მეგონა, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღეები იყო და ეს ზამთარიც ბოლო იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. როგორ გავუძლებდი ამ ყინვებს? ავადმყოფი, მშიერი, გაყინული, არავის ვჭირდებოდი… როგორ ამბობენ? ერთი ჭიქა წყლის მომწოდებელიც არავინ ჰყავსო? აი, ზუსტად ჩემზეა ნათქვამი. ვფიქრობდი, იყოს ასე! რამდენ ხანს უნდა ვიტანჯო?! აღარც მახსოვს, ბოლოს საახალწლოდ როდის მქონდა კარგის მოლოდინი… მთელ მსოფლიოს რაღაც უხარია, მე კი, ისევ ისე ცუდად ვარ, როგორც გუშინ და ხვალაც ასე ვიქნები… მაგრამ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, დამიბრუნეთ ეს სიხარული, ისე იზრუნეთ ჩემზე, როგორც ეს მხოლოდ დედას შეუძლია: დამაპურეთ, გამათბეთ და თბილი სიტყვებით გამამხნევეთ… მაცივარზე, გამათბობელზე, წამლებზე, საკვებზე ოცნებასაც ვერ გავბედაბდი! მადლობა, მადლობა, გენაცვალეთ! ახლა კი, ღმერთს ვთხოვ, ეს ზამთარი უკანასკნელი არ იყოს ჩემთვის!..
***
მეგობრებო, წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა თქვენთვის ჩვენი მოხუცი, სნეული და მარტოსული „ბავშვების“ გულში ჩამწვდომი სიტყვების კითხვა! ეს ყველაფერი, რასაც ისინი წერენ მადლიერების ნიშნად, არის მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც შემოწირულობა გაიღო და მათ გაუხანგრძლივა სიცოცხლე, რომლის ყოველი დღე, ყველაზე ფასდაუდებელი რამ არის დედამიწაზე.
ზუსტად ვიცი, რომ თქვენც ჩემსავით გესმით მათი ცხოვრებისეული პრობლემები რომელიც მიჰყვებათ იმ მომენტამდე, როდესაც წარსდგებიან ღვთის წინაშე!
და გთხოვთ, კვლავაც გაუწიოთ მათ დახმარება! თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად დაურეკოთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და უთხრათ, რომ საქართველოში არცერთი მოხუცი არ არის მარტოხელა! ჩვენი მამები და დედები არიან, პაპები და ბებიები, და ჩვენს გარდა, მათზე ვერავინ იზრუნებს.