რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 26.06.2011
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270,,იმ ადგილს გავყურებ, სადაც ჩემი სახლი იდგა ხანძრამდე. ჩემი ოცნებებიც ცეცხლში ჩაიწვა“
,,მე ირაკლი ვარ, 12 წლის. მე ვარ ის ბიჭი, რომელსაც ოცნებების ასრულების აღარ სჯერა. ჩემი ყველა ოცნება, სურვილი და იმედები, რაც ამ 12 წლის განმავლობაში მქონდა, ზუსტად 1 წამში ჩაიფერფლა ცეცხლში. მაგ დღეს ხანძარმა არა მხოლოდ ჩემი სახლი წამართვა, არამედ ჩემი ბავშვობაც შეიწირა. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ ისევ მქონდეს სახლი სოფელ ქვაბღაში. ვერანაირი ხანძარი ვერ წამართმევს ოცნებას ჩემს სოფელზე. იცით, რატომ? იმიტომ რომ მე აქ დავიბადე. ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერად თავს მაშინ ვგრძნობდი, როცა ვხატავდი. ძალიან ბევრი ნახატი მქონდა შესრულებული. ჩემი თავის ქება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ კონკურსებშიც ვიმარჯვებდი. ჩემი ყველა ნახატი ცეცხლში ჩაიწვა იმ ავბედით დღეს. ახლა კი აღარც სახატავი ფუნჯები მაქვს და საერთოდ აღარაფერი, რაც ხატვისთვის არის საჭირო. ჩემი ოცნებაა, ისევ შევძლო ხატვის დაწყება. ყველაზე მეტად ახლა მსურს, რომ მქონდეს ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელები, რადგან რაც გამაჩნდა, ყველაფერი ცეცხლში დაიწვა. ნაჩუქარი ტანსაცმელებით დავდივარ სკოლაში. ზოგი დიდი მაქვს, ზოგი კი — პატარა. ნეტა, ერთ დღეს გავიღვიძო და ახალი ტანსაცმელები დამხვდეს სახლში. ვოცნებობ, ის დრო დაბრუნდეს, როცა სკოლაში კარგი ფეხსაცმელით და ახალი ჯინსის შარვლით მივდიოდი. ბოტასებზე ვოცნებობ. ერთი ბოტასიც კი აღარ მაქვს და ისიც არ ვიცი, ოდესმე თუ ისევ მექნება. ქუდიანი სპორტული მაისური მინდა, სპორტულ შარვალთან ერთად. სკოლის ჩანთაზე შესაკრავი გამიფუჭდა და ზოგჯერ ცელოფნით მიმაქვს წიგნები სკოლაში. მე სოფლელი ბიჭი ვარ და ახლა უკვე — უსახლკარო. მე რომ დიდი გავიზრდები, დიდ სახლს ავაშენებ იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც ჩემსავით ყველაფერი დაკარგეს ხანძრის დროს. იცით, რატომ ავაშენებ მათთვის სახლს? იმიტომ რომ მათ არასდროს ერქვათ ჩემსავით „უსახლკარო“.
სულ ხარჯები:
249.92₾დარჩა:
0₾