ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მგონი, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!

calendar ნოემბერი 6, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

იცით, რა არის ჯოჯოხეთი? ეს არის, როდესაც გტკივა და არ გაქვს წამლების ფული; როდესაც გშია, მაგრამ არ გაქვს საჭმელი; როდესაც გწყურია, მაგრამ წყლის მომწოდებელი არავინ გყავს! აი, ეს არის ჯოჯოხეთი! და იმის გაცნობიერება, რომ ეს არასდროს შეიცვლება… ხათუნა გვენეტაძე ვეღარასდროს გახდება უკეთესად! ის უკანასკნელი ძალებით ცდილობს გადარჩენას.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

33 წლის ასაკში, მან ინსულტი გადაიტანა. ახლა ის 47 წლისაა.  არ ახსოვს, უკანასკნელად როდის იყიდა წამალი და როდის წავიდა რეაბილიტაციაზე. „ხუთი თუ ექვსი წლის წინ, – ამბობს ის. – თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? უკეთესად მაინც ვეღარ გავხდები…“

მას მარჯვენა ხელი საერთოდ არ უმუშავებს, ფეხს კი დიდი გაჭირვებით ადგამს. ექიმები ეჩხუბებიან, რომ ასე, ის თავს დაიღუპავს, რომ მისთვის წამლების გარეშე ყოფნა არაფრით შეიძლება; მაგრამ რა ფულით უნდა შეიძინოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები – ამ კითხვაზე პასუხი მათ არ აქვთ. ხათუნაც უკვე მიეჩვია… მიეჩვია, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვეღარასდროს გახდება; არადა, როგორ უნდა!..

ზოგჯერ, მთელი დღეები ისე გადის, საწოლში წევს, რომ არ გაიყინოს. გამომლაპარაკებელიც არავინ ჰყავს. მას ტელევიზორიც კი არ აქვს, ეს ჯოჯოხეთური სიჩუმე რომ ჩაახშოს. იმისთვის, რომ თავი ცოცხლად იგრძნოს, საკუთარ თავთან ხმამაღლა საუბარს იწყებს: „მიდი, ხათუნა, კიდევ ერთი დღე უნდა ვიცოცხლოთ… ყველაფერი კარგად იქნება, ცხვირს ნუ ჩამოუშვებ, შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!“

ხათუნა:33 წლის ასაკში ინსულტი გადავიტანე. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, ჯან-ღონით სავსე… მაგრამ ყველაფერი თვალის დახამხამებაში დაიმსხვრა! ყველა გეგმა, ყველა ოცნება…

ყოველთვის ასეთი უმწეო და მარტოხელა არ ვყოფილვარ. ბედნიერი ბავშვობა შეუფერხებლად გადაიქცა ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებად. იყო სიხალისეც, ბედნიერებაც, სითბოც და სილამაზეც… ერთადერთი, რაც ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრებას აუფერულებდა, უშვილობა იყო. ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე პრობლემები დაიწყო – ერთმანეთის უნდობლობა, ეჭვიანობა, აყალმაყალი… დავიშალეთ.

მაშინ, ვინმე გონიერს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ მალე ავად გავხდებოდი და მარტო დავრჩებოდი, რომ აი, ასეთ სოროში მომიწევდა ცხოვრება, იქნებ, სხვაგვარად მოვქცეულიყავი? იქნებ, უფრო მეტი მომეთმინა, მეტი მეპატიებინა, არ მენერვიულა წვრილმანებზე… ცხოვრებაში ხომ მთავარი ჯანმრთელობა და სიყვარულია?! ერთადერთი, რაზეც უნდა ვიდარდოთ არის ის, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ და საყვარელი ხალხი გვერდით გვყავდეს.

ხათუნა, ახლა რა სახსრებით ცხოვრობთ?

ხათუნა:პენსია – 250 ლარი და სოციალური დახმარება – 60 ლარი. ეს არის ჩემი შემოსავალი! 150 ლარს ბინაში ვიხდი, 80 ლარს კი ბანკი მართმევს, რადგან ერთი წლის წინ წამლებისთვის სესხი ავიღე. თვეში 80 ლარი მრჩება. ეს ყველაფერზე უნდა მეყოს! ცოტას ჭამა ვისწავლე. შემიძლია, დღეში ორი ნაჭერი პური და ჩაი ვიმყოფინო. ზაფხულში, როდესაც კომუნალური გადასახადების გადახდა არ მიწევს, როგორღაც მყოფნის. მეზობლებიც მიმასპინძლდებიან ხოლმე, პომიდვრით ან ვაშლით. ზამთარში კი… ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კვირები ვერ ვდგები საწოლიდან, ცივა! ოთახს კი ვერ ვათბობ! მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, არ თბება.

აი, რატომ ვერ ვყიდულობ წამლებს!.. რა წამლები? პური – აი, ჩემი წამალი! ხუთი წელია, არაფერი მიყიდია, ტკივილგამაყუჩებლის ყიდვის უფლებასაც კი ვერ ვაძლევ თავს.

– ხათუნა, იქნებ გაიხსენოთ, როგორ დაგემართათ ინსულტი? რას შეეძლო მისი გამოწვევა?

