რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 14.01.2014
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
090120027010 წლის გაგიკს უცხო ადამიანებისთვის დახმარების თხოვნა ერიდება. 10 წლის ბავშვი ზამთრის თბილ ტანსაცმელსა და ველოსიპედზე ოცნებობს. მოდი დავეხმაროთ შეჭირვებულ ბავშვებს თავიანთი პატარა ოცნებების ასრულებაში და ღმერთი ჩვენს დიდ ოცნებებს აასრულებს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მანუკიანების ოჯახში ბავშვები დაუღალავად შრომობენ, რათა ყველაზე დიდი ოცნება აისრულონ – მიწის ამ ნაკვეთზე სათბური ჩადგან, რათა თავი დააღწიონ სიღარიბეს და ეს პატიოსანი შრომით გააკეთონ.
ეს 10 წლის გაგიკია. ის ყველაზე უფროსია დედმამიშვილებში, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ მაგალითი მისცეს თავის უმცროს ძმებს. მთელი დღის მანძილზე შრომისგან დაღლილი ბავშვი საღამოს პურს თანაბრად უნაწილებს თავის ძმებს და თვითონაც გემრიელად მიირთმევს. ეს შრომისმოყვარე და პატიოსანი ბიჭი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მისი ოცნებები ახდეს. ბავშვის მთავარი ოცნება – ბოტასები და ბურთია. გაგიკს ძალიან უყვარს ფეხბურთი, მაგრამ ვერ თამაშობს მეგობრებთან ერთად. რა ქნას საწყალმა ბავშვმა, ფეხსაცმელებით ხომ ვერ ითამაშებს ფეხბურთს?! უკვე აცივდა და ბავშვის ოცნებებს ზამთრის ტანსაცმელიც შეემატა. მანუკიანების ოჯახში ბავშვები რბილ საწოლებზეც ოცნებობენ.
გაგიკი (10 წლის) – ოცნება მიყვარს, რადგან ოცნების დროს ადამიანი თითქოს ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობს. ჩემი ოცნება არაა, რომ ხალხი დამეხმაროს ბრენდული ტანსაცმელის ან ტყავის ფეხსაცმლის ყიდვაში. დადგება დრო და ეგ ორივე გაცვდება და მერე რა გავაკეთო? მე უფრო დიდი ოცნება მაქვს. ვოცნებობ, რომ სათბურში ლამაზი პომიდვრები და კიტრები მოვიყვანო ამ ზამთარს და კიდევ სხვა ბოსტნეული. მე და ჩემმა ძმებმა ხელები გადავიტყავეთ ამ სათბურის მიწის დამუშავებით, მაგრამ ყველაზე მთავარი დაგვრჩა – გადახურვა. ვოცნებობ, დავიძინო და გაღვიძებულს გადახურული დამხვდეს. მაგრამ, ეჰ, ეს აუხდენელი ოცნებაა! ველოსიპედი რომ მქონდეს, მეზობელ სოფელშიც კი შემეძლებოდა წასვლა. ვოცნებობ, რომ ფეხბურთელი გამოვიდე, მაგრამ არც ბურთი მაქვს და არც ბოტასები. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება – ნოუთბუქია. მაგრამ ამაზე მხოლოდ ძილის წინ ჩუმად ვოცნებობ. მხოლოდ ის ვიცი, რომ სხვა ბავშვების ოცნებები სრულდება, ჩემი კი…
თონეც შორსაა. შორს მიწევს წასვლა, რომ პური ვიყიდო. ველოსიპედით კი უცბად მივიდოდი, – უთხრა ბიჭუნამ ფონდის კორესპოდენტს და მწვანე თვალებზე ცრემლები მოადგა.
დღის ბოლოს შრომისგან დაღლილი ბიჭუნა გემრიელად მიირთმევდა პურის ნატეხს. დღეს სხვა საჭმელი არ არის სახლში.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სომხეთი, აბარანის რაიონი, სოფელი პატრუში.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გაგიკ მანუკიანი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: