გურამ, ჩვენ შენს გვერდით ვართ!
მეგობრებო, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ეს ბიჭი ისევ სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს.
წარმოგიდგენიათ? ბიზნესმენმა, დავით ხუროძემ, გურამის ელექტრო ეტლი აჩუქა. ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ გურამის ამბავს...
სკოლის დამთავრების შემდეგ გურამი ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას გეგმავდა! უნდოდა განთქმული ფეხბურთელი გამხდარიყო და ესახელებინა მისი სამშობლო. სამწუხაროდ მის ოცნებებს ახდენა არ ეწერა... 2018 წლის აგვისტოს ცხელი დღე მისთვის საბედისწეო აღმოჩნდა. გურამიმ არაჩვეულებრივად ცურავდა, მაღალი კლდიდანაც ბევრჯერ გადამხტარა მდინარეში, მაგრამ ამჯერად, უბედურმა შემთხვევამ სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება. ზურგით მორზე დაეცა და გაუსაძლისი ტკივილისგან გაითიშა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, ხერხემლის მოტეხილობა და ზურგის ტვინის სერიოზული დაზიანება.
ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ამ მშვენიერი ყმაწვილის ამბავი რომ გიამბეთ, ბევრ თქვენთაგანს მასთან დამეგობრების სურვილი გაუჩნდებოდა. აი, შედეგიც! შეხედეთ, ეს ბიჭი ხელახლა დაიბადა! მას დაუბრუნდა მომავლის იმედი, რადგანაც უცხო ქვეყნებიდანაც კი, ახალი მეგობრები დახმარებას შეპირდნენ.
ოჯახში ხელცარიელი არც ჩვენ მივსულვართ. გურამისა და მისი დედის ოცნება ავასრულეთ. ბიჭს კომპიუტერი მივუტანეთ, დედას კი სარეცხი მანქანა. ასევე შეგროვილი თანხით ვუყიდეთ ჰიგიენური საშუალბები და მედიკამენტები.
გურამიმ და მისმა დედამ, რუსიკომ, დიდი მადლობა შემოგითვალეს.
რუსიკო: აუცილებლად გამოაქვეყნეთ ყველაფერი, რასაც გეტყვით. დიდი მადლობა გადაეცით ყველას, ჩემი და ჩემი შვილის სახელით! თქვენ გვაჩუქეთ ახალი ცხოვრება! სიცოცხლე გაგვიხანგძლივეთ! მოგვეცით ადამიანური ცხოვრების საშუალება!
- ბედნიერი ხართ? ყველა ოცნება აგიხდათ?
რუსიკო: გურამი ძალიან ბედნიერია, შესაბამისად მეც ბედნიერი ვარ. მას ყველა საჭირო მედიკამენტი აქვს. კარგ ხასითზეა, მშვიდად სძინავს, ტკივილები აღარ აწუხებს... კომპიუტერზე რომ არაფერი ვთქვათ! თვითონ გეტყვით გურამი.
გურამი: ძალიან შემრცხვა, როცა ჩემი ამბავი გამოაქვეყნეთ, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანებს მედიკამენტები მოჰქონდათ ჩვენთვის. უცნობი გოგო, გვანცა ძებნიაური, დაგვიკავშირდა ამერიკიდან, მითხრა, რომ ქართველი ემიგრანტებიც დამიჭერდნენ მხარს. ჰიგიენური საშუალებებიც კი გამომიგზავნეს, ამერიკიდან საქართველოში!
- ახალი მეგობრებიც შეგიძენია. გინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო?
გურამი: ძალიან დიდი მადლობა გვანცას, ასევე განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით ხუროძეს, ბიზნესმენია. არც კი ვიცნობ. იცით, ელექტრო ეტლი მაჩუქა! მისი დამსახურებით, სკოლაში დავბრუნდი, ჩემს მეგობრებს ძალიან გაუხარდათ, ეტლიანად ამიტაცეს ხელში და კლასში ამიყვანეს. სწავლა გავაგრძელე და ღმერთის წყალობით გამოცდებსაც ჩავაბარებ, ატესტატს ავიღებ.
- რას ეტყოდით თქვენს თანამემამულეებს?
გურამი: ძალიან მიყვარხართ ყველანი! თქვენი გაცნობა ძალიან მინდა. ახლა უკვე მაქვს კომპიუტერი და ფეისბუქი, https://www.facebook.com/gu.ro.1650 გამიხარდება, თუ მომწერთ.
- რუსიკო, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები თუ გეხმარებიან?
რუსიკო: ჩვენი სოფლის წარმომადგენელი გვეხმარება, რითაც შეუძლია. დიდი მადლობა ქალბატონ ირინა ბოჯგუას! ნეტავ მეტი იყოს ასეთი ადამიანი ჩვენს მთავრობაში.
გურამის ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას, ჩვენი მხრიდან კი გპირდებით, რომ ჩვენი ფონდი შემდგომშიც დაგეხმარებათ!
მეგობრებო, მთელი ჩვენი ფონდის სახელით გულითად მადლობას გიხდით ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის. თქვენ სიკეთის დანახვას ასწავლით ჩვენს საზოგადოებას. თქვენ სწორედ მაშინ ჩუქნით რწმენას ადამიანებს, როცა საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ, და როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობს სხვისი შვილები და სხვისი დედები.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ ამ ოჯახს! თქვენი სიკეთე - შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: გურამ ფოტიდი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/462-fotidi/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია nova technology, tbcpay и expresspay ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2019 დეკ 4 | მედიკამენტები შინმოვლის პროგრამისთვის | 490 | transferred |
2019 დეკ 4 | მედიკამენტები | 141.44 | transferred |
2020 თებ 4 | კომპიუტერი | 840 | transferred |
2020 მარ 9 | სარეცხი მანქანა | 555 | transferred |
2020 მარ 9 | პამპერსები | 226 | transferred |
2020 მაი 25 | მედიკამენტები | 349.95 | transferred |
სულ ხარჯი: 2,602.39 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2020 აპრ 8 | სოსელია დავით | 10 | Transfer to account |
2020 აპრ 3 | შპს ენენჯი 2008 | 50 | Transfer to account |
2020 თებ 25 | აბუსერიძე ქეთევან | 50 | Transfer to account |
2020 თებ 24 | ხუციშვილი გიორგი | 3 | Transfer to account |
2020 თებ 24 | ხელაშვილი შალვა | 5 | Transfer to account |
2020 თებ 23 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2020 თებ 21 | გიორგი | 5 | Transfer to account |
2020 თებ 18 | ჭიჭინაძე ნუცა | 2 | Transfer to account |
2020 თებ 7 | ტერმინალი | 4.71 | Transfer to account |
2020 თებ 5 | სალომე ბუხაიძე | 5 | Transfer to account |
2020 იან 27 | GE86TB7247445061100060 | 4.51 | Transfer to account |
2019 დეკ 12 | კევლიშვილი თამარ | 1 | Transfer to account |
2019 ნოე 29 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 ნოე 22 | ანონიმი | 1 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 ოქტ 27 | მარინე მამულია | 10 | Transfer to account |
2019 აგვ 15 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 აგვ 12 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 აგვ 8 | ანონიმი | 3 | PayGe (VISA, MasterCard) |
2019 აგვ 6 | ნათია კვანტალიანი | 3 | Transfer to account |
2019 აგვ 5 | ვეფხვაძე ნონა | 5 | Transfer to account |
2019 ივლ 29 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
2019 ივლ 29 | სუხიტაშვილი სოფიო | 20 | Transfer to account |
2019 ივლ 29 | ნათია ცერცვაძე | 50 | Transfer to account |
2019 ივლ 29 | გიორგობიანი თეა | 86.7 | Transfer to account |
2019 ივლ 29 | სოფიო მიხანაშვილი | 10 | Transfer to account |
2019 ივლ 28 | მერაბი ჭეიშვილი | 10 | Transfer to account |
2019 ივლ 28 | თამარ ქსოვრელი | 2 | Transfer to account |
2019 ივლ 28 | გიორგი ცაგარეიშვილი | 10 | Transfer to account |
2019 ივლ 27 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2019 ივლ 27 | ნინო გოგოჩიშვილი | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,602.04 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|