ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ააიპ „სოციალურ პარტნიორობას“ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა

არასამეწარმეო არაკომერციული
იურიდიული პირი „სოციალური პარტნიორობა’’ შეიქმნა 2012 წლის 12 აპრილს მრავალშვილიანი
ოჯახების, ობოლი ბავშვებისა და საწოლს მიჯაჭვული ხანდაზმულების დახმარების მიზნით.
დღეს დღეობით ფონდი ყოველთვიურად უვლის 400-მდე საწოლს ან სახლს მიჯაჭვულ მოხუცს,
20-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს და 10 ბავშვს, რომლებიც ცხოვრობენ ფონდის „მცირე საოჯახო
ტიპის სახლში“.

მსგავსი მასშტაბური
ქველმოქმედება სტატუსითაც გამყარდა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 სექტემბრის
ბრძანებულებით და ააიპ „სოციალურ პარტნიორობას“ მიენიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის
სტატუსი.

საქველმოქმედო ორგანიზაცია
„სოციალური პარტნიორობა“მომავალშიც ბევრ სიკეთეს მოუტანს მრავალშვილიან ოჯახებს,
მოხუცებსა და ბავშვებს.