ხათუნა: პატარა სურსათის მაღაზია მქონდა. საჭმლის ფულსაც ვშოულობდი და ჩემს მშობლებსაც ვეხმარებოდი. ყველაფერი ნერვების გამო მოხდა. ქმარი წავიდა, ჩემს უმცროს დას სიმსივნე აღმოუჩინეს, მეგობრის გამო ვინერვიულე და მოულოდნელად, 2006 წელს, პირდაპირ ჩემს მაღაზიაში დავეცი. ამის შემდეგ, გონზე მოსვლა ძალიან გამიჭირდა. ორი წელი გაუნძრევლად ვიწექი. დედა მივლიდა. ჩემი გადაბრუნება ძალიან უჭირდა, მე კი წამოდგომაც არ შემეძლო. მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა! მაშინ 33 წლის ვიყავი, სრულიად ახალგაზრდა! ღვთისმშობლის ხატს გულში ვიხუტებდი და ვევედრებოდი, რომ ჩემთვის დამოუკიდებლად გადაადგილების ძალა მაინც მოეცა. ჩათვალეთ, სასწაულია, მაგრამ თანდათან მომჯობინება დავიწყე. ჯერ ფეხზე წამოდგომა, მერე კი ოთახში, ნელ-ნელა, ყავარჯნებით გადაადგილება შევძელი. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, ნურასოდეს დაკარგავთ უფლის იმედს და გჯეროდეთ სასწაულების!

– ხათუნა, თქვენს მაცივარში შეხედვა შეიძლება? თვეში 80 ლარად რით იკვებებით?

ხათუნა:მაცივარი… გამაცინეთ. ეს კარადაა. ფრთხილად, თავი არ დაიზიანოთ! აი, პომიდვრის საწებელი მაქვს, მაიონეზი, რძე – რომელიც ამჟავებულია… ალბათ, არ მოვიწამლები… ტყემალი მაქვს, მარგარინი –  ყველაფერი, რისი წასმაც პურზე შეიძლება. მარტო ვარ, ბევრი არ მჭირდება. ვინმე საჭმელს თუ მომიტანს, თავს ისე უხერხულად ვგრძნობ… მე მათ ვთხოვ, რომ შემდეგ ჯერზე, თუკი ჩემი დახმარება მოუნდებათ, სჯობს, მშიერ ბავშვებს დაეხმარონ! საკუთარი შვილები არ მყავს, მე კი ისინი ძალიან მიყვარს! როდესაც ვიღაცის შესახებ ვიგებ, რომ შიმშილობს, სიკვდილი მინდა. იცით, მე უკვე მიჩვეული ვარ მხოლოდ პურის ჭამას, მაგრამ ბავშვები?

– ისიც კი ვიცი, რაზეც ოცნებობთ. ალბათ, მაცივარზე და ტელევიზორზე.

ხათუნა: დიახ! მაცივარი ძალიან მჭირდება. უბრალოდ, საკვები მიფუჭდება და ამიტომაც არის, რომ უკვე მრავალი თვეა, მხოლოდ მაიონეზს და კეტჩუპს ვყიდულობ. ტელევიზორი კი  უკვე ფუფუნებაა, მაგაზე ფულის დახარჯვა საჭირო არ არის.

როდესაც საკუთარ ფიქრებთან მარტო რჩებით, ცუდზე გეფიქრებათ?

ხათუნა:არა, არა… თუკი თავში სიკვდილზე ფიქრები მომდის, მე მათ ლოცვებით ვიგერიებ, ან ჩემს სტუდენტურ წლებს, ბავშვობას ვიხსენებ. მაშინ ისე კარგად ვიყავი… დედა, მამა, სამი და! მათ შორის, ყველაზე უფროსი მე ვიყავი. ოჰ, რა კარგად ვთამაშობდით! სკოლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩავაბარე. იმ დროისთვის ძალიან მოდურ სპეციალობას ვეუფლებოდი – ეგმ. იცით, ეს რა არის?  ელექტო-გამომთვლელი მანქანა. საინტერესო იყო, მაგრამ შემდეგ, პროფესია მკვეთრად შევიცვალე და მედდა გავხდი! მივხვდი, რომ ხალხთან ურთიერთობა უფრო კარგად გამომდიოდა, ვიდრე მანქანა-მექანიზმებთან!

ხათუნა, კედელზე ბევრი რბილი სათამაშო გაქვთ. რატომ?

ხათუნა:ისინი ჩემი მეგობრები არიან. ისინი მილამაზებენ მარტოობას. შეიძლება, ვინმეს სულელურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ მე მათ ვესაუბრები. ღმერთმა ნურავის განაცდევინოს მარტოობა და უმწეობა! მერწმუნეთ, ამაზე უარესი მხოლოდ სიკვდილია. ან იქნებ, პირიქით? ვინ იცის?..

***

ძვირფასო მეგობრებო! იმის თქმა, რომ ხათუნას უჭირს – არაფრის თქმის ტოლფასია! მისი ხალისიანი ხმისა და ოპტიმიზმის მიღმა ისეთი ტკივილი იმალება, რომლის სიტყვებით გადმოცემაც უბრალოდ შეუძლებელია. იქნებ თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე – როგორ გადარჩეს 47 წლის ქალი თვეში 80 ლარით? როგორ გაუმკლავდეს მარტოობას, შიმშილს და ავადმყოფობას?

იცით, მას ძალიან ესიამოვნება, თუკი უბრალოდ დაურეკავთ და გაესაუბრებით, ან გაამხნევებთ კეთილი სიტყვებით! ხოლო თუკი ხათუნას მოინახულებთ კიდეც, ის ძალიან ბედნიერი იქნება!

აი, მისი მისამართი: თბილისი, ც. დადიანის ქუჩა №107. ტელეფონი: 555 94 40 11

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ახალგაზრდა ქალის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ მას, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინ არის.

ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ხათუნა გვენეტაძის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003,

#GE42LB0115113036665000,

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ხათუნა გვენეტაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა

შემოწირულია:

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა: