პროექტის მხარდამჭერთა სია თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ...

page info icon
2023 სექტემბერი 21
page info icon
5613
ეკას ცხოვრება მუდმივი ტკივილი, ტანჯვა და სულიერი განსაცდელია. „ტკივილი დღითი დღე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება... თითქოსб ათასობით ლურსმანს მაჭედებენ ჩაქუჩით ზურგში. ტკივილის გამო ვერ ვსუნთქავ. ჩემი ხერხემალი იმდენად გამრუდებულია, რომ დეფორმირებული მაქვს ყველა შინაგანი ორგანო. მიკვირს კიდევაც, როგორ ფუნქციონირებენ დღემდე. სიცოცხლე ნაადრევად რომ არ დავასრულო, სასწრაფო ოპერაცია მჭირდება. ჩემთვის ეს ხელახლა დაბადება იქნება. მაგრამ, ჩვენი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ამხელა თანხას ცხოვრების ბოლომდე ვერ შევაგროვებთ. ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. ვიცი, თქვენი დახმარებით უფალი გამომიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც შეძლებს ჩემს გადარჩენას. ეკა სქოლიოზის უმძიმესი ფორმით იტანჯება, მთლიანად დეფორმირებულია მისი სხეული. ადრე დაავადება უბრალოდ დისკომფორტს უქმნიდა, ახლა კი, გოგონას ნელი სიკვდილით კლავს. ამ დაავადებამ არავინ დაინდო და ეკაც არ არის გამონაკლისი. კლავს არა სქოლიოზი, არამედ მისგან გამოწვეული გართულებები. ამჟამად, ეკას უჭირს სუნთქვა, შემდეგ ჭამასაც ვეღარ შეძლებს... მერე რა იქნება?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,186 ₾
( 1,021 დონორი )
დასრულებულია
გათიკაშვილი გია
3 თვის წინ
3 ₾
გადაბაძე ლაშა
3 თვის წინ
10 ₾
გაბრიჭიძე გიორგი
3 თვის წინ
3 ₾
ბრაგვაძე ლადო
3 თვის წინ
1 ₾
ბოშიშვილი ნუკრი
3 თვის წინ
50 ₾
ბოლქვაძე დარინა
3 თვის წინ
2 ₾

მსგავსი პროექტები: