ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

მამფორიების მრავალშვილიანი ოჯახი

ფონდის
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.

ერთ-ერთი
ასეთი ოჯახი, რომელსაც ფონდი ყოველთვიურ დახმარებას
უწევს გახლავთ ბელა მამფორიას ოჯახი სოფელ ვაქირიდან. ბელას ჰყავს 7 მცირეწლოვანი შვილი
და იგი ფონდისგან ყოველთვიურად ღებულობს 500 ლარის დახმარებას. ბელა და მისი მეუღლე
გიორგი უმუშევრები არიან. ოჯახს ყველაზე მეტად უჭირს საკვები პროდუქტები.

გარდა
ყოველთვიური დახმარებისა, ფონდმა მთელი ოჯახი აგვისტოს თვეში ქ. ქობულეთში სასტუმროშიდაასვენა. ბავშვებისთვის
იქ გატარებული დღეები დაუვიწყარ მოგონებად დარჩა.

თუ
გსურთ მონაწილეობა მიიღოთ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაში გთხოვთ ეწვიოთ ბმულს
და თქვენც შეიტანოთ თქვენი წვლილი ჩვენი თანამემამულეების უკეთესი მომავლის ფორმირებაში.
ქალბატონი ბელას შვილები: მარიამი, ჯემალი, გოჩა, თინიკო, ლიზიკო, ლელიკო და თამაზი
ელიან თქვენს კეთილ ნებას.

http://fsp.ge/ge/donate/?projects=92