ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როცა ჩემი ძმა შიმშილისგან ტირის, მე მას ვუმღერი…

calendar მარტი 22, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

როცა 4 თვის გაბრიელი შიმშილისგან გულამოსკვნილი ტირის, ცხრა წლის მარიამი თავისი ძმის დამშვიდებას ყველანაირად ცდილობს… როგორ უნდა აუხსნა ახალშობილს, რომ მათ არც საჭმელი აქვთ და არ მისი ყიდვის საშუალება? ამ დროს კი მისი საბრალო დედა შეშლილივით აქეთ-იქით აწყდება და ცდილობს ფული იშოვოს, ისესხოს, ხვეწნით გამოართვას ვინმეს, რომ მორიგი შეკვრა იყიდოს, რომელიც მხოლოდ სამი დღე ეყოფა…
„ღმერთი ჩემს შვილებს შიმშილით სიკვდილისთვის არ გაწირავს, მე ამის მჯერა!“ – ცრემლებს ძლივს იკავებს მზრუნველი, მოსიყვარულე დედა, სოფიო. – „მარიამი უკვე დიდი და შეგნებული გოგოა, არც აღარაფერს ითხოვს, პატარები კი… საბა 2 წლისაა; არ ესმის, კანფეტებს და სათამაშოებს რატომ ვერ ვყიდულობ და მწარედ ტირის. გაბრიელი კი საერთოდ 4 თვისაა. რძე არ მაქვს, საჭმელი კი დღითიდღე ძვირდება… ღმერთო, შენ გვიშველე!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

სახლი, რომელშიც პატარები ცხოვრობენ, საუკუნეზე მეტს ითვლის და თითქმის დანგრეულია. აქ მოსვლისთანავე გვეგონა, უფრო სწორედ, იმედი გვქონდა, რომ მისამართი შეგვეშალა; მაგრამ სამწუხაროდ… სწორედ ამ დიდი ხნის დამპალ, შემზარავ შენობაში ცხოვრობს ეს კეთილი, ქართული ოჯახი. დღეს მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. სამი შვილის გამოსაკვებად მათ უბრალოდ არაფერი გააჩნიათ და შველასაც არსაიდან ელიან.

„როცა ნაზავის მორიგი შეკვრა გვითავდება და გაბრიელი ტირის, ლამისაა მოვკვდე, გული მეფლითება…“ – ხელებს სახეზე იფარებს საბრალო ქალი. 

D:\resized (64)\IMG_0015JPG.jpg

– სოფიო, არ იტიროთ. მოგვიყევით, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

სოფიო: ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შვილების გამოსაკვებად არაფერი მექნებოდა… ყველაფერს ავიტან, ოღონდ ჩემი პატარები არ შიმშილობდნენ. განსაკუთრებით ყველაზე პატარა – გაბრიელი. ის ხომ ჯერ სულ მთლად პაწაწინაა! როგორია, როცა ბავშვი გაჰკივის? კი იცი, რომ შიმშილისგან ტირის, მაგრამ ნაზავი არ გაქვს… უბრალოდ არ გაქვს და მორჩა! არც ფული გაქვს, რომ იყიდო! აქეთ-იქით ვაწყდები, ფულს მეზობლებისგან ვსესხულობ. ღმერთო, ეს ბავშვთა კვება ისეთი ძვირია! ფასიც უფრო და უფრო იზრდება. ყველაფერი მესმის – კრიზისი, პანდემია, ყველაფერი გაძვირდა… მაგრამ ბავშვთა ნაზავი? ასე როგორ შეიძლება? რა უნდა ქნან დედებმა, რომლებსაც რძე არ აქვთ, როგორც, მაგალითად, მე? შვილები შიმშილით მოკლან? ბავშვს რა ვაჭამო? წყალში დამბალი პური?

D:\resized (64)\IMG_0011JPG.jpg

– როგორ მოხდა, რომ საარსებო წყაროს გარეშე დარჩით?

სოფიო: დიდი სიყვარულით გავთხოვდი და იცით, სიღარიბის მიუხედავად, ერთხელაც არ მინანია! იმედა ჩემი ბედისწერაა. ის ამქვეყნად ყველაზე კეთილი, ყველაზე მზრუნველი, საუკეთესო მეუღლე და მამაა. თბილისიდან აქ, მასთან, სოფელში გადმოვედი. ეს მისი წინაპრების სახლია, რომელიც ალბათ 100 წლისაა და მთელი ამ დროის განმავლობაში სახლი ერთხელაც არ გარემონტებულა. მისი ოჯახი ყოველთვის ღარიბულად ცხოვრობდა, პურის ფულს მძიმე შრომით შოულობდა… რემონტისთვის თანხის გადადება ვერ მოახერხეს; ახლა კი იმის იმედიღა დაგვრჩენია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჭერი თავზე არ ჩამოგვენგრევა. მე და ჩემს მეუღლეს გვეგონა ვიმუშავებდით, ყველაფერს გავარემონტებდით, მოვაწყობდით, მაგრამ სულ ტყუილად. იმედა მძიმედ ავად გახდა, მას ტუბერკულოზი აქვს. მადლობა ღმერთს, ავადმყოფობამ ახლა უკან დაიხია, მაგრამ მისთვის ფიზიკური დატვირთვა და გაციება მაინც არ შეიძლება. ნებისმიერმა გაუფრთხილებლობამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამაზე ფიქრიც კი არ მინდა! აქ, სოფელში, სამსახურს ვერაფრით შოულობს, მაგრამ სეზონზე მაინც ცდილობს მეზობლებს დაეხმაროს და სახლში კაპიკები მაინც მოიტანოს. დახმარებიდან დახმარებამდე ვცხოვრობთ და ყოველდღე ვლოცულობთ, რომ შვილები მშივრები არ დარჩნენ… (ახალგაზრდა ქალმა თავი დახარა და მწარედ ატირდა.)

D:\resized (64)\IMG_9991JPG.jpg

– მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი სიყვარული? 

სოფიო: დაქალთან სტუმრად ყოფნისას… დამინახა და ადგილზე გახევდა! კი მეცინებოდა, მაგრამ მის არშიყს სიხარულით ვიღებდი. მალევე მივხვდი, რომ ის ჩემი ბედისწერა იყო და ფაქტობრივად ერთ თვეში დავქორწინდით. იმდენი დრო გავიდა, ერთად იმდენი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არ შეცვლილა. დღეც არ გადის, რომ არ მითხრას: „მიყვარხარ!“ ყველა ქალისთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია თავს სასურველად გრძნობდეს…

D:\resized (64)\IMG_0025JPG.jpg

– სოფიო, ალბათ სასოწარკვეთის საშუალებას სწორედ ეგ არ გაძლევთ. მითხარით, საერთოდ არავინ გეხმარებათ? ნათესავები არ გყავთ?

სოფიო: ჩვენ არავინ გვყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავდით. ჩემი დედამთილი სიმსივნით 15 წლის წინ გარდაიცვალა, მამამთილი თავის შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც საკუთარი ოჯახი და შვილები ჰყავს. არც ისინი არიან მდიდრები. მამაჩემი პენსიონერია და სოფელში ცხოვრობს, დედა კი დიდი ხნის წინ წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ. შეძლებისდაგვარად გვეხმარება, მაგრამ მე ძმებიც მყავს, დაც, რომელსაც პატარა შვილი ჰყავს. ყველა მოუწყობელია, ყველას დახმარება სჭირდება… დედამ თავისი მცირე შემოსავალი ისე როგორ უნდა გაგვინაწილოს, რომ შიმშილით თვითონაც არ მოკვდეს? თან უკვე არც ისე ახალგაზრდაა, პანდემიის გამო იქ მუშაობა ისედაც გაჭირდა. ალბათ ამ გაზაფხულზე უკან ჩამოვა, უკვე აღარ შეუძლია. მას ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ… მაგრამ როგორ? როცა თავი თვითონაც ძლივს გაგვაქვს…

– გულწრფელად ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. დახმარების თხოვნით ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

სოფიო: კი, როგორ არა… მაგრამ რამდენჯერ უნდა დავწეროთ განცხადება? რამდენჯერ უნდა ვითხოვოთ? ყურადღებას არავინ გვაქცევს. აუცილებლად შიმშილით უნდა დავიხოცოთ ან ეს ნანგრევები თავზე უნდა ჩამოგვექცეს, რომ ვინმე მაინც მიხვდეს, რომ დახმარება მართლა ძალიან გვჭირდება…

D:\resized (64)\IMG_0027JPG.jpg

– ბავშვებთან ერთად ამ ნახევრად დანგრეულ სახლში როგორ ცხოვრობთ? 

სოფიო: აბა, სად წავიდეთ? სულ არარაობას, თავზე ჭერი მაინც გვახურავს… ქარიან ამინდში ცოტა კი გვეშინია… გგონია, თითქოს სახურავი ჩამოინგრევა, თითქოს კედლები ირყევა. კარ-ფანჯრებიც არაფრად ვარგა, ცელოფნების აკვრა მოგვიწია, რომ შენობა რამენაირად მაინც გავათბოთ. აქ ყველაფერი ძველია, იშლება. ერთ-ერთ ოთახში ჭერიდან ისე ჟონავს, რომ იქ ყოფნა შეუძლებელია… იქ უკვე ათასი უსარგებლო ნივთი გვიყრია. რკინის საწოლებზე გვძინავს; კარადაც კი არ გვაქვს, რომ ნივთები შევაწყოთ. ოჰ, ყველაფერს ავიტანდი, ოღონდ ბავშვები არ შიმშილობდნენ… აი, წამოიზრდებიან და იქნებ რამე სამსახური ვიშოვო.

– სოფიო, ღმერთის თუ გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

სოფიო: ჩვენ მორწმუნე, მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ. ადრე ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, მაგრამ ახლა, პატარა ბავშვით ხელში, განსაკუთრებით კი ზამთარში, ბევრად რთულია; თუმცა სახლში სულ ვლოცულობ, უფალს შევთხოვ, რომ ჩემი პატარების დაპურებაში დამეხმაროს… ვიცი უფალი არ დაგვტოვებს!

D:\resized (64)\viber_image_2021-02-15_13-08-10.jpg

– უცხო ხალხის სიკეთის თუ გჯერათ?

სოფიო: ჩვენი სოფელი პატარაა, მდიდრულად არავინ ცხოვრობს, მაგრამ ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით… ზოგს სადილი შემოაქვს, ზოგი ტანსაცმელს გვჩუქნის. მაღაზიაში სურსათს ვალად ვიღებ; იქაც მზად არიან დახმარებიდან დახმარებამდე გვადროვონ და ეს უკვე დიდი ხელშეწყობაა. ყველას მადლობელი ვარ, ვინც მე და ჩემს შვილებს ლუკმაპური ერთხელ მაინც გაგვიზიარა. უფალი მათ სიკეთისთვის აუცილებლად დააჯილდოვებს! 

– თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით.

სოფიო: მარიამი უკვე დიდი გოგოა, 9 წლისაა. სწავლა უყვარს და კარგი ნიშნებით მახარებს ხოლმე. ის რომ არა, ალბათ სახლში ვერაფერს მოვასწრებდი. პატარებს ის ართობს და ეთამაშება ხოლმე, ეს კი უკვე დიდი ხელშეწყობაა. ისე მინდა მას ნორმალური და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს… მაგრამ მისთვის ფურცლისა და ფანქრის ყიდვაც კი არ შემიძლია. გული მტკივა, რომ მისთვის ყველაფერზე უარის თქმა მიწევს. მარიამი უკვე დიდი გოგოა, ყველაფერი ესმის და აღარც კი ითხოვს… (სოფიო ცრემლებს ფარულად იწმენდს.) მაგრამ პატარებს ვერც კი აუხსნი, რატომ არ გვაქვს საჭმელი… გაბრიელთან ერთად მაღაზიაში არც კი შევდივარ, სულ კანფეტებისკენ და სათამაშოებისკენ იწევს. „ფული არ მაქვს“ – ამ სიტყვებს ვერ ვაგნებინებ და მწარედ ტირილს იწყებს. 

D:\resized (64)\IMG_0030JPG.jpg

– თუ შეიძლება, თქვენს გოგონას გავესაუბრები. მარიამ, შენ შესახებ მოგვიყვები? რომელია შენი საყვარელი საგანი?

მარიამი (9 წლის): ყველა საგანი მომწონს, მაგრამ ყველაზე მეტად – ქართული ენა. კითხვა ძალიან მიყვარს. 

– საყვარელი მოთხრობა თუ გაქვს?

მარიამი: ძალიან მომწონს იგავი მგლისა და კრავის შესახებ, მაგრამ ის ძალიან სევდიანია. ბოლოს მგელმა საწყალი ბეკეკა ზურგზე მოიგდო და წააცუნცულა… 

D:\resized (64)\IMG_0009JPG.jpg

– კიდევ რა გიყვარს?

მარიამი: საბასთან ერთად დამალობანას თამაში. სიმღერაც მომწონს. მასწავლებელი სულ მაქებს, ამბობს, რომ კარგად გამომდის. სახლში ჩემს ძმებსაც ვუმღერი; გაბრიელსაც, როცა ტირის. 

– რა ჭკვიანი გოგო ხარ! რაზე ოცნებობ? ალბათ თოჯინებზე, არა? 

მარიამი: არა! თოჯინები არ მიყვარს, უკვე დიდი გოგო ვარ! ძალიან მინდა პლანშეტი. მეზობელ გოგოს აქვს. მასში იმდენი საინტერესო რამეა, მულტფილმების ყურებაც შეიძლება… 

– ხომ არ იცი, დედა რაზე ოცნებობს? სოფიო, თუ შეიძლება, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები გაგვიზიარეთ. 

სოფიო: რაზე შეიძლება ოცნებობდეს დედა? ერთადერთი ის მინდა, რომ ჩემს შვილებს ელემენტარული არ აკლდეთ, გემრიელი საჭმელი, სითბო და სიმყუდროვე ჰქონდეთ; ვოცნებობ მათი ფეხზე დაყენება და მათთვის განათლების მიცემა შევძლო, რომ ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვონ და ბედნიერები იყვნენ. 

D:\resized (64)\IMG_0031JPG.jpg

– თქვენი აზრით, პირველ რიგში სახლში რა გჭირდებათ?

სოფიო: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვთა კვებაა. ნაზავი ძალიან ძვირი ღირს, ერთი შეკვრა კი, ყველაზე დიდი, სამი დღე გვყოფნის. საბასაც და გაბრიელსაც საფენები სჭირდებათ, ეგეც ძვირი ჯდება…

სხვა დანარჩენი კი… უბრალოდ შეხედეთ, როგორ ვცხოვრობთ… ნესტი, სიცივე, სახლი ინგრევა… მაცივარი არ გვაქვს, მაღაზიაში სურსათის მარაგს ვერ ვყიდულობ, სადილს ვერ ვამზადებ, რადგან ყველაფერი ფუჭდება. არც ტელევიზორი გვაქვს, რომ ბავშვებმა მულტფილმებს უყურონ. ზამთრის ცივ ამინდში მათ გასართობიც კი არაფერი აქვთ. მაგრამ ეს ყველაფერი ოცნებაა. ალბათ ღმერთი ინებებს და ოდესმე ესეც გვექნება… ახლა კი მთავარია ბავშვები დანაყრებულები იყვნენ. უფალს სხვას არაფერს ვთხოვ! 

***

ცუცქირიძეების ოჯახი საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე იმის ყურება,  შენი შვილები შიმშილით როგორ იტანჯებიან? როცა ჩვილი ბავშვი გულამოსკვნილი ტირის, მაგრამ მისთვის არც საჭმელი გაქვს და ვერც ფულს შოულობ, რომ ნაზავი იყიდო… მათი მამა ავადაა და ვერ მუშაობს, წინა საუკუნეში აშენებული სახლი კი სადაცაა თავზე ჩამოენგრევათ. სამი ბავშვი საზარელ პირობებში იზრდება. მათ საერთოდ ყველაფერი აკლიათ! 

ცუცქირიძეების ოჯახს ახლაყველაზე მეტად ბავშვთა კვება და საფენები სჭირდება. გარდა ამისა, მათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ აქვთ: ნორმალური ავეჯი, კარადა, ყველაზე უბრალო საყოფაცხოვრებო ტექნიკა: მაცივარი, ტელევიზორი… ამ ოჯახს მართლა ძალიან უჭირს და ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება! 

ცუცქირიძეების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ.  მათი მისამართია: აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფ. გულეიკარი. 

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ცუცქირიძეების ოჯახი). 
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც. 
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ცუცქირიძეების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აპრ 05
მედიკამენტები
179.94₾
2021 აპრ 20
მედიკამენტები
216.00₾
2021 აპრ 23
მაცივარი
698.00₾
2021 მაი 05
ავეჯი
1000.00₾
2021 მაი 05
მედიკამენტები
107.96₾
2021 მაი 06
გაზის გამათბობელი
443.00₾
2021 მაი 14
მედიკამენტები
107.89₾
2021 მაი 14
მედიკამენტები
143.60₾
2021 მაი 14
პროდუქტები
173.51₾
2021 მაი 21
პროდუქტები
480.34₾
2021 მაი 31
მობილური ტელეფონი
300.00₾
2021 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1230.00₾
2021 ივნ 09
პროდუქტები
257.59₾
2021 ივნ 09
პროდუქტები
199.87₾
2021 ივნ 09
მედიკამენტები
93.13₾
2021 ივნ 15
ტელევიზორი
700.00₾
2021 ივნ 16
პროდუქტები
100.12₾
2021 ივნ 16
მედიკამენტები
100.68₾
2021 ივნ 16
პროდუქტები
48.24₾
2021 ივლ 03
მედიკამენტები
35.71₾
2021 ივლ 03
პროდუქტები
160.16₾
2021 ივლ 08
პროდუქტები
243.41₾
2021 ივლ 23
პროდუქტები
200.90₾
2021 აგვ 04
მედიკამენტები
250.00₾
2021 აგვ 04
მედიკამენტები
100.01₾
2021 აგვ 04
პროდუქტები
0.45₾
2021 აგვ 11
ფონდის ზედნადები ხარჯები
330.00₾

სულ ხარჯები:

7900.51₾

დარჩა:

0.47₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.12.2021 15:54:54
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾1.40
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾13.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾36.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2021 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾7,900.98

522 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾7,900.98

522 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება