რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ახლობელი ადამიანებიდან, მათ მხოლოდ დედა დარჩათ, შიმშილი, სიცივე და გაჭირვება კი, მათი მუდმივი თანამგზავრები გახდნენ…
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ნონა სიბოშვილი ჯერ მხოლოდ 38 წლისაა, მაგრამ უკვე, 5 შვილთან ერთად
მარტო დარჩენილი, უნუგეშო ქვრივი გახლავთ!
უფლის გზანი ამოუცნობია! და შესაძლოა, ამ სტატიის მეშვეობით,
ამ მშვენიერმა ბავშვებმა, ახალი დედები და მამები ჰპოვონ. ჩვენი ინვესტორიც,
ლეონიდ ჩერნოვეცკიც ხომ ბავშვობიდან ობოლია. კეთილმა ადამიანებმა, ის მანამ არ
მიატოვეს, სანამ ფეხზე არ დადგა მყარად: აჭმევდნენ, აძინებდნენ, ზღაპრებს უყვებოდნენ მას.
დედა ხომ სულ სამსახურში იყო, ომის შემდეგ, ბავშვები შიმშილით იხოცებოდნენ. ახლა
არ არის ომი, მაგრამ ისინი, უარეს დღეში არიან!.. ახლა ის, ყოველდღე ლოცულობს
მათთვის:
https://www.youtube.com/watch?v=nEbNw52uG6Y
ერთი წლის წინ, საზარელმა ავარიამ, მისი მეუღლისა და ხუთი შვილის მამის, იმედას სიცოცხლე იმსხვერპლა.
სიკვდილმა მისი ოთხი ვაჟის 14 წლის გიორგის, 12 წლის თემურის, 3 წლის ლევანის, 9
თვის მათესა და ასეთი სანატრელი ქალიშვილის, 9 თვის მარიამის მომავალს, ხაზი
გადაუსვა. ხუთი ბავშვი დაობლდა წამში, შემდეგ კი – შიმშილი, სიცივე,
გაჭირვება…
14 წლის გიორგი, უკვე ოჯახის უფროსია! მან, როგორც
ნამდვილმა ქართველმა მამაკაცმა, საკუთარ თავზე, მისი ბავშვური მხრებისთვის უზომოდ
მძიმე ტვირთი აიღო – ძმებსა და ერთადერთ
დას მამა შეუცვალა და მტკიცე საყრდენი
გახდა დედისთვის.
სიბოშვილების ოჯახს,
სოფელ კარდენახში, თბილისიდან 108 კილომეტრში, ნახევრად დანგრეულ სახლში შევხვდით.
ნონა: ჩემი ცხოვრების ბოლო
ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ უფლის წყალობის იმედით ვცოცხლობ. შიმშილისგან და დაღლილობისგან, ხშირად
გონებას ვკარგავ. ხანდახან 2-3 დღე არ ვჭამ არაფერს, ბავშვებს რომ ჰქონდეთ
საჭმელი… მაგრამ ესეც არაა საკმარისი, ბავშვები მაინც მშივრები იძინებენ და
იღვიძებენ… – თვალცრემლიანმა დაიწყო ნონამ, თავისი ამბის მოყოლა.
– ყოველთვის
ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდით, მაგრამ მეუღლის დაღუპვის შემდეგ, ფაქტობრივად
ვშიმშილობთ. ხანდახან ვფიქრობ, რატომ ვარ ცოცხალი? ნეტავ მეც, იმედასთან ერთად იმ
ავარიაში მოვმკვდარიყავი და ყოველგვარ ტანჯვას ერთბაშად მოეღებოდა ბოლო… მერე კი,
პატარებს ვუყურებ, და ვხვდები, რომ მამის ზუსტი ასლები არიან. იმედა მიყურებს მათი
თვალებით. მე მათ ვჭირდები!
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ
უნდა დავსვა ეს კითხვა, რა დაემართა თქვენს მეუღლეს?
ნონა: ვაიმე, ვაიმე… აუტანელია
ამის გახსენებაც კი!.. დილით იმედა სამსახურში წავიდა, ნახევარ საათში კი
დამირეკეს და მითხრეს, რომ საშინელ ავარიაში მოჰყვა. ადგილზე დაიღუპა, ისე რომ
გონს არ მოსულა, და არც გაუგია, რა დაემართა… საშინელებაა…
მამის სიკვდილი, ბავშვებმა ძალიან
მძიმედ გადაიტანეს. განსაკუთრებით უფროსებმა… 14 წლის გიორგი, მომენტალურად იქცა ზრდასრულ ადამიანად. პასუხისმგებლობის
დიდი გრძნობა აქვს ძმებისა და პატარა დისადმი. მისთვის მამა, ყოველთვის და ყველაფერში
სამაგალითო იყო. გიორგის ისიც კი უნდოდა, რომ სწავლისთვის თავი დაენებებინა და
მუშაობა დაეწყო, რათა მე დამხმარებოდა… მაგრამ მე, ყველანაირად ვცდილობ ავუხსნა, რომ უნდა ისწავლოს, მამამისს ასე უნდოდა.
– როგორ გაგრძელდა თქვენი
ცხოვრება, მეუღლის დაღუპვის შემდეგ?
ნონა: როცაიმედა ცოცხალი იყო, ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებდა. შეუსვენებლად
მუშაობდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ძალიან ხელმომჭირნედ ვცხოვრობდით – თბილისში ბინა
გვქონდა ნაქირავები. სოფელში ხომ საერთოდ ვერ ნახავ სამსახურს.
მეუღლის
გარდაცვალების შემდეგ ქირა ვეღარ გადავიხადე და ქუჩაში ავღმოჩნდი ბავშვებთან
ერთად. საკვირაო წირვაზე, ეკლესიის მრევლი, მარტოხელა, ქალბატონი გავიცანი, მას შევეცოდეთ
და თავის პატარა ბინაში შეგვიფარა, თბილისის გარეუბანში. ამითაც ძალიან ბედნიერები
ვიყავით. მალევე გავაცნობიერე, რომ თბილისში ცხოვრებას ვერ გავწვდებოდი და
კარდენახში, ჩემი მშობლების სახლში გადავწყვიტე დაბრუნება.
აქ, 7
წლის განმავლობაში არავის უცხოვრია, სახლში მხოლოდ ორი პატარა ოთახია, შიშველი
კედლები, ჭერიდან წყალი ჩამოდის, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებიდან ღამით უბერავს…
არ არის არც წყალი, და არც პირობები. პატარებს ტაშტში ვაბანავებ, მაგრამ დიდებს რა
მოვუხერხო?
ავეჯსა
და ტექნიკაზე ხომ საუბარიც ზედმეტია! არ მაქვს ბავშვის საწოლები. ჩემთვის, ამაზე
საუბარი ძალიან მტკივნეულია… ტყუპებს ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ამის
გამო კი, ხერხემალიც გაუმრუდდათ…
– ბავშვებს, ჯანმრთელობის
რა პრობლემა აქვთ?
ნონა: ტყუპებს, მათესა და
მარიამს(9 თვის) აქვთ თანდაყოლილი ჰიპერტონია. ავადმყოფობას აქედანვე თუ
მივხედავთ, მომავალში პრობლემა არ ექნებათ. თბილისში როცა ვცხოვრობდით, დამყავდა
ექიმთან. მაგრამ ეს, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული… მათ განსაკუთრებული
მოვლა, მრავალჯერადი კვება, ძვირად ღირებული წამლები სჭირდებათ. და არავითარი
სტრესი. ამ უკანასკნელი პირობის შესრულება კი, ყველაზე რთულია იმიტომ, რომ
პატარები გრძნობენ ჩემს ტკივილს, ხშირად, შიმშილისგან ჩაბჟირებამდე ტირიან.
3 წლის ლევანის აუტიზმი აქვს. შეფერხებული
აქვს აღქმა და ამის გამო, ბაღში არ მიიღეს. თბილისში, ექიმებმა მირჩიეს სპეციალურ
ცენტრში მიმეყვანა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, სადაც ლევანის
ამეცადინებდნენ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მაგრამ ახლა აქ ვართ,
დედაქალაქისგან ძალიან შორს, და რაიმე ცენტრებზე საუბარი, აქ ზედმეტია.
–
ამჟამად, რა სახსრებით არსებობს თქვენი ოჯახი?
ნონა: სოციალურ დახმარებას
ვიღებთ, 300 ლარის ოდენობით და ასევე, კეთილი ხალხიც გვეხმარება, მოხალისეები.
სოციალური სასადილოდან მომაქვს საჭმელი. დღეში ერთხელ, იქ სადილებს არიგებენ.
ჩვილებს, რა თქმა უნდა, მაგას ვერ ვაჭმევ, მაგრამ უფროსებმა მაინც შეჭამონ რამე.
– ნათესავებიდან თუ
გეხმარებათ ვინმე?
ნონა: ჩემი მეუღლე, ბავშვთა
თავშესაფარშია გაზრდილი, ჩვენ ვიყავით მისი ერთადერთი ოჯახი. მშობლები ადრე და
ტრაგიკულად დავკარგე. მაღარო ჩამოენგრათ თავზე… მე კი ბებიამ გამზარდა. ძალიან ადრეულ
ასაკში გავაცნობიერე, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს. ნეტავ
იცოდეთ, სახელმწიფოს რამდენჯერ ვემუდარებოდი თვალცრემლიანი, რომ დამხმარებოდა.
ბავშვებიც კი მიმიყვანია, განცხადებებს ვწერდი… უბრალოდ რიგში ჩამწერეს ბინის მიღებაზე…
მაგრამ ეგ ბედნიერი დღე, როდესმე დადგება, თუ არა, არავინ იცის…
– ასეთ კოშმარულ
პირობებში, ბავშვები როგორ ახერხებენ სწავლას?
ნონა: კომპიუტერი და პლანშეტი,
ჩვენი ოჯახისთვის მიუწვდომელი გადჯეტებია. როდესაც ინტერნეტი სჭირდებათ, ბავშვები
მეზობელთან მიდიან, სწავლას რომ არ ჩამორჩნენ. ჩემს ბიჭებს სწავლა ძალიან უნდათ!
– ალბათ, ბავშვები ამგვარ
მდგომარეობაში ყოფნას ძალიან განიცდიან?
ნონა: გიორგი(14 წლის) და თემური(12
წლის) ყველაზე კარგად აცნობიერებენ, რამდენად საშინელია ჩვენი მდგომარეობა.
ნაადრევად ჩამოყალიბდნენ, ოჯახზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს… ტყუპები
ჯერ ვერ ხვდებიან, რა ელით, 3 წლის ლევანიკო კი მხოლოდ სათამაშოებზე ოცნებობს.
დღემდე იხსენებს, მეზობელი გოგოს დაბადების დღეზე, რკინიგზით როგორ თამაშობდა.
ოცნებობს, რომ კიდევ ერთხელ მაინც დაიკავოს ის ხელში.
–
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შვილების მომავალი?
ნონა: დიდი იმედი მაქვს, რომ
დაძლევენ ყველა ავადმყოფობას, ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ პროფესიას, საყვარელი
საქმე ექნებათ და ოცნებებს ხორცს შეასხავენ. მჯერა, რომ უფალი მათ არ მიატოვებს.
იმედა კი იქიდან გვმფარველობს. თქვენ,
სწორედ ამიტომ მოხვედით ჩვენთან. მან გამოგგზავნათ, თქვენ – ჩვენი ანგელოზები ხართ.
– გვიამბეთ თქვენი ოჯახის
შექმნის ისტორია, თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?
ნონა: იმედა თბილისში
გავიცანი, 2005 წელს – როგორც იქნა, გაიღიმა ნონამ… – მე სოფლიდან ჩამოვედი,
გამოცდების ჩასაბარებლად, ის კი მშენებლობაზე მუშაობდა და ობიექტიდან სახლში
ბრუნდებოდა. თავსხმა წვიმა იყო, მე კი ქოლგა არ მქონდა და ვცდილობდი ჩემოდანი
საერთო საცხოვრებლამდე რომ მიმეთრია რამენაირად. იმედამ მოირბინა ჩემთან და
დამეხმარა… ერთ თვეში კი, მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ… 14 წელი
ვიცხოვრეთ ბედნიერად და საქართველოს ხუთი შვილი ვაჩუქეთ, რომლებიც თავიანთ მამას,
არასდროს შეარცხვენენ…
–
ახლა თქვენი შვილები გაგვაცანით, თუ შეიძლება! გიო(14 წლის), შენ ხარ ყველაზე
უფროსი და გვიამბე, თქვენი ოჯახის ცხოვრების შესახებ.
გიორგი(14 წლის): რთულადაა ყველაფერი… მაგრამ ყველაზე მეტად,
დედიკოს გამო ვნერვიულობ… სულ მშიერია! უარს ამბობს საჭმელზე, გვეუბნება, რომ უკვე
წაიხემსა, მაგრამ მე ხომ ვიცი – ეშინია, ჩვენ რომ არ დაგვაკლდეს… მაგრამ მალე,
ყველაფერი შეიცვლება, ზაფხულის არდადეგებზე, რამე დროებით სამუშაოს ვიპოვი და
დედიკო აღარ იშიმშილებს! რა თქმა უნდა, მეტის გამომუშავებასაც შევძლებდი,
კომპიუტერი რომ გვქონდეს – ინტერნეტით სხვადასხვა დავალებებს შევასრულებდი. ჯერ მინდოდა, რომ ამ ზაფხულს, ნოუთბუქის
ფული შემეგროვებინა, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნება, 9 თვის მათესთვის
და მარიამისთვის საწოლებს თუ ვიყიდი.
–
გიყვარს სწავლა?
გიორგი(14 წლის): კი, მიყვარს, მაგრამ ახლა
სამსახური უფრო მნიშვნელოვანია. ახლა, მე ვარ ოჯახის უფროსი და უნდა ვიზრუნო
დანარჩენებზე.
– ბევრი მეგობარი გყავს?
გიორგი(14 წლის): თანაკლასელებთან კარგი
ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი უმცროსი ძმა არის! არ
მინდა, როდესმე რამე რომ გაუჭირდეს. დედიკოს ყოველთვის ვთხოვ, რომ მე კი არა, მას
უყიდოს რამე ახალი ტანსაცმელი! სკოლაშიც, ჩემს საჭმელს მას ვუთმობ ხოლმე…
ბავშვობიდან მასზე ზრუნვას ვარ მიჩვეული. მიყვარს, როცა გახარებულია.
– როდესმე თუ გრძნობ თავს
ბედნიერად? გვიამბე, როგორი იყო შენს ცხოვრებაში საუკეთესო დღე?
გიორგი(14 წლის): როდესაც დედა არ ტირის,
ყოველთვის ბედნიერი ვარ. დედიკო ერთი გვყავს ქვეყანაზე და უნდა გავუფრთხილდეთ!
ვცდილობ, სახლის საქმეშიც რომ დავეხმარო: ჭურჭელს ვრეცხავ, პატარებს ვუვლი.
ხანდახან ტყუპებთან ჩახუტებულს ეძინება, მე კი პლედს ვაფარებ, რომ არ შესცივდეთ…
ყველაზე
კარგი დღე იყო, როცა მამიკოს სიკვდილის შემდეგ, პირველ ახალ წელს, დედამ თემურის
და ლევანის სათამაშოები აჩუქა! ისინი იღიმოდნენ, დედიკო კი გრძნობდა, რომ სასწაული
მოახდინა! ის ბედნიერებისგან ანათებდა! ეგ დღე, ცხოვრებაში არასდროს
დამავიწყდება… ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დედა ისევ ასეთი ვნახო…
– დარწმუნებული ვარ, რომ
გამოგივა! ახლა თემურის(12 წლის) გავესაუბრები. გამარჯობა თემურ. მინდა, ცოტა რომ
გაგესაუბრო, მზად ხარ?
თემური(12 წლის): ნამდვილი ქართველი
ყოველთვის მზადაა!
– მითხარი, მოგწონს
სკოლაში სიარული?
თემური(12 წლის): კი, მიყვარს სწავლა!
მეგობარი მყავს, ლაშა, ერთ მერხთან ვსხედვართ. გამიმართლა, რომ ახლოს ცხოვრობს.
ხანდახან მაგასთან სახლში ვმეცადინეობთ, მას ინტერნეტიც აქვს და კომპიუტერიც. მერე
კი გიოსთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობთ მინდორში. სამივე, განუშორებელი მეგობრები
ვართ, როგორც სამი მუშკეტერი.
მაგრამ
მე და გიოს, თავისუფალი დრო, ძალიან ცოტა გვაქვს… მე ხომ დედას ვეხმარები, პატარების
მოვლაში… მე და გიო ლევანიკოს პლასტელინისგან გემების ძერწვას ვასწავლით და ძალიან
კარგად გამოსდის! ძერწავს და მერე თამაშობს, ვითომ კაპიტანია! იცით რა სასაცილოა!
– გვაჩვენებ თქვენს
გემებს?
თემური(12 წლის): სამწუხაროდ აღარ გვაქვს
პლასტელინი… მაგრამ როცა გვექნება, ლევანი აუცილებლად გამოძერწავს თქვენთვის და
გაჩუქებთ!
– ზღვაზე წასვლა გინდა?
თემური(12 წლის): რა თქმა უნდა! ცურვა ჯერ
არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყვინთვა კარგად გამომივა!
– თემურ, ვინ გინდა
გამოხვიდე, რომ გაიზრდები?
თემური(12 წლის): მასწავლებელი! მომწონს
პატარებთან ურთიერთობა, მომწონს რაღაც ახალს რომ ვასწავლი, როცა ვაჩვენებ, რომ
ქვეყანაზე, ამდენი საინტერესო რამ არის! და კიდევ მინდა, რომ დიდი ოჯახი მყავდეს!
– შეიძლება, ლევანის რომ
დაველაპარაკო? იმდენი გვიამბე მის შესახებ, რომ მისი პირადად გაცნობაც, ძალიან მინდა!
თემური(12 წლის): ავადმყოფობის გამო, მას
ეშინია და არ შეუძლია ჩემსა და გიოს გარდა, არავისთან ლაპარაკი…
– ნონა, უცხო ადამიანების
სიკეთის გჯერათ?
ნონა: რა თქმა უნდა, მჯერა! თანაც
როგორ მჯერა! ეს ხომ საქართველოა! ჩვენი ხალხი ყველაზე კეთილია! საქართველოა ჩვენი
იმედი! და მთელი გულით გვწამს, რომ სიკეთე არსებობს!
– გვითხარით, კონკრეტულად,
რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ, ოჯახში, პირველ რიგში რა გჭირდებათ?
ნონა: ძალიან მერიდება თხოვნა,
მაგრამ ღმერთია მოწამე, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მაქვს… ბავშვებს სჭირდებათ პროდუქტი,
ლევანის და ტყუპებს წამლები, ჰიგიენის ნებისმიერი საშუალებები, საწოლები
ბავშვებისთვის, ცოტა მაინც, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი… გამათბობლის შეძენაში თუ
დაგვეხმარებით – ძალიან მადლობელი დაგრჩებით! იქნებ ბიჭებსაც როგორმე დაეხმაროთ
სწავლაში, ნოუთბუქით, ეს მათ ხელს
შეუწყობს, ცხოვრებაში საკუთარი გზა გაიკვლიონ…
ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ჩვენ მართლა,
ნებისმიერი სახის დახმარება გვჭირდება… თქვენ ხომ თავადაც ხედავთ, რა პირობებში
გვიწევს ცხოვრება…
– გსურთ, რომ გაიცნოთ
ფონდის მეგობრები?
ნონა: რა თქმა უნდა! ძალიან
გამიხარდება, მეც და ბავშვებსაც! სულმოუთქმელად ველოდებით სტუმრად ყველას, ჩვენს მშვენიერ მხარეში, გურჯაანში!
—
მეგობრებო, სიბოშვილების მრავალშვილიანი ოჯახიდიდ გასაჭირშია. ძალიანსჭირდებათპროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი!
გამოვიჩინოთგულისხმიერებადამივცეთბავშვებს შესაძლებლობა, სურვილები რომ
აუსრულდეთ. შეგიძლიათთავადეწვიოთამოჯახსდაგაუწიოთდახმარება. მერწმუნეთ,ბავშვებსძალიანგაახარებთ! დაურეკეთნონას,ჰკითხეთ ოჯახს რასჭირდება, მხარში ამოუდექითდა გაამხნევეთ კეთილი
სიტყვებით! გვერდს ნუ აუვლით სხვის გაჭირვებას!
დაუკავშირდით ნონას ნომერზე: 598 71 78 24
მათიმისამართია: გურჯაანის რაიონი, სოფელი კარდენახი, ნონა
სიბოშვილი.
აუცილებლადგააზიარეთესინფორმაცია, რათათქვენმამეგობრებმაცშეიტყონამოჯახისუბედურებისშესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალიგვაძლევსშესაძლებლობასვიზრუნოთიმადამიანებზე, ვისაცამის ძალა თავად არ შესწევთ. თითოეულიგაჭირვებული
ადამიანიუფლისგანაანაბოძები, რათაშევძლოთღმერთსჩვენირწმენა,არამხოლოდსიტყვიერად, არამედკეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევერთითხოვნაგვაქვს, თუკიშეიტყობთ, რომ თქვენსნაცნობსანმეზობლსდახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთგულისხმიერებადამოგვწერეთ ამის შესახებელექტრონულმისამართზე: office-fsp@fsp.ge
თანხაშეგიძლიათჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სიბოშვილი ნონა)
ვებ-გვერდიდან:
სწრაფიჩარიცხვისტერმინალებიდან: OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდისდამატებითივალდებულებებსადაუფლებებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზე:https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენუკვედავეხმარეთუამრავგაჭირვებულს!
სიბოშვილების
ოჯახსაც გავუმართოთხელი. ბედისწერისგანდაზღვეულიარავინაა!
ერთიზარიგადაარჩენსსიცოცხლეს – 0901 200 270
სულ ხარჯები:
დარჩა: