რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

Wishes
სახლში / ბავშვების სურვილები /

 „ისეთ ტანსაცმელზე ვოცნებობ, თოვლში სათამაშოდ რომ გამიშვას დედიკომ, როგორც უშვებენ სხვა ბავშვებს. იმათ ზამთრის ტანსაცმელი აცვიათ და გუნდაობის დროს არ ცივდებიან. მე კი ავად ვხდები“ – ხუთი წლის ადრიანა სათამაშოებსა და ზამთრის ტანსაცმელზე ოცნებობს, მაგრამ საბრალო ბავშვი არაფრის ყიდვას ითხოვს, რადგან იცის, რომ მისი ავადმყოფი დაიკოსთვის ეტლსაც კი ვერ ყიდულობს დედიკო. 

calendar

Birthday 12.02.2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

 „ისეთ ტანსაცმელზე ვოცნებობ, თოვლში სათამაშოდ რომ გამიშვას დედიკომ, როგორც უშვებენ სხვა ბავშვებს. იმათ ზამთრის ტანსაცმელი აცვიათ და გუნდაობის დროს არ ცივდებიან. მე კი ავად ვხდები“ – ხუთი წლის ადრიანა სათამაშოებსა და ზამთრის ტანსაცმელზე ოცნებობს, მაგრამ საბრალო ბავშვი არაფრის ყიდვას ითხოვს, რადგან იცის, რომ მისი ავადმყოფი დაიკოსთვის ეტლსაც კი ვერ ყიდულობს დედიკო. 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს ხუთი წლის ადრიანაა. ბავშვს მხოლოდ ეს ერთი თოჯინა აქვს, მაგრამ გოგონა იმდენად კეთილია, რომ ერთადერთ სათამაშოსაც კი, თავის უფროს დაიკოს უთმობს, რადგან იცის, რომ ალინა ავადაა. ადრიანას ახალი სათამაშოები არასდროს ჰქონია, რადგან გოგონა შეჭირვებულ ოჯახში იზრდება. სახლიც ნაქირავებია და იქ, მხოლოდ შიმშილი, სიცივე და ავადმყოფობა სუფევს.

ადრიანა (5 წლის): „ვოცნებობ, სათამაშოები რომ მქონდეს. ლამაზი თოჯინები მინდა, გრძელთმიანი. მანქანაც მინდა, რომელშიც პრინცი ზის. მერე ეს პრინცი, თავის მანქანაში პრინცესას ჩასვამს და ერთად ისეირნებენ. კიდევ, ფუმფულა დათვი მინდა. რომ შემცივდება, ჩავეხუტები და გამათბობს. ღამითაც მასთან ერთად დავწვები ლოგინში, რომ აღარ შემცივდეს.“

სათამაშოებზე საუბრისას, ვარსკვლავები აინთო საბრალო გოგონას სევდიან თვალებში.

ნაქირავებ სახლში, სადაც ადრიანა ცხოვრობს, ფანჯრები ისეთი ძველია, რომ ოთახში სიცივე შედის და პატარა ადრიანა კანკალებს.

მალე ზამთარიც დადგება, ბავშვს კი, არც თბილი ტანსაცმელი აქვს, არც ფეხსაცმელი. ხუთი წლის გოგონა ოცნებობს, რომ პირველ თოვლს ლამაზი ქურთუკით შეხვდეს და მისი თანატოლებივით ლამაზი ფოტოები გადაუღოს დედიკომ. მაგრამ, ბავშვმა იცის, რომ დედიკოს ტელეფონი იმდენად ძველია, რომ კამერაც კი არ აქვს. ბავშვი მულტფილმებსაც კი ვერ უყურებს, რადგან ტელევიზორი გაფუჭებულია სახლში. ადრიანას ულამაზეს სახეზე მხოლოდ სევდას თუ ამოიკითხავთ. თუმცა, როდესაც ფონდის კორესპონდენტს ესაუბრებოდა ბავშვი, მის თვალებში  იმედის ნაპერწკლები აენთო თითქოს და მოვიდა თამაშის ხასიათზე.

შეხედეთ, თამაშის დროს როგორი ბედნიერია ეს პატარა ანგელოზი. როგორ უხდება ღიმილი მის ლამაზ თვალებს.

ადრიანა (5 წლის): ლამაზ კაბებზე ვოცნებობ. წითელი კაბა მინდა. ზამთრისთვის კი, ვარდისფერი თბილი ჯემპრი, რომელზეც თოჯინა ბარბი იქნება დახატული. კიდევ ისეთ ფეხსაცმელზე ვოცნებობ, ზამთარში რომ დიდ თოვლში სათამაშოდ გამიშვას დედიკომ, როგორც სხვა ბავშვებს უშვებენ მათი დედიკოები. მათ ზამთრის ტანსაცმელი აცვიათ და არ ცივდებიან, როდესაც გუნდაობენ. მე კი, გავცივდი შარშან, თოვლის ბაბუას რომ ვაკეთებდი ბავშვებთან ერთად. ამიტომ, თბილ ტანსაცმელზე ვოცნებობ, რომ თოვლში თამაში შევძლო.“

კეთილო ადამიანებო, ადრიანა ხომ, ძვირადღირებულს არაფერს ითხოვს. ის, რაზეც გოგონა ოცნებობს, წესით, მსოფლიოს ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს. თუმცა, რეალობა სხვაგვარია. შეჭირვებული ოჯახის ბავშვებს, ეს წყეული გაჭირვება ბავშვობას ართმევს. ამ სამწუხარო რეალობის შეცვლა კი, თქვენ შეგიძლიათ, კეთილო ადამიანებო! დიახ, თქვენი გულისხმიერების შედეგად შესაძლებელია, რომ ადრიანამ აისრულოს თავისი პატარა ოცნებები. „პატარა ოცნებების“ ასრულებით კი, დიდი ბედნიერება დაისადგურებს ამ ანგელოზი გოგონას გულში, რომელიც მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით ძგერს.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სომხეთი, ერევანი, ნორ-ხარბერდი, ბინა 4 (კერძო სახლი).

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ადრიანა ამბარცუმიანი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა
Karapet Galstyan
27.11.2024 05:33:26
₾57.14
კეთილი გული
26.11.2024 07:35:25
₾5.00

შემოწირულია:

₾62.14

2 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾62.14

2 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება