ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

არდადაგები ზღვაზე

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აქტიურად განაგრძობს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

ფონდმა მიმდინარე თვეში ქობულეთში დაასვენა მრავალშვილიანი ოჯახები სხვადასხვა რეგიონებიდან, კახეთიდან დაწყებული აჭარით დამთავრებული.

ქობულეთს 2 კვირის წინ ესტუმრნენ საბაშვილების სოციალურად დაუცველი 6 შვილიანი ოჯახი ბათუმიდან. უსახსრობის გამო ბავშვებს არ ჰქონიათ დასვენების საშუალება, ვინაიდან ოჯახის მთავარი საზრუნავი პირველ რიგში ბავშვების გამოკვებაა. ქობულეთში კი მათ ძალიან ლამაზი და მხიარული დღეები გაატარეს.