ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ფონდის პატარა ბენეფიციარები საოცრებათა ქვეყანაში აღმოჩნდნენ

ფონდის პატარა ბენეფიციარები საოცრებათა ქვეყანაში აღმოჩნდნენ

თუ აქამდე ფონდის პატარა ბენეფიციარები ფიქრობდნენ, რომ ზღაპრის კეთილი გმირები მხოლოდ წიგნებსა და მულტფილმებში იყვნენ, ახლა მათ იციან, რომ ისინი რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ. ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრიპინგვინებისწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაუროთ, შეხვდეთ თქვენთვის საყვარელ ზღაპრის გმირებს, გული იჯეროთ მათთან თამაშით და, რაც მთავარია, დარწმუნდეთ, რომ სიკეთე ბოროტებას არა მხოლოდ ზღაპრებში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც ამარცხებს. https://www.facebook.com/animatorebi

გასართობმა ცენტრმა პინგვინებმაჩერნოვეცკის ფონდის 20-ზე მეტ ბენეფიციარ ბავშვს ოცნება აუსრულა. შეხედეთ, აქ ხომ ჯადოსნური სამყაროა! ზღაპრის კეთილი გმირები ჩვენს პატარებს დაუმეგობრდნენ და ახლა ისინი ერთად მოგზაურობენ საოცრებათა ქვეყანაში. ბავშვების სევდიანი თვალები ახლა უკვე ბედნიერებისგან ბრწყინავს. მათში თითქოს ყველა ვარსკვლავი ერთდროულად აენთო.

შეხედეთ ამ ანგელოზის გაბრწყინებულ თვალებს.

ჩემი ოცნების ზღაპრის გმირს შევხვდი. არ მჯერააააა!“

პინგვინებსტასოს დაბადების დღეც არ დავიწყებიათ.

ასეთი კარგი დრო არასდროს მიტარებია! აქ ნამდვილი ჯადოსნური სამყაროა!

მარიამი (13 წლის)მე გაგებული მქონდა პინგვინებისშესახებ. ჩემი თანატოლები იხდიან ხოლმე აქ დაბდების დღეებს და სხვა დღესასწაულებსაც აღნიშნავენ. მათგან ვიცოდი, რომ აქ ჯადოსნური სამყაროა და ვოცნებობდი, რომ ერთხელ მეც მოვხვედრილიყავი აქ. ახლა კი ჩემი ოცნება ახდა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი, არ მახსოვს!

ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. დღეიდანპინგვინებიმათთვის ჯადოსნურ სამყაროსთან ასოცირდება. ჩვენს გონიერ პატარებს ასევე, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ გასართობი ცენტრის თანამშრომლების სითბო და მზრუნველობა. მათ ხომ ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. არც ცენტრის თანამშრომლების მიმართ მადლობის თქმა დავიწყებიათ ამ ანგელოზებს. ფონდის ბენეფიციარი ბავშვების პატარა ხელებით და დიდი გულით შესრულებული ნახატი დღეიდანპინგვინებისჯადოსნურ სივრცეს დაამშვენებს.

ფონდის პატარა ბენეფიციარების მიერ შესრულებული ნახატი საჩუქრადპინგვინებს

ეს დღე კიდევ უფრო მეტად გაალამაზეს ქართულგერმანული სკოლასხივისმოსწავლეებმა. სკოლის პატარა ქველმოქმედები აქტიურად ზრუნავენ ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებზე და, რაც მთავარია, მეგობრობის ხელს უწვდიან მათ.

ჩერნოვეცკის ფონდმა ქართულ-გერმანული სკოლასხივისპატარა ქველმოქმედები დააჯილდოვა

აიშე (16 წლის)ჩემი აზრით, ამ ბავშვებს ყველაზე მეტად სითბო და სიყვარული სჭირდებათ. ჩემი სკოლის ბავშვებს გვინდა, რომ მათი მეგობრები გავხდეთ. პედაგოგებიც მხარს გვიჭერენ“.

ფონდის ბენეფიციარები და სკოლა სხივისმოსწავლეები

საჩუქრებიც მიიღეს ჩვენმა პატარებმა

გემრიელობებიც დააგემოვნესპინგვინებში

შეჭირვებული ოჯახების ბავშვებს ეს დღე ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებათ. გარდა იმისა, რომპინგვინებმაისინი ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა, ასევე აღმოაჩინეს, რომ ფონდის პატარა ბენეფიციარებს გამორჩეული ნიჭი ჰქონიათ: ზოგსსიმღერის, ზოგსცეკვის, ზოგსაც კიმსახიობური ნიჭი. ვინ იცის, იქნებ მომავალში ამ პატარებიდან რომელიმე დიდ ეკრანზეც ვიხილოთ

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი