ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

“სოციალური პარტნიორობის” მედიატური ქობულეთში

2014 წლის
17-19 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდ “სოციალურმა პარტნიორობამ” ქალაქ ქობულეთში
მედიატური გამართა.

მედიატურის ფარგლებში
ტელევიზიის, ჟურნალ-გაზეთის, რადიოსა და ინტერნეტ პრესის 30-მდე წარმომადგენელი სასტუმრო
“Georgia Hotel Palace”-ში განთავსდა.ღონისძიების მეორე საღამოს  საქართველოს ფონდის პრეზიდენტმა გიორგი ქვრივიშვილმა
პრეზენტაცია ჩაატარა, რომელშიც “სოციალური პარტნიორობის”სამომავლო
გეგმებსა და არსებულ პროექტებზე ისაუბრა. მედიის წარმომადგენლებმა ფონდის მასშტაბური
ქველმოქმედების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

პრეზენტაციის მეორე
ნახევარი უკრაინის ფონდს დაეთმო, რომელიც მისმა პრეზიდენტმა ელენე პოლიშჩუკმა წარმოადგინა.
უკრაინაში ფონდი “სოციალური პარტნიორობა” უკვე 16 წელია წარმატებით მოღვაწეობს
და ქვეყანაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ყველაზე დიდ ინსტიტუტს წარმოადგენს.