რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ბატონი ზურაბ ხელაშვილი განაგრძობს ფონდის ბენეფიციარების დახმარებას

ამჯერად ბატონმა ზურაბმა ფონდს მოაწოდა 50 კილო წიწიბურა,
50 კილო შაქარი, 50 კილო მაკარონი და 50 კილო ბრინჯი.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები მოხმარდება ფონდის „შინ
მოვლის“ პაციენტებს, ანუ მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ფონდი დიდ მადლიერებას
გამოხატავს ბატონი ზურაბის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.

თქვენც შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი სოციალურად დაუცველი
მოსახლეობის უკეთესი მომავლის ფორმირებაში. ფონდის პროექტების გაცნობასა და მხარდაჭერას
თქვენ შეძლებთ შემდეგ ლინკზე: http://fsp.ge/ge/projects/