მიჩვეულები ვართ შიმშილს, მაგრამ მშიერი ბავშვების თვალების ცქერა გაუსაძლისი გახდა... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მიჩვეულები ვართ შიმშილს, მაგრამ მშიერი ბავშვების თვალების ცქერა გაუსაძლისი გახდა...

page info icon
2020 მაისი 22
page info icon
3925
სამი არაჩვეულებრივი გოგონას დედა, თინათინ გაჩეჩილაძე, რომელსაც სხეულის ორ ნაწილში აქვს სიმსივნე, ითმენდა ჯოჯოხეთურ ტკივილებს და ბაზარში დაჰყვებოდა თავის მეუღლეს, ერნესტს. წვრილმანებს ჰყიდიდა, როგორღაც ცხოვრობდენენ...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,564 ₾
( 121 დონორი )
დასრულებულია
        სამი არაჩვეულებრივი გოგონას დედა, თინათინ გაჩეჩილაძე, რომელსაც სხეულის ორ ნაწილში აქვს სიმსივნე, ითმენდა ჯოჯოხეთურ ტკივილებს და ბაზარში  დაჰყვებოდა თავის მეუღლეს, ერნესტს. წვრილმანებს ჰყიდიდა, როგორღაც ცხოვრობდენენ...
სულ ცოტა ხნის წინ,  ამ კეთილ კაცს, გულის შეტევა დაემართა, თავად თინათინს კი, ოპერაციის გადატანა მოუხდა, მაგრამ კიბო მაინც კიბოდ რჩება და შიგნიდან ჭამს საბრალო ქალს.
ღმერთო მიშველე, ღმერთო - მოსთვამს საწყალი ქალი! არ ვართ ზარმაცები, ვმუშაობდით მთელი ცხოვრება, რათა ამ გაჭირვებისგან როგორღაც დაგვეღწია თავი, მაგრამ საუბედუროდ...
ახლა ეს წყეული კარანტინიც დაემატა! იქამდე რომც მივაღწიოთ, ბაზარი დაკეტილია. ულუკმაპუროდ ვართ დარჩენილი. მალე კი, ბინის ქირის გადახდა, ან „ქუჩაში“ დარჩენა  მოგვიწევს!
ლამისაა სამათხოვროდ გავიდეთ, მაგრამ ბავშვებს რა მაგალითს მივცემთ?
        - თინათინ, რით ხართ დაავადებული? 
თინათინი: ორი სიმსივნური წარმონაქმნი მაქვს: ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჯდომაც და სიარულიც. ცოტა ხნის წინ, ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ დიდად იმედი არ მაქვს...
არ გეგონოთ ჩემთვის რამეს ვითხოვდე! მხოლოდ ბავშვებისთვის! პატარა ანჟელიკას ვაჭმევდი, ოპერაციის შემდეგ კი რძე გამიშრა. ხელოვნური კვება უნდა ვუყიდოთ, მაგრამ როგორ? ამდენად რთულ სიტუაციაში ჩვენი ოჯახი პირველად აღმოჩნდა! გამოუვალი მდგომარეობაა...
ამიტომაც გავხდი იძულებული, დახმარება თქვენთვის მეთხოვა. იქნებ ფონდის მეგობრებმა შეძლონ ჩვენი დახმარება, პამპერსითა და პროდუქტით... გეფიცებით, მე და ერნესტს არაფერი გვჭირდება, მხოლოდ ბავშვებს! ჩვენ შიმშილს მიჩვეულები ვართ, მაგრამ მშიერ ბავშვებს თვალებში როგორ ვუყუროთ?
თინათინი: ეს სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის მარადიული ისტორიაა... ჩემი მეუღლე, უზომოდ გულკეთილია. ბინა ჩადო, რათა მეგობრისთვის თანხა მიეცა, რომელიც იმას სამკურნალოდ სჭირდებოდა. მერე კი გაირკვა, რომ სულაც არ იყო ავად. საზღვარგარეთ გაიქცა... ბანკმა ოროთახიანი ბინა აუქციონზე გაყიდა, ჩვენ კი უსახლკაროდ დავრჩით!  მტყუან-მართალი ღმერთმა განსაჯოს!
 - ეხლა რა პირობები გაქვთ? 
თინათინი: პირობები... ორი დივანი გვაქვს, ერთზე სალომეს და ბარბარეს სძინავთ, მეორეზე კი მე, ჩემს მეუღლესა და ანჟელიკას. ჩვენი არაფერი არ გაგვაჩნია - არც მაგიდა და არც სკამი... მთელი ჩვენი ქონება ერთ პატარა ჩანთაში მარტივად ჩაეტევა...
- ნუთუ არ გყავთ ნათესავები, ვისაც შეუძლია, რომ დაგეხმაროთ?
თინათინი: ბინა, რომელიც ბანკმა გაგვიყიდა, ჩემი მეუღლის ოჯახის საკუთრება იყო, მას კი მხოლოდ 83 წლის დედა ჰყავს - ისიც ნათესავმა შეიფარა, სოფელში. ასე რომ, წასასვლელი არსად გვაქვს.
- მოგვიყევით, ნუთუ ცხოვრებაში ბედნიერი არასოდეს ყოფილხართ?
თინათინი: როგორ არა... მიყვარს ჩემი მეუღლე, და რა შვილები გვყავს?! ოღონდაც არ წაგვართვან. ჩვენი სიცოცხლე აზრს დაკარგავს!
- უფალმა სამი შვილი გაჩუქათ. შეგიძლიათ დაწვრილებით გვიამბოთ თითოეულ მათგანზე?
თინათინი: უფროსს სალომე ჰქვია, 17 წლისაა. 9 კლასი დაამთავრა და გადაწყვიტა სწავლისთვის თავი დაენებებინა და სტილისტის ხელობა ესწავლა. მაგრამ სტილისტის კურსის საფასური ვერ გადავიხადეთ, და მაგის მიტოვებაც მოუხდა. ხატვა უყვარს, სწავლობდა კიდეც რამოდენიმე ხანი... არაჩვეულებრივი შვილია, ძალიან მეხმარება პატარა ანჟელიკას მოვლაში.
შუათანას ბარბარე ჰქვია, 7 წლისაა და პირველ კლასში სწავლობს. ვერაფრით მიეჩვია იმას, რომ ბინის შეცვლა საკმაოდ ხშირად გვიწევს. სახლი და საკუთარი ოთახის ქონა, მისი სანუკვარი ოცნება გახდა.
უმცროსი კი, ანჟელიკა, წლინახევრის გახლავთ. მასთან ყველაზე რთულია, როდესაც მშიერი ბავშვი ისტერიკაში ვარდება, ვერაფრით აუხსნი, რომ დედა და მამა საჭმელს ვერ ყიდულობენ... დღემდე ჩემი მკერდისკენ იწევს, მე კი ვერ ვაჭმევ! ღმერთო, შენ უშველე ჩემს პატარას!
- რა გაძლევთ ძალას, რომ გაუძლოთ ამისთანა ტანჯვას?
თინათინი: უფლის რწმენა! ამქვეყნად მხოლოდ ეს მაკავებს, და კიდევ ჩემი გოგონები. უფალს მხოლოდ იმას ვთხოვ, არ მიგვატოვოს  მე და ჩემი შვილები, და სამივე ჯანმრთელად მიმყოფოს.
- რა არის თქვენი სანუკვარი ოცნება?
თინათინი: ვოცნებობ, სულ პატარა მიწის ნაკვეთი მაინც რომ მქონდეს, იქ ერთი ქოხი რომ ჩავდგა და ჩემი შვილები საცხოვრებლად მივიყვანო. ჩვენი, საკუთარი რომ იყოს, ოთხი კედელი და თავზე ჭერი. 
- თინათინ, ახლა ბავშვებს გავესაუბრები, თუ შეიძლება. შენით დავიწყოთ, სალომე, გვიამბე საკუთარ თავზე.
სალომე(17 წლის): გამარჯობა! დებში ყველაზე უფროსი მე ვარ და ხანდახან მეჩვენება, რომ ჩემი შვილები არიან. როდესაც დედა სახლში არ არის, ხშირად მიწევს ბარბარეს(7 წლის) და ანჟელიკას მოვლა. მაგრამ ორივე დამჯერი გოგონები არიან, ბარბარე განსაკუთრებით. ის ხომ უკვე დიდია. ანჟელიკას ჯერჯერობით მაიმუნობას არავინ უშლის, ძალიან პატარაა. 
ძირითადად სახლში ვარ ჩემს დებთან ერთად. დიდად არ მაქვს სეირნობის სურვილი. თანაც ახლა, რომც მოგინდეს, სასეირნოდ ვერ წახვალ...
- დედამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასის შემდეგ სწავლას თავი დაანებე, არ ნანობ?
სალომე(17 წლის): მიყვარდა სკოლაში სიარული, მაგრამ ძალიან მინდოდა ჩემს ოჯახს დავხმარებოდი და გადავწყვიტე, სტილისტი გავმხდარიყავი. კურსებზეც კი დავიწყე სიარული, მინდოდა თმასთან მუშაობა მესწავლა, მაგრამ არ გამოვიდა... რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ მშობლებმა სწავლის საფასური  ვეღარ გადაიხადეს - ფული კი, პირველ რიგში, ჩვენი საჭმლისთვის სჭირდებათ.
- როგორ ფიქრობ, თმასთან მუშაობა შენი მოწოდებაა თუ სხვა რაიმე საქმიანობაც გიზიდავს?
სალომე(17 წლის): ძალიან მიყვარს ხატვა. ხშირად ვიხსენებ, ბავშვობაში დედას ხატვაზე რომ დავყავდი - უზომოდ მიყვარდა. მერე, ამასაც დავანებეთ თავი, ისევ ფინანსური მდგომარეობის გამო. სტილისტის სამუშაოც საინტერესოა, შეიძლება სხვადასხვა ვარცხნილობები მოიფიქრო, საღებავები ერთმანეთში გადაურიო და საინტერესო ფერები მიიღო. თუ, რა თქმა უნდა, კლიენტი მოგცემს ექსპერიმენტების კეთების უფლებას.(იღიმის)
- სალომე, გვითხარი, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი? 
სალომე(17 წლის): ალბათ, საბოლოოდ მაინც დავეუფლები სტილისტის პროფესიას. თუ რამენაირად გამოვნახავ თანხას სწავლისთვის, იმედია ეს მოხერხდება. ჩემი მშობლების დახმარებას შევძლებ,  და ჩემი დებისთვის საჩუქრების ყიდვას...
- რაზე ოცნებობ?
სალომე(17 წლის): მინდა, რომ დედა გამოჯანმრთელდეს, მამამ რომ აღარ იდარდოს, ჩვენი სახლი რომ გვქონდეს, საიდანაც ვერავინ და ვერასოდეს გაგვაგდებს.
- სალომე, უკვე დიდი გოგო ხარ და ალბათ უკვე დაფიქრებულხარ მომავალ ოჯახზე, მეუღლესა და შვილებზე...
სალომე(17 წლის): (მორცხვად) ისე... ხანდახან... რა თქმა უნდა მინდა მოსიყვარულე მეუღლე მყავდეს, რომელიც იზრუნებს ჩემზეც და შვილებზეც. 
- ვინმე თუ მოგწონებია უკვე?
სალომე(17 წლის): არა, ჯერჯერობით არავინ. 
- შენი და, ბარბარე(7 წლის) ისეთი პრანჭიაა, ალბათ უკვე თაყვანისმცემელიც ჰყავს. ასეა ბარბარე?
ბარბარე(7 წლის): სკოლაში მომწონდა ერთი ბიჭი, მაგრამ არ ვიცი მას მოვწონდი თუ არა...
- და რატომ მოგეწონა ასე ძალიან?
ბარბარე(7 წლის): ძალიან კარგად სწავლობდა და მასწავლებელს ყოვლთვის კარგად პასუხობდა. ახლა კი, სულ სახლში ვარ და დიდი ხანია არ მინახავს არც ის და არც სხვა თანაკლასელები. ისინიც არ დადიან სკოლაში. დედა ამბობს, რომ არავი არ დადის, ვირუსის გამო. უნდა დაველოდოთ, როდის ჩაივლის.
- სკოლა მოგენატრა? 
ბარბარე(7 წლის): კი, მომენატრა... სკოლაში სიარული საინტერესოა და ძალიან მიყვარს...
- სახლში მეცადინეობ? გაქვს კომპიუტერი, მასწავლებელს ინტერნეტით რომ მოუსმინო?
ბარბარე(7 წლის): არა, ვერ ვმეცადინეობ. კომპიუტერი არა, სკოლის ბუქი გვაქვს,  მაგრამ მაინც ვერ ვსწავლობ. კავშირი არ გვაქვს, დედამ თქვა, რო ძვირი ღირს მაგის ჩართვა...
- ინტერნეტს გულისხმობ? 
ბარბარე(7 წლის): დიახ.
- სახლში რით ერთობი ხოლმე?
ბარბარე(7 წლის): ძალიან მიყვარს მუსიკა და ცეკვა, ცეკვაზე სიარული ჩემი ოცნებაა. დედა ამბობს, რომ როდესმე აუცილებლად ამიხდება და მე მისი მჯერა.
კიდევ, მე და სალომე(17 წლის) ანჟელიკას ვეთამაშებით ხშირად. ადრე სალომე  მეცადინეობაში მეხმარებოდა, მაგრამ მას ხანდახან არ ვუჯერებ იმიტომ, რომ ის არ არის დედაჩემი, უბრალოდ ჩემზე უფროსია. ვიცი, ისიც ძალიან კარგი დედიკო იქნება, ისეთივე, როგორც ჩვენი.
- სალომე, ან დედიკო ძილის წინ ზღაპრებს გიკითხავენ?
ბარბარე(7 წლის): ადრე დედიკო მიკითხავდა და გვყვებოდა, ახლა კი აღარ შეუძლია, ცუდად არის... ვეღარც გვეთამაშება, სულ წევს...
- ძილის წინ რაზე ოცნებობ?
ბარბარე(7 წლის): ვოცნებობ, რომ დედიკო გამოჯანმრთელდეს და აღარ იტიროს! და მამიკო კარგ ხასიათზე რომ იყოს. ალბათ არ უნდა, რომ ჩვენც მოვიწყინოთ და გაღიმებას ცდილობს ხოლმე, მაგრამ მე ხომ ვხედავ, როგორ დარდობს...
კიდევ ვოცნებობ საკუთარი ოთახი მქონდეს, და საკუთარი საწოლი. დივანზე ვიწროდ ვართ მე და სალომე. მთელ კედლებს მოვხატავდი ჩემს ოთახში. ცისარტყელას, ღრუბლებსა და ცხენს დავხატავ, ისე მოვაწყობ, როგორც მე მომინდება.
სალომე მეუბნება, რომ ძალიან ბევრი რამ მინდა! (იცინის) დედა კი ამბობს, რომ თუ ვილოცებ, უფალი ყველაფერს მომცემს... მე ყოველ საღამოს ვლოცულობ... დეიდა, როგორ ფიქრობ - იმედით შემომხედა თვალებში - ღმერთი ჩემს ლოცვას გაიგებს?
- და რა გინდა, რომ გაჩუქონ? 
ბარბარე(7 წლის): ლამაზი კაბები და ქურთუკი. მინდა ყველაზე ლამაზი ვიყო, მართალია დედიკო და სალომე მეუბნებიან, რომ ისედაც ლამაზი გოგო ვარ, მაგრამ ლამაზი ტანსაცმლის გარეშე, ლამაზი სულაც არა ვარ! როდესაც ლამაზ კაბას ჩავიცმევ, ჩემს ბარბის თოჯინას დავემსგავსები! მეც ხომ მოფერებით ბარბის მეძახიან!
ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ყველა შენი ოცნება ახდება!
- დავუბრუნდეთ ჩვენს საუბარს, თინათინ. მითხარით, კონკრეტულად რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?
თინათინი: წლინახევრის ანჟელიკასთვის ხელოვნური კვებით, პროდუქტითა და ბავშვების ტანსაცმლით. უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან გვჭირდება ჰიგიენური საშუალებები - სარეცხი ფხვნილი, საპონი, სხვა რამეზე აღარც ვოცნებობ, ჩემთვის დიდი ხანია ფუფუნების საგანი გახდა. როგორღაც მაგის გარეშეც ვცხოვრობთ, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან რთულია. ერთია, როდესაც თავს შამპუნით ვერ დაიბან, მაგრამ სულ სხვაა, როცა არ გაქვს, ხელის დასაბანი, ჭურჭლისა და სარეცხის დასარეცხი საშუალება.
ნებისმიერი შეძლებისდაგვარი დახმარება, ჩვენთვის ზეციური მანანა იქნება... იმედია ჩვენს ამბავსაც, ფონდის მეგობრები გულთან ახლოს მიიტანენ ისევე, როგორც სხვების, ვისაც აქამდე მოუმართავს თქვენთვის. უფალმა დალოცოს ყველანი!
-------------
        მეგობრებო, როგორც ხედავთ, თინათინ გაჩეჩილაძის ოჯახი დიდ გასაჭირშია. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი, ტანსცმელი, საწოლები, თეთრეული და საოჯახო ტექნიკა! გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ თინათინს,  ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
    მათი მისამართია: თბილისი, ვარკეთილის მესამე მასივი, კორპუსი 8, ბინა 4 ტელეფონის ნომერი: 568 63 88 04
      მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  თინათინ გაჩეჩილაძისა და მისი შვილების დასახმარებლად!
      როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.
         აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
          უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!
        მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თინათინ გაჩეჩილაძე)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
            ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: