პროექტის რეპორტი ის სამუდამო ტანჯვისთვის არის განწირული. მაგრამ, ღმერთი მოწყალეა და შანსს გვაძლევს, მოვახდინოთ სასწაული და ვაჩუქოთ ამქვეყნიური ბედნიერება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ის სამუდამო ტანჯვისთვის არის განწირული. მაგრამ, ღმერთი მოწყალეა და შანსს გვაძლევს, მოვახდინოთ სასწაული და ვაჩუქოთ ამქვეყნიური ბედნიერება!

page info icon
2023 აგვისტო 3
page info icon
6539
ბერძნული მითოლოგიის გმირი - სიზიფე, რომელიც ზევსმა დასაჯა ცუდი საქციელების გამო, ბოროტი კაცი იყო, მკვლელი, მაგრამ ღმერთკაცს უდიდესი ძალა ჰქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მასაც კი არ განუცდია ის ტანჯვა, რომლის მოთმენაც ცხოვრების ბოლომდე მიუსაჯეს ქართველ სიზიფეს - ლევან ტოლიაშვილს ადგილობრივმა „ჩინოვნიკებმა“ თავიანთი გულგრილობით.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,686 ₾
( 488 დონორი )
დასრულებულია

უხალისო იყო ჩვენი ყოფა, თქვენი დამსახურებით კი ამოვისუნთქეთ და ამისთვის, მადლობას გიხდით!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „ძალიან მადლობელი ვარ პატივისცემისთვის!“

 „ყოველთვის მარტო ვიყავი. - ამბობს ლევანი. - უნარშეზღუდული ვარ და ამიტომ, თავს მარიდებდნენ ადამიანები. არავის ადარდებს, მეხუთე სართულიდან პირველზე დაჩეხილი მუხლებით როგორ ჩავგორდებოდი, ხოლმე. როგორ ვარსებობ, რას ვჭამ. თქვენი მკითხველებისთვის კი, არ არის სულერთი, ადამიანურად და პატივისცემით მომიდგნენ. საწოლი გამომიგზავნეს, რომ აღარ მეძინოს ძველ ტახტზე, ამოშვერილი ზამბარებით, მაცივარი, მე და დედამ გაფუჭებული საჭმელი რომ აღარ ვჭამოთ, ტელევიზორი, მოწყენილობით რომ არ მოვკვდე... დიდ მადლობას გიხდით ასეთი პატივისცემისთვის!“

 „ხანდახან, დღე ისე გავიდოდა, რომ ერთ კოვზ წვნიანსაც კი ვერ მივაწვდიდი ჩემს შვილს“, - ამბობს თამარი.

 „ახლაც ძალიან გვიჭირს, მაგრამ, უფლისა და თქვენი წყალობით, ჩვენი მდგომარეობა კატასტროფული აღარ არის. გულში კი გაგვიჩნდა სიხარული და იმის იმედი, რომ ლევანი სიარულს შეძლებს.“

 „დიდი მადლობა, იმედი და სიხარული რომ გაგვიზიარეთ!“

- თამარ, გვიამბეთ, რით დაგეხმარნენ ჩვენი მკითხველები და რა პრობლემები მოგვარდა?

თამარ: ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი ფონდით და ვაფასებ თქვენს ყურადღებას. სამზარეულოს ძველ კარადაში აღარ მიწევს ტანსაცმლის შენახვა, მარილსა და ზეთთან ერთად. ხომ გახსოვთ, რა საშინელებაც იყო? კარადის თავზე კი, საჭმელს ვინახავდი, რომელიც სოციალური სასადილოდან მომქონდა იმიტომ, რომ არ გვქონდა მაცივარი. მეორე დღესვე გადასაყრელი იყო და მშივრები ვრჩებოდით.

წამოდი, გაჩვენებ, ახლა რა კოხტად დევს ყველაფერი (კარადას აღებს.) ჩემი და ლევანის ტანსაცმელიც თავის კუთვნილ ადგილას - ტანსაცმლის კარადაშია შენახული. პროდუქტი კი - ახალ მაცივარში.

 „ახლა, ყველაფერს თავის კუთვნილ ადგილას ვინახავ: პროდუქტს ახალ მაცივარში, ტანსაცმელს კი - კარადაში.“

ახალი კარადა კუთხის ზომებში ჩაჯდა, ოთახის პატარა ფართის გათვალისწინებით

ახლა, მხოლოდ სასადილოს მწირ საკვებს აღარ ვჭამთ. თქვენი ჩარიცხული თანხით, ლევანი ნორმალურ კვებაზე გადავიყვანე. ქათმის, ბუტერბროდისთვის კარაქის, ბლინების, სხვა ნახევარფაბრიკატებისა და გაყინული პროდუქტის ყიდვის უფლება მივეცი თავს. 300 ლარი ორ ადამიანს საჭმელზე მშვენივრად გვყოფნის. ნეტავ, კიდევ გაგრძელდეს თქვენი პროგრამა! რა კარგი იყო, მთელი ოთხი თვის განმავლობაში საჭმლის დარდი რომ არ მქონდა!

 „თქვენი ჩარიცხული თანხით ნახევარფაბრიკატები მოვიმარაგეთ. ლევანს სიგიჟემდე უყვარს პელმენი, ბლინები, ნაგეთსი...“

სიხარულით მოვიშორე მაგიდის გაზქურა, რომელიც ძლივს ინთებოდა და გაზსაც უშვებდა, გაფუჭებული სარეცხი მანქანაც. ტექნიკა მშვენივრად მუშაობს და ნერვებიც აღარ მეშლება. ახალი სარეცხი მანქანა სარეცხს ისე კარგად წურავს, რომ თითქმის მშრალს ვიღებ და მალევე შრება.

 „ბევრი არაფერი უნდა: ჩაასხამ სარეცხ საშუალებას და ჩართვის ღილაკს თითს მიაჭერ, მერე კი თვითონ აკეთებს ყველაფერს.“

 „გადასარევად რეცხავს, თითქმის მშრალ სარეცხს ვიღებ.“

საფირმო გაზქურასთან კი, თავს ვგრძნობ შეფ-მზარეულად, მაშინაც კი, როდესაც უბრალო წვნიანს ვამზადებ ან ბლინებს ვუწვავ ლევანს (იცინის.) რაც თავი მახსოვს, ასეთი სილამაზე არასდროს მქონია, კარგ განწყობასაც მიქმნის, მაშინაც კი, როდესაც ძალიან დაღლილი ვარ, მთელი გულით ვამზადებ საჭმელს. მერე კი ვწმენდ და ვაპრიალებ, ერთი ლაქაც რომ არ დარჩეს ზედაპირზე.

 „საფირმო გაზქურასთან შეფ-მზარეულად ვგრძნობ თავს.“

სანამ სადილი მზადდება, ლევანმა ითხოვა ბუტერბროდი

აი, ეს ტაფაც, სხვათა შორის, მაჩუქა ერთერთმა მკითხველმა ქალბატონმა. ზუსტად გამოიცნო! ჩემს ტაფაზე საჭმელი კი არ მზადდებოდა, იწვებოდა და ეკრობოდა! 

- თქვენი სტუმრის სახელი გახსოვთ? კიდევ ვინმე თუ გაიცანით პროექტის მსვლელობის დროს?

თამარი: ძალიან თავმდაბალი აღმოჩნდა ჩვენი სტუმარი, სახელი არ გვითხრა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონია, მეუღლესთან ერთად მოვიდა. ლევანს ლეიბი მოუტანეს, ტანსაცმელი - სპორტული შარვლები და მაისურები. მადლობელი ვარ მათი იმისთვის, რომ ჩვენს დასახმარებლად დრო და შესაძლებლობა გამონახეს.

მინდა, ძმები არაბულების შესახებ დაწეროთ. მათაც მაცივარი მომიტანეს. ორი მაცივარი მაქვს და ისე დაემთხვა, რომ ახლა, მეც შემიძლია ვინმეს დავეხმარო და გადავცე, ვისაც სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა, ბიჭებო! მე და ლევანი მოხარულები ვართ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანით!

მე და ლევანი პირადად არ გიცნობთ ყველას, ვინც დაგვეხმარა. მაგრამ მინდა, ჩემი ლოცვა შეგეწიოთ თითოეულ თქვენგანს. მხოლოდ სიხარული და წარმატება გქონოდეთ ცხოვრებაში! ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! ჩვენი ყოფა იყო უხალისო და მძიმე, თქვენი დამსახურებით კი, ამოვისუნთქეთ! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ იმედი და ბედნიერება გაგვიზიარეთ. ზურგი არ გვაქციეთ და არ მოერიდეთ ჩვენს პრობლემებზე პასუხისმგებლობის აღებას. თქვენი დამსახურებით, სასიხარულო ცვლილებები, კარგი სიახლეები მოხდა ჩვენს ცხოვრებაში.

- სულმოუთქმელად ველით სასიხარულო ამბებს!

თამარი: ძალიან მიხარია, რომ ფონდი ლევანის მდგომარეობით დაინტერესდა და მის შესახებ თურქული კლინიკის წარმომადგენელს, ქალბატონ ნათიას შეატყობინა. ის დაგვიკავშირდა და გვთხოვა, ფეხებისა და მენჯის რენტგენის გადაღება. თურქეთში, ექიმს აჩვენა ვიდეორგოლი, რომელიც თქვენ გადაუღეთ ლევანს. რა თქმა უნდა, არანაირი საშუალება არ მქონდა, რენტგენი რომ გადამეღო და ფონდმა იტვირთა ესეც.

 „თურქმა ექიმმა რენტგენის სურათი ნახა და თქვა, რომ შესაძლებელია ლევანის დახმარება.“

იმედის მომცემი ამბავი გავიგეთ თურქეთიდან, რომელმაც მეც და ჩემი შვილიც ძალიან აგვაღელვა. ლევანი ნორმალურად სიარულს შეძლებს, თუ ჩაუტარდება ხუთი ოპერაცია: მენჯის, ტერფის, მყესების გადანერგვისა და სხვა. ქალბატონი ნათია ამბობს, რომ შესაძლებელია თბილისის მერიის, ჯანდაცვის დაფინანსების მოპოვება. შეგვპირდა, რომ მარტოს არ დაგვტოვებს. შესაძლოა, თურქეთის კლინიკამაც გაგვიკეთოს შეღავათი.

სანამ თქვენ გაგიცნობდით, ამაზე ვერც ვიოცნებებდით! ჩემს ბიჭს იმედი მიეცა. იქნებ გამოვიდეს, ღმერთო? ხომ ვხედავთ, რა სასწაულებსაც ახდენთ. როგორ გაგვახარა პატარა ბიჭის, ლაზარე ჯიბლაძის ამბავმა. მასაც თქვენ დაეხმარეთ

- მართლაც, სასიხარულო ამბავია! შენ როგორ განწყობაზე ხარ, ლევან? ახლა რას ფიქრობ?

ლევანი: ძალიან მინდა სიარული რომ შევძლო, ძალიან! ვიქნებოდი უბედნიერესი ადამიანი! რა და როგორ იქნება, არ ვიცი. მაგრამ, მადლობას გიდით იმისთვის, რომ იმედი მაჩუქეთ. მახარებს თქვენი მზრუნველობა. კარგ საწოლზე მძინავს და შემიძლია, ჩემს საყვარლ რაგბს ვუყურო პლაზმური ტელევიზორის ეკრანზე. რაგბის ფანი ვარ, სიგიჟემდე მიყვარს. მუსიკასაც ვუსმენ, კომიკოსები მიყვარს.

 „ახალი ტელევიზორი ინტერნეტით. ვუყურებ რაგბს ან მუსიკას ვუსმენ ყველაზე ხშირად.“

 „ძველ ტახტზე რომ ვიწექი, ყველაფერი მტკიოდა ამოშვერილი ზამბარებისა და რკინების გამო. კიდევ ეგ მინდოდა? ამ საწოლზე კი მშვიდად მძინავს.“

როდესაც ვიცი, რომ ფონდიდან უნდა გვესტუმროს ვინმე, მზად ვარ მუხლის ჩოქა ჩავიდე მეხუთე სართულიდან, ფეხები დავისერო და სადარბაზოსთან დავხვდე. მეც მინდა პატივი გცეთ ისევე, როგორც თქვენ მე! 

- ღმერთმა 100 წელი ჯანმრთელი გამყოფოს, ლევან! თამარ, მინდა გკითხოთ, სახელმწიფო თუ ჩაერთო თქვენი პრობლემების მოგვარებაში?

თამარი: რას გაიგებ? მაგალითად, ლევანს ელექტრო ეტლი პრინციპის გამო არ მისცეს. „პენსიონერი კია, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა. მხოლოდ ხანდაზმულებს ეკუთვნით ეტლი“ - ჯანდაცვის სამინისტროსგან ასეთი პასუხი მივიღეთ. სამაგიეროდ, რეაბილიტაცია დააფინანსეს: ჩემი შვილი ფიზიოთერაპიაზე დამყავს და ტრენაჟორებზეც ვარჯიშობს.

ლევანისთვის გადაადგილება კვლავაც რჩება სერიოზულ პრობლემად და სატანჯველად. მაგრამ მჯერა, რომ თქვენი და უფლის წყალობით შევძლებ, რომ დავეხმარო.

იმის იმედის ნაპერწკალიც კი, რომ ოდესმე სიარულს შეძლებს, საკმარისია, ლევანის სახე რომ გაუბრწყინდეს და გაიღიმოს.

მაგრამ, ჯერჯერობით, ყველაფერი უცვლელი რჩება: იტანჯება, მუხლის ჩოქა ჩადის მეხუთე სართულიდან, თავის ეტლში რომ ჩაჯდეს და ნახოს, რა ხდება გარეთ

- რა სახის დახმარება გჭირდებათ ამჟამად?

თამარი: თუ არის საშუალება, მინდა გთხოვოთ, კვლავაც განაგრძოთ პროდუქტით დახმარება, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ, წნევის წამლები მჭირდება, არ შეიძლება, რომ გამოვტოვო. ღმერთმა დაგლოცოთ!

 „თითოეულ თქვენგანს შეგეწიოთ ჩემი ლოცვა!“

თქვენი თანაგრძნობა ლევანს უნელებს გულის ტკივილს და გარიყულად აღარ გრძნობს თავს. თქვენი ძალისხმევით, ლევანის და მისი დედიკოს ყოველდღიური ცხოვრება უფრო კომფორტული და მარტივი გახდა, უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა მოგვარდა. ლევანის ცხოვრებაში შეიძლება უამრავი სასიკეთო ცვლილება მოხდეს, ექიმისგან მოსმენილი ბოლო სიახლეებიდან გამომდინარე. მაგრამ, ოცნება რომ აიხდინოს და ფეხზე დადგეს, გრძელი გზის გავლა მოუწევს და ამ გზის ყოველ მონაკვეთზე თქვენი დახმარება სჭირდება. კონკრეტულად ახლა, შეგიძლიათ პროდუქტით დაეხმაროთ

მადლობას გიხდით ამ უმნიშვნელოვანესი საქმისთვის, რომელსაც მთელი გულით და უფლის კურთხევით აკეთებთ.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

  (დანიშნულება: ლევან ტოლიაშვილი)

  თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე: 0901200270განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!











მსგავსი პროექტები: