რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270აჩუქეთ შობა–ახალი წელი მოხუცებს – აჩუქეთ სიყვარული ღმერთს!
ვიწვევთ სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს – ყველას, ვისაც სურს, ხელი მოაწეროს საახალწლო ბარათებს და საჩუქრები შეაგროვოს მარტოხელა ბებია–ბაბუებისთვის. აჩუქე საახალწლო სასწაული!
ქველმოქმედება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სათნოებაა. მოყვასისადმი სიყვარული განუყოფლად უკავშირდება ღვთის სიყვარულის მცნებას. და სწორედ ამ დღეებში, შობის წინა დღეებში, უნდა გვახსოვდეს ეს!
როცა მათ საცხოვრებელში შედიხარ, (რასაც ზოგჯერ ვერც სახლს უწოდებ, ვერ ბინას და ვერც ოთახს) ერთი და იმავე სურათს ხედავ… სიბნელეს, მოდებულ ობს, ჩამოტყავებულ ჭუჭყიან კედლებს, ღრმა ნაოჭების ქსელით დაღარულ სახეებს, განწირულ და, თითქოს, სიკვდილის მზერას… შეუძლებელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ზოგში ეს ზიზღს იწვევს, ზოგში – სიბერისა და მარტოობის შიშს, ზოგში – გამოუვალობის საშინელებას, ზოგში კი – ცრემლებს.
ისინი მოხუცები არიან, ზოგჯერ მათი ასაკის განსაზღვრაც კი შეუძლებელია. მაგრამ, თუ ჩახედავთ მათ ხანდაზმულ და გახუნებულ თვალებში, ამ საშინელებათა მიღმა მათ ახალგაზრდობასა და საინტერესო ცხოვრებას დაინახავთ.
როცა ახალგაზრდები და წარმატებულები ვართ, არ გვინდა ამის შემჩნევა… ვფიქრობთ, რომ მათ ჩვენი შვილები და შვილიშვილები მიხედავენ.
„ვფურცლავთ“ სევდიან სურათებსა და სასტიკ სინამდვილეს. არ გვინდა ცხოვრების ისეთად მიღება, როგორიც ის არის… მაგრამ, ის არის. გვერწმუნეთ, ის არის თითოეულ ეზოსა თუ თითოეულ კორპუსში… შესაძლოა, ღამღამობით თქვენ მახლობლად ტირის გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ბებიებიდან ერთ–ერთი, შესაძლოა, კედლის იქით სიმწრისგან მუშტებს კრავს მოხუცი პაპა…
გვაპატიეთ, რომ მთლად სადღესასწაულო პოსტი არ გამოგვივიდა… მაგრამ, თუ ამაზე არ ვილაპარაკებთ, ვერაფერს შევცვლით. და როცა გეცოდინებათ ამ მოხუცების შესახებ, იქნებ მათი დახმარების სურვილიც გაგიჩნდეთ… ისეთ ნათელ დღესასწაულზე მაინც, როგორიც შობაა. გვინდა, რომ საახალწლო და საშობაო დღესასწაულებზე მათ ჰქონდეთ რაღაც საკვები მაინც, ტკბილეული, ორცხობილები…
თუ თქვენი სული გულმოწყალებისა და თანაგრძნობისკენ არის მიდრეკილი, თუ სურვილი გაქვთ, რომ მარტოხელა მოხუც ბენეფიციარებს შობა–ახალი წლის დღესასწაული აჩუქოთ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: აჩუქე შობა–ახალი წელი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: