ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

საბაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ზღვაზე!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აქტიურად
განაგრძობს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

ზაფხულის პერიოდში ბავშვებს ყველაზე მეტად დასვენება
სჭირდებათ. ამიტომ ქობულეთში კეთილმოწყობილ სასტუმროში ფონდი აქტიურად ასვენებს როგორც
„მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ ბავშვებს, ასევე მრავალშვილიან ოჯახებს.

ქობულეთს წინა კვირაში ესტუმრნენ საბაშვილების სოციალურად
დაუცველი 9 შვილიანი ოჯახი ვაზისუბნიდან. გამგზავრების წინ ბავშვებისთვის მოსამზადებელი
ხარჯებიც ფონდმა თავის თავზე აიღო და შეუძინა მათ ყველა საჭირო ინვენტარი თუ ტანსაცმელი
ზღვისთვის.

ბავშვები უსაზღვროდ გახარებულნი დარჩნენ ზღვაზე კომფორტულ
გარემოში დასვენებით.