თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ...

page info icon
2023 სექტემბერი 21
page info icon
5613
ეკას ცხოვრება მუდმივი ტკივილი, ტანჯვა და სულიერი განსაცდელია. „ტკივილი დღითი დღე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება... თითქოსб ათასობით ლურსმანს მაჭედებენ ჩაქუჩით ზურგში. ტკივილის გამო ვერ ვსუნთქავ. ჩემი ხერხემალი იმდენად გამრუდებულია, რომ დეფორმირებული მაქვს ყველა შინაგანი ორგანო. მიკვირს კიდევაც, როგორ ფუნქციონირებენ დღემდე. სიცოცხლე ნაადრევად რომ არ დავასრულო, სასწრაფო ოპერაცია მჭირდება. ჩემთვის ეს ხელახლა დაბადება იქნება. მაგრამ, ჩვენი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ამხელა თანხას ცხოვრების ბოლომდე ვერ შევაგროვებთ. ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. ვიცი, თქვენი დახმარებით უფალი გამომიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც შეძლებს ჩემს გადარჩენას. ეკა სქოლიოზის უმძიმესი ფორმით იტანჯება, მთლიანად დეფორმირებულია მისი სხეული. ადრე დაავადება უბრალოდ დისკომფორტს უქმნიდა, ახლა კი, გოგონას ნელი სიკვდილით კლავს. ამ დაავადებამ არავინ დაინდო და ეკაც არ არის გამონაკლისი. კლავს არა სქოლიოზი, არამედ მისგან გამოწვეული გართულებები. ამჟამად, ეკას უჭირს სუნთქვა, შემდეგ ჭამასაც ვეღარ შეძლებს... მერე რა იქნება?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,186 ₾
( 1,021 დონორი )
დასრულებულია

თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ...

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ეკას ცხოვრება მუდმივი ტკივილი, ტანჯვა და სულიერი განსაცდელია. 

„ტკივილი დღითი დღე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება... თითქოსб ათასობით ლურსმანს მაჭედებენ ჩაქუჩით ზურგში. ტკივილის გამო ვერ ვსუნთქავ. ჩემი ხერხემალი იმდენად გამრუდებულია, რომ დეფორმირებული მაქვს ყველა შინაგანი ორგანო. მიკვირს კიდევაც, როგორ ფუნქციონირებენ დღემდე. სიცოცხლე ნაადრევად რომ არ დავასრულო, სასწრაფო ოპერაცია მჭირდება. ჩემთვის ეს ხელახლა დაბადება იქნება. მაგრამ, ჩვენი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ამხელა თანხას ცხოვრების ბოლომდე ვერ შევაგროვებთ. ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. ვიცი, თქვენი დახმარებით უფალი გამომიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც შეძლებს ჩემს გადარჩენას. ეკა სქოლიოზის უმძიმესი ფორმით იტანჯება, მთლიანად დეფორმირებულია მისი სხეული. ადრე დაავადება უბრალოდ დისკომფორტს უქმნიდა, ახლა კი, გოგონას ნელი სიკვდილით კლავს. ამ დაავადებამ არავინ დაინდო და ეკაც არ არის გამონაკლისი. კლავს არა სქოლიოზი, არამედ მისგან გამოწვეული გართულებები. ამჟამად, ეკას უჭირს სუნთქვა, შემდეგ ჭამასაც ვეღარ შეძლებს... მერე რა იქნება?

“ავადმყოფობისა და სიმაღლის გამო, ბევრის დათმობა მომიწია“

 ეკა: ყოველთვის ძლიერი გოგო ვიყავი. ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია. ჩემი დაავადება ხელს არ მიშლიდა ცხოვრებაში. სწავლა მინდოდა და ვსწავლობდი კიდეც! დეპრესიაც არ მქონია იმის გამო, რომ ასეთს არავინ შემიყვარებს, ვერ შევქმნი ოჯახს და არ მეყოლება შვილი.

„ძალიან გამიმართლა, სკოლაში მყავდა არაჩვეულებრივი მეგობრები, ისინი მეხმარებოდნენ ყველაფერში“

 - ბავშვობაში რა სირთულეები გქონდათ ავადმყოფობის გამო?

 ეკა: ყოველთვის ძლიერი გოგონა ვიყავი. ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია. ჩემი დაავადება ცხოვრებაში არასდროს მიშლიდა ხელს. სწავლა მინდოდა და ვსწავლობდი კიდეც! არასდროს მქონია დეპრესია, მაშინაც კი, როდესაც გავიაზრე, რომ ასეთს არავინ შემიყვარებს, ოჯახს ვერ შევქმნი და არასდროს მეყოლება შვილი... არასდროს ვემდუროდი ღმერთს, ასეთად რომ გამაჩინა. საკუთარი თავი მივიღე ისეთად, როგორიც ვარ. რა თქმა უნდა, დიდი სირთულეებიც მხვდება, მაგრამ არ ვნებდები. ჩემს ოცნებაზეც არ მითქვამს უარი და ვისწავლე თურქული ენა.

„ოცნებები ყოველთვის ხდება, მთავარია, უფალს დავუთმოთ ადგილი ჩვენს გულში“

- რატომ აირჩიეთ თურქული ენა?

 ეკა: ყოველთვის მომწონდა, მელოდიურია. სხვა ინტერესიც მამოძრავებდა. ოპერაცია, რომელიც მე მჭირდება, საქართველოში კი არა, თურქეთში კეთდება. ენის ცოდნა დამეხმარება უკეთ გავიგო, რას ექიმები რას იტყვიან. გარდა ამისა, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მეც შევძლებ დავეხმარო მძიმედ დაავადებულ ადამიანებს საბუთების თურქულ ენაზე თარგმნაში. დღეს, მე მჭირდება დახმარება, ხვალ კი თავად დავეხმარები სხვებს.

„პატარა რომ ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, სხვებს რომ არ ვგავდი. დაახლოებით 14 წლის ასაკში კი, როდესაც ყველა სიმაღლეში გაიზარდა ჩემს გარდა, მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე“

 - ეკა, ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება დაავადება რომ არა? 

 ეკა: ვერ გეტყვით, რომ ამაზე ხშირად ვფიქრობ. ჩემი დაავადება მივიღე და შევეგუე. ალბათ, უფრო აქტიური ვიქნებოდი, მანქანის ტარებას ვისწავლიდი... ალბათ, ბევრად უფრო საინტერესოც იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ბავშვობიდან თვალებში ვუყურებ ჩემს მშობლებს, ჩემთვის ძალიან ბევრს აკეთებენ. როგორ უნდა ვიყო უკმაყოფილო? როგორ დავანახო, რომ თავს ბედნიერად არ ვგრძნობ? მგონი, დედაჩემი ჩემზე მეტად დარდობს ჩემი მდგომარეობის გამო. დედებისთვის ეს ყველაფერი ნამდვილად უფრო რთულია.

„დედიკოს თანადგომის დამსახურებაა, ასეთი ძლიერი რომ ვარ და ჩემი სულის გატეხვა არც ისე იოლია“

- რამხელა ძალა გაქვთ, ეკა! საიდან გაქვთ ასეთი სიმტკიცე?

 ეკა: ყოველთვის ვცდილობდი, ოპტიმისტური და მეგობრული განწყობის შენარჩუნებას. ჩემი ხასიათი დამეხმარა, საკუთარი თავის რწმენა არ დამეკარგა და ჩემი გარეგნობის გამო, არ მქონოდა კომპლექსი. ბევრი „უპრობლემო“ ადამიანი მინახავს, ვინც ჩემზე უარესად გრძნობდა თავს. მივხვდი, რომ ყველაფერს მართავს გონება! არ მაქვს უფლება, ჩემი მდგომარეობის გამო, ადამიანები ჩემს ჭკუაზე ვატარო. მე ხომ სამყაროს ცენტრი არ ვარ? ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს და ყველამ უნდა იცხოვროს ისე, როგორც თვითონ უნდა და შეუძლია.

„არ უნდა გეგონოს, რომ სამყარო შენს გარშემო ტრიალებს. მე არავისზე არ ვარ არაფრით უკეთესი"

 - როდის გააცნობიერეთ, რომ არ გავხართ სხვებს?

 ეკა: ალბათ, 14 წლის ასაკში. სკოლაში ყველა უცებ გაიზარდა სიმაღლეში, მე კი პატარა დავრჩი. მაგრამ, გამიმართლა, ყოველთვის მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ ჩემს გვერდით. არასდროს არავინ დამცინოდა და ჩემს ფიზიკურ ნაკლს ყურადღებას არ აქცევდნენ. მეც ძალიან მიყვარს ადამიანები. ყოველთვის სიხარულით მეხმარებოდნენ სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც.

„გაუსაძლის ტკივილს მანიჭებს ყოველი მოძრაობა. მაგრამ, საყვარელ ადამიანებს ჩემს ტანჯვას ვერ დავანახებ“

 - რას გრძნობთ, როდესაც ფიქრობთ, რომ ოპერაციას შეუძლია გიხსნათ ამ ტკივილისგან?

 ეკა: გვირაბის ბოლოს სინათლეს ჰგავს. ოპერაციაზე დიდ იმედებს ვამყარებ და ეს ძალას მმატებს, რომ განვაგრძო ბრძოლა. ვიცი, მხოლოდ ფიზიკური ტკივილისგან კი არა, სულიერი ტანჯვისგან უნდა მიხსნას. ეს გაუსაძლისი ტკივილი რომ არა, ასეთი რთული ოპერაციის გაკეთებას ვერც გავბედავდი, მაგრამ არჩევანის უფლება აღარ მაქვს. არ მინდა, ტკივილმა მომკლას. არც ჯდომა, არც დგომა  შემიძლია... ყველაფერი მაშინაც კი მტკივა, როდესაც ვწევარ.

 „თქვენს დახმარებას ველი! ჩემი მომავალი თქვენს ხელთაა!“

- რა ღირს ეს ოპერაცია?

 ეკა: ალბათ, ეს უბრალოდ ოპერაცია კი არა, სიცოცხლის დაბრუნებაა. მაქცევს ადამიანად, ვისაც აღარ აწუხებს ტკივილი! ჯამში 45 000 დოლარია გადასახდელი. ჩემი ოჯახი კი, ამხელა თანხას ცხოვრების ბოლომდე ვერ შეაგროვებს. მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, მერიას, თანხის ნაწილი როგორღაც შევაგროვეთ. დარჩენილია გადამწყვეტი - 11 000 ლარი. იმედი ამომეწურა და ამიტომ მოგმართეთ თქვენ. თქვენს ფონდს თითქმის მთელი საქართველო ჰყავს მეგობრებში და მე მჯერა, რომ შეძლებენ ჩემს დახმარებას!

ახლა, როდესაც ეკას ოცნებები და ტკივილი გავიგეთ, წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ ოპერაცია არ გაკეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკა არის ანგელოზის გულისა და მტკიცე ხასიათის პატრონი, შეიძლება სულაც დაკარგოს სრულფასოვანი ცხოვრების შანსი. ტკივილები გაუარესდება და გადაადგილების უნარიც შეეზღუდება. მისი ოცნება კი, დაეხმაროს სხვა ადამიანებს, შეიძლება აუხდენელი დარჩეს. უბრალოდ ვეღარ დადგება ფეხზე და სამუდამო ტანჯვისთვის იქნება განწირული. 

 ნათელია, რომ თურქეთში გაკეთებულმა ოპერაციამ, შეიძლება ნორმალური ცხოვრება აჩუქოს ეკას. მან ბევრი გააკეთა საკუთარი მიზნების მისაღწევად და ახლა, ჩვენი დახმარება სჭირდება. რას მოიმოქმედებდით, მის ადგილას რომ იყოთ? ალბათ, მიმართავდით თხოვნით ყველა თქვენს მეგობარს, ახლობელს და უცხო ადამიანებსაც კი, ოპერაციისთვის საჭირო თანხა რომ შეგროვებულიყო. სწორედ ასეთი ისტორიები, არის მაგალითი იმისა, რომ ერთობლივი ძალებით შეგვიძლია, ვაჩუქოთ იმედი და ახალი ცხოვრება. ჯანდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფომ ეს ძვირადღირებული ოპერაცია ნაწილობრივ დააფინანსეს, შესაგროვებელი დარჩა დაახლოებით 11 000 ლარი. ეს თანხა რომ არ შეგროვდეს, ეკა უნდა დაემშვიდობოს თავის ოცნებებს. მოდით, დავეხმაროთ მას ამ მძიმე ჯვრის ზიდვაში და უკეთესი მომავლის იმედი ვაჩუქოთ.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბათუმი, ხელვაჩაური, ხალვაშის მე-9 შესახვევი №20.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ეკა შავაძე)

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!



მსგავსი პროექტები: