.

 - თქვენი აზრით, ასეთ მძიმე ჟამს გულს რა გიმშვიდებთ?

 მარინა: მამშვიდებს ის, რომ რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, ჩემი შვილების გადასარჩენად. ახლა, ვდარდობ იმაზე, რომ საავადმყოფოდან გამწერენ და ქუჩაში დავრჩები. როდესაც სასწრაფომ წამიყვანა, ბინა, რომელშიც ქირით ვცხოვრობდი, სხვებს მიაქირავეს. ფაქტობრივად ქუჩაში დამტოვეს. ხოდა, ვფიქრობ ახლა, იქნებ, სიკვდილი ჯობია? რისთვის ვიცხოვრო საერთოდ?

 - რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

 მარინა: ამ წუთას ვერც კი წარმოვიდგენ, რა მელის. იმედი მაქვს, რომ თქვენ და კეთილი ადამიანები დამეხმარებით დროებითი საცხოვრებლის პოვნაში. ძალიან მჭირდება დახმარება, ამ ჯოჯოხეთურ ტკივილს რომ გავუმკლავდე და ცოცხალი გადავრჩე. ცოცხლად ვიხრწნები, ჩირქი მდის ფეხებიდან...

 - მარინა მადლობას გიხდით გულახდილობისთვის, იმისთვის, რომ გამბედაობა გეყოთ და გული გადაგვიშალეთ. გისურვებთ, გქონდეთ საკმარისი ძალა და სიმტკიცე, ბოლომდე რომ შეძლოთ თქვენი რთული გზის გავლა. მჯერა, რომ უფალი აუცილებლად გამოგიგზავნით კეთილ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ თქვენს დახმარებას.

* * *

 ერთი წამით შევჩერდეთ, მეგობრებო, და დავფიქრდეთ: რომელიმე ჩვენგანი რომ აღმოჩნდეს ასეთ მდგომარეობაში? რა მოხდება, თუ უიმედოდ დავრჩებით, უფსკრულის პირას? მარინა არის სწორედ ის სარკე, რომელსაც შეუძლია დაგვანახოს, რაოდენ სათუთია ჩვენი ცხოვრება და რა გველის, წინასწარ არასდროს ვიცით.

 ამჟამად ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ მარინას და დავუბრუნოთ ნორმალური ცხოვრება, ტკივილის გარეშე, რათა კვლავაც ილოცოს მისი შვილების ტანჯული სულისთვის. თქვენი შემოწირულობა მისთვის ყველაფრის ახლიდან დაწყების შანსია. ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნოთ მას საცხოვრებელი, უზრუნველვყოთ სამედიცინო მომსახურებითა და მხარდაჭერით, რათა მან კვლავ იგრძნოს თავი ადამიანად, რომელიც იმსახურებს სიყვარულსა და მზრუნველობას.

 მოდით, ერთად დავუბრუნოთ მას ცხოვრება! გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, შეძლებისდაგვარად, ნებისმიერი თანხა გაიღოთ შემოწირულობის სახით. დავუმტკიცოთ, რომ სამყაროს ყველაზე ბნელ კუნჭულშიც კი იმედი არსებობს. ჩვენს ერთობლივ ძალისხმევასა და სიკეთეს შეუძლია მარინას და შესაძლოა, ჩვენი საკუთარი ცხოვრების შეცვლა.

 სამწუხაროდ ამჟამად მარინა იმყოფება საავადმყოფოში და მისი მონახულება შეუძლებელია. მაგრამ, ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ის ქუჩაში არ დარჩება, როდესაც მკურნალობის შემდეგ გაწერენ. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მისთვის ბინა რომ ვიქირაოთ. ან იქნებ, ვინმემ მისცეს თავშესაფარი?

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მარინა ბუტიკაშვილი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: