რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
დანგრეული სახლის ცარიელი ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში, გატეხილ საწოლში წევს დიდი ოჯახის მამა! მის თვალებში შიშია. შიში მისი ოჯახის თითოეული წევრის მიმართ! მისი ცრემლები, ამ ქვეყნად ყველაზე მწარეა!
უჰაერობის შეტევების დროს, ის სამუდამოდ ემშვიდობება თავის ცოლშვილს! საშინელებაა! მაგრამ მისი ისტორია მხოლოდ პირადი ტრაგედია არაა, ეს ყველა ქართველი უმწეო და ავადმყოფ ადამიანს სულის ამოძახილია! შეუცნობელ არს გზანი უფლისანი! მეგობრებო, ჩვენ ყველამ ვიცით ეს სიბრძნე! და ვერავის იმედად ვერ ვიქნებით საქართველოში – მხოლოდ საკუთარი თავის.დავეხმაროთ ოჯახს! ჩვენ ხომ მათი ბოლო იმედი ვართ!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მოიფიქრე ისეთი რამე, რომ ჩემი მამიკო აღარ მოკვდეს!
“მას ყველაზე მეტად ვუყვარვარ”
დანგრეული სახლის ცარიელი ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში, გატეხილ საწოლში წევს დიდი ოჯახის მამა! მის თვალებში შიშია. შიში მისი ოჯახის თითოეული წევრის მიმართ!
მისი ცრემლები, ამ ქვეყნად ყველაზე მწარეა!
უჰაერობის შეტევების დროს, ის სამუდამოდ ემშვიდობება თავის ცოლშვილს! საშინელებაა! მაგრამ მისი ისტორია მხოლოდ პირადი ტრაგედია არაა, ეს ყველა ქართველი უმწეო და ავადმყოფ ადამიანს სულის ამოძახილია!
„ისუნთქე, ვაჟა, ისუნთქე… შვილებს მამა სჭირდებათ!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
– როდის დაიწყო ავადმყოფობა?
ნონა: ექვსი წლის წინ, ჩვენი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოს შეიცვალა. ვაჟა, ჩვენი ოჯახის უფროსი და შემომტანი იყო. თავს არ იზოგავდა, რომ ფული ეშოვნა და ოჯახი გამოეკვება. სად არ მუშაობდა, თურქეთშიც იყო წასული სანაგვეზე სამუშაოდ. ნარჩენების გადარჩევით შოულობდა ფულს და სწორედ იქ შეერყა ჯანმრთელობა. მან ორჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება ფეხზე. სულ ვეუბნებოდი ექიმთან წასულიყო, ის კი მპასუხობდა, რომ ფული უფრო ენანებოდა, ვიდრე საკუთარი თავი. მხოლოდ ოჯახზე ფიქრობდა, ყველაფერი ბავშვებისთვის, ოჯახისთვის უნდოდა. და აი სანამ სულ არ გაშავდა და არ დაიხრჩო, ექიმთან არ წავიდა. მერე კი, უკვე გვიანი იყო.
ოდესღაც ჩვენც გვქონდა ბედნიერი ოჯახი ახლა კი მხოლოდ პრობლემები გვაქვს. ჟანგბადის აპარატის არქონის გამო, მომაკვდავი ვაჟა ყოველ ჯერზე სასწრაფოს გადაჰყავს საავადმყოფოში. მიაღწევს თუ არა – ესეც საკითხავია. ღმერთო, გვიშველე! ვერც კი წარმოიდგენთ, რა მძიმეა სანახავია, როდესაც ზრდასრული მამაკაცი ბავშვივით ტირის.
“ვაჟას ექვსწლიანი ავადმყოფობის შედეგად საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი”
შეუცნობელ არს გზანი უფლისანი! მეგობრებო, ჩვენ ყველამ ვიცით ეს სიბრძნე! და ვერავის იმედად ვერ ვიქნებით საქართველოში – მხოლოდ საკუთარი თავის. დავეხმაროთ ოჯახს! ჩვენ ხომ მათი ბოლო იმედი ვართ!
– ხშირად აქვს სუნთქვის პრობლემები?
ნონა: ყოველდღე! მას ჟანგბადის აპარატი სჭირდება… მაგრამ ფული არ გვაქვს, ამიტომ გვიწევს სასწრაფოს შეწუხება და ვაჟას საავადმყოფოში გადაყვანა. იქ „მოასულიერებენ“ და შემდეგ რამდენიმე დღე ნორმალურად სუნთქავს. და ასე მეორდება ყოველ დღე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიჭირს მისი ცრემლების დანახვა.
– შეგიძლიათ გვითხრათ, რა სჭირს ვაჟას შეტევების დროს?
ნონა: შავდება, იხრჩობა, ვერ სუნთქავს. ამოსუნთქვაც არ შეუძლია. ამ დროს მას ჟანგბადის აპარატი სჭირდება. ჩვენ რომ გვქონოდა, ამდენს კი არ იწვალებდა. ძალიან გაჭირვებულები ვართ, სოციალური დახმარება არაფრისთვის გვყოფნის, სხვა შემოსავალი კი არ გვაქვს. სანამ ვაჟა ჯანმრთელი იყო და მუშაობდა, არ გვიჭირდა, არაფერი გვაკლდა. ახლა კი თავისით ტუალეტშიც ვერ მიდის. ორ ნაბიჯს გადადგამს და მერე სუნთქვა უძნელდება. მეც ვერ ვმუშაობ, ყოველთვის მასთან უნდა ვიყო. კატოც პატარაა, ვის უნდა დავუტოვო? ნათესავებიც არ გვყავს.
„გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო ამძიმებს ვაჟას მდგომარეობას“
– რაზე გყოფნით შემწეობა? ვაჟას ალბათ ბევრი წამალი სჭირდება.
ნონა: კი. ზოგჯერ შეგვიძლია მედიკამენტების აღება სოციალური პროგრამით, მაგრამ ეს წამლებიც ყოველთვის ხელმისაწვდომი არაა. საკვების და წამლების ყიდვა შემწეობაზე არ გამოდის. კარგია, რომ ქირას მაინც არ ვიხდით. ეს ვაჟას ძმის სახლია და მან ჩვენ დაგვრთო ნება აქ გვეცხოვრა. მაგრამ აქ ისეთი სავალალო მდგომარეობაა, ღამით ჭერიდან ვარსკვლავებსაც ვხედავთ. და როცა წვიმს, ვიტბორებით.
– ალბათ, ასეთი პირობები ამძიმებს ვაჟას მდგომარეობას…
ნონა: ეს პირობები და ის, რომ ბავშვები შიმშილობენ და ის, რომ ექიმთან ვერ მივდივართ და ახალ დანიშნულებას ვერ ვიღებთ… ყველაფერი მოქმედებს მის მდგომარეობაზე.
– რა მედიკამენტებს აძლევთ მას, თუ ექიმის დანიშნულება არ გაქვთ?
ნონა: ის რაც 4 წლის წინ დაგვინიშნეს, ისევ იმ წამლებს ვაძლევ. ვიცი, რომ ეს არასწორია, მაგრამ ექიმთან მისვლის და კონსულტაციის ფულიც კი არ გვაქვს.
– გვითხარით, რა ყოველდღიური პრობლემები აქვს თქვენ ოჯახს?
ნონა: სამი შვილი გვყავს. უფროსი ლუკა 16 წლისაა, ანა მალე 15-ის გახდება, უმცროსი კატო კი 4 წლისაა. ბავშვები ცუდად იკვებებიან და ძალიან უჭირთ. ლუკა ჭიდაობაზე დადის, ძალიან კარგი შედეგები აქვს, ფულსაც არ გვართმევენ, მაგრამ გაკვეთილების გარდა, უნდა ვიყიდოთ ფორმა, გადავიხადოთ ტურნირებში მონაწილეობის საფასური – რისი შესაძლებლობაც არ გვაქვს. ასე რომ, ჩემი შვილი ყველაფრისგან მოწყვეტილი რჩება. ანა ძალიან მორცხვი და გულჩათხრობილი გოგონაა. მამაზე წუხს და ხშირად ტირის. პატარა კატო კი ჩვენი სიხარულია. ის ბედის საჩუქარს ჰგავს. ვაჟა მას „გულის მალამოს“ ეძახის… როგორც კი ჩაეხუტება მამას, ვაჟას სიცოცხლის ხალისი უბრუნდება.
– როგორ იპოვეთ ჩვენი ფონდი და რა მოლოდინები გაქვთ?
ნონა: ჩემმა მულმა გიპოვათ და მოგწერათ. არც მეგონა, რომ ყურადღებას მოგვაქცევდით. მაგრამ აქ ხართ და, სიმართლე გითხრათ, რაღაც შვებას ვგრძნობ. ნუთუ მართლა გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი ოჯახის ბედთ დაინტერესდნენ?
– რა გჭირდებათ პირველ რიგში?
ნონა: პირველ რიგში ყველაზე მეტად ჟანგბადის აპარატი გვჭირდება ვაჟასთვის და გამოკვლევები. ასევე, თავხედობად თუ არ ჩამითვლით, სარეცხი მანქანას გთხოვდით. ჩვენ ასევე ძალიან გვჭირდება საკვები და ერთი ტელეფონი მაინც. ოჯახში მხოლოდ ერთი გვაქვს – და ისიც ძლივს მუშაობს. მეშინია სულ არ გაფუჭდეს და სასწრაფოს გამოძახება ვერ შევძლო.
შიმშილი და შიში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მუდმივი თანამგზავრები გახდნენ. მეუღლე და მისი სამი შვილი უიმედობაში ცხოვრობენ, რადგან იციან, რომ მათი საყვარელი ადამიანისთვის ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. ამ ოჯახის ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლად იქცა, სადაც ყოველი დღე გამოწვევაა. ვაჟა ნელ-ნელა და მტკივნეულად კარგავს სასიცოცხლო ძალებს. მისთვის ჟანგბადიც კი ფუფუნება ხდება. ოჯახი უიმედოდ ცდილობს გაუმკლავდეს ამ პრობლემებს, მაგრამ დღითიდღე უფრო და უფრო რთული ხდება ცხოვრების იმედის შენარჩუნება
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მოვლენების სვლა მათთვის, ვინც სიღარიბის გამო სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე აღმოჩნდება. ამ ოჯახის ისტორია არის იმის შეხსენება, რომ ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და არ უნდა იყოს დამოკიდებული საფულეზე.
მოდით გავაერთიანოთ ძალები, რათა შევქმნათ სამყარო, სადაც ყველას შეუძლია თავისუფლად სუნთქვა, სადაც სიღარიბე არ არის განაჩენი.
თუ გსურთ ოჯახთან მისვლა და პირადად დახმარება, აქ არის მათი მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯური.
ყოველთვის, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ვაჟა გაფრინდაშვილი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
25641.65₾დარჩა:
36.51₾