პროექტის რეპორტი თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ...

page info icon
2023 სექტემბერი 21
page info icon
5613
ეკას ცხოვრება მუდმივი ტკივილი, ტანჯვა და სულიერი განსაცდელია. „ტკივილი დღითი დღე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება... თითქოსб ათასობით ლურსმანს მაჭედებენ ჩაქუჩით ზურგში. ტკივილის გამო ვერ ვსუნთქავ. ჩემი ხერხემალი იმდენად გამრუდებულია, რომ დეფორმირებული მაქვს ყველა შინაგანი ორგანო. მიკვირს კიდევაც, როგორ ფუნქციონირებენ დღემდე. სიცოცხლე ნაადრევად რომ არ დავასრულო, სასწრაფო ოპერაცია მჭირდება. ჩემთვის ეს ხელახლა დაბადება იქნება. მაგრამ, ჩვენი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ამხელა თანხას ცხოვრების ბოლომდე ვერ შევაგროვებთ. ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. ვიცი, თქვენი დახმარებით უფალი გამომიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც შეძლებს ჩემს გადარჩენას. ეკა სქოლიოზის უმძიმესი ფორმით იტანჯება, მთლიანად დეფორმირებულია მისი სხეული. ადრე დაავადება უბრალოდ დისკომფორტს უქმნიდა, ახლა კი, გოგონას ნელი სიკვდილით კლავს. ამ დაავადებამ არავინ დაინდო და ეკაც არ არის გამონაკლისი. კლავს არა სქოლიოზი, არამედ მისგან გამოწვეული გართულებები. ამჟამად, ეკას უჭირს სუნთქვა, შემდეგ ჭამასაც ვეღარ შეძლებს... მერე რა იქნება?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,186 ₾
( 1,021 დონორი )
დასრულებულია

თქვენი დამსახურებაა ჩემი ახალი ცხოვრება, ბედნიერება და გამარჯვება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მხრებში გავიმართე და ამისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ რაც მთავარია, თქვენ სიკვდილს გადამარჩინეთ!

 „ხერხემალზე ოპერაცია რომ არ გამეკეთებინა, ალბათ, 5 წელიწადში ცოცხალიც არ ვიქნებოდი,“ - ამბობს ეკა შავაძე.

 „ჩემი სქოლიოზი 120 გრადუსიდან, 30-მდე არის შემცირებული! არა მხოლოდ გამართული მხრებისთვის, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის გიხდით მადლობას! თავისუფლად ვსუნთქავ, აღარაფერი აწვება ფილტვებს. სარკეშიც ვხედავ, როგორ შეიცვალა ჩემი სხეულის ფორმა. უფრო თავდაჯერებული გავხდი, მომავალზეც უფრო თამამად ვფიქრობ. ეს ნამდვილი სასწაულია! ჩემი ტანსაცმელი უკვე პატარა მაქვს, შესაცვლელია გარდერობი. მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო ეს სასწაული რომ მოახდინეთ ჩემს ცხოვრებაში!“

ოპერაციამდე ეკას ზურგი ასე გამოიყურებოდა

ამჟამად, გარეგნულად თითქმის შეუმჩნეველია სქოლიოზი

- ეკა, ისევ გაწუხებთ ტკივილები, რომელსაც იწვევდა ხერხემლის ასეთი მძიმე დეფორმაცია?

ეკა: ახლა, მხოლოდ ოპერაციის შემდგომი მცირედი ტკივილი მაქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ისიც გაქრება. მხოლოდ ვიტამინებს ვსვამ, გამაყუჩებლები არ მჭირდება. ფაქტობრივად, ხელახლა ააწყეს ჩემი ხერხემალი, ჩაატარეს მისი მთლიანი რეკონსტრუქცია. ჩემი ხერხემალი ტალღოვანი ზოლივით იყო, ახლა კი, გასწორდა პლატინის კონსტრუქციის ხარჯზე. ამჟამად ორგანიზმი ეჩვევა უცხო სხეულებს, ხერხემალი კი „სწორად დგომას“ (იღიმის).

ადრე, ჩემი ხერხემალი ტალღოვანი ზოლივით მრუდე იყო...

 „ხერხემალი ხელახლა ააწყეს, პლატინის კონსტრუქციის ხარჯზე გასწორდა. შეხედეთ, როგორ მოიმატა სიგრძეში ტორსმა!“

ბედნიერი ვარ, რომ მრავალი წლის ოცნება ამიხდა! ძალიან მინდოდა ოპერაციის ჩატარება, თან მეშინოდა. წლების განმავლობაში ვეძებდი ექიმს, რომელიც ამხელა პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარ თავზე. თანხის მოძიებაზეც უნდა მეფიქრა. საქართველოში, სადაც არ უნდა მივსულიყავი, არავინ კიდებდა ხელს, მაშინებდნენ, რომ ხეიბრად ვიქცევი: „ახლა, დადიხარ მაინც. მერე, სიარულიც რომ ვეღარ შეძლო?“

საბედნიეროდ, თურქეთში, ქალაქ მერსინში დამთანხმდნენ ასეთი ოპერაციის ჩატარებაზე. მაგრამ, საჭირო იყო წარმოუდგენელი თანხა: 35 ათასი დოლარი დააფინანსა სახელმწიფომ, კიდევ 5 ათასი დოლარი კი ჩვენი გადასახდელი იყო. მთელი საქართველო პატივს სცემს თქვენს ფონდს! ბედნიერი დასასრულით იმდენი ისტორია ვნახე, რომ მეც დიდი იმედი მომეცა! ჩემთვის ჩერნოვეცკის ფონდი და მისი მკითხველი ბედნიერებასთან, გამარჯვებასთან სიხარულთან და ახალ ცხოვრებასთან ასოცირდება. თქვენი დახმარებით, ოცნება ამისრულდა!

თურქეთის კლინიკა

- ეკა, იცით, რამხელა სტიმულია ეს სიხარული ფონდის მკითხველებისთვის და თანამშრომლებისთვის?! მზად ვართ, მთები გადავდგათ და დავეხმაროთ კიდევ უამრავ ადამიანს, ბედნიერი ცხოვრებისკენ გადადგან ნაბიჯი! მინდა გკითხოთ, პირველად რა გაიფიქრეთ, როდესაც გაიღვიძეთ ნარკოზის შემდეგ? შიში თუ გქონდათ: ვაი, თუ რაღაც ისე არ წავიდა?

ეკა: ჩემთვის თავიდანვე არავის დაუმალავს, დამბლისა და სისხლდენის საშიშროება რომ იყო... მაინც გავრისკე. ურთულესი ოპერაციაა, ძალიან შრომატევადი, მთელი 9 საათი გრძელდებოდა... საქმე ხომ ცენტრალურ ნერვულ სისტემას ეხება და უდიდესი სიფრთხილით ეკიდებიან...

ვაიმე, როგორ მეშინოდა! როგორც კი გამოვედი ნარკოზიდან, მაშინვე მოვსინჯე სხეულის, ხელის, ფეხის მგრძნობელობა თუ მქონდა... უფლის წყალობით, მეორე დღესვე დავდექი ფეხზე და დავმშვიდდი კიდეც. სამი თვის განმავლობაში კორსეტით უნდა მევლო, მაგრამ ექიმი ორ თვეზე დავითანხმე.

- ჩვენთვის, ქალებისთვის, მართლაც მნიშვნელოვანია, როგორ გამოვიყურებით, არა?

ეკა: ამ მიზეზითაც. უბრალოდ, ეს კორსეტი თავიდან კარგად მქონდა, სანამ სხეული ოპერაციის შემდეგ შეშუპებული იყო, მერე კი ძალიან გადიდდა.

საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ და ვხედავ, რომ მართლაც შეცვლილია ჩემი სხეულის ფორმები. ტორსი გაიმართა! გვერდიდანაც და ზურგიდანაც კუზი აღარ ჩანს (ფოტოზე ვხედავ). თითქმის შეუმჩნეველია.

მარცხენა მხრიდანაც აღარ ჩანს სქოლიოზი

ჩემი ზედები და ქურთუკები პატარა მაქვს! დამოკლდა და ბავშვის ტანსაცმელივით არის. ყველაფერი გავაჩუქე. ახალი ვიყიდეთ.

როგორც დამპირდნენ, ჩემი სხეული გაიზრდება და სიმაღლეც მომემატება, ოპერაციის შემდგომი აღდგენის პერიოდი რომ დასრულდება.

- ეკა, განწყობა როგორი გაქვთ, როგორ გრძნობთ თავს?

ეკა: ნამდვილად ამიმაღლდა თვითშეფასება. უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, გამბედაობა ყოველთვის მაკლდა. ძალიან სასიამოვნო და უჩვეულო გრძნობაა ჩემთვის. მართლაც კარგია, რა დაგიმალოთ...

უდიდესი სითბოთი ვფიქრობ იმ ადამიანებზე, ვინც დამეხმარა. მათ საკუთარი სიცოცხლე მიწილადეს. ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დრო არის. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. რომ ვფიქრობ, ეს ფასდაუდებელი საჩუქარი რამდენმა ადამიანმა გამიკეთა, საკუთარი დრო და სახსრები გამიზიარა, ყელში ბურთი მეჩხირება! აღდგენის პერიოდში თქვენი მორალური თანადგომაც ძალიან დამეხმარა.

ჩემო ძვირფასო ადამიანებო, უდიდეს მადლობას გიხდით! სიკეთე ყოველთვის ბრუნდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი დახმარებაც ვინმეს დასჭირდება და ჯანმრთელი როდესაც ვიქნები, შევძლებ, სხვასაც დავუდგე გვერდში.

- კიდევ რა პრობლემები დაგრჩათ, ეკა და რა სახის დახმარება გჭირდებათ?

ეკა: უფლის წყალობით და თქვენი დამსახურებით, ჩემს ცხოვრებაში მთავარი პრობლემა მოგვარებულია. დარჩა საკითხი, რომლის გადასაჭრელად კიდევ ერთი ოპერაცია მჭირდება. ხერხემლის ოპერაციის შემდეგ მარცხენა ფეხი 4 სანტიმეტრით მოკლეა მარჯვენაზე. ამხელა ცვლილებების მერე, ეს მოსალოდნელიც იყო. ახლა, სპეციალური ფეხსაცმელი მაცვია და სიარულის დროს სხვაობა თითქმის შეუმჩნეველია. მაგრამ, ხერხემალი რომ არ დაზიანდეს, უნდა გათანაბრდეს ფეხების სიგრძე. დიდი იმედით მოგმართავთ და კვლავ გთხოვთ დახმარებას და თანადგომას.

ლამაზი, ათასნაირი შესაძლებლობით აღსავსე ცხოვრება ტკივილისა და შიშის გარეშე, ეკას თქვენ აჩუქეთ. სწორედ თქვენ დაეხმარეთ დაბრკოლების გადალახვაში, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები უქმნიდა. ახლა, ეკა თარჯიმნად აქტიურად მუშაობას, პირადი ცხოვრება აწყობას შეძლებს. ამ ყველაფერზე რომ ფიქრობს, ეკა სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებს.

იმისთვის, რომ მკურნალობით მიღწეული შედეგი იყოს სრულფასოვანი, კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება. საოცარი გოგონა აჭარიდან გულითად მადლობას გიხდით, ლოცულობს და კვლავ მოგმართავთ დიდი იმედით.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ეკა შავაძე)

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!



მსგავსი პროექტები: