18 წლის ბექა ჩაჩანიძე მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, უჭირს სუნთქვა და ყლაპვა, ხშირად ემართება ასთმური შეტევა და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები უმსუბუქებენ საშინელ ტკივილებს.
ბექას მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათი შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს, რაც არ იძლევა ავადმყოფის მოვლის ნორმალურ საშუალებას.
ეს ოჯახი ცხოვრობს დაუმთავრებელი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, სადაც აუტანელი საცხოვრებელი პირობებია. ჩაჩანიძეების თვიური შემოსავალი საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალია. ისინი ხშირად შიმშილობენ, ვერ ყიდულობენ ავადმყოფისთვის აუცილებელ მედიკამენტებს, პრაქტიკულად არ გააჩნიათ თბილი ტანსაცმელი და ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები.
ეს ოჯახი ბევრს არ ითხოვს! ისინი ღმერთს ევედრებიან, რომ მათ ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ორთოპედიული საწოლის და მატრასის, ტკივილგამაყუჩებელი და სამკურნალო პრეპარატების შეძენაში. ეს ყველაფერი საგრძნობლად შეუმსუბუქებს ბექას მძიმე მდგომარეობას და მისცემს ძალას, რომ განაგრძოს ბრძოლა სიცოცხლისთვის!
ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ იას, ბექას დედას:
-ქალბატონო, ვინმე თუ გეხმარებათ?
-აბა ვინ უნდა დაგვეხმაროს? ირგვლივ ხომ ყველას უჭირს?! ხალხს არ აქვს საშუალება, რომ თუნდაც მცირედი გაიღოს ჩემი შვილისთვის.
-სახელმწიფო ან საქველმოქმედო ფონდებისთვის თუ მიგიმართავთ?
-ვისაც არ მივმართეთ დახმარების თხოვნით, ყველამ უარით გამოგვისტუმრა. „თქვენო მუშაობა შეგიძლიათ და დახმარება არ გეკუთვნითო“ – ასე მითხრეს. ღმერთო ჩემო, როგორ გავაგებინო ამ ხალხს, რომ ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მამამისის მიერ სეზონურ სამუშაოზე გამომუშავებული მცირე თანხა მას ვერ უშველის. ჩვენ კეთილი ადამიანების დახმარება გვჭირდება და ამას შევთხოვთ უფალს!
– და რას აპირებთ?
-ვლოცულობ, რომ ღმერთმა შეუმსუბუქოს ჩემს ბიჭს მძიმე ხვედრი. მზად ვარ შევწირო მას ჩემი სიცოცხლე!
მეგობრებო, ბექას და მის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მოდით, ეს საქმე არ გადავდოთ ხვალისთვის და ახლავე გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი! ბექას მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში; მას ძველების ისეთი აუტანელი ტკივილები აქვს, რომ გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.
თანხის გადარიცხვა ბექას მხარდასაჭერად შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბექა ჩაჩანიძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებითი უფლებები და მოვალეობები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).