რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
სამი წლის ანგელოზმა, ფონდის კორესპონდენტის დანახვისას, ვედრების ნიშნად ყელთან მიიტანა პატარა ხელი. ბავშვი თვალებით ითხოვდა გადარჩენას. ძნელია, ადამიანის გულმა ასეთ სულისშემძვრელ სცენას გაუძლოს. სამი წლის ტყუპი ძმები ლევანი და დავითი, ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის ნანგრევებში მჭედლიშვილების ოჯახში ნამდვილი უბედურება დატრიალდა. სახლი, სადაც ტკბილად ეძინა ექვს მცირეწლოვან ბავშვს, მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა. ზეცას სწვდებოდა სასოწარკვეთილი დედის კივილი: „შვილები გადამირჩინე, უფალო!“ეს პატარა ანგელოზები ცეცხლში ჩაიწვებოდნენ და მათგან ფერფლიც კი არ დარჩებოდა, უფლის სასწაული რომ არა! სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის ტყუპები — ლევანი და დავითი ასე ეხუტებიან ერთმანეთს. საბრალო ბავშვებს აღარაფერი გააჩნიათ ამქვეყნად, დამწვარი კედლების გარდა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ეს ექვსი საბრალო ადამიანი კინაღამ ცოცხლად დაიწვა ბავშვებთან ერთად, ახლა კი შიმშილითა და სიცივით იხოცებიან! თუ არ დავეხმარებით, საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებთ ამას! მათ არავინ ჰყავთ ჩვენ გარდა, რომ დაეხმაროს! უფალო, გახსენი ჩვენი გულები მოწყალებისთვის!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სამი წლის ანგელოზმა, ფონდის კორესპონდენტის დანახვისას, ვედრების ნიშნად ყელთან მიიტანა პატარა ხელი. ბავშვი თვალებით ითხოვდა გადარჩენას. ძნელია, ადამიანის გულმა ასეთ სულისშემძვრელ სცენას გაუძლოს.
სამი წლის ტყუპი ძმები ლევანი და დავითი, ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის ნანგრევებში
მჭედლიშვილების ოჯახში ნამდვილი უბედურება დატრიალდა. სახლი, სადაც ტკბილად ეძინა ექვს მცირეწლოვან ბავშვს, მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა. ზეცას სწვდებოდა სასოწარკვეთილი დედის კივილი: „შვილები გადამირჩინე, უფალო!“
ეს პატარა ანგელოზები ცეცხლში ჩაიწვებოდნენ და მათგან ფერფლიც კი არ დარჩებოდა, უფლის სასწაული რომ არა!
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის ტყუპები — ლევანი და დავითი ასე ეხუტებიან ერთმანეთს. საბრალო ბავშვებს აღარაფერი გააჩნიათ ამქვეყნად, დამწვარი კედლების გარდა.
ს
ცეცხლში დამწვარი „იმედების სასაფლაო“
აი, ასე ცეცხლში ჩაიწვა სახლი, რომელიც საუკუნის წინ წინაპრების დაუღალავი შრომით აშენდა. ვინ იცის, იქნებ, ისინი ამ პატარა ანგელოზების ცოდვით ახლა საფლავში ტრიალებენ.
ერთ კადრში ასახული დრამა. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!
უიმედოდ დარჩენილი ბავშვების გამოხედვას როგორ გავუძლოთ, როგორ?!
აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს. დაე, მთელმა სამყარომ ნახოს, თავადაც მშიერი 3 წლის ბიჭუნა ტყუპისცალ ძამიკოს პურის ერთადერთ ნატეხს როგორ აჭმევს თავისი ხელით. ღმერთო, ამ პატარა ანგელოზების გულებში რამხელა მადლია!
უსახლკაროდ დარჩენილმა ოჯახმა თავი დროებით შეაფარა ამ ერთ საშინელ ოთახს, რომელიც მართალია, დამწვარი არაა, მაგრამ ისეთი ბნელი და ნესტიანია, რომ მხოლოდ ქუჩის მიუსაფარი ძაღლი თუ შეძლებს აქ ღამის გათენებას. რა ქნან საბრალო ბავშვებმა? ასე შემოუსხდნენ ძველი ხის მაგიდას, რომლიდანაც მატლები ამოდიან და ჩაის სვამენ. დიახ, ბავშვების საუზმეც, სადილიც და ვახშამიც მხოლოდ ჩაია, პურის გარეშე.
3 წლის ბიჭუნას საჭმელი უნდა და ცარიელ კოვზს იდებს პირში. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!
გაყინულ ხელებს ცხელ ფინჯანს ჰკიდებს, ცოტათი მაინც რომ გათბეს
გარეთ ვიღაცას კოცონი დაუნთია. 3 წლის ტყუპებმა კი ნაკვერჩხალი შეაგროვეს ამ სათლში და დედასთან მიაქვთ, რომ ჟანგიანი ღუმელი დაანთოს.
აი, ცოტა შეშაც ნახეს ბავშვებმა და მათი გული სიხარულით აძგერდა
ბავშვი ძლივს ერევა შეშას. მაგრამ სიცივისგან გაყინულმა ბიჭუნამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა
ტყუპისცალი ძამიკოც ეხმარება ლევანს
ბავშვებმა ჟანგიანი და გახვრეტილი ღუმელი ძლივს დაანთეს და სიცივისგან გაყინულ პატარა ხელებს ითბობენ. მაგრამ ღუმელი მალე ჩაქრება და მერე რა უნდა ქნან საბრალო პატარებმა?
რკინის გატეხილ საწოლზე სძინავთ, დილით კი ბავშვებს ძვლები სტკივათ
სიტყვები აღარაა საჭირო. ეს თვალები ყველა სათქმელზე მეტს ამბობს
9 წლის ბექა თავისი ხელით აცმევს 3 წლის ძამიკოს იმ ჟაკეტს, რომელიც ხანძარს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ეზოში თოკზე იყო გაფენილი. მაგრამ ამ ყინვაში ეს თხელი და ძველი ჟაკეტი გაათბობს ბავშვს? სიცივისგან გალურჯებულ ბავშვებს, სისხლი აღარ უმოძრავებთ ძარღვებში. ღმერთო, ღმერთო, ეს რა უბედურება დატრიალდა მჭედლიშვილების ოჯახში!
ხანძარს ასევე ეს დახეული ყვითელი მაისური გადაურჩა, რომელიც მხოლოდ ზაფხულში ჩასაცმელია. საბრალო ბიჭუნა კი ასე იხუტებს, რომ იქნებ, ცოტათი მაინც გათბეს.
დამშეულმა ბავშვმა ხმელი პური იპოვა
კადრი, რომელიც ყველა სათქმელზე მეტს ამბობს. ერთ ფოტოში ჩატეული დრამა…
ეს კი 7 წლის თამუნაა. ბავშვი მალე 8 წლის გახდება. დაბადების დღეზე კი, ტორტის ნაცვლად, ხმელი პურის ნატეხი ექნება, ვერც მეგობრებს დაპატიჟებს. ან სად უნდა დაპატიჟოს, როდესაც სახლი აღარ აქვს და ამ სოროშია დროებით შეფარებული. შეხედეთ, ამ ყინვაში საზაფხულო ფეხსაცმელი აცვია საბრალო გოგონას, თბილი წინდაც კი არ აქვს.
ბექას აცრემლებულ თვალებში იმხელა დარდი და სევდაა, ვერავინ იფიქრებს, რომ ჯერ სულ რაღაც 9 წლისაა ბავშვი. მისი გამომეტყველება ისეთია, რომ თითქოს მთელი სამყაროს უსამართლობამ ბავშვის ზურგზე გადაირა. პრინციპში, ეს ნაწილობრივ სიმართლეც არის. ვერაგმა ბედისწერამ ბავშვობა დააკარგვინა ამ ბიჭს.
თამუნა დედიკოს წყალს უსხამს ხელ-პირის დასაბანად
38 წლის დედამ ფული ისესხა, რომ ეს ბურღული ეყიდა 3 წლის ტყუპებისთვის. თუმცა ისიც გათავდა უკვე
3 წლის ლევანი და დავითი სულ ასე ეხუტებიან ერთმანეთს. მათი სიყვარული, მზრუნველობა და სიკეთე გულს აგიტირებთ
ბავშვების სათამაშოები ცეცხლში ჩაიწვა. აღარც სათამაშო მანქანა უჭირავთ და აღარც ბურთი მათ პატარა ხელებს. სამაგიეროდ, მათ ძლიერად ჩასჭიდეს ხელები ერთმანეთს. ჩვენს სამშობლოს ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები ეზრდება.
კეთილო ადამიანებო, ალბათ, თავად დარწმუნდით, როგორი წარმოუდგენელი უბედურება ტრიალებს მჭედლიშვილების მრავალშვილიან ოჯახში. ბავშვები ცეცხლში ჩაწვას სასწაულებრივად კი გადაურჩნენ, მაგრამ ყველაზე რთული პერიოდი ახლა იწყება. დროებით არიან შეფარებული ამ ნესტიან სოროს, მაგრამ მისი დაცლაც მოუწევთ მალე. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს? ექვს პატარა ანგელოზს ყინვაში, ქუჩაში მოუწევს დაძინება. ეს კი სიკვდილის ტოლფასია. მეგობრებო, მჭედლიშვილების დამწვარი სახლიდან კედლები შემორჩა. ყველამ თითო აგურის საყიდელი თანხა რომ გავიმეტოთ, ბავშვებს აღარ მოუწევთ ქუჩაში დაძინება. მოდით, მთელი საქართველო გავერთიანდეთ და ამ პატარა ანგელოზებისთვის თითო აგურის საყიდელი თანხა გავიმეტოთ. მალე ახალი წელი დადგება. სიკეთით გავაცილოთ ძველი წელი და ახალი წლის შემობრძანებას მადლით შევხვდეთ. ჩვენი გულები გავუხსნათ უფალს…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქალაქი წნორი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მჭედლიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: