ის სამუდამო ტანჯვისთვის არის განწირული. მაგრამ, ღმერთი მოწყალეა და შანსს გვაძლევს, მოვახდინოთ სასწაული და ვაჩუქოთ ამქვეყნიური ბედნიერება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ის სამუდამო ტანჯვისთვის არის განწირული. მაგრამ, ღმერთი მოწყალეა და შანსს გვაძლევს, მოვახდინოთ სასწაული და ვაჩუქოთ ამქვეყნიური ბედნიერება!

page info icon
2023 აგვისტო 3
page info icon
6539
ბერძნული მითოლოგიის გმირი - სიზიფე, რომელიც ზევსმა დასაჯა ცუდი საქციელების გამო, ბოროტი კაცი იყო, მკვლელი, მაგრამ ღმერთკაცს უდიდესი ძალა ჰქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მასაც კი არ განუცდია ის ტანჯვა, რომლის მოთმენაც ცხოვრების ბოლომდე მიუსაჯეს ქართველ სიზიფეს - ლევან ტოლიაშვილს ადგილობრივმა „ჩინოვნიკებმა“ თავიანთი გულგრილობით.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,686 ₾
( 488 დონორი )
დასრულებულია

ის სამუდამო ტანჯვისთვის არის განწირული. მაგრამ, ღმერთი მოწყალეა და შანსს გვაძლევს, მოვახდინოთ სასწაული და ვაჩუქოთ ამქვეყნიური ბედნიერება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ბერძნული მითოლოგიის გმირი - სიზიფე, რომელიც ზევსმა დასაჯა ცუდი საქციელების გამო, ბოროტი კაცი იყო, მკვლელი, მაგრამ ღმერთკაცს უდიდესი ძალა ჰქონდა. 

თქვენ წარმოიდგინეთ, მასაც კი არ განუცდია ის ტანჯვა, რომლის მოთმენაც ცხოვრების ბოლომდე მიუსაჯეს ქართველ სიზიფეს - ლევან ტოლიაშვილს ადგილობრივმა „ჩინოვნიკებმა“ თავიანთი გულგრილობით.

აი ასე, მუხლებზე ხოხვით უწევს ჩასვლა მეხუთე სართულიდან ჩვენს გმირს, ოთხ გაუბედურებულ კედელში, როგორც ციხეში სული რომ არ ამოხდეს. შემდეგ ისევ ბრუნდება შინ. და ასე ყოველ დღე. ამის გადაღება უკვე ვეღარ შევძელით!!! და ჯობს ეს საშინელება თქვენც არ ნახოთ. ამის ყურება შეუძლებელია.

  ლევანის დედა - თამარის ცხოვრებაც ერთი უწყვეტი ტანჯვაა. აი მისი ისტორია...

ოცი წლის ასაკიდან ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა! მისი მშობლები ადრე გარდაიცვალნენ. ეგონა მარტოობისგან ქორწინებაში ჰპოვებდა გადარჩენაა, მაგრამ აქაც არ გაუმართლა. მისი ქმრის ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ორსულად მყოფი თამარი შიმშილობდა, უჭმელობისგან გონებას კარგავდა, მაგრამ მისთვის არავის ეცალა.

30 წელი დედა შვილს ხელში ატარებს. მათ ამ სასტიკ სამყაროში არავინ ჰყავთ

თამარი: მძიმე ორსულობის გამო ლევანი ძალიან სუსტი დაიბადა. იმდენად, რომ არც ტირილი და არც ყლაპვა შეეძლო. ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ არანაირ იმედებს არ იძლეოდნენ. “ბავშვისთვის კუბო გაამზადეთ დ არა აკვანი” -  ამბობდნენ ექიმები.

- ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ალბათ ბევრი შეიშლებოდა!

თამარი: ბავშვობიდან უბედური ვარ. მე მივეჩვიე ასეთ დარტყმებს, ჩემი ცხოვრება - არის ბრძოლა გადარჩენისთვის, ყოველდღე ხდება ჩემი გამძლეობის გამოცდა. მაგრამ, ალბათ რადგან მაინც ცოცხლები ვართ, შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთს ვუყვარვართ. ექიმის სიტყვები განაჩენივით ჟღერდა, მაგრამ მე შევპირდი ჩემ შვილს, რომ ვიბრძოლებდი მის გადასარჩენად, რომ ვიქნებოდი საუკეთესო დედა. 

ალბათ ნებისმიერი დედა ჭკუიდან შეიშლებოდა მისთვის ეს სიტყვები რომ ეთქვათ: „აკვანის მაგივრად კუბო გაამზადეთ”

- როგორ უმკლავდებით  ყოველდღიურ სიძნელეებს?

თამარი: არ ვიცი საიდან დავიწყო ჩემ პრობლემებზე საუბარი. ჩემი შვილის ავადმყოფობა? სიღარიბე? ამას როგორღა გავუძლო აღარ ვიცი. ცრემლები მახრჩობს.

- რა იყო ყველაზე ძნელი მომენტი თქვენ ცხოვრებაში ლევანთან ერთად?

თამარი: პირველი - ექიმების სიტყვები, რომ ის ვერ გადარჩება. მეორე  კი ის იყო, როდესაც ორი წლის ლევანი კინაღამ დამეღუპა. როგორც ვთქვი, ჩვენ ძალიან ღარიბად ვცხოვრობდით პატარა სივრცეში. ქურაზე წყალს ვადუღებდით. ლევანიკო ჩამოვარდა საწოლიდან და შემთხვევით ქურიდან მდუღარე წყალი ჩამოაგდო და გადაესხა. მისი პატარა სხეული როგორც სანთელი დნებოდა. ის ტკივილისგან ღრიალებდა. მეზობლებმა დამწვრობის ცენტრში გაგვაქანეს, სადაც ლევანი ნაწილ-ნაწილ ააწყვეს. ეს მისთვის იმდენად დიდი შოკი იყო, რომ უკვე ისედაც სუსტი ბიჭი დაკოჭლდა. მას დაუზიანდა მყესები და ქუსლი, რის გამოც, ზრდის პროცესში სიარული ვერ შეძლო. ის ვერ ადგამდა ფეხს, ვერ შლიდ მუხლს. აი უკვე რამდენი წელია რაც ეტლსაა მიჯაჭვული.

უკვე 28 წელი გავიდა მაგრამ დამწვრობები მაინც ეტყობა..

ლევანი: ღმერთო, ისე მომბეზრდა ამ ეტლში ჯდომა, მხოლოდ ერთზე ვოცნებობ - სიარულზე! სულ გადავაგდებდი ამ ცუდ ეტლს და ვირბენდი! წავიდოდი სპორტზე, ვიქნებოდი ბედნიერი. დედაც არ იწვალებდა და არც მე.

“მხოლოდ რწმენა გადაგვარჩენს. ყოველ დღე ლევანი ხატებს კოცნის და სთხოვს მათ რომ სიარულის ძალა მისცენ”

- რა გრძნობთ როდესაც თქვენ შვილს ტანჯვას უყურებთ?

თამარი: მე ვგრძნობ უდიდეს ტკივილს. გული მემსხვრევა როდესაც ვხედავ თუ როგორ იტანჯება და იბრძვის ცხოვრებისთვის ლევანი ყოველ დღე და მე ვერ ვშველი. მხოლოდ იმის დანახვა თუ როგორ ჩადის ლევანი კიბეებზე ცოცვა ცოცვით - მკლავს. სანამ პატარა იყო, ხელში ვიყვანდი და ისე ჩამყავდა ეზოში. ჩვენ მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ! ახლა უკვე ძალა არ მყოფნის ხელში ავიყვანო. ამ ოთხ კედელში ვერ ჩერდება, თვითონ ჩადის. იღებს ბურთს, და ელოდება მეზობლის ბავშვებს, რომ რამენაირად გაერთოს.  მისი პრობლემის მოგვარებას ერთი თანამედროვე ინვალიდის ეტლი შეძლებდა. რომელსაც შეუძლია კიბეებზე „სიარული“. ეს რომ დავინახე გული ჩამწყდა. მე მის ყიდვას ვერასდროს შევძლებ, თირკმელიც რომ გავყიდო. 

„ამ ძველისძველ ეტლზე ჯდომისას ლევანს ყველაფერი სტკივა. ახალი ეტლი კი მის ცხოვრებას შეცვლიდა“

ლევანი: კი! ჩემხელა ბავშვებს ჩემთან თამაში არ უნდათ. მაგრამ პატარებს - 11 - 12 წლის ბავშვები ჩემთან კარგად ერთობიან. ჩვენ ბურთს ვუგდებთ ერთმანეთს. ყველას კი არ ესმის ჩემი. ზოგი იცინის, ზოგი რაღაც სიტყვებს მეძახის. ალბათ ცუდ სიტყებს.

“აი ასე ჩავდივარ კიბეებზე რომ სხვა ბავშვებს ვეთამაშო მაინც”

თამარი: მინდა ადამიანებმა, ცოტახნით მაინც ჩემ ადგილას წარმოიდგინონ თავი. იცით რამხელა სატანჯველია დედისთვის, გყავდეს შვილი, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება დახმარება. გთხოვთ იყოთ უფრო ლმობიერები. მე ახლობლები აღარ მყავს. მშობლები დამეღუპნენ, ქმარიც დამეღუპა. უმცროსი ქალიშვილი დაქორწინდა და თვითონაც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მასაც არ აქვს საჭმლის ფული და თან თვეების შვილი ჰყავს.  ნათესავებს თავთავისი პრობლემები აქვთ. წლები ისე გავა, არც იკითხავენ, ცოცხალი ხარ თუ არა.

«ადამიანს სხვისი ტკივილის გაზიარება რომ შეეძლოს, ასეთი სასტიკი არ იქნებოდა სამყარო»

- როგორ პოულობთ მოტივაციას, რომ იბრძოლოთ და განაგრძოთ ცხოვრება?

თამარი: ჩემი ლევანისადმი სიყვარული მაძლევს ძალას და მოტივაციას რომ ვიბრძოლო. მინდა, სანამ მოვკვდები, ლევანი ფეხზე დავაყენო, რომ მან უჩემოდ შეძლოს ცხოვრება. ესაა დედის ოცნება. მინდა ღმერთის წყალობით და თქვენ დახმარებით, ლებანი ფეხზე დავაყენო. 

«როდესაც ცემი შვილი ღმერთს სთხოვს ძალას ფეხენში, და თან ამის უპირობოდ სჯერა - ცრემლებს ვერ ვიკავებ»

- არის მომენტები, როცა თავს ბედნიერად გრძნობთ?

თამარი: როცა ლევანი მეხუტება და მეუბნება, რომ სჯერა აუცილებლად გაივლის, მაშინ ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველაფერს გავუძლებ და გავძლიერდები ლევანის საკეთილდღეოდ. 

- ახლა რა სახის დახმარება გჭირდებათ ყველაზე მეტად?

თამარი: კეთილი სიტყვა, სითბო, ფინანსები, სამედიცინო დახმარება - ჩვენთვის ყველაფერი ერთნაირად მნიშვნელოვანია. მინდა ლევანს რეაბილიტაციის ერთი კურსი მაინც ჩავუტარო. ეს მის კუნთებს გაამაგრებს. მას ისე სჯერა, რომ ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამს. პროდუქტებისთვის თანხას არ ვითხოვ - სასადილოს სადილებით გაგვაქვს თავი. აი, მაცივარი კი ძალიან გვჭირდება. გთხოვთ და თავად სირცხვილით ვიწვი. ვფიქრობ, რა დროს მაცივარიათქო, როცა შვილი ცუდად მყავს. 

„მშიერი არ მოვკვდები, სოციალური სასადილოს საჭმელს ყოველ დღე ვიღებ. მაგრამ საჭმლის გარდა ჩემ შვილს იმდენი რამე სჭირდება“

- რა ოცნებები გაქვთ ლევანის მომავალთან დაკავშირებით?

თამარი: მთავარი ოცნებაა - ვნახო, თუ როგორ ართმევს თავს ყოველდღიურ პრობლემებს ჩემი შვილი, მისი ფიზიკური ნაკლის გამო. იქნებ მან, ისევე როგორც თქვენი ფონდის სხვა ბენეფიციარებბა, თავისი გზა იპოვოს ცხოვრებაში? ერთხელ წავიკითხე, უხელო ბიჭი როგორ გახდა სპორტსმენი და რაღაც ტურნირიც კი მოიგო. (საუბარია ფონდის ბენეფიციარზე გოგა ხახალაშვილზე https://chernovetskyifund.ge/ge/projects/769-khakhalashvili/reports/#content)   წარმომიდგენია რა ბედნიერია დედამისი. წარმომიდგენია, რა ბედნიერია თავად ეს ბიჭი. ალბათ სიკვდილზე ოცნებობდა და ახლა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. 

- ჰო, გოგის ისტორია მართლაც საოცარია!  ასე, ფონდის დახმარებით ადამიანები პოულობენ საჭირო ადამიანებს. რას ეტყოდით მათ, ვინც თქვენს დახმარებას გადაწყვეტს?

თამარი: ყველას გთხოვთ ჩვენთვისაც მოახდინოთ სასწაული. მუხლებზე დამხობილი გემუდარებით ყველა დედს, ვისაც ჯანმრთელი შვილი ჰყავს, ვთხოვ ყველა ახალგაზრდას, ვისაც შეუძლია სიარული - დამეხმარეთ! თქვენმა მხარდაჭერამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი მომავალი. გთხოვთ დაეხმარეთ ლევანს!

ლევანის და მისი გმირი დედის ისტორია გულგრილს არავის დაგტოვებთ. ისინი მარტო დარჩნენ გაუსაძლის პრობლემებთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - ისინი ყოველთვის მარტო იყვნენ. უბრალოდ ეს მარტოობა უკვე გაუსაძლისი გახდა. ჩვენ კი შეგვიძლია მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. სულ რომ დავავიწყოთ ტანჯვა და პრობლემები - ეს შეუძლებელია, მაგრამ თითოეული, მცირედი დახმარებაც კი, მათ ახალი ცხოვრების ასაშენებელი აგური იქნება. ერთად - ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია!

შეგიძლიათ ლევანი და თამარი პირადად გაიცნოთ. მათი მისამართია: ავჭალა, ზარზმის ქ. №11. ბინა.14

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

  (დანიშნულება: ლევან ტოლიაშვილი)

  თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: